განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210018002655177
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002655177

საქმე №2ბ/289-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ა-–---------ე კ-----ე

წარმომადგენელი - გ------ ნ-–-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს--–---ე ბ-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-------–-----–ია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული ალიმენტის თანხის შემცირება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს--–---ე ბახუტაშილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ა-–---------ე კ-----ეს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ა---------ის (დაბადებული 2008 წლის 19 ივნისს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 01 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ი და მოპასუხე ა-–---------ე კ-----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

2.2. ს--–---ე ბ-------–---–ი ცხოვრობს დედასთან, თ---------------ესთან და არასრულწლოვან ა---------ესთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ო-----–-------–---–----------–--–------------. 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით სს ,,ს----------–--------ში“ გახსნილი ანგარიშებიდან მოსარჩელის მიერ შესრულებულია აბონენტის N4-------- (ყაზტრანსგაზი) და აბონენტის N3------ (სს ,,თელასი“, წყალი, დასუფთავება) შემდეგი გადახდები: 1615.65 (ათას ექვსას თხუთმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი (ყაზტრანსგაზ თბილისი), 175.50 (ას სამოცდათხუტმეტი ლარი და ორმცოდაათი თეთრი) ლარი (თელასი) და 728.56 (შვიდას ოცდარვა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი (თელასი);

 

2.3. არასრულწლოვანი ა---------ე სწავლობს საჯარო სკოლაში. მოსარჩელის დედა, თ---------------ე არის ასაკით პენსიის მიმღები;

 

2.4. მოპასუხე ა-–---------ე კ-----ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მ--–--------------სთან. ეს უკანასკნელი ორსულადაა და აღრიცხვაზე იმყოფება ჩაჩავას კლინიკაში;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. ს--–---ე ბ-------–---–ს და ა-–---------ე კ-----ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 19 ივნისს შეეძინათ შვილი ა---------ე;

 

2.6. ს--–---ე ბ-------–---–ი და ა-–---------ე კ-----ე განქორწინდნენ 2012 წლის 21 ნოემბერს;

 

2.7. მოსარჩელის ს--–---ე ბ-------–---–ის მამა, თ---------- ბ-------–---–ი გარდაიცვალა 1995 წლის 05 თებერვალს;

 

2.8. მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ი 2010 წლის 25 მარტიდან მუშაობს სს ,,ს----------–--------ში“. ამჟამად მას დაკავებული აქვს საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, თბილისის N217 სერვის-ცენტრის მენეჯერის პოზიცია და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1800 (ათას რვაასი) ლარს;

 

2.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ს--–---ე ბ-------–---–ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 37.5 ლარს და 1558.57 ლარს, თებერვლის თვეში - 1825.25 ლარს, მარტის თვეში - 37.5 ლარს და 1836.5 ლარს, აპრილის თვეში - 7062.55 ლარს, მაისის თვეში - 2811.75 ლარს, 11.4 ლარს და 37.5 ლარს, ივნისის თვეში - 4824.94 ლარს, ივლისის თვეში - 1861.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 4415.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1870.5 ლარს, ოქტომბრის თვეში- 3264.8 ლარს, ნოემბრის თვეში - 482.5 ლარს, 31.55 ლარს, 24.7 ლარს და 1983.3 ლარს, დეკემბრის თვეში - 3310.5 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 102.5 ლარს, 2.45 ლარს და 1870.5 ლარს, თებერვლის თვეში - 2087.39 ლარს და 27.25 ლარს, მარტის თვეში - 1993.5 ლარს, აპრილის თვეში - 3370.5 ლარს, მაისის თვეში - 3152.93 ლარს, ივნისის თვეში - 1982.53 ლარს, ივლისის თვეში - 2039.93 ლარს, აგვისტოს თვეში - 3490.76 ლარს და სექტემბრის თვეში - 1866.75 ლარს;

 

2.10. ა-–---------ე კ-----ე მუშაობს შპს ,,თ---–---------------ის“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის საექსპლუატაციო განყოფილებაში უფროსი მოადგილის პოზიციაზე და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარს;

 

2.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ა-–---------ე კ-----ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 401.53 ლარს, თებერვლის თვეში - 2046.16 ლარს, მარტის თვეში - 2004.38 ლარს, აპრილის თვეში - 2827.19 ლარს, მაისის თვეში - 1949.85 ლარს, ივნისის თვეში - 2765.26 ლარს, ივლისის თვეში - 1500 ლარს და 489.48 ლარს, აგვისტოს თვეში - 488.99 ლარს და 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1500 ლარს და 700.6 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს და 620.25 ლარს, ნოემბრის თვეში - 551.95 ლარს, 1500 ლარს და 26.81 ლარს, დეკემბრის თვეში - 678.34 ლარს, 5247.5 ლარს და 29.9 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 14.86 ლარს და 728.15 ლარს, თებერვლის თვეში - 649.98 ლარს და 1500 ლარს, მარტის თვეში - 508.81 ლარს და 2625 ლარს, აპრილის თვეში - 1625 ლარს და 492.5 ლარს, მაისის თვეში - 1875 ლარს და 499.81 ლარს, ივნისის თვეში - 1875 ლარს და 544.71 ლარს, ივლისის თვეში - 1872.5 ლარს, 2.5 ლარს და 634.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1875 ლარს და 307.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1875 ლარს და 618.49 ლარს;

 

2.12. ს--–---ე ბ-------–---–ს 2018 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თიბისი ბანკის“ წინაშე ერიცხება დავალიანება 411.43 (ოთხას თერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით;

ს--–---ე ბ-------–---–ის ფინანსური ვალდებულება მასსა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს: N5036227 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17 194.37 ლარს, N5215908 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3019.17 ლარს, საკრედიტო ბარათზე - 1581.87 ლარს და ე.წ. ,,ოვერდრაფტზე“ – 854.49 ლარს;

 

2.13. 2018 წლის 07 ნოემბრის მდგომარეობით სს ,,თიბისი ბანკის“ წინაშე ა-–---------ე კ-----ის დავალიანება N1-------------- ,,ოვერდაფტის“ ბარათზე შეადგენს 1098.58 (ათას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარს და N3--------------1 სამომხმარებლო სესხზე - 31 309.09 (ოცდათერთმეტი ათას სამასცხრა ლარი და ცხრა თეთრი) ლარს;

 

2.14. არასრულწლოვან ა---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. მას აქვს ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. არასრულწლოვანის დიაგნოზია: პრეპუბერტატი, მიმდინარე ადგილობრივი სიმსუქნით. აღნიშნულის გამო, ბავშვს პერიოდულად ესაჭიროება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სამედიცინო კვლევების ჩატარება და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტების მიღება;

 

2.15. მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია: გრეივსის დაავადება, დიფუზური ტოქსიური ჩიყვი Iხ. მას პერიოდულად უტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ულტრაბგერითი კვლევები. მოსარჩელეს 2016 და 2018 წლებში ჩატარებული აქვს ციტოლოგიური გამოკვლევები. ს--–---ე ბ-------–---–ს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა;

 

2.16. 2017 წლის 13 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა-–---------ე კ-----ემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: მისამართზე თ---–--------------–ა, ფართობი 1100.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-----------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით;

 

უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–--------------–-, დაზუსტებული ფართობი 597.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა-–---------ე კ-----ის სახელზე, ხოლო უძრავი ნივთი, მდებარე თ---–--------------–-, დაზუსტებული ფართობი 503.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8----------4, 2017 წლის 02 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-------------–-–---–ის სახელზე;

 

2.17. მოპასუხე ა-–---------ე კ-----ე ცხოვრობს მ--–--------------სთან ერთად და მისივე განმარტებით, მათ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს თბილისი, დი-------------------------------------------;

 

სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ ყოველთვიურად ქირის სახით თანხის გადახდის ფაქტს. სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მეუღლესთან ერთად ცხოვრების თაობაზე. ასეთი სახის მტკიცებულებად ვერ განიხილება სს ,,ლიბერთი ბანკის“ ამონაწერი ა-–---------ე კ-----ის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 125-130), ვინაიდან სადავო გარემოება არ შეიძლება დასტურდებოდეს კონკრეტულ აბონენტის ნომერზე ამონაწერში მითითებული კომუნალური გადახდებით. წარმოდგენილი დოკუმენტით არ ირკვევა, აღნიშნული აბონენტი რომელ მისამართზეა რეგისტრირებული და მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე აღნიშნული აბონენტის რეგისტრაციის შემთხვევაშიც, აღნიშნული უპირობოდ არ დაადასტურებდა მხარის ქირავნობის ხელშეკრულებით ცხოვრების ფაქტს.

 

2.18. ა-–---------ე კ-----ის მშობლები, რ---–--დ კ-----ე და ქ-----------------ე არიან პენსიის მიმღები პირები; რ---–--დ კ-----ე და ქ-----------------ე მოპასუხე მხარის კმაყოფაზე არ იმყოფებიან;

 

2.19. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ა---------ის საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით;

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ა---------ის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად საკმარისი იქნება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანს ყოველთვიურად ესაჭიროება კვებისთვის 200 ლარი, ტრანსპორტისთვის - 80 ლარი, ტანვარჯიშისათვის - 75 ლარი, ცეკვისათვის - 120 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, სკოლაში მიმდინარე ხარჯებისათვის - 20 ლარი, სამედიცინო და ლაბორატორიული კვლევებისათვის - 80 ლარი და სამედიცინო მედიკამენტებისათვის საშუალოდ - 17 ლარი.

 

მოპასუხე მხარე არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემას და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო კვლევების ჩატარების საჭიროებას არ ხდის სადავოდ, თუმცა იგი სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო არ ეთანხმება არასრულწლოვანი ა---------ის დამატებით სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებლებთან მომზადებისა და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი სარჩელის აღძვრამდე პერიოდულად ეხმარებოდა მატერიალურად არასრულწლოვან ა---------ეს და რჩენა-აღზრდის მიზნით გადასცემდა მას თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე. არც საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით დასტურდება ა-–---------ე კ-----ის მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის სტაბილური მატერიალური მხარდაჭერის გაწევის ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.20. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ა---------ე, რომელიც დაიბადა 2008 წლის 19 ივნისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ ს--–---ე ბ-------–---–ს და ა-–---------ე კ-----ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 19 ივნისს შეეძინათ შვილი ა---------ე. მხარეები განქორწინდნენ 2012 წლის 21 ნოემბერს. არასრულწლოვანი ა---------ე ცხოვრობს დედასთან, ს--–---ე ბ-------–---–თან ერთად (3.2.1., 3.2.2., 3.1.2). მოსარჩელე დასაქმებულია სს ,,ს----------–--------ში“ თბილისის N217 სერვის-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე და და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1800 (ათას რვაასი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ს უფიქსირდება სტაბილური შემოსავალ.

 

სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–---------ე კ-----ის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. იგი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მ--–--------------სთან. ეს უკანასკნელი ორსულადაა და აღრიცხვაზე იმყოფება ჩაჩავას კლინიკაში (3.1.4). მოპასუხე დასაქმებულია შპს ,,თ---–---------------ში“. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ა-–---------ე კ-----ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან ფიქსირდება დასაბეგრი შემოსავლები. ხოლო 2018 წლის იანვრის თვიდან მიმდინარე პერიდოისათვის მის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 14.86 ლარს და 728.15 ლარს, თებერვლის თვეში - 649.98 ლარს და 1500 ლარს, მარტის თვეში - 508.81 ლარს და 2625 ლარს, აპრილის თვეში - 1625 ლარს და 492.5 ლარს, მაისის თვეში - 1875 ლარს და 499.81 ლარს, ივნისის თვეში - 1875 ლარს და 544.71 ლარს, ივლისის თვეში - 1872.5 ლარს, 2.5 ლარს და 634.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1875 ლარს და 307.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1875 ლარს და 618.49 ლარს (3.2.6., 3.2.7).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე ყოველთვიურ ხარჯებთან დაკავშირებით მიუთითებს ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ქირით ცხოვრების ფაქტზე. ასევე, მას წარმოდგენილი აქვს საბანკო დავალიანებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სადავოობის შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია მისი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრების ფაქტი დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქირით მის მიერვე მითითებულ მისამართზე და ყოველთვიურად იხდის თანხას ქირის სახით (3.2.13). საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხე ა-–---------ე კ-----ეს ერიცხება საბანკო დავალიანებები (3.2.9). სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საბანკო დაწესებულების წინაშე საკრედიტო დავალიანებები გააჩნია მოსარჩელე მხარესაც (3.2.8).

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მშობლები არიან პენსიით ასაკის მიმღები პირები. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ა-–---------ე კ-----ეს აქვს მშობლების, ქ-----------------ის და რ---–--დ კ-----ის რჩენის ვალდებულება (3.2.14). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია არასრულწლოვანი ა---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ა---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. მას აქვს ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. არასრულწლოვანის დიაგნოზია: პრეპუბერტატი, მიმდინარე ადგილობრივი სიმსუქნით. აღნიშნულის გამო, ბავშვს პერიოდულად ესაჭიროება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სამედიცინო კვლევების ჩატარება და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტების მიღება (3.2.10). ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–საც და მასაც პერიოდულად ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების მიღება, რაც დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან (3.2.11).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარი. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი არასრულწლოვან ა---------ეს პერიოდულად ეხმარებოდა დაახლოებით 200 (ორასი) ლარის ოდენობის თანხით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას ბავშვისათვის სტაბილურად ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ა---------ის საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ა---------ის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად საკმარისი იქნება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი. დადგენილია რომ, ა---------ე სწავლობს საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანს ყოველთვიურად ესაჭიროება კვებისთვის 200 ლარი, ტრანსპორტისთვის - 80 ლარი, ტანვარჯიშისათვის - 75 ლარი, ცეკვისათვის - 120 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, სკოლაში მიმდინარე ხარჯებისათვის - 20 ლარი, სამედიცინო და ლაბორატორიული კვლევებისათვის - 80 ლარი და სამედიცინო მედიკამენტებისათვის საშუალოდ - 17 ლარი. მოპასუხე მხარე არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემას და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო კვლევების ჩატარების საჭიროებას არ ხდის სადავოდ, თუმცა იგი სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო არ ეთანხმება არასრულწლოვანი ა---------ის დამატებით სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებლებთან მომზადებისა და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას (3.2.15). მოცემულ დავაზე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი დიაგნოზი, რაც ქრონიკულ ხასიათს ატარებს და საჭიროებს ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას, სამედიცინო კვლევების ჩატარებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას სასამართლო არ აქცევს იმ განსაკუთრებულ გარემოებათა წრეში, რაც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით (დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა).

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 04.12.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173.8 ლარს და ნოემბრის თვისათვის - 174.3 ლარს. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

განსახილველ დავაზე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება ყოველთვიურად არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის საჭიროების შესახებ, თუმცა მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს ორივე მშობელზე, რომელთაც თანაბრად აკისრიათ არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება. შესაბამისად, მითითებული თანხის ნახევარს (325 ლარს) უნდა დაემატოს მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის (მით უფრო არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით) ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარის განმარტებითვე ერთი აქტივობის მაქსიმალური ოდენობის (ნახევარი შეადგენს 60 (სამოცი) ლარს (325+60=385). აღნიშნულ მსჯელობის შესაბამისად, ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 400 (ოთხასი) ლარით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ორივე მშობელი დასაქმებულია, აქვს საკმარისი შემოსავალი და შესაბამისად შესწევთ უნარი, უზრუნველყონ არასრულწლოვანი ა---------ის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯი. მშობლის სტაბილური მაღალი შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვებს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მათ განვითარების ფართო წინაპირობებს. შესაბამისად, მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ა-–---------ე კ-----ე და მისი მეუღლე ყოველთვიურად ქირის სახით იხდიან 600 ლარს. აპელანტი მიუთითებს, რომ მას საცხოვრებელი ბინის მესაკუთრესთან აქვს ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ქირის ოდენობის თაობაზე, რაც არ გამორიცხავს მითითებული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას. აპელანტი აგრეთვე განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიღო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში ის გარემოება, რომ მის კმაყოფაზე არიან მოხუცი მშობლები და აქვს არაერთი საბანკო ვალდებულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ი და მოპასუხე ა-–---------ე კ-----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

ს--–---ე ბ-------–---–ი ცხოვრობს დედასთან, თ---------------ესთან და არასრულწლოვან ა---------ესთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ო-----–-------–---–----------–--–------------. 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით სს ,,ს----------–--------ში“ გახსნილი ანგარიშებიდან მოსარჩელის მიერ შესრულებულია აბონენტის N4-------- (ყაზტრანსგაზი) და აბონენტის N3------ (სს ,,თელასი“, წყალი, დასუფთავება) შემდეგი გადახდები: 1615.65 (ათას ექვსას თხუთმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი (ყაზტრანსგაზ თბილისი), 175.50 (ას სამოცდათხუტმეტი ლარი და ორმცოდაათი თეთრი) ლარი (თელასი) და 728.56 (შვიდას ოცდარვა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი (თელასი);

არასრულწლოვანი ა---------ე სწავლობს საჯარო სკოლაში. მოსარჩელის დედა, თ---------------ე არის ასაკით პენსიის მიმღები;

მოპასუხე ა-–---------ე კ-----ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მ--–--------------სთან, რომელთანაც შეეძინა შვილი.

