განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210018002406672
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმეN2ბ/5451-18 12 თებერვალი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) – ნ-------- ფ------–---–-;

წარმომადგენელი - დავით გუნიავა;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ--- ჩ--–---;

 

დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის გაზრდა, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ--- ჩ--–--ის პ---------------------- სარჩელი მოპასუხე ნ-------- ფ------–---–-ს (---------------------- მიმართ: გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის №2/15111-12 გადაწყვეტილებით ნ-------- ფ------–---–-სათვის (---------------------- დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ნ-------- ფ------–---–ს (---------------------- დაეკისრა ნ---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2011 წლის 11 თებერვალს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 19 აპრილიდან) 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა; გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის №2/15111-12 გადაწყვეტილებით ნ-------- ფ------–---–-სათვის (---------------------- დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს ნ-------- ფ------–---–ს (---------------------- ნ-----–---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2----–-–---------------–-) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 19 აპრილიდან) 225 (ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა; მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს (---------------------- დაეკისრა არასრულწლოვანი ნ-----–---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2----–-–---------------–-) დამატებითი ხარჯის სახით 1257.5 (ათას ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე თ--- ჩ--–--- და მოპასუხე ნ-------- ფ------–---–- 2012 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.2. თ--- ჩ--–--- არასრულწლოვან ნ---- ფ------–---–თან და ნ-----–---- ფ------–---–თან ერთად ამჟამად ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონში სოფელ ა----–ი; არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–- სწავლობს ლაგოდეხის რაიონში, საჯარო სკოლაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.3. მოსარჩელე თ--- ჩ--–--- არის მასაჟის სპეციალისტი და ამ ეტაპზე დასაქმებულია სასტუმრო ,,კაჭრეთის ამბასადორში“ და მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენს 630 (ექვსას ოცდაათი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.4. მოპასუხეს არასრულწლოვან ნ---- ფ------–---–თან და ნ-------- ფ------–---–თან ურთიერთობა აქვს იშვიათად. ბოლოს მან ბავშვები ნახა 2018 წლის იანვრის თვეში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.5. მოსარჩელე თ--- ჩ--–---ს და მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. 2018 წლის 05 თებერვალს სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით თ--- ჩ--–--ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი);

_2018 წლის 05 თებერვალს გაცემული შემაკავებელი ორდერი N009157 (ს.ფ. 61).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. თ--- ჩ--–---ს და ნ-------- ფ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2011 წლის 11 თებერვალს ნ---- ფ------–---–- და 2----–-–---------------–- ნ-----–---- ფ------–---–-;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 14 ნოემბერს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 24);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 25).

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს თ--- ჩ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 11 თებერვალს დაბადებული ნ---- ფ------–---–-ს და 2----–-–---------------–- დაბადებული ნ-----–---- ფ------–---–-ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100-100, სულ 200 (ორასი) ლარის ოდენობით 2012 წლის 16 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე; აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2013 წლის 06 თებერვალს;

თ--- ჩ--–---მ 2013 წლის 21 თებერვალს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა სააღსრულებო ფურცელი მოვალე ნ-------- ფ------–---–-სათვის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N---------- (ს.ფ. 26-27);

_აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების მიღების ბარათი, 21.02.2013 წელი (ს.ფ. 28).

 

2.8. სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 06 თებერვალს გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცელი. 2012 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 16 აპრილის ჩათვლის პერიოდში მოვალე ნ-------- ფ------–---–ს კრედიტორ თ--- ჩ--–--ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 65 თვის ალიმენტი 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა (13 000 (ცამეტი ათასი) ლარი გადახდილია სრულად და მიღებული აქვს კრედიტორს თ--- ჩ--–---ს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 მაისს გაცემული ცნობა N----------------- (ს.ფ. 133-134);

_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 21 თებერვლის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 135);

_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 21 მაისის ამონაწერი ვებ-გვერდიდან მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 136-138);

_სს ,,თიბისი ბანკის“ ამონაწერი თ--- ჩ--–--ის ს---ნკო ანგარიშიდან, პერიოდი

01.01.2017-30.01.2018 (ს.ფ. 29-32).

 

2.9. არასრულწლოვან ნ-----–---- ფ------–---–ს შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაესვა დიაგნოზი სენსონევრალური ხასიათის საშუალო II ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითება აღენიშნება, ინტრაკოხლეარული ფორმა. იგი საჭიროებს სასმენ აპარატს;

 

კლინიკური მედიცინის კვლევით ინსტიტუტში ნ-----–---- ფ------–---–ს 2018 წლის 22 მარტს ჩაუტარდა კლინიკური-დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც თავის ტვინის ნივთიერებაში პათოლოგიური კერები არ ვლინდება. მიელინიზაცია ასაკობრივი ნორმის ფარგელბშია. სმენის ნერვების დეფორმაცია არ ვლინდება, სტრუქტურა თანაბარი სიგნალის;

პაციენტს ნ-----–---- ფ------–---–ს აღენიშნება მეტყველების მოშლა და იგი საჭიროებს ლოგოპედის ჩარევას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის“ 2017 წლის 26 ივნისის დასკვნა N----- (ს.ფ.

55-57);

_კლინიკური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2018 წლის 22 მარტს ჩატარებული კლინიკურ-დიაგნოსტიკურრი გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 58);

_ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ,,ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 59);

_სოფელი აფენის ს/ამბულატორიის ექიმის და ლოგოპედის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 60).

 

2.10. მოსარჩელე თ--- ჩ--–--ის მიერ არასრულწლოვანი ნ-----–---- ფ------–---–-სათვის დასმული დიაგნოზიდან (სენსონევრალური ხასიათის საშუალო II ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითება) გამომდინარე, მკურნალობის მიზნით გადახდილია: შპს ,,ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრი ჯაფარიძე -ქევანიშვილის კლინიკაში“ 2017 წლის 26 აპრილს 186 (ას ოთხმოცდაექვსი) ლარი, იმავე კლინიკაში 2017 წლის 19 აპრილს 19 (ცხრამეტი) ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 20 ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 2017 წლის 26 ივნისს - 120 (ას ოცი) ლარი, ცენტრში იმავე დღეს - 40 (ორმოცი) ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 2018 წლის 12 იანვარს 50 (ორმოცდაათი) ლარი, შპს ,,კინდ-სმენაში 2018 წლის 20 თებერვალს 800 ლარი, შპს ,,კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტში“ 2018 წლის 22 მარტს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, 450 (თხას ორმოცდაათი) ლარი და 100 (ასი) ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 2017 წლის 26 ივნისს 30 (ოცდაათი) ლარი და 130 (ას ოცდაათი) ლარი, შპს ,,კინდ-სმენა“-ში 2018 წლის 23 მარტს 20.70 ლარი, სულ ჯამში - 2515 (ორი ათას ხუთას თხუთმეტი) ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრი ჯაფარიძე -ქევანიშვილის კლინიკის“ 2017 წლის 26 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი NS-003531, ქვითარი N049837 (ს.ფ. 33-34);

_შპს ,,ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრი ჯაფარიძე -ქევანიშვილის კლინიკის“ 2017 წლის 19 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი NA-015883, ქვითარი N049424 (ს.ფ. 35-36);

_შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ 2017 წლის 26 ივნისის სალაროს შემოსავლის ორდერი N A-057802, ქვითარი N007195 (ს.ფ. 37-38);

_შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ 2017 წლის 26 ივნისის ქვითარი N---------,2017 წლის 26 ივნისის ქვითარი NA-057834 (ს.ფ. 39-40);

_შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ 2018 წლის 12 იანვრის ქვითარი N---------,2018 წლის 12 იანვრის ქვითარი N------ (ს.ფ. 42-43);

_შპს ,,კინდ-სმენის“ 2018 წლის 20 თებერვლის სასაქონლო ზედნადები N105, ქვითარი N------ (ს.ფ. 44-45);

_შპს ,,კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ 2018 წლის 22 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერი N-----, ქვითარი N------ (ს.ფ. 46-47);

_შპს ,,კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ 2018 წლის 22 მარტის სამედიცინო დახმარების ანგარიში N942, 2018 წლის 22 მარტის სამედიცინო დახმარების ანგარიში (ს.ფ. 48-49);

_შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის“ 2017 წლის 26 ივნისის ქვითარი N------,2017 წლის 26 ივნისის ქვითარი N------ (ს.ფ. 50);

_შპს ,,კინდ-სმენას“ მიერ 2018 წლის 23 მარტის ქვითარი N------ (ს.ფ. 51).

 

2.11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ნ-----–---- ფ------–---–ს ლოგოპედთან ერთი სეანსის საფასური შეადგენს მინიმუმ 25 (ოცხადუთი) ლარს და სასურველი შედეგისათვის მიზანშეწონილია კვირაში ორი ან სამი სეანსის ჩატარება.

 

არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-ს ნორმალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის მიღება. მინიმუმ ერთი აქტივობის ყოველთვიური გადასახადი თვეში შეადგენს 40-50 (ორმოცი-ორმოცდაათი) ლარს;

 

არასრულწლოვან ნ-----–---- ფ------–---–-სა და ნ---- ფ------–---–-ს 3.2.6. პუნქტში მითითებული ყოველთვიური ხარჯის საჭიროებისა და ამ თანხის ოდენობასთან მიმართებით მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო გარემოებაზე არ მიუთითებია და არც მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

2.11. მოპასუხე ნ-------- ფ------–---–- და მ---------------- დაქორწინდნენ 2018 წლის 07 მაისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 16 აპრილს შეეძინათ შვილი ფ--–--- ფ------–---–-. მ----------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, 2009 წლის 1------------ დაბადებული ს-----------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 07 მაისს გაცემული ქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 83);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 24 აპრილს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 84);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 30 აპრილს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 85).

 

2.12. ნ-------- ფ------–---–- 2017 წლის 8 ნოემბრიდან მუშაობს შპს ,,დიპლომატ ჯორჯია“-ში მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე. მისი ხელზე ასაღები, ფიქსირებული, ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ 2018 წლის 02 მაისს გაცემული ცნობა N01-05 (ს.ფ.

86).

 

2.13. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2012 წლის 01 ნოემბრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ნ-------- ფ------–---–-ს კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2012 წლის ნოემბრის თვეში - 567.80 ლარს, დეკემბრის თვეში - 1128.50 ლარს, 2013 წლის იანვრის თვეში - 22.10 ლარს, თებერვლის თვეში - 1184.75 ლარს, მარტის თვეში - 661.55 ლარს, აპრილის თვეში - 616.55 ლარს, მაისის თვეში - 690.17 ლარს, ივნისის თვეში - 726.68 ლარს, ივლისის თვეში - 750.52 ლარს, აგვისტოს თვეში - 718.10 ლარს, სექტემბრის თვეში - 556.74 ლარს, ოქტომბრის თვეში - 677.11. ლარს, ნოემბრის თვეში - 733.17 ლარს, დეკემბრის თვეში - 1704.30 ლარს, 2014 წლის იანვრის თვეში - 67,38 ლარს, თებერვლის თვეში - 924.08 ლარს, მარტის თვეში - 716.15 ლარს, აპრილის თვეში - 638.04 ლარს, მაისის თვეში - 769.03 ლარს, ივნისის თვეში - 768.82 ლარს, ივლისის თვეში - 741.05 ლარს, აგვისტოს თვეში - 738.21 ლარს, სექტემბრის თვეში - 683.78 ლარს, ოქტომბრის თვეში - 677.28 ლარს, ნოემბრის თვეში - 678.18 ლარს, დეკემბრის თვეში - 1390.10 ლარს, 2015 წლის იანვრის თვეში - 466.43 ლარს, თებერვლის თვეში - 884.90 ლარს, მარტის თვეში - 743.56 ლარს, აპრილის თვეში - 759.90 ლარს, მაისის თვეში - 759.90 ლარს, ივნისის თვეში - 881.15 ლარს, ივლისის თვეში - 774.90 ლარს, აგვისტოს თვეში - 759.90 ლარს, სექტემბრის თვეში - 756.15 ლარს, ოქტომბრის თვეში - 759.90 ლარს, ნოემბრის თვეში - 759.90 ლარს, დეკემბრის თვეში - 1458.46 ლარს, 2016 წლის იანვრის თვეში - 45.13 ლარს, თებერვლის თვეში - 663.89 ლარს, მარტის თვეში - 759.90 ლარს, აპრილის თვეში - 1645.96 ლარს, მაისის თვეში - 65.09 ლარს, ივნისის თვეში - 748.65 ლარს, ივლისის თვეში - 763.65 ლარს, აგვისტოს თვეში - 759.90 ლარს, სექტემბრის თვეში - 759.90 ლარს, ოქტომბრის თვეში - 756.15 ლარს, ნოემბრის თვეში - 759.90 ლარს, დეკემბრის თვეში - 1458.46 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 947.40 ლარს, თებერვლის თვეში - 759.90 ლარს, მარტოს თვეში - 759.90 ლარს, აპრილის თვეში - 759.90 ლარს, მაისის თვეში - 1042.40 ლარს, ივნისის თვეში - 260.34 ლარს, ნოემბრის თვეში - 63.70 ლარს, დეკემბრის თვეში - 1541.20 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 127.03 ლარს, თებერვლის თვეში - 699.03 ლარს, მარტის თვეში - 711.94 ლარს და აპრილის თვეში - 1084.62 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის მიმართვა N-----------, , სსიპ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მოთხოვნების დამუშავების სამმართველოს

2018 წლის 01 ივნისს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 110-114).

 

2.14. ლ---–---–-----ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე. მას ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი საჭიროებს სხივურ თერაპიას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,დავით გაგუას კლინიკის“ მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ.87);

_შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 88).

 

2.15. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-----------, კ---------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ---–---–-----ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.12.2016 წელი (ს.ფ. 89-90).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. მოსარჩელე თ--- ჩ--–---მ არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-ს და ნ-----–---- ფ------–---–-ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკმა და შეს---მისად, მათთვის აუცილებელმა ხარჯმაც მოიმატა.

 

დადგენილია, რომ თ--- ჩ--–---ს და ნ-------- ფ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2011 წლის 11 თებერვალს ნ---- ფ------–---–- და

2----–-–---------------–- ნ-----–---- ფ------–---–-. მხარეები 2012 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თ--- ჩ--–--- არასრულწლოვან ნ---- ფ------–---–თან და ნ-----–---- ფ------–---–თან ერთად ამჟამად ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონში სოფელ ა----–ი. არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–- სწავლობს ლაგოდეხის რაიონში, საჯარო სკოლაში (3.1.1., 3.1.2., 3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს თ--- ჩ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 11 თებერვალს დაბადებული ნ---- ფ------–---–-ს და 2----–-–---------------–- დაბადებული ნ-----–---- ფ------–---–-ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100-100, სულ 200 (ორასი) ლარის ოდენობით 2012 წლის 16 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2013 წლის 06 თებერვალს. თ--- ჩ--–---მ 2013 წლის 21 თებერვალს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა სააღსრულებო ფურცელი მოვალე ნ-------- ფ------–---–-სათვის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე (3.2.2). საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 მაისს გაცემული N----------------- ცნობის მიხედვით, მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს საალიმენტო დავალიანება არ ერიცხება. (3.2.3).

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შეს---მისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შეს---მისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. შეს---მისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ--- ჩ--–--- არის მასაჟის სპეციალისტი და ამ ეტაპზე დასაქმებულია სასტუმრო ,,კაჭრეთის ამბასადორში“ და მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენს 630 (ექვსას ოცდაათი) ლარს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას დაადასტურებდა თ--- ჩ--–--ის მიერ მეტი ოდენობით შემოსავლის მიღების თაობაზე. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე თ--- ჩ--–---ს და მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს შორის დაძაბული ურთიერთობა.

 

2018 წლის 05 თებერვალს სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით თ--- ჩ--–--ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხეს არასრულწლოვან ნ---- ფ------–---–თან და ნ-------- ფ------–---–თან ურთიერთობა აქვს იშვიათად. ბოლოს მან ბავშვები ნახა 2018 წლის იანვრის თვეში (3.1.4., 3.1.5).

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

დადგენილია, რომ შეიცვალა მოპასუხე მხარის ოჯახური მდგომარეობა. როგორც საქმეშ წარმოდეგნილი მასალებით დგინდება, მოპასუხე ნ-------- ფ------–---–- და მ---------------- დაქორწინდნენ 2018 წლის 07 მაისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 16 აპრილს შეეძინათ შვილი ფ--–--- ფ------–---–-. მ----------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, 2009 წლის 1------------ დაბადებული ს----------- (3.2.7). არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. შეს---მისად, მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს გარდა არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-სა და ნ-----–---- ფ------–---–-სა ჰყავს, კიდევ არასრულწლოვანი შვილი, 2018 წლის 16 აპრილს დაბადებული ფ--–--- ფ------–---–-, რომელიც ცხოვრობს მოპასუხესთან და მისი რჩენის ვალდებულება აკისრია ნ--------

 

ფ------–---–ს. ამდენად, ყურადსაღებია არამხოლოდ ნ---- ფ------–---–-ს და ნ-----–---- ფ------–---–-ს, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის კანონით დაცული უფლებებიც - მიიღოს მშობლისაგან რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. რაც შეეხება მოპასუხესთან მცხოვრებ გერის, ს--- გ-----ის (დაბადებული 2009 წლის 18 აგვისტოს) მოპასუხის კმაყოფაზე არსებობის ფაქტს, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლზე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მიუხედავად მოპასუხე მხარის პოზიციისა, არ დასტურდებაა სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლით გათვალისწინებული არასრულწლოვანი გერის რჩენის ვალდებულების წინაპირობების არსებობა.

 

მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება დედა, ლ---–---–-----ი. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ლ---–---–-----ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე. მას ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი საჭიროებს სხივურ თერაპიას (3.2.10). სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ჰყავს მშობელი არ ნიშნავს მას, რომ კმაყოფაზე ჰყავს ამასთან იგი. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილია 2015 წლის მდგომარეობით, რის გამოც საქმის მასალებით არ ირკვევა, ლ---–---–-----ი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი მკურნალობის აუცილებლობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა.

 

მოპასუხე ნ-------- ფ------–---–-ს სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის იყო დასაქმებული და ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. იგი ამჟამადაც დასაქმებულია შპს ,,დიპლომატ ჯორჯია“-ში მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე და მისი ხელზე ასაღები, ფიქსირებული, ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს (3.2.8). სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონამცემებით, მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს 2012 წლის ნოემბრის თვიდან აქვს შემოსავალი, მეტ-ნაკლებად სტაბილური ხასიათის, ხოლო სარჩელის აღძვრის პერიოდში, 2018 წლის აპრილის თვეში მოპასუხის მიერ მიღებული დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 1084.62 ლარი (3.2.9).

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შეს---მისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლო მხედველობაში იღებს რა, არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-ს და ნ-----–---- ფ------–---–-ს ასაკს და ასევე იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შეს---მისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნ-----–---- ფ------–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვან ნ-----–---- ფ------–---–ს შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაესვა დიაგნოზი

 

სენსონევრალური ხასიათის საშუალო II ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითება აღენიშნება, ინტრაკოხლეარული ფორმა. იგი საჭიროებს სასმენ აპარატს. აღნიშნული დიაგნოზმა გამოიწვია მეტყველების პრობლემა, რის გამოც ნ-----–---- ფ------–---–ს აღენიშნება მეტყველების მოშლა და იგი საჭიროებს ლოგოპედის ჩარევას (3.2.4). სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ნ-----–---- ფ------–---–ს ლოგოპედთან ერთი სეანსის საფასური შეადგენს მინიმუმ 25 (ოცდახუთი) ლარს და შეს---მისი შედეგისათვის მიზანშეწონილია კვირაში ორი ან სამი სეანსის ჩატარება. ხოლო არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-ს ნორმალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის მიღება. მინიმუმ ერთი აქტივობის ყოველთვიური გადასახადი კი თვეში შეადგენს 40-50 (ორმოცი- ორმოცდაათი) ლარს. მოპასუხე მხარეს არასრულწლოვან ნ-----–---- ფ------–---–-სა და ნ---- ფ------–---–-ს მითითებული ყოველთვიური ხარჯის საჭიროებისა და ამ თანხის ოდენობასთან მიმართებით საწინააღმდეგო გარემოებაზე არ მიუთითებია და არც მტკიცებულება წარმოუდგენია (3.2.6).

 

სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 28.06.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის აპრილის თვისათვის - 156.7 ლარს, მაისის თვისათვის - 157.5 ლარს, ხოლო ორსულიანი ოჯახისათვის აპრილის თვეში - 250.7 ლარს და მაისის თვეში - 251.9 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეეს---მებოდეს. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შეს---მისად, ბავშვების აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში. აღნიშნული მსჯელობის შეს---მისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-ს ალიმენტის დადგენისას ითვალისწინებს ორსულიანი ოჯახისათვის ერთი წევრისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ოდენობის (125 ლარს), რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა (საშუალოდ 25-30 ლარი). შეს---მისად, არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-ს ნორმალური აღზრდა- განვითარებისათვის მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით. ხოლო ნ-----–---- ფ------–---–-, რომელსაც დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, მიმდინარე მკურნალობასთან ერთად ესაჭიროება ასევე ლოგოპედთან სტაბილური კურსის (სეანსების) ჩატარება, სასამართლო ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს ორსულიანი ოჯახისათვის ერთი წევრისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ოდენობას (125 ლარს), რასაც ემატება ერთი მშობლის მხრიდან ამ სეანსების საფასურის თანხის ოდენობა (100 (ასი) ლარი). ამდენად, ნ-----–---- ფ------–---–-ს, როგორც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი უნდა განისაზღვროს 225 (ორას ოცდახუთი) ლარით. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ პერიოდში შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობა, ასევე, ბავშვების ასაკის ზრდაც თავის მხრივ იწვევს მათ აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების ზრდას. ასევე, გაიზარდა ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული ორსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე,სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტი არასრულწლოვანი ნ---- ფ------–---–-ს რჩენა-აღზრდის მიზნით უნდა განისაზღვროს 160 (ას სამოცი) ოდენობით, ხოლო არასრულწლოვანი ნ-----–---- ფ------–---–თან მიმართებით, 225 (ორას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

2.17. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ნ-------- ფ------–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2012 წლის 1 თებერვალს), დამატებითი ხარჯის სახით 1257.5 (ათას ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდის დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხა ან უკვე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას უნდა ემსახურებოდეს, ან დადგენილი უნდა იყოს მისი აუცილებელობა კონკრეტული ოდენობით ასევე კონკრეტული მიზნებისათვის. დადგენილია, რომ არასრულწლოვან ნ-----–---- ფ------–---–ს შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაესვა დიაგნოზი სენსონევრალური ხასიათის საშუალო II ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითება აღენიშნება, ინტრაკოხლეარული ფორმა. იგი საჭიროებს სასმენ აპარატს. კლინიკური მედიცინის კვლევით ინსტიტუტში ნ-----–---- ფ------–---–ს 2018 წლის 22 მარტს ჩაუტარდა კლინიკური-დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც თავის ტვინის ნივთიერებაში პათოლოგიური კერები არ ვლინდება. მიელინიზაცია ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია. სმენის ნერვების დეფორმაცია არ ვლინდება, სტრუქტურა თანაბარი სიგნალის (3.2.4). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე თ--- ჩ--–--ის მიერ არასრულწლოვანი ნ-----–---- ფ------–---–-სათვის დასმული დიაგნოზიდან (სენსონევრალური ხასიათის საშუალო II ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითება) გამომდინარე, მკურნალობის მიზნით გადახდილია: შპს ,,ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრი ჯაფარიძე -ქევანიშვილის კლინიკაში“ 2017 წლის 26 აპრილს 186 (ას ოთხმოცდაექვსი) ლარი, იმავე კლინიკაში 2017 წლის 19 აპრილს 19 (ცხრამეტი) ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 20 ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 2017 წლის 26 ივნისს - 120 (ას ოცი) ლარი, ცენტრში იმავე დღეს - 40 (ორმოცი) ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 2018 წლის 12 იანვარს 50 (ორმოცდაათი) ლარი, შპს ,,კინდ-სმენაში 2018 წლის 20 თებერვალს 800 ლარი, შპს ,,კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტში“ 2018 წლის 22 მარტს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, 450 (თხას ორმოცდაათი) ლარი და 100 (ასი) ლარი, შპს ,,აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 2017 წლის 26 ივნისს 30 (ოცდაათი) ლარი და 130 (ას ოცდაათი) ლარი, შპს ,,კინდ-სმენა“-ში 2018 წლის 23 მარტს 20.70 ლარი, სულ ჯამში - 2515 (ორი ათას ხუთას თხუთმეტი) ლარი (3.2.5). მოსარჩელემ მოითხოვა არასრუწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უკვე გაწეული მკრუნალობის ხარჯის ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვან ნ-----–---- ფ------–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რაც განაპირობებს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიერ უკვე გაწეული თანხის სახით დამატებითი ხარჯის გაღების ანაზღაურების ვალდებულებას.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე ნ-------- ფ------–---–ს არასრულწლოვანი ნ-----–---- ფ------–---–-ს დამატებითი ხარჯებში მონაწილეობის სახით უნდა დაეკისროს 1257.5 (ათას ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ალიმენტის დაკისრების შემდეგ მოპასუხის ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. უფრო მეტიც, შექმნა ახალი ოჯახი ჰყავს მეუღლე შვილები და დედა, რომელიც საჭიროების რჩენას და მკურნალობას. სასამართლოს მითითება საარსებო მინიმუმზე, არამხოლოდ მოსარჩელის შვილებზე, არამედ მოპასუხის კმაყოფაზე მყოფ პირებზეც ვრცელდება.

 

3.2. აპელანტის მითითებით, საარსებო მინიმუმის გათვალისწინებითაც ნ-------- ფ------–---–- იმაზე მეტს იხდის ალიმენტს რაც მის წილ პასუხისმგებლობას შეადგენს საარსებო მინიმუმში. 100 ლარი თითოეულ შვილზე მისი გადასახდელია, ხოლო მეორე 100 ლარი უნდა დახარჯოს მოსარჩელემ, შეს---მისად თითო ბავშვზე 200 ლარი ბევრად აღემატება საარსებო მინიმუმს.

 

მოპასუხის ხელფასი არის 500 ლარი, გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის პირობებში ის იძულებული იქნება 500 ლარიდან 385 ლარი ალიმენტსი იხადოს, ხოლოდ დარჩენილი 115 ლარით ოჯახი და თავი ირჩინოს, ასეთი გადაწყვეტილება მოპასუხის მითითებით არის უსამართლო.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე მიუთითებს ისეთ ირიბ შემოსავლებზე, როგორიცაა ბინის გაქირავება, ავტომომსახურება და სხვა, თუმცა აღნიშნულის შესახებ რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შეს---მისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის, სადავო საკითხების თაობაზე მხარეთა მოსაზრებების გაცნობის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. თ--- ჩ--–---სა და ნ-------- ფ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ნ---- ფ------–---–- დაბადებული 2011 წლის 11 თებერვალს და ნ-----–---- ფ------–---–- დაბადებული 2----–-–---------------–- (იხ. ტ.1, ს.ფ. 24-25);

 

4.2. მხარეები 2012 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთად, ხოლო არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან თ--- ჩ--–---სთან ლაგოდეხის რაიონში სოფელ ა----–ი;

 

4.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ--- ჩ--–--- დასაქმებულია და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს 630 (ექვსას ოცდაათი) ლარს;

 

4.4. დასაქმებულია ასევე ნ-------- ფ------–---–-ც და მისი ყოველთვიური (ხელზე ასაღები თანხა) შრომის ანაზღაურება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს (იხ.ტ.1, ს.ფ.86, შპს ,,დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ 2018 წლის 02 მაისს გაცემული ცნობა N01-05).

 

4.5. საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მოთხოვნების დამუშავების სამმართველოს 2018 წლის 01 ივნისს გაცემული ცნობა ნ-------- ფ------–---–-ს კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალის შესახებ, რომელიც მოიცავს 2012 წლის ნოემბრიდან, 2018 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს. სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნული ცნობის თანახმად, ნ-------- ფ------–---–-ს შემოსავლის თანხები არ წარმოადგენს ერთიან ფიქსირებულ თანხას, და ყოველი თვის შემოსავალი განსაზღვრულია განსხვავებული ოდენობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 110-114).

 

4.6. ნ-------- ფ------–---–- იმყოფება ქორწინებაში და ჰყავს შვილი - 2018 წლის 16 აპრილს დაბადებული ფ--–--- ფ------–---–- (იხ. ტ.1, ს.ფ. 83-84);

 

4.7. მოსარჩელის დედას ლ---–---–-----ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე. მას ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი საჭიროებს სხივურ თერაპიას (იხ. საქმის მასალები ტ.1, ს.ფ. 87-88);

 

4.8. არასრულწლოვან ნ-----–---- ფ------–---–ს აღენიშნება სმენის ორმხრივი დაქვეითება ინტრაკოხლეარული ფორმა და საჭიროებს სასმენ აპარატს. ნ-----–---- ფ------–---–ს აღენიშნება მეტყველების მოშლა და იგი საჭიროებს ლოგოპედის ჩარევას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 55-60)

 

4.9. მოსარჩელის განმარტებით, ნ-----–---- ფ------–---–ს ლოგოპედთან ერთი სეანსის საფასური შეადგენს მინიმუმ 25 (ოცხადუთი) ლარს და სასურველი შედეგისათვის მიზანშეწონილია კვირაში ორი ან სამი სეანსის ჩატარება.

 

4.10. აპელანტმა სადავო გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნ-----–---- ფ------–---–-სათვის 225 ლარის გადახდა. აპელანტის განმარტებით, ალიმენტის დაკისრების შესახებ, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, შეს---მისად, არ არსებობდა ალიმენტის ოდენობის გაზრდის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს გადაწყვეტილების მიღების დროს არსებულ მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობის, ასევე საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, ნ-------- ფ------–---–-ს მატერიალური შემოსავალი არ წარმოშობს მისთვის გაზრდილი ალიმენტის სახით 225 ლარის დაკისრების საფუძველს. ამასთან პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს სხვა ქორწინებიდან ჰყავს შვილი, ასევე ჰყავს ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. გარდა ამისა, მტკიცებულება რაიმე დამატებითი შემოსავლების შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

შეს---მისად, მოპასუხის შემოსავლის ოდენობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნილებების, ასევე ქონებრივი მდგომარეობის (ანუ რეალური მატერიალური მდგომარეობის) გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გაიზარდოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის №2/15111-12 გადაწყვეტილებით ნ-------- ფ------–---–-სათვის (---------------------- დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მას ალიმენტის სახით ნ---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2011 წლის 11 თებერვალს) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 160 (ას სამოცი) ლარის, ხოლო ნ-----–---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2----–-–---------------–-) სასარგებლოდ 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 19 აპრილიდან).

 

პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობად არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 350 ლარის განსაზღვრა მშობლისა და სარჩენი პირის ინტერესების გათვალისწინებით სამართლიანია და შეს---მისად, სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ამ ოდენობით უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შეს---მისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

4.13. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

4.14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შეს---მისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები; კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შეს---მისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის გათვალისწინებით, (ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვის და შეს---მისად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები), ასევე განსახილველ შემთხვევაში ბავშვის ასაკის მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა–აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარამდე და მითითებული თანხა უნდა ჩაითვალოს გონივრულ ოდენობად, ვინაიდან, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული აუცილებელია არასრულწლოვნისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

 

4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, თ--- ჩ--–--ის მიერ, სარჩელი აღძრულია 2018 წლის 19 აპრილიდან. ამდენად, ნ-------- ფ------–---–ს ალიმენტის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 19 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად, კერძოდ, ნ---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2011 წლის 11 თებერვალს) სასარგებლოდ 160 (ას სამოცი) ლარის, ხოლო ნ-----–---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2----–-–---------------–-) სასარგებლოდ 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ნ-------- ფ------–---–-ს მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და შესულია კანონიერ ძალაში (იხ. საქმის მასალები)

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შეს---მისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც.

 

მოსარჩელე საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო სააპელაციო საჩივრისთვის - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შეს---მისად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელის ერთობლიობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულობის (სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 97%–თ,) გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში თ--- ჩ--–---ს ნ-------- ფ------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 72 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-------- ფ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. თ--- ჩ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. გაიზარდოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის №2/15111-12 გადაწყვეტილებით ნ-------- ფ------–---–-სათვის (---------------------- დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ნ-------- ფ------–---–ს ნ-----–---- ფ------–---–-ს (დაბადებული 2----–-–---------------–-) რჩენა – აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტი - 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 19 აპრილიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

5. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში თ--- ჩ--–---ს ნ-------- ფ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 72 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე ლევან გვარამია