გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2020
საქმის ნომერი
330210119003259148
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27267 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინ--------–-–---–ი

მოსარჩელე მ------------–-–---–-

მოპასუხე ი--------------

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ი---------------ათვის არასრულწლოვანი შვილის, მ---------------ის (დაბადებული 20-----–-–-------------–ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 31 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის დაკისრება.

 

მ------------–-–---–სა და ი--------------ს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა ქორწინება. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 20---–-–------------–ს დაბადებული მ---------------ე. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან - მ------------–-–---–თან - ერთად, ხოლო მამა თავს არიდებს შვილზე ზრუნვას. მოსარჩელე ცდილობდა, შეთანხმებულიყვნენ ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა აღნიშნულზე. მ------------–-–---–- არასრულწლოვან მ---------------ესთან ერთად ცხოვრობს ნათესავის ბინაში მდებარე მისამართზე თ---–-------–----------------------------------------. მოსარჩელე მუშაობს ს----------–-----------–-----------------ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი სამუშაო დრო განისაზღვრება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა, მამამ და მისმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს მ---------------ისათვის დროებით დატოვებაზე, სკოლისაგან თავისუფალ დროს, რის გამოც მ------------–-–---–მა მ---------------ე შეიყვანა კერძო სკოლაში. თავად მოსარჩელეს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა - ქრონიკული დაავადება, ბრონქიალური ასთმა და აუტოიმუნური თირეოდიტი, რის გამოც მუდმივად ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტები. მოსარჩელეს აღებული აქვს სასესხო ვალდებულებები, იხდის არასრულწლოვანის სწავლისა და დამატებითი წრეების საფასურს, დამოუკიდებლად უწევს არასრულწლოვანის სამოსითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა. მ---------------ე დადის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება შპს „პ---–---–----ში“, რომლის სასწავლო წლის ღირებულება შეადგენს 1500 აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში. სწავლის საფასური გადანაწილებულია 10 თვეზე და მ------------–-–---–- ყოველთვიურად იხდის 150 აშშ დოლარს ექვივალენტი ლარში. მ------- დამატებით დადის ჭადრაკისა და ხატვის წრეებზე, რომელთა საფასური შეადგენს თვეში შესაბამისად 30 ლარს და 40 ლარს, თუმცა აღნიშნულ აქტივობებზე არასრულწლოვანი დადის წლის განმავლობაში 10 თვის მანძილზე. გარდა ამისა, ორთოპედის და ნევროლოგის რეკომენდაციით, მ------- ესაჭიროება ცურვაზე სიარულიც, რომლის საფასურიც შეადგენს 80 ლარს. მ-------ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვი საჭიროებს გარემოსა და ჰაერის გამოცვლას ისეთ კურორტებზე, როგორიცაა ცემი, ბაკურიანი, წაღვერი და სხვა. ი-------------- არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რეგისტრირებული აქვს საადვოკატო ბიურო და ეწევა საადვოკატო საქმიანობას, შესაბამისად აქვს შემოსავლის წყარო, შემოსავლების კონკრეტული ოდენობა უცნობია. გარდა ამისა, ი--------------ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, კომერციული ფართი მდებარე მისამართზე თ---–-----------------------–------------------------------------------------------ და უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, მ----------------–------------------------------------------------------. მიუხედავად მშობლის ვალდებულებისა, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, ი-------------- თავს არიდებს ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფას. ი--------------ს არ გადაუხდია რომელიმე თვის სწავლის, დამატებითი წრის საფასური, ბავშვის სამედიცინო გამოკვლევის, მედიკამენტებისა თუ ექიმთან კონსულტაციის თანხა, არ შეუძენია მ-------სთვის სეზონური ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი.

(სარჩელი, 2020 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს მ---------------ის (დაბადებული 20---–-–------------–ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მხარეთა განქორწინება გამოიწვია მოსარჩელის რთულმა ხასიათმა. მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები ხშირად ეხმარებიან მ------- გარკვეული თანხით, სამოსითა თუ სხვა საჩუქრით. ამჟამად ი-------------- იმყოფება ფინანსურად მძიმე ვითარებაში, აქვს არაერთი სალომბარდე, საბანკო სესხი. მოპასუხეს აქვს ასევე კერძო პირებისაგან სესხად აღებული თანხები, რომელთა დოკუმენტურად დადასტურება ვერ ხერხდება. მოპასუხე ცხოვრობს მოხუც პენსიონერ დედასთან ერთად. კომერციული ფართი, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე, არ მდებარეობს ქუჩის პირას, რაც ართულებს მოპასუხის საადვოკატო საქმიანობას და უარყოფითად აისახება მის შემოსავლებზე.

(შესაგებელი, 2020 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე მ------------–-–---–- და მოპასუხე ი-------------- 2013 წლის სექტემბრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების N---------- საფუძველზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N---------- (ს.ფ. 19-22).

3.1.2. მ------------–-–---–- არასრულწლოვან მ---------------ესთან ერთად ცხოვრობს, ბ------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–----------------------------------------------------------------------------------------. კომუნალურ გადასახადებს იხდის მ------------–-–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);

_ 20.08.2019 – 01.09.2019 პერიოდის ამსახველი სს „-----------–----------“ ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 48-49);

_კომუნალური გადახდების საბანკო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები 01.01.2019-02.01.2019 პერიოდში (ს.ფ. 59-67);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 24.08.2011 წელი (ს.ფ. 34-35).

 

3.1.3. ს----------–-----------–-----------------ს მიერ წარმოდგენილი 2018 და 2019 წლებში დარიცხული ხელფასის ანგარიშისა და სსიპ შემოსავლების სამსახურში 2019 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით არსებული მონაცემებით, მ------------–-–---–-ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, თებერვლის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, მარტის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, აპრილის თვეში - 53.01 ლარს და 2442.86 ლარს, მაისის თვეში - 2231.82 ლარს და 53.01, ივნისის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ივლისის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, აგვისტოს თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, სექტემბრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ნოემბრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, დეკემბრის თვეში - 1925 ლარს და 53.01 ლარს; 2019 წლის იანვრის თვეში - 1800 ლარს და 52.16 ლარს, თებერვლის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, მარტის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, აპრილის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, მაისის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ივნისის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ივლისის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, აგვისტოს თვეში - 1800 ლარს და 50.36 ლარს, სექტემბრის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს.

მოსარჩელე დასაქმებულია ს----------–-----------–-----------------ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 მარტიდან 28 მაისის ჩათვლით მ------------–-–---–- ასრულებდა ს----------–-----------–-----------------ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 05 დეკემბრის მიმართვა N2----------- (ს.ფ. 184-186).

_ ს----------–-----------–-----------------ს 2019 წლის 06 დეკემბრის მომართვა M---------------- (ს.ფ. 192-195);

_ს----------–-----------–-----------------ს 2018 წლის 26 მარტის ბრძანება მ------------–-–---–-სათვის სამსახურებრივი მოვალეობის დაკისრების შესახებ (ს.ფ. 220).

3.1.4. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–-----------------------–------------------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი--------------- სახელზე.

უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–----------------------–----------------------–---------------------------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი--------------- სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 02.04.2012 წელი (ს.ფ. 118-119);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.10.2017 წელი (ს.ფ. 120-121).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ------------–-–---–ს და ი--------------ს თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–------------–ს შეეძინათ შვილი მ---------------ე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17, 23).

3.2.2. არასრულწლოვანი მ---------------ე სწავლობს კერძო სკოლაში შპს „პ---–---–----ი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------), რომელშიც სრული პაკეტის ღირებულება ერთი სასწავლო წლისათვის შეადგენს 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო მომსახურების ყოველთვიური საფასური შეადგენს 150 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარში. სწავლის ღირებულება გადანაწილებულია 10 თვეზე. სწავლის საფასურს იხდის მ------------–-–---–-.

მ---------------ე დადის დამატებით ხატვისა და ჭადრაკის წრეებზე წლის განმავლობაში 10 თვის მანძილზე. რომლის საფასური შეადგენს შესაბამისად 40 ლარს და 30 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სს „-----------–----------“ 2019 წლის 20 სექტემბრის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 24 ივნისის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 28 იანვრის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 28 იანვრის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 25 თებერვლის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 21 მაისის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 25 თებერვლის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 27 მარტის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 20 სექტემბრის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 21 მაისის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 21 მაისის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 21 ივნისის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 27 მარტის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 23 დეკემბრის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 27 მარტის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 12 მარტის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2019 წლის 28 იანვრის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N----------, სს „-----------–----------“ 2018 წლის 27 დეკემბრის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი, რეფერენსის N---------- (ს.ფ. 24-27; 32-46; 267);

_ მ------------–-–---–სა და შპს „პ---–---–----ს“ შორის 2019 წლის 10 ივნისს დადებული ხელშეკრულება (ს.ფ. 28-31);

_ სს „-----------–----------“ 2019 წლის 21 დეკემბრის კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ს.ფ. 264-265);

_შპს „პ---–---–----ის“ მიერ 2020 წლის 22 იანვარს გაცემული დახასიათება N4-06 და მოსწავლის განმავითარებელი შეფასება საგნების მიხედვით, მ---------------ის ნიშნების ამსახველი დოკუმენტი, მ---------------ის ნახატები (ს.ფ. 291-295; 301-305).

3.2.3. არასრულწლოვანი მ---------------ის დიაგნოზია ალერგიული რინიტი, დაუზუსტებელი, ვაზომოტორული რინიტი, ინფექციით გართულებული, ატოპიური დერმატიტი, ვიტამინი D-ს დეფიციტი. ექიმის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი დაკავდეს ცურვით. ექიმთან ვიზიტის, მედიკამენტებსა და სამედიცინო გამოკვლევების თანხებს იხდის მ------------–-–---–-.

მოსარჩელე მ---------------ის მოვლის მიზნით საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში და 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2019 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სს „------–----“ 2019 წლის 21 სექტემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 23 აპრილის ნევროლოგის კონსულტაცია, 2018 წლის 17 თებერვლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 24 თებერვლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 22 მარტის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 30 მარტის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 02 აპრილის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 10 აპრილის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 30 აპრილის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 10 მაისის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 14 მაისის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 16 ივნისის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 25 ივნისის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 04 სექტემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, (ს.ფ. 68, 72, 76-88);

_ შპს „ა-–---------------------–-------–-------ს“ 2018 წლის 30 ივნისის დანიშნულება, 2018 წლის 06 ივლისის დანიშნულება, 2018 წლის 06 ივლისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 73-75);

_ სს „------–----“ 2018 წლის 16 ოქტომბრის დანიშნულება, 2018 წლის 27 ოქტომბრის დანიშნულება, 2018 წლის 31 ოქტომბრის დანიშნულება (ს.ფ. 88-90);

_ სს „------–----“ 2018 წლის 03 ნოემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 08 ნოემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 13 ნოემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 15 ნოემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 20 ნოემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 28 ნოემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 04 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2018 წლის 25 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 16 მარტის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, სს „------–----“ 2019 წლის 19 ოქტომბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 21 ოქტომბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, სს „------–----“ 2018 წლის 16 ოქტომბრის დანიშნულება, 2018 წლის 05 ოქტომბრის დანიშნულება, 2019 წლის 05 ოქტომბრის სამედიცინო მომსახურების ანგარიში, „პ----------ს“ 2019 წლის 08 ოქტომბრის ქვითარი, სს „------–----“ 2019 წლის 05 ოქტომბრის ქვითარი, 2019 წლის 10 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 16 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 21 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 23 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 25 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 2019 წლის 27 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, სს „------–----“ 2019 წლის 23 დეკემბრის საავადმყოფო ფურცელი, 2019 წლის 10 დეკემბრის საავადმყოფო ფურცელი, 2020 წლის 18 იანვრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, „ე---------–-------ს“ 2020 წლის 0 იანვრის დანიშნულება (ს.ფ. 91-102, 104-108, 239-247, 298-299)

_ შპს „მ----–---–-----------–-----–--------–---------------------ს“ 2018 წლის 04 იანვრის ექოკარდიოსკოპია (ს.ფ. 103);

_ სს „-----------–----------“ 2019 წლის 20 ოქტომბრის და 25 ოქტომბრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, სს „ე----------------–---ს“ - ი--–-–-–---–--------–---------–-------–-----ს 2019 წლის 09 დეკემბრის დოკუმენტი, 2019 წლის 04 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N-----, „ფ-----------ს“ 2019 წლის 27 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 16 დეკემბრის სამედიცინო მომსახურების ანგარიში, სს „-----------–----------“ 2019 წლის 21 დეკემბრის ქვითარი „პ----------ში“ გადახდის შესახებ, 2019 წლის 21 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 23 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 16 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 23 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 16 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 25 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 23 დეკემბრის ქვითარი, 2019 წლის 25 დეკემბრის ქვითარი, სს „ე----------------–---“ - ი--–-–-–---–--------–---------–-------–-----ს 2020 წლის 23 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, 2020 წლის 23 იანვრის ქვითარი, „ფ------------ს“ 2019 წლის 21 სექტემბრის ქვითარი, „ე---------–-------ს“ 2019 წლის 23 აპრილის ქვითარი (ს.ფ. 70-71, 109-110, 222-223, 248-263);

_სს „------–----“ 2019 წლის 10 დეკემბრისა და 23 დეკემბრის საავადმყოფო ფურცლები (ს.ფ. 221, 246-247).

3.2.4. მ------------–-–---–-ს დიაგნოზია ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), არაალერგიული ასთმა, ატოპიური დერმატიტი. მოსარჩელეს ჩატარებული აქვს გარკვეული გამოკვლევები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სს „ე----------------–---“ - ტრავმატლოგიური ჰოსპიტალის 2019 წლის 10 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 112)

_შპს „ა-–---------------------–-------–-------ს“ 2019 წლის 10 მაისის დანიშნულება (ს.ფ. 113-114);

_სამედიცინო კორპორაცია ე------------–-----------–-----------–--–-------ს დანიშნულება (ს.ფ. 115).

3.2.5.მ------------–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ წინაშე აქვს სასესხო ვალდებულებები, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხებს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ამონარიდი სს „ს----------–--------თან“ არსებული სასესხო დავალიანების შესახებ, სესხის დაფარვის გრაფიკი, 2018 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, 2018 წლის 10 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება, 2018 წლის 10 დეკემბრის დოკუმენტი #4----- (ს.ფ. 50-58);

_ სს „-----------–----------“ კრედიტის მიღების განაცხადი N1------, 2019 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ერთიანი ნომერი მოიცავს 1------, C------- საკრედიტო ხელშეკრულება N------- (ს.ფ. 235-238, 289-290).

3.2.6. ი--------------ს საკრედიტო და საბანკო დაწესებულებების წინაშე აქვს სასესხო დავალიანებები, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს „-----------–----------“ 2019 წლის 12 ნოემბრის ინფორმაცია არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 149);

_სს „-----------–----------“ 2019 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდის ამსახველი ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ 150-151);

_ სს „მ-----------------------------–----------------–-ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია, სესხის N1--------- (ს.ფ. 152, 310);

_სს „-----------–----------“ 2019 წლის 27 მაისიდან 2020 წლის 23 იანვრამდე პერიოდის ამსახველი ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 306-308);

_სს „-----------–----------“ 2020 წლის 23 იანვრის ინფორმაცია არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 309).

ი-------------- მიუთითებს ასევე, კერძო პირების მიმართ არსებულ გარკვეულ სასესხო ვალდებულებებზეც, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა მხარემ ვერ უზრუნველყო.

3.2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, ი--------------ს არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი.

ი-------------- არის მოქმედი ადვოკატი. იგი, თ---------------სთან ერთად, არის სპს „ი------------------------------------------------------–-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) დირექტორი და პარტნიორი. სს „ს----------–--------ში“ სპს „ი------------------------------------------------------–-ს“ ანგარიშზე ფიქსირდება გარკვეული თანხის ჩარიცხვა და განაღდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 03 დეკემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 184);

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2014 წლის 27 მაისი (ს.ფ. 116-117);

_ამონარიდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტერნეტ-გვერდიდან (ს.ფ. 124);

_სს „-----------–----------“ 2017 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდის ამსახველი ნაერთი ამონაწერი სპს „ი------------------------------------------------------–-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) ანგარიშიდან (ს.ფ. 158).

3.2.8. ი-------------- ცხოვრობს დედასთან მ---------------–---სთან ერთად მისამართზე თბილისი, მ----------------–-------------------------------------------. ეს უკანასკნელი არის ასაკით პენსიის მიმღები პირი.

უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ქ----------------------, მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 0---------------, ასევე, მ----–----–------------------–----------–----------------------------------------------- და მ----–----–------------------–----------–-----------------------------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ---------------–--ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სს „ლ--------------ს“ 2015 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდის ამსახველი ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 153-157);

_ამონარიდი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერნეტ-გვერდიდან (ს.ფ. 125, 217);

_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 29.11.2018 წელი (ს.ფ. 213-214);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 24.09.2018 წელი (ს.ფ. 215-216);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 24.09.2018 წელი (ს.ფ. 218-219).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მ------------–-–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი მ---------------ე, რომელიც დაიბადა 20----–-–-------------–ს (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მ------------–-–---–- და მოპასუხე ი-------------- 2013 წლის სექტემბრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების N---------- საფუძველზე. არასრულწლოვანი მ---------------ე სწავლობს კერძო სკოლაში შპს „პ---–---–----ი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------), რომელშიც სრული პაკეტის ღირებულება ერთი სასწავლო წლისათვის შეადგენს 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო მომსახურების ყოველთვიური საფასური შეადგენს 150 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარში. სწავლის ღირებულება გადანაწილებულია 10 თვეზე. სწავლის საფასურს იხდის მ------------–-–---–-. მ---------------ე დადის დამატებით ხატვისა და ჭადრაკის წრეებზე წლის განმავლობაში 10 თვის მანძილზე. ხატვის წრის ყოველთვიური საფასური შეადგენს 40 ლარს, ხოლო ჭადრაკის წრის საფასური 30 ლარს (3.2.2). ამასთან, არასრულწლოვანი მ---------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. კერძოდ, მისი დიაგნოზია ალერგიული რინიტი, დაუზუსტებელი, ვაზომოტორული რინიტი, ინფექციით გართულებული, ატოპიური დერმატიტი, ვიტამინი D-ს დეფიციტი. ექიმთან ვიზიტის, მედიკამენტებსა და სამედიცინო გამოკვლევების თანხებს იხდის მ------------–-–---–-. ექიმის რეკომენდაციით მიზანშეწონილია არასრულწლოვანი დაკავდეს ცურვით. მოსარჩელე მ---------------ის მოვლის მიზნით საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში და 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2019 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში (3.2.3). დადგენილია, რომ მ------------–-–---–- დასაქმებულია ს----------–-----------–-----------------ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 მარტიდან 28 მაისის ჩათვლით მ------------–-–---–- ასრულებდა ს----------–-----------–-----------------ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულება. ს----------–-----------–-----------------ს მიერ წარმოდგენილი 2018 და 2019 წლებში დარიცხული ხელფასის ანგარიშისა და სსიპ შემოსავლების სამსახურში 2019 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით არსებული მონაცემებით, მ------------–-–---–-ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, თებერვლის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, მარტის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, აპრილის თვეში - 53.01 ლარს და 2442.86 ლარს, მაისის თვეში - 2231.82 ლარს და 53.01, ივნისის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ივლისის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, აგვისტოს თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, სექტემბრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ნოემბრის თვეში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, დეკემბრის თვეში - 1925 ლარს და 53.01 ლარს; 2019 წლის იანვრის თვეში - 1800 ლარს და 52.16 ლარს, თებერვლის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, მარტის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, აპრილის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, მაისის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ივნისის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ივლისის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, აგვისტოს თვეში - 1800 ლარს და 50.36 ლარს, სექტემბრის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1800 ლარს და 50.35 ლარს (3.1.3).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

დადგენილია, რომ ი-------------- არის მოქმედი ადვოკატი. ეს უკანასკნელი, თ---------------სთან ერთად, არის სპს „ი------------------------------------------------------–-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) დირექტორი და პარტნიორი. ი-------------- ცხოვრობს დედასთან მ---------------–---სთან ერთად მისამართზე თბილისი, მ----------------–-------------------------------------------. ეს უკანასკნელი არის ასაკით პენსიის მიმღები პირი (3.2.7. 3.2.8). ამასთან, ი--------------- სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–-----------------------–------------------------------------------------------------------------------ (ფართი 86.17 კვ.მ) და უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–----------------------–----------------------–--------------------------------------------------------------------------------------- (ფართი 112.79 კვ.მ.). უძრავი ქონება ფიქსირდება მოპასუხის დედის - მ---------------–--ის სახელზეც. კერძოდ, ქალაქი თბილისი, ქ----------------------, მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 0---------------, ასევე, მ----–----–------------------–----------–----------------------------------------------- და მ----–----–------------------–----------–----------------------------------------------- (3.1.4).

 

განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელეს არ მიუთითებია ი--------------- შემოსავლების კონკრეტულ ოდენობაზე. მ------------–-–---–-ს განმარტებით, მოპასუხე დასაქმებული არ ყოფილა მათი ერთად ცხოვრების პერიოდშიც, თუმცა, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე ი--------------ს აქვს შემოსავლები. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, ი--------------ს არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი (3.2.7).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ საბანკო დავალიანებაზე. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ი--------------ს საკრედიტო და საბანკო დაწესებულებების წინაშე აქვს სასესხო დავალიანებები, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხებს (3.2.6). ი-------------- მიუთითებს ასევე, კერძო პირების მიმართ არსებულ სასესხო ვალდებულებებზეც, რომლის დამდასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მხარემ ვერ უზრუნველყო. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ სესხის (კრედიტის) სახით აღებული თანხა მოხმარდა არასრულწლოვანის ინტერესებს, რათა სასამართლოს მიერ აღნიშნული თანხები გათვალისწინებულ იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. გარკვეული საკრედიტო დავალინებები ერიცხება მოსარჩელე მ------------–-–---–საც სს ,,ს----------–---------ს“ წინაშე, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხებს (3.2.5).

 

დადგენილია, რომ მოპასუხის დედა - მ---------------–--- იღებს ასაკით დადგენილ პენსიას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე ი--------------ს აქვს მისი მშობლების რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე ი-------------- მატერიალური მდგომარეობისა და სასესხო ვალდებულებების, გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანი მ---------------ის ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარი. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დადის შპს სკოლა „პ---–---–----ში“, სადაც სასწავლო დღის ხანგრძლივობაა 09:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდი. მოსარჩელის განმარტებით, დამატებითი ხარჯის თავიდან აცილების მიზნით, მან ი--------------სა და მის ოჯახის წევრებს სთხოვა სკოლისაგან თავისუფალ დროს მ-------ს მეთვალყურეობა და ამ სახით ზრუნვა არასრულწლოვანზე, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა ისეთი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომლის სასწავლო დღის ხანგრძლივობაც შეესაბამებოდა მოსარჩელის სამუშაო გრაფიკს. მხარეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ დამატებითი წრეების ღირებულებასთან დაკავშირებითაც. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანმა თავად გამოთქვა სურვილი ჭადრაკისა და ხატვის წრეზე სიარულისა. დამატებით წრეებზე არასრულწლოვანი დადის წლის განმავლობაში 10 თვის განმავლობაში, რომელთა საფასური შეადგენს შესაბამისად 30 და 40 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, ექიმის რეკომენდაციით, მ------- საჭიროებს ასევე ცურვაზე სიარულს, რისი მატერიალური შესაძლებლობაც ამ ეტაპზე მ------------–-–---–ს არ აქვს. მოპასუხის განმარტებით, დამატებით წრეებთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება არ მომხდარა. ამდენად, მისთვის უცნობია, დადის თუ არა აღნიშნულ წრეებზე არასრულწლოვანი მ------- და შესაბამისად, უცნობია მათი ღირებულებაც. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა არასრულწლოვანი ბავშვისათვის ისეთი აუცილებელი მოთხოვნილებების არსებობა, რაც თვეში არასრულწლოვანისათვის 1000 ლარის საჭიროებაზე მიუთითებდა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 23.01.2020 წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 2019 წლის იანვრის თვისათვის 178.6 ლარს, თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს, მარტის თვისათვის - 181.2 ლარს, აპრილის თვისათვის - 185.0 ლარს, მაისის თვისათვის - 190,1 ლარს, ივნისის თვისათვის - 188.1 ლარს, ივლისის თვისათვის - 187.2 ლარს, აგვისტოს თვისათვის 189.2 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 189.9 ლარს, ოქტომბრის თვისათვის 192.9 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 195.6 ლარს, დეკემბრის თვისათვის 194.8 ლარს. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი მ---------------ის ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და არასრულწლოვანის იმ პირობებში ყოფნის შესაძლებლობას, რომელიც მას ამ ეტაპზე შექმნილი აქვს. სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმს (195.6 ლარს), რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა, მოცემულ შემთხვევაში ჭადრაკის წრის ყოველთვიური საფასური შეადგენს დაახლოებით 25 ლარს, ხოლო ხატვის წრის საფასური დაახლოებით 30 ლარს, რაც საშუალოდ შეადგენს თვის განმავლობაში 50-60 ლარს (აღნიშნულ წრეებზე არასრულწლოვანი დადის წლის განმავლობაში 10 თვე, ხოლო ალიმენტი თავის ხასიათით არის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა). მოპასუხეს არ შეუთავაზებია მოსარჩელისათვის არასრულწლოვანის სკოლისაგან თავისუფალ დროს მისი მეთვალყურეობა და შვილის აღზრდაში ამ სახით მონაწილეობა, რაც ორივე მშობელს შესაძლებლობას მისცემდა, თავიდან აეცილებინათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნულს ემატება არასრულწლოვანი მ---------------ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის ნახევარი, რაც ერთი თვის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 375 ლარს (წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა შეადგენს 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რაც გადანაწილებულია 10 თვეზე). აღნიშნული ჯამში, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების შესაბამისად, შეადგენს დაახლოებით 615-620 ლარს. ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე, შესაბამისად მოცემული თანხის ოდენობას სასამართლო ყოფს შუაზე, რაც შეადგენს დაახლოებით 310 ლარს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი და მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის თანხის ოდენობის განსაზღვრავს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარით. არასრულწლოვანი ბავშვის საგანმანათლებლო-კულტურულ, ფიზიკურ თუ სხვა სახის აქტივობაში მონაწილეობის მიღება დადებითად აისახება მის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელს თანაბრად აკისრია არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება და მოცემულ შემთხვევაში, ორივე მათგანი დასაქმებულია, ი-------------- არის მოქმედი ადვოკატი, მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, რომელსაც იყენებს საადვოკატო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისად აქვს პოტენციალი, ჰქონდეს გარკვეული შემოსავალები. მხარეებს შესწევთ უნარი უზრუნველყონ არასრულწლოვანი არა მხოლოდ საარსებო მინიმუმით, არამედ შეუქმნან მას რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობები. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილის გარდა, მოპასუხე მხარეს ამ ეტაპზე სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.

 

როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სამოქალაქო საქმეზე N2/27267-19 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დარიცხული საალიმენტო თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედოს ი--------------- (პირადი №0----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე თბილისი, გ-----------------–----------------------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. ამავე განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე N2/27267-19 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დარიცხული საალიმენტო თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ი--------------- (პირადი №0----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე თბილისი, მ----------------–---------------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ი--------------- მიმართ დაკმაყოფილდა მ------------–-–---–-ს სარჩელი, სასამართლო არ აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მ------------–-–---–-ს (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე ი--------------- (პირადი №0----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე ი--------------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი მ---------------ის (დაბადებული 20---–-–------------–ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 31 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ი--------------ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე