სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში (საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2014 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს“ სულ განცხადებით მომართა 10 (ათი) განმცხადებელმა, მათ შორის 7 (შვიდი) შემოსული საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით.
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსადმი პასუხად გაცემულ იქნა 7 (შვიდი) საჯარო ინფორმაცია.
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე პასუხად გაცემულ იქნა 3 (სამი) საჯარო ინფორმაცია.
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის ათვის“ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთ განმცხადებელს არ მოუმართავს.
საქათველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის “ დირექტორის ,,მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლისგადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლი არ გადაუხდია.
უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სსიპ ,,საქართველოს მოსწავლეახალგაზრდობისეროვნულსასახლეს” არცერთი საჯარო უწყებისათვის და განმცხადებლისათვის არ გაუცია.სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდებოდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #219 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ დირექტორის #27 02.09.2013წ. ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციიის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით (სამსახურებრივი ელ. ფოსტა HR@youthpalace.ge)) პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამსახურის, ადამინური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი - მარინა გოლანძია. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი - მაია ჩადუნელი (სამსახურებრივი ელ. ფოსტა PR@youthpalace.ge).
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.youthpalace.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ,,ზოგადი ინფორმაცია“.
დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში“?
- „სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2014 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2611158/