ბრძანება N 7120

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.04.2025
№ დოკუმენტი 7120
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7120

15 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------------)

2025 წლის 28 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) №----/21 (№560480) საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 მარტის №3999 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვა ელექტრონული სისტემით, ხოლო მისი გათიშვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ნიშნავს კომპანიის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებას. ასევე აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან მყისიერად მოხდა დავალიანების დაფარვა. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, რაც გამოწვეული იყო საბანკო ვალდებულებებით, ვერ ახერხებდა თანხის დროულად გადახდას და აღნიშნული დავალიანება არ იყო გამიზნულად დაგროვილი. მომჩივნის მითითებით 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით შემოსავლების სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის შესახებ.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს კომპანია უმოკლეს ვადაში იქნეს ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----თან“ განთავსებული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომი 2021 წლის 23 მარტიდან საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №8353 ბრძანებით ჩართული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში. 2024 წლის 30 დეკემბერს აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფუნქციონირება განაგრძო ახალ მისამართზე, რაზეც გამოიცა №27748 ბრძანება.

ვინაიდან შპს „------ა“ (ს/ნ ----------) არ იხდიდა მის სარგებლობაში არსებული, საბაჟო გამშვებ პუნქტ „----თან“ განთავსებული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურების საფასურს, შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №21-02/------ წერილით გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება (ჩაბარების თარიღი – 06.02.2025) და დავალიანების დასაფარად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რაც არ შესრულებულა.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ არაერთგზის განხორციელდა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც მოხდა მათი ინფორმირება კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგის დადგომასთან დაკავშირებით. მიუხედავადა ამისა, 2025 წლის 7 მარტის მდგომარეობით შპს „-------ს“ დავალიანება შეადგენდა 27 454 ლარს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის 7 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №3999 ბრძანებით, შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------) სარგებლობაში არსებული, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----თან“ განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომი გამორთულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან. მითითებულ ბრძანებას შპს „------ა“ იმავე დღეს (07.03.2025) გაეცნო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

შპს „---------------მ“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 14 მარტს, რიგის მართვის ელექტრონული სისტემიდან გამორთვის შემდგომ, გადაიხადა შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური 31 000 ლარის ოდენობით, ხოლო მიმდინარე დავალიანება შეადგენს 240 ლარს.

შპს „---------მ“ 2025 წლის 14 მარტს №-------/21-10-18 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა ავტოსადგომის ხელახალი ჩართვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რის საპასუხოდაც საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 19 მარტის №21- 10/------ წერილით შპს „----ს“ უარი ეთქვა და განემარტა, რომ „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, „რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესრულებულია ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება მიიღება სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვიდან არანაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ“.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების 115 მუხლის შესაბამისად, ავტოსადგომის მფლობელი ვალდებულია „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 102-ე გრაფით გათვალისწინებული „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურების საფასური (ყოველ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 38 ლარი) გადაიხადოს რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების ასახვიდან 5 დღის ვადაში.

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის შესახებ, თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 102-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ არის გადახდილი ამავე დადგენილების 115 მუხლით განსაზღვრულ ვადაში.

ამავე მუხლის მე-13 პუნქტი კი ადგენს, რომ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესრულებულია ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება მიიღება სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვიდან არანაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-5 მუხლის, პირველი ნაწილის, „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, №2 და №3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის ან სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის განხორციელებას, ასევე, ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/პირობების შესრულებაზე კონტროლს.

დადგენილია არ იხდიდა მის სარგებლობაში არსებული, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----თან“ განთავსებული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურების საფასურს. დადგენილია ასევე, რომ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №21-02/----- წერილით გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, რომლითაც დავალიანების დასაფარად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, აღნიშნული შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2025 წლის 6 თებერვალს, თუმცა მითითებულ ვადაში დავალიანების დაფარვა მისი მხრიდან არ განხორციელდა.

საგულისხმოა, რომ 2025 წლის 7 მარტის მდგომარეობით შპს „-----ს“ დავალიანება შეადგენდა 27 454 ლარს. ამდენად, 2025 წლის 7 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №3999 ბრძანებით, შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------) სარგებლობაში არსებული, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----თან“ განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან გამორთვა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესრულებულია ზემოდასახელებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება მიიღება სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვიდან არანაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს კომპანია უმოკლეს ვადაში იქნეს ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის კუთვნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომი 2021 წლის 23 მარტიდან საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №8353 ბრძანებით ჩართული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში. 2024 წლის 30 დეკემბერს აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფუნქციონირება განაგრძო ახალ მისამართზე, რაზეც გამოიცა №27748 ბრძანება.

ვინაიდან კომპანია არ იხდიდა მის სარგებლობაში არსებული, საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურების საფასურს, შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის წერილით გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება და დავალიანების დასაფარად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რაც არ შესრულებულა.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ არაერთგზის განხორციელდა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც მოხდა მათი ინფორმირება კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგის დადგომასთან დაკავშირებით. მიუხედავადა ამისა, 2025 წლის 7 მარტის მდგომარეობით მომჩივანის დავალიანება შეადგენდა 27 454 ლარს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №3999 ბრძანებით, კომპანიის სარგებლობაში არსებული, საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომი გამორთულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან. მითითებულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი იმავე დღეს გაეცნო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. რიგის მართვის ელექტრონული სისტემიდან გამორთვის შემდგომ, გადაიხადა შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური 31 000 ლარის ოდენობით, ხოლო მიმდინარე დავალიანება შეადგენს 240 ლარს.

მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა ავტოსადგომის ხელახალი ჩართვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რის საპასუხოდაც საბაჟო დეპარტამენტის წერილით უარი ეთქვა და განემარტა, რომ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, „რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესრულებულია ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება მიიღება სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვიდან არანაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ“.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას დაეყრდნო შემდეგ ნორმებს:„ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტი;