ბრძანება N 13707
📄 სრული ტექსტი
N 13707
11 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) №84216/21 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10834 ბრძანების თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო გათამაშება ჩატარდა 2024 წლის 12 მარტს, ნაცვლად შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებული 11 მარტისა. კომპანიამ არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით განახორციელა სხვადასხვა მოქმედებები. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ასევე შედგენილ იქნა ინციდენტრეპორტიც, რომელიც გაეგზავნა რენდომს ---------- და მისი ასლი ასევე წარმოდგენილი იყო კომპანიის მიერ წამახალისებელი გათამაშების შედეგების შესახებ ოქმთან ერთად შესაბამისი ახსნა-განმარტებით. ასევე, მომხმარებელთა სრულყოფილი ინოფრმირების მიზნით წამახალისებელი გათამაშების შესაბასამის გვერდზე გამოტანილი იყო შეტყობინება შემდეგი ინფორმაციით: „ყურადღება! ტექნიკური შეფერხების გამო, 11 მარტის ციფრული გათამაშება გაიმართება დღეს, 12 მარტს 21:00 საათზე.“ მომჩივანი მიუთითებს, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით დასტურდება, რომ კომპანიას ობიექტური შესაძლებლობა არ ჰქონდა წამახალისებელი გათამაშების ჩატარების. აქედან გამომდინარე, სახეზე არ ყოფილა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს ბრძანების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის N8384 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის N----------- ნებართვის მფლობელის - შპს „----------“ (ს/ნ -----------) მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2024 წლის 2 მაისს შედგა შემოწმების აქტი N03-08, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებული წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპს ატარებდა 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით. ნებართვის მფლობელის მიერ 2024 წლის 12 მარტს ჩატარებული (ნაცვლად 11 მარტისა) წამახალისებელი გათამაშების შედეგების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა 2024 წლის 13 მარტს ID----------- განცხადებით. სწორედ ამ განცხადებაშია აღნიშნული, რომ „საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო“ გათამაშება ჩატარდა 2024 წლის 12 მარტს, ნაცვლად შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებული 11 მარტისა, რითაც შპს „---------“ (ს/ნ ----------) მიერ დარღვეული იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მესამე პუნქტით („წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ“) და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით („ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად“) გათვალისწინებული ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „---------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით. აღნიშნულზე გამოიცა 2024 წლის 2 მაისის N10834 ბრძანება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია: ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არნიშნავს, რომ კომპანიას ობიექტური შესაძლებლობა არ ჰქონდა წამახალისებელი გათამაშების ჩატარების. აქედან გამომდინარე, სახეზე არ ყოფილა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს მიერ დარღვეული იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მესამე პუნქტით („წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს.