გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.08.2019
საქმის ნომერი
820210018002581509
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
12.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210018002581509 (2-495/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აგვისტო 2019 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი გურამ ლამპარაძე

მოსარჩელე: (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - მი------ა სუ-------ე

წარმომადგენელი: ენ----------ე

მოპასუხე: (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) მი----- ბე----ე

წარმომადგენელი: რა---------ე

მოსარჩელეები: ლ-- ბე----ე, მე---- ბე----ე

წარმომადგენელი: რა---------ე

მოპასუხე: მი------ა სუ-------ე

წარმომადგენელი: ენ----------ე

მესამე პირი: სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილება, ხულოს რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - და------ნ ბე----ე, მა------–----ძე

დავის საგანი ძირითადი სარჩელით: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება.

დავის საგანი შეგებებული სარჩელით: ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.

დავის საგანი ლ-- ბე----ისა და მე---- ბე----ის სარჩელით: შვილიშვილების ნახვის დღეების განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით:

 

1.1.1 მი------ა სუ-------ესა და მი----- ბე----ეს შორის 2--- წლის 2-----–--ის ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

1.1.2. მი----- ბე----ისათვის არასრულწლოვანი შვილების - დ--- ბე----ისა და ბ------------ სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე სულ 500 ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.

 

1.1.3. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:

 

1.2.1. დავალდებულდეს მი------ა სუ-------ე მოსარჩელე მი----- ბე----ეს მისცეს საშუალება არასრულწლოვან შვილებთან დ--- ბე----ესთან და ბ--- ბე----ესთან იქონიოს ურთიერთობა კვირის ნებისმიერ დღეს 13 საათიდან 20 საათამდე, ასევე უქმე და დასვენების დღეებში სახლში წაყვანით შვილები დ--- ბე----ე და ბ--- ბე----ე ცხოვრობდეს მამასთან მი----- ბე----ესთან.

 

1.3. სასარჩელო მოთხოვნა ლ-- ბე----ისა და მე---- ბე----ის სარჩელით:

 

1.3.1. დავალდებულდეს მი------ა სუ-------ე მოსარჩელეებს ლ-- ბე----ესა და მე---- ბე----ეს მისცეს საშუალება შვილიშვილებთან დ--- ბე----ესთან და ბ--- ბე----ესთან იქონიოს ურთიერთობა კვირის ნებისმიერ დღეს 13 საათიდან 20 საათამდე, ასევე უქმე და დასვენების დღეებში ლ-- ბე----ეს და მე---- ბე----ეს მიეცეს უფლება მათ საცხოვრებელ სახლში წაიყვანონ შვილიშვილები დ--- ბე----ე და ბ--- ბე----ე .

 

1.3.2. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება მოსარჩელეზე.

 

ძირითადი სარჩელის საფუძვლები:

მი------ა სუ-------ე 2--- წლის 2-----–--იდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მი----- ბე----ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, დ--- ბე----ე დაბადებული 2--- წლის 2----------- და ბ--- ბე----ე დაბადებული 2----–-–---------------–ს. ხასიათების შეუთავსებლობისა და კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მეუღლეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. მი------ა სუ-------ე მცირეწლოვანი შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების სახლში. მოსარჩელეს არ აქვს შემოსავალი და იმყოფება მშობლების კმაყოფაზე. მი----- ბე----ე არ ზრუნავს შვილებზე. ის მსახურობს თავდაცვის სამინისტროს სენაკის მეორე ბრიგადაში და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1250 ლარს. აქვს პრემია და სხვა შემოსავლები.

მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას და მი----- ბე----ეს დაეკისროს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 250 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე მი----- ბე----ე და მოპასუხე მი------ა სუ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 2-----–--იდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, დ--- ბე----ე დაბადებული 2--- წლის 2----------- და ბ--- ბე----ე დაბადებული 2----–-–---------------–ს. დღეისათვის ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ და მათი შვილები დ--- და ბ--- ცხოვრობენ დედასთან. მოპასუხე არ აძლევს საშუალებას მი----- ბე----ეს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან რის გამოც მომართა სასამართლოს და თხოვს დავალდებულდეს მოპასუხე არ შეუშალოს ხელი მამას იქონიოს შვილებთან ურთიერთობა.

 

ლ-- ბე----ისა და მე---- ბე----ის სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელეთა შვილი მი----- ბე----ე და მოპასუხე მი------ა სუ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 2-----–--იდან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - დ--- ბე----ე დაბადებული 2--- წლის 2----------- და ბ--- ბე----ე დაბადებული 2----–-–---------------–ს. ამჟამად ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობს და მათი შვილები დ--- და ბ--- ცხოვრობენ დედასთან. მოპასუხე არ აძლევს საშუალებას მოსარჩელეებს ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან რის გამოც მომართეს სასამართლოს და თხოვენ შვილიშვილების ნახვის დღეების განსაზღვრას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მი----- ბე----ემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ, ასევე ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებაზე და თანხმობა განაცხადა ალიმენტის სახით ყოველთვიურად ორივე ბავშვზე ჯამში 150 ლარის გადახდაზე.

 

2.2. მოპასუხე მი------ა სუ-------ე დაეთანხმა მი----- ბე----ის სარჩლის მოთხოვნას ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრაზე. ასევე ეთანხმება ლ-- ბე----ის და მე---- ბე----ის სარჩელის მოთხოვნას შვილიშვილების ნახვის დღეების განსაზღვრაზე, არ ეთანხმება მოთხოვნას უქმე და დასვენების დღეებში მცირეწლოვანი ბავშვების მამისა და ბებია- ბაბუასთან ღამისთევით სახლში წაყვანაზე.

 

21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (ბავშვის წარმომადგენლის) პოზიცია

 

არასრულწლოვანი დ--- ბე----ე და ბ--- ბე----ე ამჟამად ცხოვრობენ დედასთან მი------ა სუ-------ესთან ერთად ხულოს რაიონის სოფელ დი---------ბში. ოჯახს აქვს ორ სართულ--ნი საცხოვრებელი სახლი, აქვთ პირველადი მოხმარების ავეჯი და ტექნიკა. ახორციელებენ სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და აქვთ შემოსავალი. მი------ა სუ-------ეს ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან მისი ოჯახის წევრები, მის მამას ავ-------ლ სუ-------ეს აქვს ფიქსირებული ხელფასი 400 ლარი, ასევე ეხმარება ძმა დემონ სუ-------ე, რომელსაც აქვს ყოველთვიური შემოსავალი 100-1500 ლარის ოდენობით, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 116640 სარეიტინგო ქულით და არ ღებულობს შემწეობას. მი------ა სუ-------ის ოჯახში არის ბავშვის მოთხოვნილებებისათვის დამაკმაყოფილებელი სოციალური გარემო.

მი----- ბე----ის ოჯახი შესდგება ოთხი სულისაგან, გარდა მი----- ბე----ისა , ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი არის მცირე შემოსავლიანი და აქ მოყვანილი პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს ოჯახის საარსებო მინიმუმს. საცხოვრებლ სახლში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოჯახში არსებული პირობების შესაბამისად, დაკმაყოფილებული იქნება ბავშვის ყოფნისათვის საჭირო მოთხოვნები.

 

წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვების უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მი------ა სუ-------ემ და მისი ოჯახის წევრებმა, ბავშვების გარემომცველმა უფროსებმა უნდა იზრუნონ და ხელი შეუწყონ ბავშვების მამასთან ურთიერთობის გაღრმავებას. ბავშვებს ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მათ განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ბავშვების მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ღამისთევით წაყვანასთან დაკავშირებით დააფიქსირა პოზიცია, რომ ბავშვების ასაკიდან გამომდინარე ამჟამად ბავშვების ღამისთევით წაყვანა არ არის მიზანშეწონილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მი------ა სუ-------ე და მი----- ბე----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 2-----–--იდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, დ--- ბე----ე დაბადებული 2--- წლის 2----------- და ბ--- ბე----ე დაბადებული 2----–-–---------------–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა

-დაბადების მოწმობები.

 

3.1.2. ამჟამად მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე მი------ა სუ-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების ოჯახში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დი---------ბში. მი------ა სუ-------ეს მატერიალურად ეხმარება მშობლები. ოჯახში ბავშვების აღზრდის ნორმალური პირობებია. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

-სოციალური სამსახურის დასკვნა.

 

3.1.3. მოსარჩელეები ლ-- ბე----ე და მე---- ბე----ე არიან მი----- ბე----ის მშობლები, მცირეწლოვნების დ--- ბე----ისა და ბ------------ ბებია და ბაბუა. ლ-- ბე----ე, მე---- ბე----ე და მი----- ბე----ე ცხოვრობენ ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კო----------ში. ოჯახში ბავშვის ყოფნისათვის არის შესაბამისი პირობები. მათ არ ეძლევათ საშუალება ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან დ--- ბე----ესა და ბ--- ბე----ესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

-სოციალური სამსახურის დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

 

- მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა.

 

- მცირეწლოვანი ბავშვების დ--- ბე----ისა და ბ------------ ნახვის დღეების განსაზღვრისას მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ბავშვების ღამისთევით წაყვანის მიზანშეწონილობა

 

-მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის სხვა გარემოებათა დადგენას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 

3.2.2. მოპასუხე მი----- ბე----ე მსახურობს მე------------------------------------ ბატალიონში მე-----ეს თანამდებობაზე და ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1156 ლარსა და 80 თეთრს.

 

მოპასუხე მი----- ბე----ის მშობლები არ არიან მის კმაყოფაზე.

ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ჰყავს მშობლები არ ნიშნავს მას, რომ ისინი მის კმაყოფაზე არიან. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

მოპასუხე მი----- ბე----ის წარმომადგენელმა წარმოადგინა ცნობები მი----- ბე----ის დედის ლ-- ბე----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ლ-- ბე----ის საბანკო დავალიანების შესახებ, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა ხელფასის შესახებ.

-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

- ცნობა საბანკო დავალიანების შესახებ.

 

3.2.3. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე მი------ა სუ-------ის წარმომადგენელი აცხადებს , რომ მისი მხარე თანახმაა ბავშვები ნებისმიერ დროს ინახულონ მამამ ბებიამ და ბაბუამ, თუმცა, მისი განმარტებით, ბავშვების ასაკიდან გამომდინარე მიზანშეუწონელ-- მათი ღამისთევით წაყვანა მათი ასაკის სიმცირის გამო, ამასთანავე უფროს ბავშვს, დ--- ბე----ეს არ სურს მამასთან, ბებიასთან და ბაბუსთან ურთიერთობა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ დასახელებულ პირებს დიდი ხნის მანძილზე გარ გამოუხატავთ სურვილი და არ უნახიათ შვილიშვილები.

 

სოციალური სამსახურის წარმომადგენელიც მიიჩნევს, რომ ბავშვების ასაკიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი ბავშვების ღამისთევით წაყვანა.

 

მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს განმარტავს. ბავშვები მათთან ცხოვრების პერიოდში მიჩვეული იყვნენ და უხაროდათ მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ურთიერთობა. ამჟამად ურთიერთობას ხელს უშლის მი------ა სუ-------ე და მისი ოჯახის წევრები. ისინი ახდენენ ფსიქოლოგიურ გავლენას ბავშვებზე და მოახდინეს გაუცხოვება. ისინი არ აპირებენ ბავშვების ნების საწინააღმდეგოდ მათ წაყვანას , მაგრამ მოპასუხემ და მისმა ოჯახის წევრებმა უნდა მისცენ საშუალება, რომ ბავშვები კვლავ შეეჩვიონ და ამის შემდეგ მოხდება მათი წაყვანა.

 

ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევისას გამოიკვეთა, რომ ასაკის სიმცირიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაბადებიდან ბავშვებს ზრდის დედა და უმცროსი ბავშვი ძუძუთი კვების ქვეშაა, ამ ეტაპზე ბავშვები არ არიან სავარაუდოდ რადიკალური ცვლილებებისთვის მზად, (იგულისხმება ღამისთევითი დედის გარეშე დარჩენა.) დედა აფიქსირებს, რომ ბავშვები მის გარეშე არ იძინებენ, სულ მის გვერდით არიან, თუკი ვერ ხედავენ ჩანს გამოხატული ხასიათობრივი ცვლილებები, ბებიასთანაც კი არ წვებიან დასაძინებლად. ვიზიტის მსვლელობისას უფროსს ჩაეძინა, ამ დროს ბიძიამ დააპირა ბავშვის ხელში აყვანა, რა დროსაც დ--- ატირდა.

 

ფსიქოლოგიის მხრიდან აეხსნა მშობლებს, მიეცა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, სამომავლოდ უნდა მოხდეს, დედის მხრიდან ბავშვების ფსიქოლოგიური მზაობა, ხელი შეუწყოს მამის და შვილის ურთიერთობის გაღრმავებას, რომ არ მოხდეს გაუცხოვების პროვოცირება. უნდა აეხსნას ბავშვებს მამასთან და მამის ოჯახთან ურთიერთობის საჭიროება.

სანამ ბავშვი ღამისთევით წავა მამასთან საჭიროა გაღრმავდეს ურთიერთობა რადგან აუცილებელია მამას შვილებთან ქონდეს დადებითი ემოციებით და საჭირო მზრუნველობით მიმდინარე საკმარისი გამოცდილება, რა შემთხვევაშიც ყალიბდება ფსიქოლოგიური უსაფრთხოების და დაცულობის განცდა, ბავშვებს უჩნდება ფიზიკური და ემოციური კონტაქტის მოთხოვნილება, რაც შემდეგ მჭიდრო და საიმედო მიჯაჭვულობას აყალიბებს, რის შემდგომაც ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისუფლებების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება ღამისთევით დარჩენა მამასთან.

მნიშვნელოვანია, მშობლებს შორის ნეიტრალური ურთიერთობის ჩამოყალიბება და საერთო ენის გამონახვა ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან აუცილებელია ბავშვებს ქონდეს ორივე მშობლებთან ურთიერთობა.

არ უნდა მოხდეს ბავშვებით მანიპულირება, არ უნდა გამოიყენონ მხარეებმა დამაშორებელი ქცევები, ცხელი შეეწყოს მამასთან და მამის ოჯახთან ურთიერთობის გაღრმავებას. აუცილებელია მშობლები გონივრულად მიუდგნენ შექმნილ სიტუაციას, არ გაზარდონ ბავშვებში განქორწინებით გამოწვეული რისკები, იმოქმედონ ბავშვების ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე, შექმნან შვილებისთვის ემოციურად სტაბილური და არაკონფლიქტური გარემო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

- ფსიქოლოგ თ----- ქ--------- დასკვნა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველია.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მცირეწლოვანი ბ------------ ღამისთევით წაყვანა მამასთან, ბებიასა და ბაბუასთან, მიმდინარე პერიოდისათვის არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. მცირეწლოვანი დ--- ბე----ის ღამისთევით წაყვანა მამასთან, ბებიასა და ბაბუასთან უნდა მოხდეს მათთან ურთიერთობის გაღრმავების შემდგომ. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვების ნახვის უფლება მამას, ბებიასა და ბაბუას დღის საათებში არ უნდა შეეზღუდოთ.

 

4.3. გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოპასუხის რეალური შემოსავლისა და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მცირეწლოვანი ბავშვების დ--- და ბ--- ბე----ეების ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 150 ლარი თიტოელ ბავშვზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

-საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1203-ე 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მი------ა სუ-------ე და მი----- ბე----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 2-----–--იდან. მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

6.2. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით), რომლის პრეამბულა მიუთითებს, რომ ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს ..გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...” მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მესამე ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

6.3. ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ-- და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები დ--- ბე----ე დაბადებული 2--- წლის 2----------- და ბ--- ბე----ე დაბადებული 2----–-–---------------–ს. ისინი ცხოვრობენ დედასთან მი------ა სუ-------ესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მი----- ბე----ე არ ცხოვრობს მი------ა სუ-------ესთან და შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას მი------ა სუ-------ეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 500 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 500 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილების აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს მთლიანობაში 150 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი მშობლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან და აქვს ბანკის ვალები. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე მხარე თავისი განმარტებით კატეგორიულად მიუთითებს მოპასუ მი----- ბე----ის მაღალ სახელფასო შემოსავალზე, მასზე ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრება არ არის გონივრული. წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ მი------ა სუ-------ის ოჯახს აქვს საკმაო შემოსავლები, ხოლო მი----- ბე----ის ოჯახი მხოლოდ მის ხელფასზეა დამოკიდებული. თავის მხრივ არც მოპასუხის პოზიციაა გასაზიარებელი და საფუძვლიანი. ის მოითხოვს ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრებას ორივე ბავშვზე, ანუ 75 ლარი თითოეულ ბავშვზე. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენისთვის 75 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, არ არის საკმარისი. ამ თანხით ბავშვის რჩენისა და აღზრდის მიზანი ვერ მიიღწევა. ასეთი დაბალი ოდენობით ალიმენტის დაკისრება მიმართული იქნება ბავშვების სათანადო რჩენისა და აღზრდის უფლების დარღვევისაკენ. შვილებს უფლება აქვთ მშობლისაგან მიიღონ სარჩო. თუ შვილების მიმართ ორივე მშობელი თანასწორი და თანაბარია, მაშინ შვილების რჩენასა და აღზრდაზე მამამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად მისი შემოსავალისა. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 150 ლარი ერთ ბავშვზე არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის, მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 150 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, სულ 300 ლარი.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 08 აგვისტოს, შესაბამისად ალიმენტის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული პერიოდიდან.

 

6.6. შეგებებული სარჩელით მი----- ბე----ემ მოითხოვა დავალდებულდეს მი------ა სუ-------ე მოსარჩელე მი----- ბე----ეს მისცეს საშუალება არასრულწლოვან შვილებთან დ--- ბე----ესთან და ბ--- ბე----ესთან იქონიოს ურთიერთობა კვირის ნებისმიერ დღეს 13 საათიდან 20 საათამდე, ასევე უქმე და დასვენების დღეებში სახლში წაყვანით შვილები დ--- ბე----ე და ბ--- ბე----ე ცხოვრობდეს მამასთან მი----- ბე----ესთან.

 

ასევე დამოუკიდებელი სარჩელით ( რომელიც გაერთიანებული იქნა მოცემულ საქმესთან) ბავშვების ნახვა ამავე პერიოდში ამავე წესით მოითხოვეს ბავშვების ბებიამ და ბაბუამ, მი----- ბე----ის მშობლებმა ლ-- ბე----ემ და მე---- ბე----ემ.

 

დადგენილია, რომ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან მი------ა სუ-------ესთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავეს ადგენს კოდექსის 1198-ე მუხლიც: 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მამამ, ბებიამ და ბაბუამ მოითხოვეს არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობისთვის წესის განსაზღვრა, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ბავშვების დედასთან მი------ა სუ-------ესთან.

 

მი------ა სუ-------ის წარმომადგენელმა სასამრთლო სხდომაზე განცხადა, რომ მი------ა სუ-------ე და მისი ოჯახის წევრები არ არიან წინააღმდეგი შვილებს ჰქონდეთ ურთიერთობა მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან. წინააღმდეგია ბავშვების ღამისთევით წაყვანაზე.

 

ბავშვების მამის ოჯახში ღამისთევით წაყვანას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სოციალური სამსახურის წარმომადგენელი, თუმცა ამასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მამის ოჯახში არასრულწლოვანი ბ------------ ურთიერთობისათვის წაყვანისა და ღამე დარჩენის უფლების მინიჭების კატეგორიული საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება. ფსიქოლოგიც და წარმოდგენილი დასკვნებიც მიუთითებენ, რომ სანამ ბავშვი ღამისთევით წავა მამასთან საჭიროა გაღრმავდეს ურთიერთობა, რადგან აუცილებელია მამას შვილებთან ქონდეს დადებითი ემოციებით და საჭირო მზრუნველობით მიმდინარე საკმარისი გამოცდილება, რა შემთხვევაშიც ყალიბდება ფსიქოლოგიური უსაფრთხოების და დაცულობის განცდა. აღნიშნულს ეთანხმებიან მოსარჩელეებიც.

 

არასრულწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მამასა და შვილებს, ბებია- ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბავშვების ასაკის გათვალისწინებით ურთიერთობისათვის განესაზღვროს დღის საათები ნებისმიერ დღეს. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება ბავშვების ღამისთევით წაყვანას, 20---–-–---------------ლს დაბადებული ბ------------ წაყვანა მისი ასაკისა და დედასთან მიჯაჭვულობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია და აღნიშნული უნდა შეიზღუდოს სანამ ბავშვი არ გახდება 4 წლის. რაც შეეხება 2--- წლის 2-----–--ს დაბადებულ დ--- ბე----ის მასათან, ბებიასა და ბაბუასთან სახლში ღამისთევით წაყვანას, სასამართლო მათ უნდა მიეცეთ ყოველი კვირის შაბათ დღეს 12 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე წაყვანის უფლება, თუკი სათანადოდ გაღრმავდება ურთიერთობა ბავშვსა და დასახელებულ პირებს შორის. შესაბამისად, მათი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ზემო აღნიშნული სახით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მი----- ბე----ემ მთავარ სხდომამდე ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, მოსარჩელე მი------ა სუ-------ეს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მი----- ბე----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ანუ იმ პროპორციით, რა ნაწილშიც არ ცნო სარჩელი და დაეკისრა.

 

შეგებებულ სარჩელსა და ლ-- ბე----ისა და მე---- ბე----ის სარჩელებზე მოპასუხე მი------ა სუ-------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეებზე გადახდილი ბაჟის ნახევარის ანაზღაურება, რამდენადაც სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

რაც შეეხება იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს, ორივე მხარეს გადახდილი აქვს 600-600 ლარი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს მეორე მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მი------ა სუ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მი------ა სუ-------ესა (პ/ნ 6----------) და მი----- ბე----ეს (პ/ნ 6----------) შორის 2--- წლის 2-----–--ის სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (აქტის ჩანაწერი N7----------) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე მი----- ბე----ეს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილების - 2--- წლის 2----------- დაბადებული დ--- ბე----ისა და 2----–-–---------------–ს დაბადებულ ბ--- ბე----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, სულ 300 (სამასი) ლარის გადახდა 2018 წლის 08 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

1.3. მოსარჩელე მი------ა სუ-------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (სს ,,თიბისი ბანკი. საგადასახადო დავალება 0. გადახდის თარიღი 20.07.2018. სახაზინო კოდი 300733150.)

 

2. მი----- ბე----ის შეგებებული სარჩელი და ლ-- ბე----ისა და მე---- ბე----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. დავალდებულდეს მი------ა სუ-------ე ხელი არ შეუშალოს ბავშვების მამას მი----- ბე----ეს არასრულწლოვან შვილებთან, 2--- წლის 2----------- დაბადებულ დ--- ბე----ესთან და 2----–-–---------------–ს დაბადებულ ბ--- ბე----ესთან ურთიერთობაში, ასევე დავალდებულდეს მი------ა სუ-------ე ხელი არ შეუშალოს ბებიასა და ბაბუას ლ-- ბე----ესა და მე---- ბე----ეს შვილიშვილებთან 2--- წლის 2----------- დაბადებულ დ--- ბე----ესთან და 2----–-–---------------–ს დაბადებულ ბ--- ბე----ესთან ურთიერთობაში.

 

2.2. მი----- ბე----ეს, ლ-- ბე----ესა და მე---- ბე----ეს მიეცეთ უფლება შეუზღუდავად მოინახულონ ბავშვები 2--- წლის 2----------- დაბადებული დ--- ბე----ე და 2----–-–---------------–ს დაბადებული ბ--- ბე----ე ყოველდღიურად დილის 12 საათიდან საღამოს 19 საათამდე, ასევე შაბათი დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე დ--- ბე----ე წაიყვანონ თავის ოჯახში, ხოლო ბ------------ ოჯახში წაყვანის უფლება მიეცეთ კვირის ამავე დღეებში, ამავე დროით, ბავშვის ოთხი წლის ასაკს მიღწევის შემდგომ.

 

3. ალიმენტის ნაწილში მი----- ბე----ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. მი------ა სუ-------ეს დაეკისროს (ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში) მი----- სუ-------ის სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა, ლ-- ბე----ისა და მე---- ბე----ის სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე