ბრძანება N 11949

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 11949
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11949

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" )

(მის.: "------")

2024 წლის 24 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") №69763/21 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 25 მარტის №6430 ბრძანების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №52).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 20 ოქტომბრის N26026 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა 2023 წლის 25 ოქტომბერს. ამასთან, პროგრამა ტექნიკურად გამართა ისე, რომ მომავალში აღარ მომხდარიყო სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა. მიუხედავად აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურმა განმეორებით შეამოწმა შპს „------ -ის “ მიერ 2023 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება და დააჯარიმა გადამხდელი. სსიპ შემოსავლების სამსახურმა პირის ვერიფიკაციის იმ წესის დარღვევისათვის დააკისრა შპს „------ -ს “ პასუხისმგებლობა, რომელი წესიც არ ვრცელდებოდა 2021 წლის მარტამდე რეგისტრირებულ "------"-ზე (პ/ნ "------"). ხოლო ამ უკანასკნელის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის N43 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულებულ იქნა შპს „------- -ის “ მიერ, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 27 მაისის N1830/01 ბრძანების საფუძველზე გამოცემული N 19-04/69 სამორინეს მოწყობის ნებართვის ფარგლებში მას არ დაურღვევია სანებართვო პირობა. ასევე ამბობს, რომ ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა და ითხოვს ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მოქალაქე"------"-ის (პ/ნ "------") 2024 წლის 7 თებერვლის N "------" განცხადების საფუძველზე გამოცემული „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის N4193 ბრძანების შესაბამისად,განხორციელდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") მიერ სამორინეს მოწყობის N19-04/69 ნებართვით სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის N43 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2024 წლის 22 მარტს შედგა შემოწმების აქტი N"------" შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") მიერ სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ სათამაშო ვებგვერდზე (www.crystalbet.com) მოქალაქე "------" (პ/ნ "------") რეგისტრირებულ იქნა 2015 წლის 13 ივლისს. შემოწმების ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის N"------"წერილის პასუხად, შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") მიერ წარმოდგენილ განცხადებაში ნებართვის მფლობელი განმარტავს, რომ აღნიშნულმა მოთამაშემ აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით პირველადი ვერიფიკაცია (სმს ვერიფიკაცია) გაიარა 2017 წლის 25 ივნისს, აღნიშნულმა მომხმარებელმა უშუალო კონტაქტის გზით (face to face) სალაროში ვერიფიკაცია გაიარა 2018 წლის 19 დეკემბერს და ნებართვის მფლობელის მიერ მოპოვებული იქნა მისი პასპორტი, ხოლო აღნიშნული მომხმარებელი 2021 წლის 4 დეკემბერს წარმატებით გადამოწმებულ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. ამავე განცხადებაში ნებართვის მფლობელი ასევე განმარტავს, რომ ხელახალი ვერიფიკაციის მიზნით მომხმარებლის - მოქალაქე "------"-ის (პ/ნ "------") შემდგომი გადამოწმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში განხორციელდა 2023 წლის 10 ივნისს, 2 სექტემბერს და 11 ოქტომბერს. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") მიერ, მოქალაქე "------"-ის (პ/ნ "------") პასპორტი მოპოვებულ იქნა 2018 წლის 19 დეკემბერს.

ვინაიდან შპს „------- -ის“ (ს/ნ "------") მიერ, მოქალაქე "------"-ის (პ/ნ "------") პასპორტი მოპოვებულ იქნა 2018 წლის 19 დეკემბერს, ხოლო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ბოლო მოთხოვნის (საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადამოწმება) დაკმაყოფილება მოხდა 2021 წლის 4 დეკემბერს, შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") გააჩნდა ვალდებულება მოქალაქე "------"-ის (პ/ნ "------") ხელახალი ვერიფიკაციის მიზნით მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადამოწმება განეხორციელებინა არა 2023 წლის 10 ივნისს, არამედ 2022 წლის დეკემბერში.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის N"------" წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოთხოვილ იქნა "------"-ის (პ/ნ "------") გარდაცვალების თარიღის შესახებ ინფორმაცია, რაზედაც 2024 წლის 16 თებერვლის N"------" წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პასუხად გვაცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, "------"-ის (პ/ნ "------") მიმართ რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №"------" ჩანაწერი, რომლის მიხედვით, "------"-ის გარდაცვალების თარიღია 2022 წლის 6 ნოემბერი.

მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის N"------" წერილით შპს „------ -სგან “ (ს/ნ "------") გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქე "------" (პ/ნ "------"), ნებართვის მფლობელის მიერ გარდაცვლილად დაიდენტიფიცირდა მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნული მოქალაქის მონაცემების უკანასკნელი, 2023 წლის 11 ოქტომბრის გადამოწმების შედეგად. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის N"------" წერილის შესაბამისად, შპს „N1-ს“ (ს/ნ "------"; შერჩეული პირი) მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მოქალაქე "------"-ის (პ/ნ "------") მოთამაშის ანგარიშზე, მისი გარდაცვალებიდან - 2022 წლის 6 ნოემბრიდან 2023 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდზე ადგილი ჰქონდა სათამაშო აქტივობებს (აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის მიღება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის N43 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი (აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად (ყოველი უწყვეტი 12 კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად) და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ოპერატორი ვალდებულია არ დაუშვას მოთამაშე სათამაშოდ და არ მიიღოს თანხა ან/და ფსონები ამ წესის (ელექტრონულად იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში) და ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის (პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში) შესაბამისად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გარეშე, ასევე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური ხელახალი ვერიფიკაციის გარეშე)) ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

აქედან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმებულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ჯარიმის სახით განესაზღვრა 7000 ლარი. აღნიშნულზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 25 მარტს გამოიცა N6430 ბრძანება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

კ. შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის N43 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვერიფიკაცია არის ამ წესით (ელექტრონულად ვერიფიკაციის შემთხვევაში) და ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით (პირისპირ (არაელექტრონულად) ვერიფიკაციის შემთხვევაში) განსაზღვრული ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმების საშუალებას იძლევა. ხოლო შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") მიერ, მოქალაქე "------"-ის (პ/ნ "------") პასპორტი მოპოვებულ იქნა 2018 წლის 19 დეკემბერს. აღნიშნული მომხმარებლის ვერიფიკაციის თარიღს წარმოადგენს 2018 წლის 19 დეკემბერი.

ამავე ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ მოთამაშე ჩაითვლება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად იმ მომენტიდან, როდესაც ის აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დროის მიუხედავად:

გ.ა) გავლილი აქვს ვერიფიკაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად; გ.ბ) გააქტიურებული აქვს ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდით; გ.გ) საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამოწმებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის N43 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი 52) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელი 2022 წლის 1 მარტიდან ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად (ყოველი უწყვეტი 12 კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად (ა) მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნა; ბ) საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადამოწმება; გ) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში გადამოწმება. ამ მიზნით, ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოდან მიიღოს მოთამაშის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი და რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი).

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 7 000 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი მიიჩნევს,რომ ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა და ითხოვს ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი დაჯარიმებულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ჯარიმის სახით განესაზღვრა 7000 ლარი. აღნიშნულზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 25 მარტს გამოიცა N6430 ბრძანება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი:

7,33,34,37.