ბრძანება N 6978
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6978
29 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 5 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ -----------) №88273/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №4765 ბრძანებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №28).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებით დადგენილია, რომ სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2024 წლის 28 თებერვალს შედგა შემოწმების აქტი №8, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ---------- (ს/ნ -----------) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №------------ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2022 წლის 17 თებერვალს.
საჯარო კანონმდებლობა მოიცავს პირდაპირ დანაწესს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გადასახდელი მოსაკრებლის გადახდის ვადებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ორგანომ არ იხელმძღვანელა უპირველეს ყოვლისა, მოქმედი კანონმდებლობით და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ ი/მ ----------- მიერ არ არის დროულად გადახდილი თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები, რის გამოც იგი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა“
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №4765 ბრძანებით დადგენილია, რომ ი/მ --------- (ს/ნ ----------) სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადა 2024 წლის 17 თებერვალს, რაც ასევე დასტურდება სს „---------ბანკის“ №---------- საგადახდო დავალებით. მიუხედავად კანონით ზუსტად დადგენილი ვადისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა ათვლილი №--------- ნებართვის გაცემის დღიდან, კერძოდ - 17 თებერვლის თარიღიდან 12 თვიანი ვადა, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ი/მ ---------- მოსაკრებელი გადაიხადა 2024 წლის 17 თებერვალს, კანონით დადგენილ 12 თვიანი ვადის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში 17 თებერვალი არის მე-12 თვის ბოლო დღე და სრულად შეესაბამება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ნორმატიულ შინაარს, რომ სალიცენზიო მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა არასწორად განმარტა კანონი და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ ი/მ --------- მესამე წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2024 წლის 16 თებერვალს, რასაც არ ითვალისწინებს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი. ის გარემოება რომ 2024 წლის 17 თებერვალი დაემთხვა არასამუშაო დღე და ვერ აისახა ხაზინის შესაბამის ანგარიშზე გადახდილი თანხები, აღნიშნული არ არის გადამხდელის ბრალეული ქმედებით გამოწვეული, ჩემ მიერ რეალურად 12 თვის ვადაში სწორად იქნა გადახდილი თანხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელი ითხოვს დაკმაყოფილდეს საჩივარი, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 28 თებერვლის №4408 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის №---------ნებართვის მფლობელის - ი/მ ---------- (ს/ნ ----------) მიერ (მის.: ქ.---------, ნაკვეთ №--------ზე არსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული, ფართი №-------) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები, კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2024 წლის 28 თებერვალს შედგა შემოწმების აქტი №--------, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ---------- (ს/ნ -----------) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №----------- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2022 წლის 17 თებერვალს. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად. სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.
ი/მ ---------- (ს/ნ ---------) მესამე წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2024 წლის 16 თებერვალს, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. ი/მ ---------- (ს/ნ -----------) სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადა 2024 წლის 17 თებერვალს და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის შესახებ ID: ----------- განცხადება შემოსავლების სამსახურში წარადგინა ასევე 2024 წლის 17 თებერვალს (ბიუჯეტში შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის დღე: 19.02.2024 წ.). აღნიშნულით დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
აღნიშნულზე გამოცემული იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №4765 ბრძანება და გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები და შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში შეადგენს 10 000 ლარს.
ი/მ --------- (ს/ნ ---------) მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი მესამე წლის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ბოლო ვადად მიიჩნევს 2024 წლის 17 თებერვალს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანზე ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №--------- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2022 წლის 17 თებერვალს. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად. სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. შესაბამისად ი/მ ---------- (ს/ნ -----------) უფლებამოსილი იყო მესამე წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაეხადა 2023 წლის 17 თებერვლიდან არაუგვიანეს 2024 წლის 16 თებერვლისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------- (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელი ითხოვს დაკმაყოფილდეს საჩივარი, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
ი/მ -ეს მესამე წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2024 წლის 16 თებერვალს, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. ი/მ-ის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადა 2024 წლის 17 თებერვალს და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის შესახებ განცხადება შემოსავლების სამსახურში წარადგინა ასევე 2024 წლის 17 თებერვალს (ბიუჯეტში შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის დღე: 19.02.2024 წ.). აღნიშნულით დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.
აღნიშნულზე გამოცემული იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №4765 ბრძანება და გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტები; 33-ე მუხლის პირველი და მე-2;3;7; ნაწილი;
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,