ბრძანება N 25162
📄 სრული ტექსტი
N 25162
29 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 14 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ------- (ს/ნ -------) №92830/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22264 ბრძანებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მის სახელზე 2022 წლის 14 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა სათამაშო აპარატების მოწყობის ნებართვა №-------. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე საქმიანობდა 2023 წლის 31 დეკემბრამდე. 2023 წლის 31 დეკემბერს განცხადებით (ID:-------, შტრიხკოდი: -------) მიმართა შემოსავლების სამსახურს, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიმდინარე საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. მას შემდეგ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით არ უსარგებლია. აღნიშნული განცხადების შემდგომ, შესაბამისად, არც სათამაშო ბიზნესის ყოველკვარტალური მოსაკრებელი გადაუხდია, ასევე, დაცალეს ფართი, რომელიც დროებით სარგებლობაში ჰქონდა მიღებული შპს ,,-------“ (ს/ნ -------) და შეწყვიტეს მათთან არსებული საიჯარო ხელშეკრულება.
2023 წლის შემდეგ შპს ,,-------“ არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიუღია იჯარის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოში მოგვიანებით საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის განაცხადიც წარადგინეს. საიჯარო ხელშეკრულების გარდა შეწყვიტეს ყველა სხვა ხელშეკრულებებიც, მ.შ. სათამაშო აპარატების ქირავნობის და 2024 წელზე არცერთი ფაქტურა, რაც მათ საქმიანობას რამენაირად დაადასტურებდა, ბუნებრივია, არ მიუღიათ.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 14 სექტემბრისათვის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი არ გადაუხდია, ყველა სახის მტკიცებულება ადასტურებს, რომ 2024 წელს, მიუხედავად იმისა, რომ სანებართვო მოსაკრებელი 2024 წლის 14 სექტემბრამდე წინასწარ ჰქონდა გადახდილი (2023- ში), არცერთი დღე არ უფუნქციონირებია და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე შემოსავალი არ მიუღია. 2024 წლის 4 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს №------- ნებართვის გაუქმების შესახებ, რაც დაკმაყოფილებულია. ამჟამად, სადავო ნებართვა ძალადაკარგულად არის გამოცხადებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 23 სექტემბრის №20785 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №------- ნებართვის მფლობელის - შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ (მის: -------, -------, სასტუმრო -------), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები, კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2024 წლის 7 ოქტომბერს შედგა შემოწმების აქტი №73, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) სათამაშო აპარატების მოწყობის ნებართვა №------- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2022 წლის 14 სექტემბერს. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად. სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. შპს ------- (ს/ნ -------) მესამე წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2024 წლის 13 სექტემბერს, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნულზე გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22264 ბრძანება და გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარი.
გადამხდელმა ჯარიმის დაკისრების შესახებ №22264 ბრძანება ჩაიბარა 2024 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო 2024 წლის 4 ოქტომბრის „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შესახებ“ წარმოდგენილი ID:------- განცხადების შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 21 ოქტომბრის №2392/01 ბრძანების საფუძველზე გაუქმებულ იქნა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №------- ნებართვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები და შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს: სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.
შპს ------- (ს/ნ -------) მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 31 დეკემბერს მიმართა შემოსავლების სამსახურს სათამაშო ბიზნესის საქმიანობის დროებით შეწყვეტის შესახებ (განცხადება ID:-------) და ამის შემდგომ არ უსარგებლია შესაბამისი ნებართვით მიცემული უფლებამოსილებებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები, ხოლო „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, შესაბამისი ნებართვის გაცემის დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შპს ------- (ს/ნ -------) აზარტული თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე წერილობით აცნობა შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებდა ნებართვის მფლობელს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებისგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ შედგა შემოწმების აქტი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანის სათამაშო აპარატების მოწყობის ნებართვა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2022 წლის 14 სექტემბერს. გადამხდელის მიერ მესამე წლის სანებართვო მოსაკრებლის გადახადა არ განხორციელებულა. აღნიშნულზე გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება და გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გაუქმებულ იქნა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს კანონი „„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ - 34