განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №30/09-1 |
|
2014 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
2. ეს პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში “სააგენტო”) წარსადგენი განცხადების და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს, დასაშვებობის პროცედურებსა და ვადებს.
3. პროცედურის მიმართ გამოიყენება კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს სააგენტოს მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები.
3. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი.
4. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. განმცხადებელმა/მომჩივანმა შეიძლება განაცხადოს აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ, განცხადების/საჩივროს განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
6. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება/საჩივარი. სააგენტო უფლებამოსილია განცხადების/საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.
2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.
3. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე.
4. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორცილებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს თვითაცილება.
2. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) განმცხადებლის ვინაობას, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) ინფორმაციას ან/და მტკიცებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევში) იმის შესახებ, რომ ირღვევა კანონი;
გ) განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას.
2. ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის შესაბამისად შევსებული საჩივარი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) საჩივრის წარმდგენი პირი (ვინაობა, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) საჩივრის წარმდგენი პირის წარმომადგენელი (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი);
გ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტი (სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები);
დ) საჩივრის სახე, საქმის დეტალური აღწერა. ასევე, გარემოებები და მტკიცებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, რის შედეგადაც მას უშუალოდ ადგება/მიადგა ქონებრივი ზიანი;
ე) შენიშვნები და დამატებები;
ვ) საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) საჩივრის წარდგენის თარიღსა და მომჩივანის ხელმოწერას.
3. განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება სააგენტოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
2. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის დებულებები.
3. განცხადება/საჩივარი, რომლებიც ეხება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს, გადაეგზავნება შესასწავლად შესაბამის მარეგულირებელ კომისიებს.
2. განცხადების განსახილველად მიღების შემდეგ, სააგენტო განსაზღვრავს შესაბამის ეკონომიკურ აგენტს/აგენტებს და 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განცხადების შესახებ და აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინოს განცხადების თაობაზე შენიშვნები/მოსაზრებები.
3. სააგენტო ვალდებულია საჩივრის განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს შემოსული საჩივრის შესახებ და განუსაზღვროს ვადა შენიშვნების/მოსაზრებების წარმოდგენისათვის ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია წარადგინოს შენიშვნები/მოსაზრებები საჩივრის თაობაზე, სააგენტოს მიერ მითითებულ დროში.
4. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს ან/და მომჩივანს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
5. განმცხადებლის ან/და მომჩივანის მიერ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის განახლების საფუძველია.
2. ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე და მისი გასაჩივრების შესაძლებლობებზე და ვადებზე.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენის ვადა.
ა) მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება;
2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება მე-8 მუხლით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
2. განცხადების/საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი.
3. განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარი ან მათ საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების არსებობა არის, იმავე საკითხზე ან იმავე საფუძვლით ერთი და იმავე პირის მიერ განმეორებით შემოტანილი განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება.
განცხადება
ვადასტურებ, რომ განაცხადში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
განცხადებელი: --------------- ხელმოწერა --------------- თარიღი: | |||||
დანართი N2
საჩივარი
ვადასტურებ, რომ განაცხადში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
მომჩივანი: --------------- ხელმოწერა ---------------
თარიღი, ადგილი . | |||||||||