გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2020
საქმის ნომერი
330210019003118636
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18519 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ბ--–------–---–-

მოპასუხე ლ---------–----

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ლ---------–----სათვის არასრულწლოვანი შვილის, ს--------–---–-ს (დაბადებული 2------–-–----------–--ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 26 ივლისიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება;

 

მოსარჩელე ბ--–------–---–სა და მოპასუხე ლ---------–---ს შეეძინათ ერთი შვილი, 20---–-–---------–--ს დაბადებული ს--------–---–-. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ლ---------–----ს მიმართ დადგენილ იქნა მამობა და ს--------–---–-ს დაბადების მოწმობაში შევიდა შესაბამისი ცვლილებები „მამის“ აღმნიშვნელ გრაფაში. ლ---------–---- არ იღებს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობას. ს--------–---–- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაკისაა და საჭიროებს შესაბამის ფინანსებს. მოსარჩელე ბ--–------–---–- დასაქმებულია ტვირთის გადაზიდვის კომპანიაში სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენს 500 ლარს. ს--------–---–- უმეტესად იზრდება მოსარჩელის დედასთან ა---–-------–---–თან, გ-----------------–----–-------ს სოფელ ა--–--ში.

(სარჩელი, 2020 წლის 06 მარტის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

 

მოპასუხე არ არის დარწმუნებული, რომ მასსა და ს--------–---–ს შორის არსებობს გენეტიკური კავშირი, როგორც მამასა და შვილს შორის. ლ---------–---ს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, იგი არის კრივის მწვრთნელი და მისი შემოსავალიც დამოკიდებულია მოსწავლეების რაოდენობასა და შესაბამის გაკვეთილებზე. მოპასუხე ცხოვრობს მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად. მისი ამჟამინდელი ფსიქო-ემოციური და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლ---------–---- მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს ს--------–---–-სათვის ალიმენტის გადახდა.

(შესაგებელი, 2020 წლის 06 მარტის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ბ--–------–---–- და მოპასუხე ლ---------–---- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 06 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 06 მარტის სხდომის ოქმი).

3.1.2. ბ--–------–---–- არასრულწლოვან ს--------–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლებთან, გ-----------------–----–-------ს სოფელ ა--–--ში. ამავე მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელის ძმა და მისი მეუღლე სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ს--------–---–ზე უმეტესად ზრუნავს ბებია - ა---–-------–---–ი (მოსარჩელის დედა).

ბ--–------–---–- პერიოდულად ცხოვრობს ქ--–--------–--–--------------------------, ბ-------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოპასუხე ლ---------–---- ცხოვრობს დედასთან, მამასთან და მცირეწლოვან დასთან ერთად მისამართზე: მ-------------------------–-----ში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ბ--–------–---–სა და ლ---------–---ს შეეძინათ ერთი შვილი, 20---–-–---------–--ს დაბადებული ს--------–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18).

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, ს--------–---–-ს მამად ცნობილ იქნა ლ---------–----, რომლის შესაბამისადაც ცვლილება შევიდა არასრულწლოვანი ს--------–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მამის გრაფაში მიეთითა ლ---------–----, დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩა უცვლელი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება N2/29929-18 (ს.ფ. 19-34);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაცემული მამობის დადგენის მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 35).

3.2.3. მოსარჩელე ბ--–------–---–- დასაქმებული ტვირთის გადაზიდვის კომპანიაში, ოპერატორის პოზიციაზე და მისი შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 500 ლარს. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ბ--–------–---–ს 01.01.2018 წლიდან დღემდე ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 30 ოქტომბრის მიმართვა N------------ (ს.ფ. 76).

3.2.4. ლ---------–---ს არ აქვს ფიქსირებული შემოსავალი მყარი სახით დადგენილი თანხის ოდენობით. იგი არის კრივის მწვრთნელი და პერიოდულად აქვს გარკვეული შემოსავალი, რაც დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობასა და ჩატარებულ გაკვეთილებზე.

სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე ლ---------–----ს მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 2018 წლის იანვრის თვეში - 663.07 ლარსა და 244.7 ლარს, თებერვლის თვეში - 688.5 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 30 ოქტომბრის მიმართვა N------------ (ს.ფ. 76).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ბ--–------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: 20---–-–---------–--ს დაბადებული ს--------–---–- (3.2.1).

მოპასუხის განმარტებით, აქვს გარკვეული ეჭვი მასთან დაკავშირებით, რომ მასაა და ს--------–---–ს შორის არ არსებობს გენეტიკური კავშირი, როგორც მამასა შვილს შორის. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება N2/29929-18, რომლითაც ს--------–---–-ს მამად ცნობილ იქნა ლ---------–----, აღნიშნულის შესაბამისად, ცვლილება შევიდა არასრულწლოვანი ს--------–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მამის გრაფაში მიეთითა ლ---------–----, ხოლო დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩა უცვლელი (3.2.2.). საქმეს ერთვის ასევე, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაცემული მამობის დადგენის მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N-----------, რომლითაც არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელდა ცვლილება „მამის“ აღმნიშვნელ გრაფაში. ს--------–---–-ს სახელზე გაცემულია დაბადების მოწმობა N-----------, სადაც მამის გრაფაში მითითებულია ლ---------–----. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ--–------–---–- და მოპასუხე ლ---------–---- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ბ--–------–---–- არასრულწლოვან ს--------–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლებთან, გ-----------------–----–-------ს სოფელ ა--–--ში. ამავე მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელის ძმა და მისი მეუღლე სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ს--------–---–ზე უმეტესად ზრუნავს ბებია - ა---–-------–---–ი (მოსარჩელის დედა). ბ--–------–---–- პერიოდულად ცხოვრობს ქ--–--------–--–--------------------------, ბ------- (3.1.1., 3.1.2). მოსარჩელე ბ--–------–---–- დასაქმებულია ტვირთის გადაზიდვის კომპანიაში, ოპერატორის პოზიციაზე და მისი შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 500 ლარს. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ბ--–------–---–ს 01.01.2018 წლიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება (3.2.3.).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

დადგენილია, რომ ლ---------–---ს არ აქვს სტაბილური შემოსავალი მყარი სახით დადგენილი თანხის ოდენობით. იგი არის კრივის მწვრთნელი და პერიოდულად აქვს გარკვეული შემოსავალი, რაც დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობასა და ჩატარებულ გაკვეთილებზე. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე ლ---------–----ს მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 2018 წლის იანვრის თვეში - 663.07 ლარსა და 244.7 ლარს, თებერვლის თვეში - 688.5 ლარს (3.2.4.). მოპასუხე ლ---------–---- ცხოვრობს დედასთან, მამასთან და მცირეწლოვან დასთან ერთად მისამართზე: მ-------------------------–-----ში (3.1.3.). მოპასუხე შესაგებელში უთითებს გარკვეულწილად მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ არსებულ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ლ---------–---ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეს აქვს მშობლების, ან სხვა ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. 1223-ე მუხლით, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავის მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე ან 1223-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. მოცემულ შემთხვევაში ს--------–---–- არის სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელის ასაკის და საჭიროებს მშობლების მხრიდან შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას, რათა საფრთხე არ შეექმნას მისი ასაკის შესაბამისად განვითარებას. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალია მისი საუკეთესო ინტერესები.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 06.03.2020 წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა (ერთ პირზე) შეადგენდა 2019 წლის იანვრის თვისათვის 178.6 ლარს, თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს, მარტის თვისათვის - 181.2 ლარს, აპრილის თვისათვის - 185.0 ლარს, მაისის თვისათვის - 190,1 ლარს, ივნისის თვისათვის - 188.1 ლარს, ივლისის თვისათვის - 187.2 ლარს, აგვისტოს თვისათვის 189.2 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 189.9 ლარს, ოქტომბრის თვისათვის 192.9 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 195.6 ლარს, დეკემბრის თვისათვის 194.8 ლარს, 2020 წლის იანვრის თვისათვის - 197.0 ლარს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის დაცული უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული ბალანსი. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ს--------–---–-ს ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს, მოცემულ შემთხვევაში ს--------–---–-, ასაკიდან გამომდინარე არის სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. სასამართლო, მოპასუხის შემოსავლების, მისი ოჯახური და სოციალური პირობების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობად განსაზღვრავს საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობის ნახევარს, რაც შეადგენს დაახლოებით 100 ლარს. არასრულწლოვანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს თითოეული მშობლისაგან ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმი მაინც, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმ ელემენტარული საჭიროებებით, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური, ჯანსაღი განვითარებისათვის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული თანხა, შესაძლოა, სრულად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის საჭიროებებს, თუმცა, ორივე მშობლის მიერ შექმნილი მინიმუმი (100+100=200) არასრულწლოვანის აღზრდისათვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს. ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენისათვის საჭირო მინიმალური თანხით. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.

 

როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ბ--–------–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ბ--–------–---–-ს (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე ლ---------–----ს (პირადი №-----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე ლ---------–---ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი ს--------–---–-ს (დაბადებული 2-----–-–---------–--ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 26 ივლისიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა;

2. დაეკისროს მოპასუხე ლ---------–---ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე