ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 6 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (6)
- ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების 21.07.2014
- ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შე 21.07.2014
- ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 21.07.2014
- ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 21.07.2014
- ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 21.07.2014
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ 30.06.2016
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2018 წლის 25 იანვარი დაბა ხულო |
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხულოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს თავმჯდომარეა ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით)
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, შედიან: (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით)
ა) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის უფროსი;
ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;
გ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტური, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი;
დ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 7 (შვიდი) წარმომადგენელი რომელსაც ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.
8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე (ხულოს მუნიციპალიტეტის მერი).“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
დ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;
ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ხულოს მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;“.
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.".
4.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას) მერის (საბჭოს თავმჯდომარის) წარდგინების საფუძველზე იღებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.".
|