კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
240140000.41.046.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №44

2022 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების დამტიკიცების თაობაზე“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და  საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადების“ მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სააგენტოს წერილობითი კორესპონდენცია ინფორმაციის მიწოდების თაობაზე უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. კორესპონდენციის გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებას ან პირი უარს აცხადებს დოკუმენტაციის ჩაბარებაზე, სააგენტო უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს შესაბამისი თხოვნა, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით ადრესატისათვის  დოკუმენტაციის გაგზავნას. შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დოკუმენტის გახსნის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2022.
როდის იქნა მიღებული „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.41.046.016021.
რამდენი მუხლისგან შედგება „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №44, 05.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5560436/