ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №80

2018 წლის 26 ივლისი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივლისის №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/08/2015 წ., 010260020.35.136.016181)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მესამე მუხლის მესამე პუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3.ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„5. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები) დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის მერს.“. 

მუხლი 2
„ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ოქტომბრის №26 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/10/2014 წ., 010250050.35.136.016153) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დამატება (პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1-ის  მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების განაწილების  თაობაზე.

4. განაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი  გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ გაწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 3
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/11/2017 წ., 010260020.35.136.016242)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3  მუხლის მეორე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  103-ე, 1074, 1191 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 პუნქტით, 134-ე, 135-ე,  1461, 148-ე,  150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.“. 

მუხლი 4
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23/07/2014 წ., 010250040.35.136.016132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის 116-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 116. კონტროლი მერიის საქმიანობაზე“.

2. დადგენილების დანართის 133-ე  მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, მერიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, მერი, მერიის სამსახურების უფროსები და მერიის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე