გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2020
საქმის ნომერი
330210019003083742
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16117 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ი---------–-–---–ი

მოსარჩელე ტეტიანა მერზლა

წარმომადგენელი ი-------------

მოპასუხე გ--------------–--–-

წარმომადგენელი გ----------------–--–-, ა---------–-------------

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ--------------–--–--ათვის არასრულწლოვანი მ-------------–--–-ს (დაბადებული 20-----–-–----------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 05 ივლისიდან) ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელე ტ---------------–- და მოპასუხე გ--------------–--–- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ 201--–-–---------------ს შეეძინათ შვილი მ-------------–--–-. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ტ---------------–- არის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, თუმცა შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, საცხოვრებელი ბინის ქირავნობის საფუძველზე. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ბინა, მდებარე მისამართზე: თბილისი, ც-------------------, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით აღირიცხა გ--------------–--–-- სახელზე. მოგვიანებით აღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოპასუხის დის - ხ--------------–--–-----------–-ძის - სახელზე. მოპასუხე მუდმივად ახორციელებდა ტ---------------–-ზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. გ--------------–--–- ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ტ---------------–- არის უმუშევარი, არ ფლობს უძრავ ქონებას და მარტო უწევს მ-------------–--–-ს რჩენა-აღზრდა. გ--------------–--–-- სახელზე ირიცხება სამი უძრავი ქონება და სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება. პატიმრობამდე გ--------------–--–- ახორციელებდა ტურისტების მომსახურებას, ტურების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აღნიშნულის სანაცვლოდ იღებდა საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს. მოპასუხის პატიმრობაში ყოფნისას, გ--------------–--–-- ავტომანქანით აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს მისი მეგობარი და სანაცვლოდ გარკვეულ თანხას გადასცემს მოპასუხის ოჯახს. ტ---------------–- ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ტ----------------; ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ყოველთვიურად მ-------------–--–-ს კვებისათვის საჭიროა სხვადასხვა აუცილებელი საკვები, კერძოდ: 1. ფაფა, რომლის ღირებულება შეადგენს 7.50 (შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს (თვის განმავლობაში საშუალოდ 7-8 ყუთი, რაც თვეში შეადგენს 60 ლარს); „ჰუმანა პუდინგი“, რომლსი ერთი ერთეულის ფასია 1.40 (ერთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი (თვის განმავლობაში 60 ცალი, რაც შეადგენს 84 ლარს); 3. „ჰიპის“ პიურე სტაფილო ჰიპოალერგიული, ერთი ერთეულის ფასი 2,68 (ორი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარი (თვის განმავლობაში 15 ერთეული, რაც შეადგენს 40,20 ლარს); 4. „ჰიპი“ ორცხობილა ჩვილის, ერთი ერთეულის ფასია 4,70 (ოთხი ლარი და სამოცდაათი თეთრი), თვის განმავლობაში დაახლოებით ხუთი ერთეული, რაც ჯამში შეადგენს 23,50 (ოცდასამი ლარი და ორმოცდაათი) ლარს; 5. „ნუტრიბენის“ საბავშვო ნატურალური წვენები, რომლის ფასიცაა 1,30 ლარი, თვის განმავლობაში ესაჭიროება 15 ერთეული, რაც ჯამში შეადგენს 19,50 ლარს; 6. ჰიგიენური საფენი, რომლის ღირებულებაა 11,60 ლარი, თვის განმავლობაში საშუალოდ სჭირდება 8 შეკვრა, რაც ჯამში შეადგენს 92,80 ლარს. მ-------------–--–ს ასევე ესაჭიროება ჰიგიენური მოვლის საშუალებები - თვეში დაახლოებით 30 ლარი, კვებისათვის საჭირო სპეციალური საბავშვო ინვენტარი (სილიკონის კოვზი, ჯამი, თეფში) – 6 თვეში საშუალოდ 50 ლარი; სეზონის შესაბამისი სამოსისათვის მ-------------–--–ს სჭირდება სამ თვეში ერთხელ დაახლოებით 150-200 ლარი. არასრულწლოვანს ამ ეტაპზე არ აქვს საბავშვო ეტლი, ბავშვის საწოლი და თეთრეული. ასაკის მატებასთან ერთად, მ-------------–--–- უნდა გადავიდეს ბუნებრივ საკვებზე, როგორიცაა ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული, რაც ზრდის ყოველთვიურ ხარჯს. არასრულწლოვანს აღენიშნება ძვლების გარკვეული პრობლემა და საჭიროებს კვირაში ერთხელ სპეციალურ მასაჟს, რომლის ერთი სეანსის ღირებულება ოსთეოპატიურ ცენტრში შეადგენს 20 ლარს.

(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

 

მოპასუხე გ--------------–--–ს მ-------------–--–-ს რჩენაზე უარი არ უთქვამს და მზადყოფნას გამოთქვამს, მისი მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოს იგი. მოსარჩელე ტ---------------–- ფლობს მცირე ბიზნესს მესტიაში, კერძოდ იგი არის შპს „ე----------ს“ 42,5 % წილის მესაკუთრეს, საიდანაც იგი იღებს საკმაო შემოსავლებს და ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. მხარეთა შორის კონფლიქტი განაპირობა ტ---------------–-- ქმედებებმა, სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა მოპასუხეს ეჭვი მ-------------–--–სა და გ--------------–--–ს შორის, როგორც მამასა და შვილს შორის, გენეტიკური კავშირის არსებობის თაობაზე. მოპასუხე მხარემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა ტ---------------–-მ არ უზრუნველყო არასრულწლოვანის გამოცხადება ბიოლოგიური მასალის ასაღებად. გ--------------–--–ს აღძრული აქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ტ---------------–-- მიმართ მ-------------–--–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში „გ--------------–--–--“ ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ, აღნიშნულ სარჩელზე მოსარჩელე მხარეს დადგენილი ჰქონდა ხარვეზი, რაც 2020 წლის 11 თებერვლის მონაცემებით მხარემ შეავსო. ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია ტ---------------–-- მოთხოვნა 500 ლარის ოდენობის ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, მაშინ, როცა გ--------------–--–- იმყოფება პატიმრობაში და არ აქვს შემოსავალი. მოპასუხის მამა გ----------------–--–- 79 წლისაა და ფაქტობრივად შრომისუუნაროა, ხოლო დედა - მ-----–--------–--–ი ავადმყოფობის გამო მუდმივად წევს და გ----------------–--–- ძირითადად მისი მოვლითაა დაკავებული. შესაბამისად, მოპასუხის მშობლებს არავითარი სხვა შემოსავალი, გარდა ასაკობრივი პენსიისა, არ გააჩნიათ. რაც შეეხება გ--------------–--–-- ქონებრივ შესაძლებლობებს, ავტომანქანები, რომლებზეც აპელირებს მოსარჩელე, დღეის მდგომარეობით გაჩერებულია და არ წარმოადგენს შემოსავლის წყაროს.

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ტ---------------–- და მოპასუხე გ--------------–--–- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.2. ტ---------------–- არასრულწლოვან მ-------------–--–თან ერთად, საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ტ----------. საცხოვრებელი სახლით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 250 აშშ დოლარს თვეში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ 2019 წლის 17 თებერვლის საცხოვრებელი სახლის იჯარის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 237-243).

3.1.3. 2019 წლის ივნისის თვეში გ--------------–--–-- მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ტ---------------–- ცნობილია დაზარალებულად. გ--------------–--–-- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და მოთავსებულ იქნა სპეიალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.

გ--------------–--–- ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_2019 წლის 26 ივნისის შემაკავებელი ორდერი N------ (ტომი 1, ს.ფ. 17);

_ 2019 წლის 02 ივლისის განჩინება ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 42-45);

_ 2019 წლის 08 ივლისის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტომი 1. ს.ფ. 147-148);

_2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენი საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 156-172);

_ 2019 წლის 26 ივნისის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 185-188).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ტ---------------–-- და გ--------------–--–ს 201--–-–---------------ს შეეძინათ შვილი მ-------------–--–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 18).

3.2.2. 2018 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით გ--------------–--–-- საკუთრებაში ფიქსირდება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ქ-----–-------------, საკადასტრო კოდი 0----------------------.

2019 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილის, ქ-----–-------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- რეგისტრირებულია ხ--------------–--–-----------–-ძის სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.09.2018 წელი (ტომი 1, ს.ფ. 19-20);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.08.2019 წელი (ტომი 1, ს.ფ. 143-144);

_2019 წლის 26 სექტემბრის განცხადება N-------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტომი 1, ს.ფ. 145-146).

3.2.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე გ--------------–--–-- სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: M----------------------- ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1999, შასი P----------, ტექპასპორტი А--------, სახელმწიფო ნომერი L------ (29.08.2018 წლიდან - მიმდინარე პერიოდამდე), N------------; ვენი, ფერი თეთრი, გამოშვების წელი 2010, შასი C---------, ტექპასპორტი А--------, სახელმწიფო ნომერი R------ (22.05.2019 წლიდან - მიმდინარე პერიოდამდე); M----------------------- ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1996, შასი P----------, ტექპასპორტი А--------, სახელმწიფო ნომერი G------ (12.05.2016 წლიდან - 11.02.2018 წლამდე პერიოდში); T----------; ვენი, ფერი რუხი 2/8, გამოშვების წელი 2006, შასი A-----------, ტექპასპორტი А--------- სახელმწიფო ნომერი Q------ (12.05.2016 წლიდან - 11.02.2018 წლამდე პერიოდში).

ავტომანქანას N------------, სახელმწიფო ნომერი R------ – 2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 09 იანვრამდე უფიქსირდება შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევბი: 2019 წლის 05 იანვარს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VI ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 09 იანვარს ა.ს.კ-ის 1182-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 11 იანვარს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 18 იანვარს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 20 იანვარს ა.ს.კ-ის 1182-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 07 თებერვალს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VI ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 03 მარტს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 18 მარტს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 30 აპრილს ა.ს.კ-ის 1181-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 03 მაისს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 09 მაისს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VI ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 03 ივნისს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 17 ივნისს ა.ს.კ-ის 1182-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

ავტომანქანას M----------------, სახელმწიფო ნომრით L------ 2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 09 იანვრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 05 ოქტომბრის მომართვა (ტომი 1, ს.ფ. 196-197);

_საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 09 იანვრის მიმართვა M---------------- (ტომი 2, ს.ფ. 95-96).

3.2.4. მხარეებს შორის კონფლიქტური ურთიერთობაა. გ--------------–--–მა 2019 წლის 06 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხე მხარემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ პირადი მიმოწერის ამსახველი ამონარიდი ინტერნეტიდან (ტომი 1. ს.ფ. 46-59);

_გ----------------–--–-ს 2020 წლის 03 იანვრის განცხადება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი, 2019 წლის 11 ნოემბრის მიმართვა N---------- და 2019 წლის 24 დეკემბრის მიმართვა N---------- (ტომი 2, ს.ფ. 73-78);

_ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბერს გაცემული ცნობა (ტომი 1. ს.ფ. 313);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინება საქმე N--------- (ტომი 2, ს.ფ. 9-13);

_ადმინისტრაციული სარჩელის ასლი, 2019 წლის 31 ოქტომბრის განცხადების ასლი, 2019 წლის 31 ოქტომბრის დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათის ასლი, 2019 წლის 31 ოქტომბერს გ----------------–--–სა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი (ტომი 2, ს.ფ. 14-39).

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 08 აგვისტოს მდგომარეობით, გ--------------–--–-- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში 15.1 ლარს, ოქტომბრის თვეში - 39.9 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 12 აგვისტოს მომართვა N2----------, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 81-82).

3.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 08 აგვისტოს მდგომარეობით, ტ---------------–-- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით შემოსავალი არ უფიქსირდება.

შპს ,,ე----------“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------- 42,5%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს მოსარჩელე ტ---------------–-. შპს „ე----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.03.2019, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 16.08.2019 წლიდან. 2019 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით 18% განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვაა - 26743.99, დარიცხული დღგ - 4813.92, გათავისუფლებული ბრუნვა - 10463.28;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 12 აგვისტოს მომართვა N2---------- (ტომი 1, ს.ფ. 81);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 30 აგვისტოს მიმართვა N2----------, გ----------------–--–-ს 2019 წლის 19 აგვისტოსა N1-------- და 06 სექტემბრის განცხადება N1-------- (ტომი 1, ს.ფ. 182-184);

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.03.2019 წელი (ტომი 1, ს.ფ. 201-202, 218-219);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 28 ოქტომბრის მომართვა N2----------- (ტომი 1, ს.ფ. 270, 299).

3.2.7. გ--------------–--–-- მშობლები გ----------------–--–- და მ-----–--------–--–ი ცხოვრობენ ქალაქ ქუთაისში მისამართზე დავით აღმაშენებლის გამზირი N10-12. გ----------------–--–- და მ-----–--------–--–ი წარმოადგენენ ასაკით პენსიის მიმღებ პირებს. მ-----–--------–--–ის დიაგნოზია მარჯვენა მუხლის ფლეგმონა, მარჯვენა კვირისტავის მოტეხილობა; გაკეთებული აქვს ოსტეოსინთეზი მარჯვენა მუხლის მოტეხილობის გამო.

უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქალაქი ქუ-----------------–--------–------------------------------–------–--------, საკადასტრო კოდი 0------------------ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ------------–--–ის სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს „ჯ-------------–-“-ის ზ-----------------–------------–-------------–-----–------ის 2019 წლის 09 აგვისტოს და 2019 წლის 31 მაისის ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შპს „ფ----------ს“ 2019 წლის 20 აგვისტოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 151-153);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 13.01.2011 წელი (ტომი 1, ს.ფ. 154-155).

3.2.8. მოსარჩელე არასრულწლოვანი მ-------------–--–-ს რჩენისათვის ყოველთვიურად ხარჯავს დაახლოებით თანხას 500 (ხუთასი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ „ფ-----------ს“ 2019 წლის 02 ოქტომბრის, 09 ოქტომბრის, 10 ოქტომბრის ქვითრები, „ჯ-------“-ს 2019 წლის 28 სექტემბრისა და 14 ოქტომბრის ქვითრები,“ა--------------ს“ ზედნადები N9---, „H--“-ის 2019 წლის 01 ოქტომბრის ქვითარი, შპს „ლ------–------“-ის 2019 წლის 28 სექტემბრისა და 11 ოქტომბრის ჩეკი და ქვითარი, 2019 წლის 03 ოქტომბრის სს „თ------------“ ჩეკი (ტომი 1, ს.ფ. 244-255);

_ შპს "პ----------ს" 2019 წლის 18 ოქტომბრის ქვითარი 1-----, შპს "მ-----------------ს" 2019 წლის 09 ოქტომბრის ქვითარი 1-----, შპს "ე-----------------------------–-ს" 2019 წლის 17 ოქტომბრის ქვითარი 1------ შპს "მ-----------------ს" მიერ გაცემული დოკუმენტი N1------, შპს "პ----------ს" 2019 წლის 18 ოქტომბერს გაცემული დოკუმენტი, შპს "ე-----------------------------–-----------ს" მიერ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ქვითარი 4-------- (ტომი 1, ს.ფ. 283-288);

_L----------------------" - ის მიერ 2019 წლის 03 ოქტომბერს გაცემული დოკუმენტი (ტომი 1, ს.ფ. 289).

მოსარჩელის განმარტებით, ყოველთვიურად მ-------------–--–-ს კვებისათვის საჭიროა: ფაფა - თვის განმავლობაში საშუალოდ 7-8 ყუთი, რომლის ღირებულება შეადგენს 60 ლარს; „ჰუმანა პუდინგი“, რომლის ერთი ერთეულის ფასია 1.40 ლარი - თვეში 60 ცალი, რომლის ღირებულება შეადგენს 84 ლარს; „ჰიპის“ პიურე სტაფილო ჰიპოალერგიული - თვის განმავლობაში 15 ერთეული, რომლის ღირებულება შეადგენს 40,20 ლარს; „ჰიპი“ ორცხობილა ჩვილის, თვის განმავლობაში დაახლოებით ხუთი ერთეული, რაც ჯამში შეადგენს 23,50 ლარს; „ნუტრიბენის“ საბავშვო ნატურალური წვენები - თვის განმავლობაში 15 ერთეული, რომლის ღირებულება შეადგენს 19,50 ლარს; ჰიგიენური საფენი - თვის განმავლობაში საშუალოდ 8 შეკვრა, რაც შეადგენს 92,80 ლარს. გარდა ამისა, მ-------------–--–ს ესაჭიროება ჰიგიენური მოვლის საშუალებებისათვის თვეში 30 ლარი, კვებისათვის საჭირო სპეციალური საბავშვო ინვენტარისათვის (სილიკონის კოვზი, ჯამი, თეფში) 6 თვეში ერთჯერადად 50 ლარი; სეზონის შესაბამისი სამოსისათვის მ-------------–--–ს სჭირდება სამ თვეში ერთხელ დაახლოებით 150-200 ლარს. არასრულწლოვანს ექიმის დანიშნულებით უტარდება სამკურნალო მასაჟის კურსი (15 მასაჟი), ერთი მასაჟის ღირებულება „ო----------------–------ში“ შეადგენს 20 ლარს, ხოლო სრული კურსის ღირებულებაა - 300 ლარი.

3.2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ტ---------------–-- (უ---------------–-------------------------) შუამდგომლობა მოპასუხე გ--------------–--–--ათვის (პირადი N6----------) დროებითი განკარგულების წესით მშობლის არასრულწლოვან შვილზე ზრუნვის საკითხის მოწესრიგების თაობაზე: დაეკისრა გ--------------–--–ს (პირადი N6----------) 201--–-–---------------ს დაბადებული მ-------------–--–-ს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა 2019 წლის 29 ოქტომბრიდან საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2020 წლის 03 იანვრის მონაცემებით, დროებითი განკარგულების ფარგლებში, მოპასუხეს ჩარიცხული აქვს 279,20 ლარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ანგარიშზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დროებითი განკარგულების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 291-298);

_სს „ს----------–--------ის“ 2020 წლის 03 იანვრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1------ (ტომი 2, ს.ფ. 97).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ტ---------------–-მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი მ-------------–--–-, რომელიც დაიბადა 201---–-–----------------ს (3.2.1).

მოპასუხის განმარტებით, იგი არ წარმოადგენს მ-------------–--–-ს ბიოლოგიურ მამას. გ--------------–--–მა 2019 წლის 06 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მაგრამ მას არ წარმოუდგენია სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმეში წარმოდგენილია მ-------------–--–-ს დაბადების მოწმობა N-----------, სადაც მამის გრაფაში მითითებულია გ--------------–--–-. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო. მოპასუხეს არც შეგებებული სარჩელი (ან სარჩელი საერთო წარმოების წესით) მამისა და შვილის სამართლებრივი ურთიერთობის არ არსებობის აღიარების თაობაზე არ აღუძრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ ტ---------------–- და გ--------------–--–- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი მ-------------–--–- ცხოვრობს მოსარჩელესთან, ტ---------------–--თან ერთად, საცხოვრებელი სახლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მისამართზე თბილისი, ტ----------. საცხოვრებელი სახლის საიჯარო გადასახადი შეადგენს 250 აშშ დოლარს თვეში. (3.1.1., 3.1.2). მხარეთა შორის კონფლიქტური დამოკიდებულების გამო 2019 წლის ივნისის თვეში გ--------------–--–-- მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ტ---------------–- ცნობილია დაზარალებულად, გ--------------–--–-- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და მოთავსდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. გ--------------–--–- ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (3.1.3.). სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 08 აგვისტოს მდგომარეობით, ტ---------------–-- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით შემოსავალი არ უფიქსირდება. მოსარჩელე ტ---------------–- ფლობს შპს ,,ე----------“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------- 42,5%-იანი წილს. შპს „ე----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.03.2019, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 16.08.2019 წლიდან. 2019 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით 18% განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვაა - 26743.99, დარიცხული დღგ - 4813.92, გათავისუფლებული ბრუნვა - 10463.28 (3.2.6).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

განსახილველ დავის ფარგლებში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის შემოსავლების თაობაზე, მოპასუხის განმარტებით, გ--------------–--–-- საკუთრებაში ირიცხება სამი ავტომანქანა, რომლის საშუალებითაც პატიმრობამდე მოპასუხე ახორციელებდა ტურისტების მომსახურებას, ტურების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აღნიშნულის სანაცვლოდ იღებდა საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს, ხოლო მისი პატიმრობაში ყოფნისას, გ--------------–--–-- ავტომანქანით ზემოაღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს მისი მეგობარი და სანაცვლოდ გარკვეულ თანხას გადასცემს მოპასუხის ოჯახს. მოპასუხე ასევე მიუთითებს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზეც. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით გ--------------–--–-- საკუთრებაში ფიქსირდება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ქ-----–-------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. 2019 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილის, ქ-----–-------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- რეგისტრირებულია ხ--------------–--–-----------–-ძის სახელზე. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე გ--------------–--–-- სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: M----------------------- ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1999, შასი P----------, ტექპასპორტი А--------, სახელმწიფო ნომერი L------ (29.08.2018 წლიდან - მიმდინარე პერიოდამდე), N------------; ვენი, ფერი თეთრი, გამოშვების წელი 2010, შასი C---------, ტექპასპორტი А--------, სახელმწიფო ნომერი R------ (22.05.2019 წლიდან - მიმდინარე პერიოდამდე); M----------------------- ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1996, შასი P----------, ტექპასპორტი А--------, სახელმწიფო ნომერი G------ (12.05.2016 წლიდან - 11.02.2018 წლამდე პერიოდში); T----------; ვენი, ფერი რუხი 2/8, გამოშვების წელი 2006, შასი A-----------, ტექპასპორტი А--------- სახელმწიფო ნომერი Q------ (12.05.2016 წლიდან - 11.02.2018 წლამდე პერიოდში). ავტომანქანას N------------, სახელმწიფო ნომერი R------ – 2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 09 იანვრამდე უფიქსირდება შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევბი: 2019 წლის 05 იანვარს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VI ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 09 იანვარს ა.ს.კ-ის 1182-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 11 იანვარს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 18 იანვარს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 20 იანვარს ა.ს.კ-ის 1182-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 07 თებერვალს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VI ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 03 მარტს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 18 მარტს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 30 აპრილს ა.ს.კ-ის 1181-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 03 მაისს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 09 მაისს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VI ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 03 ივნისს ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის VIII ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; 2019 წლის 17 ივნისს ა.ს.კ-ის 1182-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ავტომანქანას M----------------, სახელმწიფო ნომრით L------ 2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 09 იანვრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ უფიქსირდება. (3.2.2, 3.2.3.). სასამართლო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე ვერ განსაზღვრავს მოპასუხე გ--------------–--–-- შემოსავლის ოდენობას, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 08 აგვისტოს მდგომარეობით, გ--------------–--–-- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში 15.1 ლარს, ოქტომბრის თვეში - 39.9 ლარს (3.2.5.). ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამ ეტაპზე მოპასუხე მხარე იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილებისა და შესაბამისად, შემოსავლის მიღების შესაძლებლობაც.

დადგენილია, რომ გ--------------–--–-- მშობლები გ----------------–--–- და მ-----–--------–--–ი ცხოვრობენ ქ-------–----------------–-----–-------------------. გ----------------–--–- და მ-----–--------–--–ი წარმოადგენენ ასაკით პენსიის მიმღებ პირებს. მ-----–--------–--–ის დიაგნოზია მარჯვენა მუხლის ფლეგმონა, მარჯვენა კვირისტავის მოტეხილობა; გაკეთებული აქვს ოსტეოსინთეზი მარჯვენა მუხლის მოტეხილობის გამო. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე გ--------------–--–ს აქვს მისი მშობლების რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოსარჩელე ტეტოანა მერზლას განმარტებით, არასრულწლოვანი მ-------------–--–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნორმალური რჩენა აღზრდისთვის ყოველთვიურად საჭიროებს თანხას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ყოველთვიურად მ-------------–--–-ს კვებისათვის საჭიროა: ფაფა - თვის განმავლობაში საშუალოდ 7-8 ყუთი, რომლის ღირებულება შეადგენს 60 ლარს; „ჰუმანა პუდინგი“, რომლის ერთი ერთეულის ფასია 1.40 ლარი - თვეში 60 ცალი, რომლის ღირებულება შეადგენს 84 ლარს; „ჰიპის“ პიურე სტაფილო ჰიპოალერგიული - თვის განმავლობაში 15 ერთეული, რომლის ღირებულება შეადგენს 40,20 ლარს; „ჰიპი“ ორცხობილა ჩვილის, თვის განმავლობაში დაახლოებით ხუთი ერთეული, რაც ჯამში შეადგენს 23,50 ლარს; „ნუტრიბენის“ საბავშვო ნატურალური წვენები - თვის განმავლობაში 15 ერთეული, რომლის ღირებულება შეადგენს 19,50 ლარს; ჰიგიენური საფენი - თვის განმავლობაში საშუალოდ 8 შეკვრა, რაც შეადგენს 92,80 ლარს. გარდა ამისა, მ-------------–--–ს ესაჭიროება ჰიგიენური მოვლის საშუალებებისათვის თვეში 30 ლარი, კვებისათვის საჭირო სპეციალური საბავშვო ინვენტარისათვის (სილიკონის კოვზი, ჯამი, თეფში) 6 თვეში ერთჯერადად 50 ლარი; სეზონის შესაბამისი სამოსისათვის მ-------------–--–ს სჭირდება სამ თვეში ერთხელ, დაახლოებით 150-200 ლარს. არასრულწლოვანს ექიმის დანიშნულებით უტარდება სამკურნალო მასაჟის კურსი (15 მასაჟი), ერთი მასაჟის ღირებულება „ო----------------–------ში“ შეადგენს 20 ლარს, ხოლო სრული კურსის ღირებულებაა - 300 ლარი. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილია რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვანი მ-------------–--–- ცხოვრობს დედასთან - ტ---------------–--თან ერთად, თუკი მოპასუხე მხარე მომავალში დააყენებს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საკითხს, დღის წესრიგში დადგება საალიმენტო ვალდებულებაც. ზოგადად, ალიმენტს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის მიზნით იხდის ის მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას საცხოვრებელი ბინის საიჯარო (ქირავნობის) ღირებულების ნაწილის ალიმენტის ოდენობაში გათვალისწინების თაობაზე, ვინაიდან არასრულწლოვანს უფლება აქვს ისარგებლოს მშობლის ქონებით, მიუხედავად იმისა მისი საცხოვრებელი ადგილი ამ მშობელთანაა განსაზღვრული თუ არა. თუ ეს სარგებლობა ატარებს რეგულარულ ხასიათს და მიმართულია საცხოვრებელი ბინისაკენ, მაშინ ხელახლა უნდა იყოს განხილული მხარეთა შორის საკითხი შვილის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, და თუკი მშობლები ვერ შეთანხმდებიან, კვლავ უნდა მომართონ სასამართლოს. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა არასრულწლოვანი ბავშვისათვის ისეთი აუცილებელი მოთხოვნილებების არსებობა, რაც თვეში არასრულწლოვანისათვის 500 ლარის საჭიროებაზე მიუთითებდა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 11.02.2020 წ.). სახელმწიფოში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენდა 2019 წლის იანვრის თვისათვის - 253 ლარს, თებერვლის თვისათვის - 253.9 ლარს, მარტის თვისათვის - 256.8 ლარს, აპრილის თვისათვის - 262.2 ლარს, მაისის თვისათვის - 269.4 ლარს, ივნისის თვისათვის - 266.5 ლარს, ივლისის თვისათვის - 265.2 ლარს, აგვისტოს თვისათვის - 268.1 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 269.2 ლარს, ოქტომბრის თვისათვის 273.3 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 277.2 ლარს, დეკემბრის თვისათვის 276.1 ლარს, 2020 წლის იანვრის თვისათვის - 279.1 ლარს. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი მ-------------–--–-ს ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს, მოცემულ შემთხვევაში მ-------------–--–-, ასაკიდან გამომდინარე, იგი ჯერ კიდევ არ არის სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. სასამართლო, მოპასუხის შემოსავლების, მისი ოჯახური და სოციალური პირობების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობად განსაზღვრავს ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის (რაც საშუალოდ შეადგენს 260-270 ლარს) ნახევარს. მოცემულზე დაყრდნობით სასამართლო მსჯელობს იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვანის მეორე მშობელთან (ამ შემთხვევაში გ--------------–--–თან) ცხოვრების შემთხვევაში, მხარე ვალდებული იქნებოდა გაეღო ის მინიმალური ხარჯი, რაც ბავშვის მინიმალური რჩენისათვის იქნებოდა აუცილებელი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული თანხა, შესაძლოა, სრულად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის საჭიროებებს, თუმცა, ორივე მშობლის მიერ შექმნილი მინიმუმი (130+130=260) არასრულწლოვანის აღზრდისათვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს უზრუნველყოფს. ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენისათვის საჭირო მინიმალური თანხით. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.

 

როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე სოფია ხულელიძე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე გ--------------–--–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ტეტიანა (ტ-------) მერზლას (უ---------------–-------------------------) სარჩელი მოპასუხე გ--------------–--–-- (პირადი N6----------) მიმართ:

 

დაეკისროს გ--------------–--–ს (პირადი N6----------) 201--–-–---------------ს დაბადებული მ-------------–--–-ს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 29 ოქტომბრიდან);

 

2. დაეკისროს მოპასუხე გ--------------–--–ს (პირადი N6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე