გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2020
საქმის ნომერი
330210019003195863
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23448 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ე-–----------–---–-

მოპასუხე ი-–-----------–---–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-–-----------–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–-------------–---–-ს (დაბადებული 20-----–-–--------------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 20 სექტემბრიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება;

 

1.2. მოპასუხე ი-–-----------–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–-------------–---–-ს (დაბადებული 20-----–-–--------------ს) წარსული დროის ალიმენტის სახით 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის გადახდის დაკისრება 2016 წლის 01 სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2019 წლის 20 სექტემბრამდე).

 

მოსარჩელე ე-–----------–---–- და მოპასუხე ი-–-----------–---–- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 02 იანვრიდან 2011 წლის 11 დეკემბრამდე. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------ს შეეძინათ შვილი ნ-----–-------------–---–-. ნ-----–----- იზრდება დედასთან და მოსარჩელეს დამოუკიდებლად უხდება არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯების გაღება. მოპასუხე მხარე არათუ არ იღებს მონაწილეობას შვილის აღზრდაში, არამედ საერთოდ არ ნახულობს მას და ბოლო რამდენიმე წელია არ აქვს შვილთან არანაირი ურთიერთობა. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია ს----------–-----------–--------------------------–--------------------------–-------–-----–-----------------------------------–------------–-----------–-----–----------–-–----------–-------------------–----–-----------–----------–---------–-ს პოზიციაზე. მის მიერ მიღებული შემოსავალი არ არის საკმარისი ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად. მოპასუხე ი-–-----------–---–- დასაქმებულია ს----------–-----------–--------------------------–-------–---------------–-----------–------------------------–-------------–-------------------ში, თუმცა მისი ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა მოსარჩელისთვის ცნობილი არ არის. ნ-----–-------------–---–- სწავლობს თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში და მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებში, რაც მნიშვნელოვანია მისი სრულფასოვანი აღზრდისათვის. ნ-----–----- 2017 წლის სექტემბრის თვიდან დადის ცეკვის წრეზე ა-–------------------------------–--------------–-------ს სკოლაში, რომლის სწავლების საფასური შეადგენს წლის განმავლობაში 400 ლარს. ნ-----–----ს უტარდება ინგლისურ ენის დამატებით გაკვეთილები კერძო მასწავლებელთან, რომლის საფასური შეადგენს 50 ლარს. ნ-----–----ს აქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. არასრულწლოვანი სისტემატიურად დადის ექიმთან კონსულტაციაზე, რომლის ღირებულებაა 60 ლარი. ნ-----–-----ს დიაგნოზია ჰიპერმეტრიული ასტიგმატიზმი. მკურნალობისათვის აუცილებელია რამდენიმე ლაზერული პროცედურის ჩატარება, რომლის ფასიც შეადგენს 160 ლარს, დამატებით ესაჭიროება მედიკამენტები, რაც აუცილებელია პროცედურის შემდეგ მკურნალობისათვის. მოსარჩელის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოპასუხე არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, ამდენად მოსარჩელე ითხოვს წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების დაკისრებას მოპასუხისათვის თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სულ 5400 ლარს.

(სარჩელი, 2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ნ-----–-------------–---–-ს (დაბადებული 2----–-–-------------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 230 (ორას ოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება არასრულწლოვან შვილს და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდისა და განათლების საქმეში. მოსარჩელე საშუალებას არ აძლევს ი-–-----------–---–ს ჰქონდეს არასრულწლოვან ნ-----–----თან ურთიერთობა. მოპასუხე დასაქმებულია ს----------–-----------–--------------------------–-------–---------------–-----------–------------------------–-----------ში და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს დაახლოებით 900-950 ლარს ყოველთვიურად. ი-–-----------–---–- ცხოვრობს ასაკით პენსიის მიმღებ მშობლებთან და ძმასთან ერთად მისამართზე: თ--–----------–-----–----------–--–-----------. მოპასუხის ძმას, დ--------------–---–ს აქვს ფსიქიური დაავადება და დღეის მდგომარეობით იმყოფება ფსიქიატრიულ კლინიკაში. ი-–-----------–---–-ს მამა გ--–----------–---–ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ხოლო დღეის მდგომარეობით, უსახსრობის გამო, მკურნალობას აგრძელებს სახლის პირობებში. მოპასუხის ოჯახი (ი-–-----------–---–-ს გარდა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას.

(შესაგებელი, 2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ე-–----------–---–- და მოპასუხე ი-–-----------–---–- 2011 წლის 11 დეკემბრიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.2. ე-–----------–---–- არასრულწლოვან ნ-----–-------------–---–თან და დედასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, გ-–---------–------------------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.3. ი-–-----------–---–- ცხოვრობს დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად მისამართზე: თ--–------------------–-----–----------–--–------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.4. მოსარჩელე ე-–----------–---–- დასაქმებულია ს----------–-----------–--------------------------–--------------------------–-------–-----–-----------------------------------–------------–-----------–-----–----------–-–----------–-------------------–----–-----------–----------–---------–-ს პოზიციაზე. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ე-–----------–---–ს 01.09.2016 წლიდან დღემდე ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 30 ოქტომბრის მიმართვა N2----------- (ს.ფ. 74).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ე-–----------–---–სა და ი-–-----------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: 2----–-–-------------ს დაბადებული ნ-----–-------------–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ 2010 წლის 03 თებერვალს გაცემული დაბადების მოწმობა ნრ N------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17).

3.2.2. ნ-----–-------------–---–- სწავლობს თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში, 2017 წლის სექტემბრის თვიდან დადის ცეკვის წრეზე ა-–------------------------------–--------------–-------ს სკოლაში, რომლის სწავლების საფასური შეადგენს წლის განმავლობაში 400 ლარს. ნ-----–----- გადის დამატებით გაკვეთილებს ინგლისურ ენაში კერძო მასწავლებელთან, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 50 ლარს.

არასრულწლოვანი პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა-–------------------------–-------------–--------------–ის მიერ 2019 წლის 06 სექტემბერს გაცემული ცნობა N-- (ს.ფ. 18);

_ნ-----–-------------–---–-ს სახელზე გაცემული „ო---------------“ სიგელი, „ე------------ს“ სერთიფიკატი, „T--” სერთიფიკატი, „კ-----ს“ დიპლომი (ს.ფ. 23-26);

მოპასუხის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ არასრულწლოვანი აღარ დადის ცეკვისა და ინგლისური ენის წრეზე.

3.2.3. ნ-----–-------------–---–ს პერიოდულად ესაჭიროება ექიმთან კონსულტირება. არასრულელოვანს აღენიშნება ჰიპერმეტრიული ასტიგმატიზმი, ბავშვთა იდიოპათიური სქოლიოზი - მწვავე, ჩატარებული აქვს გარკვეული გამოკვლევები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს „---–------“ მიერ 2017 წლის 24 ივნისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 19);

_ე---------–-------- მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს გაცემული დანიშნულება N--------- და გამოკვლევის დასკვნა N---------, ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია (ორთოსპონდილოგრამა) (ს.ფ. 110-111).

3.2.4. მოპასუხე ი-–-----------–---–- დასაქმებულია ს----------–-----------–--------------------------–-------–---------------–-----------–------------------------–-----------ში.

სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ი-–-----------–---–ს 01.09.2016 წლიდან დღემდე ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. ს----------–-----------–-----------------ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ი-–-----------–---–- გადიოდა ს--------------------------- სამსახურს, ს----------–----–-------------–----–--ში 2006 წლის 11 ოქტომბრიდან 2011 წლის 11 სექტემბრამდე, ხოლო 2019 წლის 13 მაისიდან დღემდე გადის ს--------------------------- სამსახურს ს----------–-----------–-------–---------------–-----------–------------------------–-----------ს შემადგენლობაში. მოპასუხის მიერ 2019 წლის აგვისტოს თვიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დარიცხული ხელფასი შეადგენდა 2019 წლის აგვისტოს თვეში - 1 666.91 ლარს, სექტემბრის თვეში - 1174.30 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1156.80 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ე-–----------–---–-ს 13.09.2019 წლის განცხადება ს----------–-----------–-----------------ს და ამ უკანასკნელის მიმართვა M-------------- (ს.ფ. 20-22);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 30 ოქტომბრის მიმართვა N2----------- (ს.ფ. 74);

_ს----------–-----------–-----------------ს 06.11.2019 წლის მომართვა M-------------5, ს----------–-----------–-----------------ს თ-----–-------–---------------–-----------–------------------------–----------ის 05.11.2019 წლის მიმართვა M--------------, 01.11.2019 წელს გაცემული ცნობა M--------------, 30.102019 წელს გაცემული ცნობა M-------------- (ს.ფ. 78-81);

_ს----------–-----------–--------------------------–-------–---------------–-----------–------------------------–------------------–-------–------–------------------–-----ს მიერ 15.10.2019 წელს გაცემული ცნობა M-------------- (ს.ფ. 112).

3.2.5. მოპასუხის ოჯახის წევრებს აღენიშნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: მ--------------–---–ს (მოპასუხის დედა) აღენიშნება იშემიური ინსულტი ტვინის მარცხენა შუა არტერიის აუზში, დისცირკულატორული ენცეპალოფათია, ფსიქიკური აქტივობის ინერტულობის და დაქვეითებული კოგნიტური ფუნქციების ფონზე, იოლად გამოხატული მარჯვენამხრივი ჰემიპარეზით, არტერიული ჰიპერტენზია. მ------------–---–-ს დიაგნოზია საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნე. გ--–----------–---–ს (მოპასუხის მამა) აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების სხვა დაუზუსტებელი ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები გამწვავებით, არტერიული ჰიპერტენზია. ი-–-----------–---–-ს ძმა დ--------------–---–ის დიაგნოზია დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქოზი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს „რ--------–-------------------–-----------–----ის“ მიერ 2016 წლის 21 იანვარს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N-- (ს.ფ. 44-45);

_შპს „ნ--------------–-ს“ მიერ 2018 წლის 12 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 46-47);

_ნეირო-ფსიქოლოგის მიერ შესრულებული პაციენტის გასინჯვის ფურცელი N------------- (ს.ფ. 48);

_შპს „ნ-------------–-ს“ მიერ 2018 წლის 12 მარტს გაცემული დანიშნულება (ს.ფ. 49);

_“კ-–-----------------–--------------------ს“ მიერ 27.11.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N------- (ს.ფ. 50-51);

_შპს „თ--–---------------–-----------------ს“ მიერ 20.09.2017 წელს გაცემული გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N---- (ს.ფ. 52-53);

_ა-------------–---------–-----–-----------------------“ 19.10.2018 წლის გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა კომპიუტერული სპიროგრაფიით (ს.ფ. 54);

_სს „ე----------------–---ს“ თ--–---------------–----------------–-- მიერ 07.02.2020 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 113-114);

_ქ თ--–---------------–----------------–-- მიერ 12.02.2020 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 115).

3.2.6. ი-–-----------–---–-ს ოჯახი (მოპასუხის გარდა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 29 370 ერთეულით და სარგებლობს საარსებო შემწეობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი 02.10.2019 წელი (ს.ფ. 55);

_ს-------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–-------ს 03.06.2019 წელს გაცემული ცნობა #0--------- (ს.ფ. 56).

3.2.7. მოსარჩელე მხარის განმარტებით არასრულწლოვან ნ-----–----ს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, ყოველთვიურად სჭირდება 400 (ოთხასი) ლარი;

არასრულწლოვანი სწავლობს საჯარო სკოლაში, დადის ცეკვის წრეზე, რომლის წლიური ღირებულება შეადგენს 400 ლარს, ასევე ემზადება კერძო მასწავლებელთან ინგლისურ ენაში, რომლის ყოველთვიური ღირებულება შეადგენს 50 ლარს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, ნ-----–----- აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ აქტივობებში და ოლიმპიადებზე, რაც უკავშირდება გარკვეულ ხარჯებს. ამასთან, არასრულწლოვანს აღენიშნება ჰიპერმეტრიული ასტიგმატიზმი, საჭიროებს ლაზერული პროცედურების ჩატარება. ექიმთან კონსულტაციის ღირებულება შეადგენს 60 ლარს, ხოლო პროცედურის 160 ლარს.

3.2.8. მოსარჩელე ე-–----------–---–ს ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხისაგან არასრულწლოვანი ბავშვის ალიმენტის მისაღებად არ მიუღია;

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვის სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ, მათ შორის, არც მოპასუხისათვის უშუალოდ მიმართვის გზით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 230 (ორას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4.2 არ არსებობს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ე-–----------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: 2----–-–-------------ს დაბადებული ნ-----–-------------–---–- (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-–----------–---–- და მოპასუხე ი-–-----------–---–- 2011 წლის 11 დეკემბრიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ე-–----------–---–---რასრულწლოვან ნ-----–-------------–---–თან და დედასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, გ-–---------–------------------------------------ (3.1.1., 3.1.2). მოსარჩელე ე-–----------–---–- დასაქმებულია ს----------–-----------–--------------------------–--------------------------–-------–-----–-----------------------------------–------------–-----------–-----–----------–-–----------–-------------------–----–-----------–----------–---------–-ს პოზიციაზე. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ე-–----------–---–ს 01.09.2016 წლიდან დღემდე ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება (3.1.4.).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

მოპასუხე მოპასუხე ი-–-----------–---–- დასაქმებულია ს----------–-----------–--------------------------–-------–---------------–-----------–------------------------–-----------ში. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ი-–-----------–---–ს 01.09.2016 წლიდან დღემდე ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. ს----------–-----------–-----------------ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ი-–-----------–---–- გადიოდა ს--------------------------- სამსახურს, ს----------–----–-------------–----–--ში 2006 წლის 11 ოქტომბრიდან 2011 წლის 11 სექტემბრამდე, ხოლო 2019 წლის 13 მაისიდან დღემდე გადის ს--------------------------- სამსახურს ს----------–-----------–-------–---------------–-----------–------------------------–-----------ს შემადგენლობაში. მოპასუხის მიერ 2019 წლის აგვისტოს თვიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დარიცხული ხელფასი შეადგენდა 2019 წლის აგვისტოს თვეში - 1 666.91 ლარს, სექტემბრის თვეში - 1174.30 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1156.80 ლარს (3.2.4.). დადგენილია, რომ ი-–-----------–---–-ს ოჯახი (მოპასუხის გარდა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 29 370 ერთეულით და სარგებლობს საარსებო შემწეობით (3.2.6). ასევე, მოპასუხის ოჯახის წევრებს აღენიშნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მ--------------–---–ს (მოპასუხის დედა) აღენიშნება იშემიური ინსულტი ტვინის მარცხენა შუა არტერიის აუზში, დისცირკულატორული ენცეპალოფათია, ფსიქიკური აქტივობის ინერტულობის და დაქვეითებული კოგნიტური ფუნქციების ფონზე, იოლად გამოხატული მარჯვენამხრივი ჰემიპარეზით, არტერიული ჰიპერტენზია. მ------------–---–-ს დიაგნოზია საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნე. გ--–----------–---–ს (მოპასუხის მამა) აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების სხვა დაუზუსტებელი ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები გამწვავებით, არტერიული ჰიპერტენზია. ი-–-----------–---–-ს ძმა დ--------------–---–ის დიაგნოზია დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქოზი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ი-–-----------–---–ს აქვს მშობლების, ან და-ძმის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. 1223-ე მუხლით, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავის მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე ან 1223-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ ნ-----–-------------–---–- სწავლობს თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში, 2017 წლის სექტემბრის თვიდან დადის ცეკვის წრეზე ა-–------------------------------–--------------–-------ს სკოლაში, რომლის სწავლების საფასური შეადგენს წლის განმავლობაში 400 ლარს. ნ-----–----- უტარდება დამატებითი გაკვეთილები ინგლისურ ენაში კერძო მასწავლებელთან, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 50 ლარს. არასრულწლოვანი პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. მოპასუხის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ არასრულწლოვანი აღარ დადის ცეკვისა და ინგლისური ენის წრეზე (3.2.2). სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალია მისი საუკეთესო ინტერესები. მოსარჩელე მიუთითებს ასევე მასზედ, რომ ნ-----–-------------–---–ს პერიოდულად ესაჭიროება ექიმთან კონსულტირება. არასრულელოვანს აღენიშნება ჰიპერმეტრიული ასტიგმატიზმი, ბავშვთა იდიოპათიური სქოლიოზი - მწვავე, ჩატარებული აქვს გარკვეული გამოკვლევები (3.2.3). მოსარჩელის მიერ აპელირებულ ამ უკანასკნელ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ განსხვავდება ცნება „ალიმენტი“, ცნებისაგან „დამატებითი ხარჯი“. სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მოპასუხე ი-–-----------–---–- მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანი ნ-----–-------------–---–-ს ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 230 ლარი. მოსარჩელე მხარის განმარტებით არასრულწლოვან ნ-----–----ს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, ყოველთვიურად სჭირდება 400 (ოთხასი) ლარი: არასრულწლოვანი სწავლობს საჯარო სკოლაში, დადის ცეკვის წრეზე, რომლის წლიური ღირებულება შეადგენს 400 ლარს, ასევე ემზადება კერძო მასწავლებელთან ინგლისურ ენაში, რომლის ყოველთვიური ღირებულება შეადგენს 50 ლარს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, ნ-----–----- აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ აქტივობებში და ოლიმპიადებზე, რაც უკავშირდება გარკვეულ ხარჯებს. მოპასუხის განმარტებით, მისთვის ბავშვისაგან გახდა ცნობილი, რომ ცეკვისა და ინგლისური ენის შემსწავლელ დამატებით გაკვეთილებზე აღარ დადის, თუმცა მოპასუხე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანს სრულყოფილი განვითარებისათვის ესაჭიროება ერთი ფიზიკური, გონებრივი ან სხვა ტიპის აქტივობაში ჩართულობა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრების საჭიროება, მოსარჩელისავე განმარტებიდან გამომდინარე, არ იკვეთება.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 26.02.2020 წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 2019 წლის იანვრის თვისათვის 178.6 ლარს, თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს, მარტის თვისათვის - 181.2 ლარს, აპრილის თვისათვის - 185.0 ლარს, მაისის თვისათვის - 190,1 ლარს, ივნისის თვისათვის - 188.1 ლარს, ივლისის თვისათვის - 187.2 ლარს, აგვისტოს თვისათვის 189.2 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 189.9 ლარს, ოქტომბრის თვისათვის 192.9 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 195.6 ლარს, დეკემბრის თვისათვის 194.8 ლარს, 2020 წლის იანვრის თვისათვის - 197.0 ლარს. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის დაცული უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული ბალანსი. გამომდინარე აღნიშნულიდან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 230 (ორას ოცდაათი) ლარით. ალიმენტის აღნიშნულ ოდენობასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობას, რომელსაც უნდა დაემატოს არასრულწლოვანის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ფიზიკური, ინტელექტუალური ან სხვა აქტივობის (რომლის საშუალო საფასური შეადგენს დაახლოებით 50-60 ლარს) ღირებულის ნახევარი (197 ლარს + 30 ლარი). ამასთან, აღნიშნული ალიმენტის ოდენობა შესაბამისობაშია, მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ ოდენობასთანაც (400 ლარი), რომელიც, მისი განმარტებით, საჭიროა არასრულწლოვანისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. არასრულწლოვანი ბავშვის საგანმანათლებლო-კულტურულ, ფიზიკურ თუ სხვა სახის აქტივობაში მონაწილეობის მიღება დადებითად აისახება მის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელს თანაბრად აკისრია არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება და მოცემულ შემთხვევაში, ორივე მათგანი დასაქმებულია. მოცემუილ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი.

 

როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ნ-----–-------------–---–-ს სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის გადახდის დაკისრება 2016 წლის 01 სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2019 წლის 20 სექტემბრამდე).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვის სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ (3.2.8). სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვის სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ, მათ შორის, არც მოპასუხისათვის უშუალოდ მიმართვის გზით, რაც თავად დაადასტურა ე-–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი, 17:14 საათი). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას 2016 წლის 01 სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს, მოპასუხე ი-–-----------–---–-სათვის არასრულწლოვანი ნ-----–-------------–---–-ს წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ე-–----------–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ი-–-----------–---–მა ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ე-–----------–---–-ს (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე ი-–-----------–---–-ს (პირადი №-----------) მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ი-–-----------–---–ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი ნ-----–--ზ თ------–---–-- (დაბადებული 201---–-–-------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 20 სექტემბრიდან) ყოველთვიურად 230 (ორას ოცდაათი) ლარის გადახდა;

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს ე-–----------–---–-ს (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე ი-–-----------–---–-ს (პირადი №-----------) მიმართ არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–-------------–---–-ს (დაბადებული 201---–-–-------------ს) წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე;

 

2. გათავისუფლდეს მოპასუხე ი-–-----------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე