ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.136.016344
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2020 წლის 14 ივლისი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.136.016242) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სივრცით დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, სხვა კანონქვემდებარე აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართიმე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს  კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს სივრცით დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის,  საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს სივრცით დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტებისა და წინამდებარე დებულების  შესაბამისად. პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.“.


მუხლი 2. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.136.016206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სივრცით დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

დანართი №1

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

-----------------------------------------------------------------------------

 

 

მ  ი  თ  ი  თ  ე  ბ  ა  № --------

 

                                                                                                                                                      შედგენი თარიღი ---------------------

 

დამრღვევის ვინაობა და მისამართი -----------------------------------------------------------

 

(მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ------------------------------------------------------------

 

(მისამართი, საკადასტრო კოდი)

                     დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:

 

აღნიშნული გათვალისწინებულია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის ------------ მუხლის ------------ ნაწილის  შესაბამისად.

 

დარღვევის გამოსწორების ვადა --------------------------------------------------- დღე.

 

მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: ---------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შედგენის თარიღი:--------------------------------------------------------------------------------

 

მითითება ჩაბარდა და გაეცნო ------------------------------------------------------------------

 

დანართი №2

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

 

 

--------------------------------------------------------------------------    შემოწმების აქტი № ----------------------------

 

                                                                                                                                                     შედგენის თარიღი  --------------------------

 

დამრღვევის დასახელება და მისამართი -----------------------------------------------------------

 

(მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)

 

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი   ----------------------------------------------------------------

 

(მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

დამრღვევს ---------------------------------------- მიეცა №-------  მითითება----------------------

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------

 

(უფლებამოსილი ორგანოს მითითება)

 

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის

123-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  შესაბამისად, მითითებაში დაფიქსირებული იყო შემდეგი სახის დარღვევები:

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------

 

                                                                                                                           (დარღვევის სახეები)

 

აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ

 

მითითება დამრღვევის მიერ შესრულდა  ----------------------------------------------------------

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენთ მასზედ, რომ მითითება

ა)   შესრულდა;

ბ)   არ შესრულდა;

გ) არადროულად სრულდება;

 

აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ ---------------------------------------------

 

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------  შედგენის თარიღი: -------------------------------------

 

აქტი ჩაბარდა და გაეცნო: -----------------------------------------------------------------------------


 


მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე