გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
330210119002938437
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/7788 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 ივლისი, 2019 წელი თბი-–--ი

შესავალი ნაწილი

თბი-–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გ------ი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ე-–--------ა ტ------–--–--ე

წარმომადგენელი ნ-----–------------–---–ი

მოპასუხე გ------ი ტ------–--–--ე

წარმომადგენელი ზ-----------------ა

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე გ------ი ტ------–--–--ესათვის არასრულწლოვანი შვი-–--, ვ--------ა ტ------–--–--ის (დაბადებული 2-----–-–----------------–ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 11 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე.

1.2. მოპასუხე გ------ი ტ------–--–--ისათვის ე-–--------ა ტ------–--–--ის სასარგებლოდ თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალის - 3504.52 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ე-–--------ა ტ------–--–--ე და მოპასუხე გ------ი ტ------–--–--ე 20---–-–---ან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ქორწინების რეგისტრაცია მოახდინეს 2----–-–---------–--ს. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------–ს შეეძინათ შვილი ვ--------ა ტ------–--–--ე. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის გამო, 2018 წლის ივნისიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა, ხოლო 2----–-–------------------ს მხარეები განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ, მოპასუხემ მხოლოდ რამდენიმე თვე გადაუხადა არასრულწლოვან შვილს 50 ლარი და 2019 წლის იანვრის თვის შემდეგ ეს თანხაც აღარ გადაუხდია. მოპასუხე არის მასაჟისტი და იგი მუშაობს კერძოდ. მოპასუხეს აქვს სტაბილური შემოსავალი. არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდისათვის საჭიროებს საკმაო სახსრებს. ამასთან, ბავშვს აქვს ქრონიკული ტონზილიტი, შეზღუდულია ცხვირით სუნთქვის შესაძლებლობა და საჭიროებს დამატებით კვლევებს. ბავშვი აგრეთვე დაავადებულია ბავშვთა იდიოპათიური სქოლიოზით, რისთვისაც საჭიროა რეაბილიტაციის სპეციალური კურსები, რათა არ გართულდეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბავშვი ხატავს ძალიან კარგად და სურს ხატვის წრეზე სიარული.

2----–-–--------------ს მხარეებმა სს ,,თ-------------ან“ აიღეს სესხი 5900 ლარის ოდენობით, რაც მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. განქორწინების შემდეგ, მოპასუხე აღარ იხდის თავის წილ თანხას. სესხის დაფარვას ვერც მოსარჩელე მხარე ახერხებს და ამჟამად, ბანკის წინაშე გადასახდელი თანხა შეადგენს 7009.04 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვი-–-- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის ნაწილში. მართალია, გ------ი ტ------–--–--ე არის მასაჟისტი, მაგრამ მას არ გააჩნია მუდმივი სამუშაო და ამ საქმიანობისთვის საჭირო პირობები. მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 150-200 ლარს, რომლითაც მხოლოდ თავს ირჩენს და ასევე უწევს ონკოლოგიურად ავადმყოფი დედის მოვლა-პატრონობაც. მოსარჩელემ 20-- წლის აგვისტოს თვეში აიღო სესხი 5900 ლარი, რომელიც მან მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის და ოჯახის საერთო ინტერესებისათვის მას ეს სესხი არ გამოუყენებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ე-–--------ა ტ------–--–--ე და მოპასუხე გ------ი ტ------–--–--ე 20---–-–---ან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ქორწინების რეგისტრაცია მოახდინეს 2----–-–---------–--ს. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------–ს შეეძინათ შვილი ვ--------ა ტ------–--–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- ( ს.ფ. 25);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 24).

 

3.1.2. მხარეები 2018 წლის ივნისის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ე-–--------ა ტ------–--–--ე და გ------ი ტ------–--–--ე განქორწინდნენ 2----–-–------------------ს. მოსარჩელე და არასრულწლოვანი ვ--------ა ტ------–--–--ე ცხოვრობენ მოსარჩელის დასთან ერთად მის საცხოვრებელ მისამართზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ე-–--------ა ტ------–--–--ეს და სს ,,თ----------ს“ შორის 2----–-–--------------ს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელ ე-–--------ა ტ------–--–--ეზე სესხის სახით გაიცა თანხა 5900 ლარი. სესხი გაცემული იქნა ოჯახური თანაცხოვრების დროს, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. დავალიანების გადაუხდელობის გამო, სესხის თანხის მოცულობა ამ ეტაპზე შეადგენს 7009.04 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_08.08.20-- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, სესხის გადახდის გრაფიკი, გადახდების გრაფიკი (ს.ფ. 27-40).

 

3.1.4. არასრულწლოვან ვ--------ა ტ------–--–--ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია: ,,ქრონიკული ტონზილიტი, ბავშვთა იდიოპათიური სქოლიოზი“. ბავშვს მიეცა რეკომენდაცია - ტონზილექტომია და დამატებითი კვლევების ჩატარება. ასევე, არასრულწლოვანი საჭიროებს ცურვაზე სიარულს და სარეაბილიტაციო მასაჟების ჩატარებას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_28.03.2019 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მოპასუხის დედას, ს----- ტ------–--–--ეს დადგენილი აქვს დიაგნოზი: ,,D.S მარცხენა ს.ჯ Cr, მესამე st, II (მეორე) კლ.ჯგ ოპერაციის, ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიიის შემდგომი პერიოდი, მწვავე ლიმფოსტაზი, ინვაზ. დუქტური კარცინომა“. მას დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და დამატებითი კვლევების ჩატარება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_16---------–--–ს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 112).

 

3.1.6. მოსარჩელე ე-–--------ა ტ------–--–--ე არის სტი-–--ტი, მას ნასწავლი აქვს აკადემია ,,ნ-----–-–ი“, დაუფლებულია ხელობას. ამ ეტაპზე ე-–--------ა ტ------–--–--ე პრაქტიკებს გადის ერთ-ერთ სილამაზის სალონში, თუმცა შრომით ანაზღაურებას არ იღებს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 22 აპრი-–-- მდგომარეობით, ე-–--------ა ტ------–--–--ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 768.75 ლარს, ივლისის თვეში - 742.54 ლარს და აგვისტოს თვეში - 153.89 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 24.04.2019 წლის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 80-81).

 

3.1.7. მოპასუხის დედის, ს----- ტ------–--–--ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ორი უძრავი ქონება: მდებარე: ქ. თბი-–--ი, ქ-----------–--------------–---------------------------------------------- და მდებარე ქ. თბი-–--ი, თ-------------–-----------------------------------------------------------------------------------).

მოპასუხის დის, დ---- ტ------–--–--ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბი-–--ი, თ-------------–-------------------------------------------- (ს.კ. N0----------------------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07.07.2008 წელი (ს.ფ. 105-106);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.03.2015 წელი (ს.ფ. 107-108);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 13.08.2018 წელი (ს.ფ. 109-110);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარე არის პროფესიონალი მასაჟისტი. იგი ფლობს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ უნარებს. მოპასუხე ატარებს როგორც საერთო, ასევე სამკურნალო მასაჟებს. გ------ი ტ------–--–--ეს თავისი კერძო საქმიანობის თაობაზე შექმნილი აქვს ინტერნეტ ვებ-გვერდი.

მოსარჩელის განმარტებით, ერთად ცხოვრების დროს, მოპასუხეს პერიოდულობით ჰყავდა მუდმივი კლიენტები, ატარებდა მთლიან კურსს, სადაც შედიოდა 10-15 მასაჟი და თითოეული მასაჟის ღირებულება შეადგენდა 30 ლარს. მისი შემოსავალი თვეში იყო დაახლოებით 1500 ლარიდან 2000 ლარამდე. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და მიუთითებს, რომ იგი მუშაობს შემთხვევით კლიენტებზე, მას არ გააჩნია მუშაობისათვის სათანადო პირობები, რის გამოც მისი შემოსავალი ამ საქმიანობიდან საკმაოდ მწირია და თვეში შეადგენს 150-200 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი ინტერნეტის ვებ-გვერდიდან მასაჟის მომსახურეობის შესახებ (ს.ფ. 45-58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, გ------ი ტ------–--–--ეს 01.01.2018 წლიდან დღემდე მიღებული არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 24.04.2019 წლის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 80).

 

3.2.3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 20-- წლის 0-----------ს, მოპასუხესთან შეთახნმებით მიღებული სესხის ნაწილით განხორციელდა ადრე აღებული სესხის რეფინანსირება, ხოლო ხელზე მიღებული დარჩენილი სესხის თანხით მხარეებმა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში გააკეთეს აბაზანის რემონტი, ასევე, საერთო არასრულწლოვანი შვილი მოამზადეს სასწავლო პერიოდის დასაწყებად (შეუძინეს სამოსი, სხვა საჭირო ნივთები, სასკოლო წიგნები და სხვა) და ნაწილი თანხით კი ოჯახმა ზაფხულის პერიოდში დაისვენა ქო----–---ში. მოსარჩელე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, მოსარჩელეს უფრო ადრინდელი სესხი მიღებული ჰქონდა აკადემია ,,ნ-----–-–ი“ სწავლის მიზნით, სადაც სწავლების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 3100 ლარი. სწორედ ამ თანხის გადაფარვის მიზნით და სხვა მიმდინარე საჭიროებებისათვის მოხდა 0----------–--–ს სს ,,თ-------------ან“ სესხის მიღება.

აღნიშნულ გარემოებებს სრულად უარყოფს მოპასუხე და მიუთითებს, რომ მიღებული სესხი არ მოხმარებია ოჯახის საერთო ინტერესებს და მოსარჩელე გარდა ახსნა-განმარტებისა, სხვა სახის სარწმუნო მტკიცებულებებს არ წარუდგენს სასამართლოს, რაც დაადასტურებდა მიღებული სესხის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის გამოყენების, დახარჯვის გარემოებას. მოპასუხის განმარტებით, მან აღნიშნული სესხის შესახებ შეიტყო მოგვიანებით. მოპასუხე ასევე უარყოფს 20-- წელს ოჯახთან ერთად ქო----–---ში დასვენების ფაქტსაც;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. გ------ი ტ------–--–--ეს ამ ეტაპზე არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვანი შვი-–-- მიმართ. იგი გარკვეული პერიოდი მცირე თანხით, თვეში 50 ლარის გადახდით ეხმარებოდა არასრულწლოვან ვ--------ა ტ------–--–--ეს. ბოლო პერიოდში მამის მხრიდან არასრულწლოვანისათვის რაიმე სახის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწი-–-- თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწი-–-- თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვი-–-- რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე და 1169-ე და 1170-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ე-–--------ა ტ------–--–--ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–----------------–ს დაბადებული ვ--------ა ტ------–--–--ე. მხარეთა შორის 2018 წლის ივნისის თვიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და არასრულწლოვანი ვ--------ა ტ------–--–--ე ცხოვრობს მოსარჩელე ე-–--------ა ტ------–--–--ესთან ერთად.

 

დადგენილია, რომ მხარეები განქორწინდნენ 2----–-–------------------ს. მოსარჩელე და არასრულწლოვანი ვ--------ა ტ------–--–--ე ცხოვრობენ მოსარჩელის დასთან ერთად მის საცხოვრებელ მისამართზე. ე-–--------ა ტ------–--–--ე არის სტი-–--ტი, მას ნასწავლი აქვს აკადემია ,,ნ-----–-–ი“, დაუფლებულია ხელობას. ამ ეტაპზე ე-–--------ა ტ------–--–--ე პრაქტიკებს გადის ერთ-ერთ სილამაზის სალონში, თუმცა შრომით ანაზღაურებას არ იღებს. მისივე განმარტებით, მას აღნიშნულ სალონში აქვს დასაქმების პერსპექტივა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 22 აპრი-–-- მდგომარეობით, ე-–--------ა ტ------–--–--ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 768.75 ლარს, ივლისის თვეში - 742.54 ლარს და აგვისტოს თვეში - 153.89 ლარს. მიმდინარე პერიოდისათვის, მოსარჩელე მხარეს შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვან ვ--------ა ტ------–--–--ეს აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები. მისთვის დასმული დიაგნოზია: ,,ქრონიკული ტონზილიტი, ბავშვთა იდიოპათიური სქოლიოზი“. ბავშვს მიეცა რეკომენდაცია - ტონზილექტომია და დამატებითი კვლევების ჩატარება. ასევე, არასრულწლოვანი საჭიროებს ცურვაზე სიარულს და სარეაბილიტაციო მასაჟების ჩატარებას, რაც ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. არასრულწლოვანი დამატებით წრეებზე არ დადის. იგი სწავლობს რუსულენოვან სკოლაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწი-–-- თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწი-–-- თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვი-–-- რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვი-–-- ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვი-–-- რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, გ------ი ტ------–--–--ეს 01.01.2018 წლიდან დღემდე მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე არის პროფესიონალი მასაჟისტი. იგი ფლობს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ უნარებს. მოპასუხე ატარებს როგორც საერთო, ასევე სამკურნალო მასაჟებს. გ------ი ტ------–--–--ეს თავისი კერძო საქმიანობის თაობაზე შექმნილი აქვს ინტერნეტ ვებ-გვერდი. მოსარჩელის განმარტებით, ერთად ცხოვრების დროს, მოპასუხეს პერიოდულობით ჰყავდა მუდმივი კლიენტები, ატარებდა მთლიან კურსს, სადაც შედიოდა 10-15 მასაჟი და თითოეული მასაჟის ღირებულება შეადგენდა 30 ლარს. მისი შემოსავალი თვეში იყო დაახლოებით 1500 ლარიდან 2000 ლარამდე. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და მიუთითებს, რომ იგი მუშაობს შემთხვევით კლიენტებზე, მას არ გააჩნია მუშაობისათვის სათანადო პირობები, რის გამოც მისი შემოსავალი ამ საქმიანობიდან საკმაოდ მწირია და თვეში შეადგენს 150-200 ლარს. შესაბამისად იმ გარემოებას, რომ მოპასუხე აღნიშნული საქმიანობით იღებს გარკვეულ შემოსავალს, თავად მოპასუხეც არ უარყოფს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით მართალია არ დასტურდება მის მიერ ყოველთვიურად მიღებული შემოსავლის ოდენობა, თუმცა ნათელია, რომ იგი დაკავებულია მასაჟისტის საქმიანობით, ჰყავს კლიენტები და გააჩნია მატერიალური შემოსავალი.

 

მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება დედა ს----- ტ------–--–--ე, რომელსაც აქვს ონკოლოგიური დაავადება და დანიშნული აქვს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტური მკურნალობის კურსი. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც სხვა პირების მის კმაყოფაზე ყოფნას დაადასტურებდა. ასეთი სახის მტკიცებულებად არ განიხილება ს----- ტ------–--–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. არ დასტურდება რა ოდენობის თანხა არის მის სამკურნალოდ საჭირო და ამ თანხების გაღება ხდება თუ არა მოპასუხე მხარის მიერ. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის დედის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ორი უძრავი ქონება და ამასთან, იგი იღებს ასაკობრივ პენსიას. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სხვა პირის კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ვ--------ა ტ------–--–--ე ცხოვრობს დედასთან - ე-–--------ა ტ------–--–--ესთან და ძირითადად იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხეს ამ ეტაპზე არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვანი შვი-–-- მიმართ. იგი გარკვეული პერიოდი მცირე თანხით, თვეში 50 ლარით ეხმარებოდა არასრულწლოვან ვ--------ა ტ------–--–--ეს. ბოლო პერიოდში მამის მხრიდან არასრულწლოვანისათვის რაიმე სახის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მამამ შვილი ბოლოს ნახა 2019 წლის თებერვლის თვეში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი შვი-–-- სასარგებლოდ ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტი 100 ლარის ოდენობით. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებს. უმუშევრობა კი თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

ამდენად, დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვი-–-- სასარგებლოდ, იქნება თვეში 220 (ორას ოცი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–--------ა ტ------–--–--ის მოთხოვნა - გ------ი ტ------–--–--ისათვის არასრულწლოვანი შვი-–-- სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.2. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა გ------ი ტ------–--–--ისათვის ე-–--------ა ტ------–--–--ის სასარგებლოდ თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალის - 3504.52 ლარის დაკისრება.

 

დადგენილია, რომ მხარეები, ე-–--------ა ტ------–--–--ე და გ------ი ტ------–--–--ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–---------–--იდან. ისინი განქორწინდნენ 2----–-–------------------ს. საქმეში არსებული მასალებით, ე-–--------ა ტ------–--–--ეს და სს ,,თ----------ს“ შორის 2----–-–--------------ს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელ ე-–--------ა ტ------–--–--ეზე სესხის სახით გაიცა თანხა 5900 ლარი. სესხი გაცემული იქნა ოჯახური თანაცხოვრების დროს, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. დავალიანების გადაუხდელობის გამო, სესხის თანხის მოცულობა ამ ეტაპზე შეადგენს 7009.04 ლარს. ბოლო გადახდა განხორციელდა 29.10.2018 წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წი-–-- თანაზომიერად. ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწი-–-- მიხედვით, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის ინტერესებისათვის. მოცემულ დავის ფარგლებში, მეუღლეებს საერთო ქონება არ გააჩნიათ და მოსარჩელე მხარე მოითხოვს ქორწინების პერიოდში აღებული მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფას იმ თანხის ოდენობით, რაც 2018 წლის ოქტომბრის თვის შემდგომ ფიქსირდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა მჭიდროდაა დაკავშირებული მათი პირადი და საერთო ვალის ცნებასთან. საერთო ვალი ისეთი ვალია, რომელიც აღებულია ორივე მეუღლის მიერ ან თუნდაც ერთ-ერთის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვალი აღებულია ერთ-ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან. იყო თუ არა ვალის აღება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაადგინოს სასამართლომ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვლეულ უნდა იქნეს ვალის აღების მიზანი და მისი გამოყენების შედეგები. სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის შესაბამისად ვალებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არა მხოლოდ განქორწინების, არამედ ქორწინების პერიოდშიც და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეთა შორის ქონება გაყოფილია თუ არა. ამდენად, მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით.

 

მეუღლეთა საერთო ვალად მიიჩნევა მხოლოდ ის ვალი, რომელიც აღებულია მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ოჯახის საჭიროებისათვის, ორივე მეუღლის ან ერთ-ერთის მიერ. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქორწინების პერიოდში, მოპასუხე გ------ი ტ------–--–--ესთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში და მასთან შეთანხმებით, მოსარჩელე ე-–--------ა ტ------–--–--ის მიერ აღებული იქნა ბანკიდან სესხი 5900 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 20-- წლის 0-----------ს მიღებული სესხის ნაწილით განხორციელდა ადრე აღებული სესხის რეფინანსირება, ხოლო ხელზე მიღებული დარჩენილი სესხის სახით მხარეებმა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში გააკეთეს აბაზანის რემონტი (რაც დაჯდა დაახლოებით 400-500 ლარი), ასევე, საერთო არასრულწლოვანი შვილი მოამზადეს სასწავლო პერიოდის დასაწყებად (შეუძინეს სამოსი, სხვა საჭირო ნივთები, სასკოლო წიგნები და სხვა), რის ხარჯებმაც მთლიანობაში შეადგინა 1100 ლარი. მოსარჩელისვე განმარტებით, ნაწილი თანხით ოჯახმა ზაფხულის პერიოდში დაისვენა ქო----–---ში, სადაც დახარჯული იქნა თანხა ბინის ქირაობისათვის, კვებისათვის და ბავშვის გასართობად. მოსარჩელე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, მას უფრო ადრინდელი სესხი მიღებული ჰქონდა აკადემია ,,ნ-----–-–ი“ სწავლის მიზნით, სადაც სწავლების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 3100 ლარი. სწორედ ამ თანხის გადაფარვისა და სხვა მიმდინარე საჭიროებების მიზნით მოხდა 0----------–--–ს სს ,,თ-------------ან“ სესხის მიღება. აღნიშნულ გარემოებებს სრულად უარყოფს მოპასუხე და მიუთითებს, რომ მიღებული სესხი არ მოხმარებია ოჯახის საერთო ინტერესებს და მოსარჩელე გარდა ახსნა-განმარტებისა, სხვა სახის სარწმუნო მტკიცებულებებს არ წარუდგენს სასამართლოს, რაც დაადასტურებდა მიღებული სესხის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის გამოყენების, დახარჯვის გარემოებას. მოპასუხის განმარტებით, მან აღნიშნული სესხის შესახებ შეიტყო მოგვიანებით. მოპასუხე ასევე უარყოფს 20-- წელს ოჯახთან ერთად ქო----–---ში დასვენების ფაქტსაც.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც თავად მოსარჩელე მხარე განმარტავს, თანაცხოვრების პერიოდში, 0----------–--–ს მიღებული სესხის ნაწილით მოხდა ადრე მიღებული სესხის გადაფარვა, ხოლო წინა პერიოდში აღებული სესხის თანხით მოხდა მოსარჩელის აკადემიაში სწავლების საფასურის გადახდა 3100 ლარის ოდენობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ხარჯი არ არის გამიზნული ოჯახის საერთო ინტერესებისათვის და არ დასტურდება მიღებული სესხის ამ ნაწი-–-- ოჯახის საკეთილდღეოდ გამოყენება, რის გამოც ე-–--------ა ტ------–--–--ის მიერ აღებულ სესხის თანხას - 5900 ლარს უნდა გამოაკლდეს თანხა 3100 ლარის ოდენობით, რაც მხარისვე განმარტებით გადახდილი იქნა ე-–--------ა ტ------–--–--ის სწავლებისათვის, მისი ინდივიდუალური მიზნებისათვის. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ თანხას, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო თანხა (2800 ლარი) ოჯახის საერთო ინტერესებს მოხმარდა და გამოყენებული იქნა ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისათვის. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სესხი მიღებულია ე-–--------ა ტ------–--–--ის მიერ და ამჟამად, მის სახელზე ირიცხება საბანკო დავალიანება. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ე-–--------ა ტ------–--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალის ნახევრის - 1400 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწი-–-- თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწი-–-- პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე ე-–--------ა ტ------–--–--ე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწი-–-- ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე გ------ი ტ------–--–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწი-–-- პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწი-–-- “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწი-–-- თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

იმის გათვალისწინებით, რომ თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილა ნაწილობრივ, გ------ი ტ------–--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 21 ლარის ანაზღაურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე-–--------ა ტ------–--–--ის (პირადი N0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. გ------ი ტ------–--–--ეს (პირადი N0----------) დაკისროს არასრულწლოვანი შვი-–-- ვ--------ა ტ------–--–--ის (დაბადებული 2----–-–----------------–ს) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 11 აპრილიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

1.2. გ------ი ტ------–--–--ეს (პირადი N0----------) ე-–--------ა ტ------–--–--ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალის გადახდა 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით;

 

2. გ------ი ტ------–--–--ეს (პირადი N0----------) ე-–--------ა ტ------–--–--ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გ------ი ტ------–--–--ეს (პირადი N0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

4. გ------ი ტ------–--–--ეს (პირადი N0----------) ე-–--------ა ტ------–--–--ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 21 (ოცდაერთი) ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწი-–-- გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბი-–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბი-–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბი-–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გ------ი მაისურაძე