ს--–---ე ბ-------–---–ს და ა-–---------ე კ-----ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 19 ივნისს შეეძინათ შვილი ა---------ე;

ს--–---ე ბ-------–---–ი და ა-–---------ე კ-----ე განქორწინდნენ 2012 წლის 21 ნოემბერს;

მოსარჩელის ს--–---ე ბ-------–---–ის მამა, თ---------- ბ-------–---–ი გარდაიცვალა 1995 წლის 05 თებერვალს;

მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ი 2010 წლის 25 მარტიდან მუშაობს სს ,,ს----------–--------ში“. ამჟამად მას დაკავებული აქვს საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, თბილისის N217 სერვის-ცენტრის მენეჯერის პოზიცია და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1800 (ათას რვაასი) ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ს--–---ე ბ-------–---–ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 37.5 ლარს და 1558.57 ლარს, თებერვლის თვეში - 1825.25 ლარს, მარტის თვეში - 37.5 ლარს და 1836.5 ლარს, აპრილის თვეში - 7062.55 ლარს, მაისის თვეში - 2811.75 ლარს, 11.4 ლარს და 37.5 ლარს, ივნისის თვეში - 4824.94 ლარს, ივლისის თვეში - 1861.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 4415.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1870.5 ლარს, ოქტომბრის თვეში- 3264.8 ლარს, ნოემბრის თვეში - 482.5 ლარს, 31.55 ლარს, 24.7 ლარს და 1983.3 ლარს, დეკემბრის თვეში - 3310.5 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 102.5 ლარს, 2.45 ლარს და 1870.5 ლარს, თებერვლის თვეში - 2087.39 ლარს და 27.25 ლარს, მარტის თვეში - 1993.5 ლარს, აპრილის თვეში - 3370.5 ლარს, მაისის თვეში - 3152.93 ლარს, ივნისის თვეში - 1982.53 ლარს, ივლისის თვეში - 2039.93 ლარს, აგვისტოს თვეში - 3490.76 ლარს და სექტემბრის თვეში - 1866.75 ლარს;

ა-–---------ე კ-----ე მუშაობს შპს ,,თ---–---------------ის“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის საექსპლუატაციო განყოფილებაში უფროსი მოადგილის პოზიციაზე და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ა-–---------ე კ-----ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 401.53 ლარს, თებერვლის თვეში - 2046.16 ლარს, მარტის თვეში - 2004.38 ლარს, აპრილის თვეში - 2827.19 ლარს, მაისის თვეში - 1949.85 ლარს, ივნისის თვეში - 2765.26 ლარს, ივლისის თვეში - 1500 ლარს და 489.48 ლარს, აგვისტოს თვეში - 488.99 ლარს და 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1500 ლარს და 700.6 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს და 620.25 ლარს, ნოემბრის თვეში - 551.95 ლარს, 1500 ლარს და 26.81 ლარს, დეკემბრის თვეში - 678.34 ლარს, 5247.5 ლარს და 29.9 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 14.86 ლარს და 728.15 ლარს, თებერვლის თვეში - 649.98 ლარს და 1500 ლარს, მარტის თვეში - 508.81 ლარს და 2625 ლარს, აპრილის თვეში - 1625 ლარს და 492.5 ლარს, მაისის თვეში - 1875 ლარს და 499.81 ლარს, ივნისის თვეში - 1875 ლარს და 544.71 ლარს, ივლისის თვეში - 1872.5 ლარს, 2.5 ლარს და 634.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1875 ლარს და 307.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1875 ლარს და 618.49 ლარს;

ს--–---ე ბ-------–---–ს 2018 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თიბისი ბანკის“ წინაშე ერიცხება დავალიანება 411.43 (ოთხას თერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით;

ს--–---ე ბ-------–---–ის ფინანსური ვალდებულება მასსა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს: N5036227 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17 194.37 ლარს, N5215908 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3019.17 ლარს, საკრედიტო ბარათზე - 1581.87 ლარს და ე.წ. ,,ოვერდრაფტზე“ – 854.49 ლარს;

2018 წლის 07 ნოემბრის მდგომარეობით სს ,,თიბისი ბანკის“ წინაშე ა-–---------ე კ-----ის დავალიანება N1-------------- ,,ოვერდაფტის“ ბარათზე შეადგენს 1098.58 (ათას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარს და N3--------------1 სამომხმარებლო სესხზე - 31 309.09 (ოცდათერთმეტი ათას სამასცხრა ლარი და ცხრა თეთრი) ლარს;

არასრულწლოვან ა---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. მას აქვს ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. არასრულწლოვანის დიაგნოზია: პრეპუბერტატი, მიმდინარე ადგილობრივი სიმსუქნით. აღნიშნულის გამო, ბავშვს პერიოდულად ესაჭიროება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სამედიცინო კვლევების ჩატარება და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტების მიღება;

მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია: გრეივსის დაავადება, დიფუზური ტოქსიური ჩიყვი Iხ. მას პერიოდულად უტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ულტრაბგერითი კვლევები. მოსარჩელეს 2016 და 2018 წლებში ჩატარებული აქვს ციტოლოგიური გამოკვლევები. ს--–---ე ბ-------–---–ს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა;

2017 წლის 13 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა-–---------ე კ-----ემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: მისამართზე თ---–--------------–ა, ფართობი 1100.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-----------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით;

უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–--------------–-, დაზუსტებული ფართობი 597.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა-–---------ე კ-----ის სახელზე, ხოლო უძრავი ნივთი, მდებარე თ---–--------------–-, დაზუსტებული ფართობი 503.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8----------4, 2017 წლის 02 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-------------–-–---–ის სახელზე;

ა-–---------ე კ-----ის მშობლები, რ---–--დ კ-----ე და ქ-----------------ე არიან პენსიის მიმღები პირები; რ---–--დ კ-----ე და ქ-----------------ე მოპასუხე მხარის კმაყოფაზე არ იმყოფებიან;

 

4.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ა-–---------ე კ-----ის პოზიციას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან მოხუცი მშობლები. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აპელანტის მშობლები არიან პენსიონერები, ცხოვრობენ ცალკე, საკუთარ სახლში, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ა-–---------ე კ-----ეს აქვს მშობლების - ქ-----------------ის და რ---–--დ კ-----ის რჩენის ვალდებულება.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ა---------ე ცხოვრობს დედასთან ერთად, ამასთან, დადგენილია, რომ მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს გააჩნია სასესხო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს, ამასთან, დადგენილია ისიც, რომ აპელანტს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონებაც ტაბახმელაში, რომელიც, აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, საბანკო კრედიტით აღებული თანხით არ ყოფილა შეძენილი (იხ. 12.04.2016 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:14:57 წთ), რაც, პალატის შეფასებით, ასევე მის მყარ ფინანსურ მდგომარეობას უსვამს ხაზს.

 

ამასთან, პალატა დამატებით შენიშნავს იმასაც, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. ამდენად, აპელანტის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. პალატა ვერ მიიჩნევს საფუძვლიანად აპელანტის ვერც იმ მითითებას, რომ სასესხო ვალდებულებები პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელე ს--–---ე ბ-------–---–ის შემთხვევაში მისი მდგომარეობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია, რამდენადაც სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია და ასეც რომ ყოფილიყო, სარჩენი ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი საჭიროებებისა და თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვის გათვალისწინებით, სასამართლომ დეტალურად დაიანგარიშა ა---------ის რჩენის ხარჯები და თანაბრად, შუაზე გაყოფით გაანაწილა მშობლებზე, რის საფუძველზეც გამოიანგარიშა ა-–---------ე კ-----ისთვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა. აქვე პალატა მხარეს განუმარტავს იმასაც, რომ იგი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში - საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. პალატა მიუთითებს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას, ამ თვალსაზრისით კი ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-–---------ე კ-----ეზე არასრულწლოვანი შვილისთვის გადასახდელი ალიმენტის თანხა - 400 ლარის ოდენობით - სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, არასრულწლოვნის ინტერესების და აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან კი პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-–---------ე კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი