გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019003165011
საქმე #2/435-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ნაწილი I (შესავალი)
04 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დევი დევიძე
სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - ჯე--------------ვა;
წარმომადგენელი - ნო------–---–--ლი;
მოპასუხე - რა------------ვი;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;
ნაწილი II (აღწერილობითი)
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2019 წლის 29 აგვისტოს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ჯე--------------ვამ (შემდეგ - „მოსარჩელე“ ან „დედა“). მოსარჩელემ მოითხოვა, რომ რა------------ვს (შემდეგ - „მოპასუხე“ ან „მამა“), მათი საერთო შვილის, - 2017-–-–----------- დაბადებული გი-----------------ვას რჩენა-აღზრდისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, შვილის სრულწლოვანებამდე;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, განაცხადა, რომ მას შეუძლია შვილის რჩენა-აღზრდისათვის თვეში გადაიხადოს ალიმენტი 80 ლარის ოდენობით;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა;
იმავე კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;
3.1. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ:
1) მხარეები 2016 წლის 28 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (დამატებით იხ. ქორწინების მოწმობა (ს/ფ 17));
2) ერთად ცხოვრების პერიოდში, 2017-–-–----------- შეეძინათ შვილი - გი-----------------ვა (დამატებით იხ. ბავშვის დაბადების მოწმობა (ს/ფ 18));
3) მხარეები 2018 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების სახლში, მდებარე: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირაჩ-მუღანლო). შესაბამისად, შვილის საჭიროებებზე ზრუნავს დედა;
4) მოპასუხე იმყოფებოდა პირველ ქორწინებაში, მაგრამ ამ ქორწინებიდან შვილი არ ჰყავს. ამ ეპატზე მოპასუხეს სხვა მეუღლე და შვილი ან შვილები არ ჰყავს, ასევე მის კმაყოფაზე ამ ეტაპზე არავინ იმყოფება. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს;
5) მოპასუხე რეგისტრირებული საგადასახდო ორგანოში და მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი (დამატებით იხ. ცნობები (ს/ფ 19,50 და 62)). აღნიშნული სტატუსი მას დღემდე არა აქვს გაუქმებული;
6) მოპასუხეს უძრავი ქონება ან სხვა რამე ღირებული აქტივი არ გააჩნია;
› აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოსამზადებელ ეტაპზე განაცხადა, რომ თანახმაა ბავშვებს ყოველთვიურად გადაუხადოს 80 ლარი;
3.2. მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
1) მოპასუხე აცხადებს, რომ მუშაობდა მის ოჯახს გააჩნდა წისქვილი, რომელიც დღეისათვის გაყიდულია და აღარ არსებობს, ამიტომ მას უწევს მუშად მუშაობა, თუმცა სასამართლოს კითხვაზე რა ტიპის სამუშაოების შესრულება უწევს და კონკრეტულად, სად არის დასაქმებული განაცხადა, რომ ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოებს და მისი ყოველთვური შემოსავალი ყოველთვიურად არის 200-300 ლარი, მაგრამ სამუშაო ადგილთან დაკავშირებით კითხვა, - დატოვა უპასუხოდ;
É სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან მისი ეს განმარტება ვერ აბათილებს იმ პრეზუმფციას, რომ ის შესაძლოა კვლავ ეწევა საქმიანობას, კერძოდ, ამუშავებს წისქვილს. ამ აზრამდე სასამართლო მიდის იმ გარემოების გაანალიზებით, რომ მოპასუხე კვლავ რეგისტრირებულია, როგორც მიკრო ბისნესი, რაც აძლევს მას საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას. ამასთან, მას არ წარმოუდგენია ამ ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის რამე მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა.
É სასამართლო შენიშნავს, რომ ფაქტი უტყუარად რომც დასტურდებოდეს, დადგენილია, რომ მოპასუხე არის ჯანმრთელი, მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან, მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ასევე არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი შეიძლება დასაქმდეს, რადგან მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის მიმართაც მას გააჩნია რჩენისა და აღზრდის ვალდებულება, რაც უთუოდ გულისხმობს ღირსეული ცხოვრებისათვის შესაფერისი პირობების შექმნას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია შვილების მატერიალური დახმარება;
ნაწილი III (სამოტივაციო)
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს ყოველთვიურად თითოეული შვილის სარჩენად უნდა დაეკისროს 160 ლარის გადახდა;
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ნორმატიული აქტებით:
(ა) „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (შემდეგ - „კონვენცია“) მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით, 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით;
(ბ) „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის (შემდეგ - „პაქტი“) 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით;
(გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“) 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 1212-ე-1214-ე, 1218-ე მუხლებით და 1234-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით;
კერძოდ:
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია;
იმავე კონვენციის 27-ე მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, (1) მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე და (2) მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები;
პაქტის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა;
სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;
იმავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით;
იმავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში;
იმავე კოდექსის 1234-ე მუხლის 1-2 ნაწილის თანახმად, (1) იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან და (2) ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან;
› ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ბავშვს (იქნება ეს, - მისი აღზრდა, მშობლებთან თუ ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობა, მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თუ მისი სათანადო რჩენა-აღზრდისათვის გადასახდელი ალიმენტი) უნდა წყდებოდეს მის [ბავშვის] „საუკეთესო ინტერესების“ პოზიციიდან გამომდინარე. ეს არის სამართლებრივი და სოციალური ქცევის სტანდარტი, რომელიც ასახულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში, რომელთა მონაწილეა საქართველო, ისე შიდა ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში;
› უმთავრესად, აღნიშნული საკითხი უნდა გახდეს მშობლების შეთანხმების საგანი, რადგან კანონი მშობლებს აძლევს დისკრეციას განსაზღვრონ ალიმენტის ოდენობა ურთიერთთანხვედრი ნების (შეთანხმების) საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მშობლების ნების ავტონომიის შემზღუდავი იმპერატივია შვილის „საუკეთესო ინტერესები“, ხოლო როცა მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, საქმეში, ერთ-ერთი მეუღლის (როგორც წესი, იმ მეუღლის, ვისთანაც ბავშვი რჩება საცხოვრებლად) ინიციატივით, მხარეთა შორის ურთიერთობაში შემოდის სასამართლო, როგორც ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ცივილიზებული ფორმით გადაწყვიტოს ესა თუ ის დავა;
› სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: „...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა“ (იხ. სუს 27.06.2011წ. გადაწყვეტილება ას-58-49-2011). ალიმენტი უნდა გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ „...სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ – საარსებო მინიმუმს“;
› მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მოცემულ შემთხვევაში აცხადებს, რომ ის მუშაობს მუშად და მისი ყოველთვიური შემოსავალი არ სცდება 300 ლარს, სასამართლოს მიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცება ვერ გახდება მისი, როგორც მამის საალიმენტო ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან გონივრულ ნიშნულზე დაბალი რჩენის ვალდებულების მისთვის დაკისრების საფუძველი. „ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი ამ ოდენობით.“ (იხ. იქვე);
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არის ჯანმრთელი, რეგისტრირებული ბიზნეს-ოპერატორად, მის კმაყოფაზე ამ ეტაპზე არავინ იმყოფება. ყველივე ეს კი ქმნის რეალურ მოლოდინს იმისა, რომ არსებობს მისი დასაქმების ან თვითდასაქმების და შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია თავისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად, მიმართოს ყველა ლეგალურ და გონივრულ გზას, რათა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ უზრუნველყოს მისი და მისი შვილის საარსებო მოთხოვნების დაკმაყოფილება;
სადავო გარემოებას წარმოადგენს, ეწევა თუ არა მოპასუხე იმ საქმიანობას, რასაც თავის ახსნა-განმარტებაში ამტკიცებს მოსარჩელე?!
სასამართლოა მიაჩნია, რომ მოპასუის ახსნა-განმარტება იმ თვალსაზრისით, რომ მას აღარ გააჩნია წიქსვილი და ყოველდღიურად უწევს მუშად მუშაობა, არის არადამაჯერებელი, არასარწმუნო, რადგან მისი სტატუსი მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის თაობაზე ძალაშია. ყოველდღიურ სამუშაოებზე მუშაობა არ გამორიცხავს ბიზნესის ქონასაც. სასამართლოს აზრით, მოპასუხის განმარტება მიმართულია იმისკენ, რომ თავი აირიდოს ან შეიმსუბუქოს საალიმნეტო ვალდებულება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებული აქვს, რომ „ამასთან, მართალია, მოპასუხე ოფიციალურად უმუშევარია, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ავტომანქანებით ვაჭრობდა, ჰქონდა ხის საამქრო, ასევე, როგორც მუსიკოსი, შეკვეთებით იღებდა შემოსავლებს. ამდენად, მოპასუხე თვითდასაქმებული იყო და შემოსავლებიც გააჩნდა, თუმცა, მისივე განმარტებით, ყველა ზემოაღნიშნულ საქმიანობას მან თავი დაანება ალიმენტის თაობაზე სარჩელის შეტანამდე რამდენიმე თვით ადრე. უდავოა, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საგადასახადო ორგანოს მიმართა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხე შესაძლოა, ამჟამადაც დასაქმებული იყოს იმავე ან სხვა საქმიანობით. ამასთან, ეს პრეზუმფცია სარწმუნოდ გაქარწყლებულიც რომ იყოს, მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგ, იგი ცხოვრობს სოფელში დედასა და დასთან ერთად, სადაც აქვთ დაახლოებით 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ჰყავთ საქონელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან ბაზარში, შესაბამისად, აქვთ შემოსავალიც“ (იხ. იქვე);
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს ყოველდღიურად აქვს შემოსავალი 300-400 ლარის ოდენობით (რაც ყოველთვიურად უდრის (9000-12000 ლარს), რაც საქართველოსი არსებული რელური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ჟრეს არაელისტურად, თუმცა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მის კმაყოფაზე სხვა პირთა არყოფნის, მცირეწლოვანი ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, მისი [ბავშვის] მინიმალური ყოველთვიური საჭიროებების გათვალისწინებით, ალიმენტის მოცულობა არ უნდა იყოს 160 ლაზრე ნაკლები;
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია არჩინოს თავისი შვილები, მათ სრულწლოვანებამდე. სახეზე არ არსებობს ამ ვალდებულების შემაფერხებელი არც ერთი გარემოება.
7. საპროცესო ხარჯები
სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;
იმავე კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;
იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;
სსსკ-ის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
É მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან (იგი ექცევა სსკ-ის მეხუთე წიგნის - „საოჯახო სამართალი“ -რეგულირების სფეროში). მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა, ამ კატეგორიის დავები ექცევა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად სამოქალაქო საქმედ;
É დავის საგნის ღირებულება თავდაპირველ შემთხვევაში შეადგენდა 3600 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ამ ნაწილის სარჩელის ფასია 1920 ლარი;
É იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო 80 ლარის ნაწილში, ის უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კერძოდ, ცნობილ ნაწილში სარჩელის ფასია 960 ლარი, რომლის 1,5 პროცენტი უდრის 14,40 ლარს. ამასთან, მან იმავე დავის საგნის ღირებულების ნაწილში არ ცნო სარჩელი და სასამართლომ მას არსებითი გადაწყვეტილების საფუძელზე დააკისრა მოპასუხეს ალიმენტის ნაწილის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მოპასუხის უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 14,40 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით;
É რაც შეეხება მოსარჩელეს, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა დავის საგნის ღირებულების იმ ნაწილში, რომელიც ტოლია 960 ლარისა, რომლის 1,5 პროცენტი შეადგენს 14,40 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კანონის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ეს ხარჯი სახელმწიფოს გასაწევი რჩება და ის არც ერთ მხარეს დაეკისრება;
ნაწილი IV (სარეზოლუციო)
სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმებითა და სსსკ-ის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯე--------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რა------------ვს არასრულწლოვანი შვილის, 2017-–-–----------- დაბადებული გი-----------------ვას (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისათვის, 2019 წლის 29 აგვისტოდან, შვილის სრულწლოვნობამდე, ჯე--------------ვას სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისროს ალიმენტის გადახდა 160 ლარის ოდენობით;
3. რა------------ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 14,40 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. #113) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /დევი დევიძე/