განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
010210018002163992
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002163992

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2/ბ-1104-18 27 ნოემბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლე ლ---- ნ------

წარმომადგენ--–-: მ-----– ჩ--–----------

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): გ------- ნ------

წარმომადგენ--–-: ა------ ც-–--–---

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ნივთის დაბრუნება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. ბ------–---–--–----------------------ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------) და ქ. ბ---------------------------------------------ზე (მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი №0------------------ა), ნ--–- ნ------სა და გ------- ნ------ს შორის, 2014 წლის 13 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება და ამ ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნება.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ნ--–- ნ------ არის 79 წლის პენსიონერი, ამასთან, მძიმე ავადმყოფი.

სადავო უძრავი ქონებები ირიცხებოდა მის საკუთრებაში.

2013 წელს, მისი შვილი გ------- ნ------, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩამოსული იყო საქართველოში, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ გ-------ს აჩუქებდა მის საკუთრებაში რიცხულ ორივე უძრავ ქონებას, ხოლო მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მის მოვლა-პატრონობაზე, ასევე დაპირდა, რომ ქ.ბათუმში საცხოვრებლად ჩამოვიდოდა.

მიუხედავად შეთანხმებისა, აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაფორმების შემდეგ, მოპასუხე წავიდა რუსეთის ფედერაციაში ქ.ბათუმში ჩამოვიდა მხოლოდ 2015 წლის დეკემბერის თვეში, ამის შემდეგ აღარ ჩამოსულა ქ.ბათუმში და მისივე სიტყვებით, არც მომავალში აპირებდა ჩამოსვლას.

ფაქტიურად, დედა დარჩა მოტყუებული, მოვლა-პატრონობის გარეშე. მან არაერთხელ სცადა შვილთან ტელეფონით დაკავშირება, რომელმაც ჯერ ჩამოსვლისათვის საჭირო თანხების გაგზავნა მოსთხოვა, შემდეგ კი საერთოდაც განუცხადა, რომ აღარ შეეწუხებინაა, რადგან თავად აწუხებდა წნევები და მისთვის არ ეცალა.

ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგაც, მოსარჩელე აგრძელებდა ქ.ბ---------–--–----------------------ში სადავო ბინაში ცხოვრებას, სადაც ინახებოდა მისი საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი.

მოპასუხემ, 2017 წლის ზაფხულში, მისი ახლობელის დახმარებით შეცვალა სადავო ბინის საკეტი, რის გამოც ნ--–- ნ------ დარჩა ქუჩაში, საცხოვრებელის, საოჯახო ნივთებისა და ტანსაცმლის გარეშე და იძულებული გახდა მიემართა პოლიციისათვის, რომელმაც ოქმიც კი შეადგინა.

გარდა ამისა, მოპასუხემ, მეზობლების თვალწინ, ნაგავში გადაყარა მისი საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი, რადგან აპირებდა ბინის გაქირავებას.

ყოველივე აღნიშნული ადასტურებს დედის მიმართ მოპასუხის მხრიდან დიდ უმადურობას, რაც მხარეთა შორის დადებული უძრავი ნივთების ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ამ ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების საფუძველია.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, გ------- ნ------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებით, ფაქტობრივად, ქართული ტრადიციის მიხედვით, თანაბრად გაუყო შვილებს ქონება, თუმცა შემდგომში, უმცროსმა შვილმა-ლ---- ნ------მ მოინდომა ყველა ქონების მისაკუთრება და დედის სახელით დაიწყო დავა. მას არასოდეს უთქვამს უარი დედის მოვლა-პატრონობაზე, ყოველთვის აქცევდა ყურადღებას და მისთვის ნაჩუქარი ქონების გაქირავებით მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალს-400 აშშ დოლარსაც დედას აძლევდა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. არ დაკმაყოფილდეს ნ--–- ნ------- სასარჩელო მოთხოვნა, გ------- ნ------- მიმართ ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების თაობაზე; 2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №367 უზრ-17 განჩინება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე გ------- ნ------- საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბა--------–--–----------------------ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------) და ქ. ბ-------------------------------------------ა-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------ა). დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ნ--–- ნ------ არის 79 წლის ქალბატონი, პენსიონერი, რომელსაც ჰყავს ორი შვილი: მოპასუხე გ------- ნ------, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის რესპუბლიკაში და ლ---- ნ------, რომელთანაც საქმის განხილვის დროს ცხოვრობდა მოსარჩელე. 2.2. ნ--–- ნ------ს, თავდაპირველად საკუთრებაში ერიცხებოდა უძრავი ქონებები, მდებარე: ქ.ბ---------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------- (ს/კ N0------------------ა) და ქ. ბა--------–--–---------------------- (ს/კ N0------------------). 2009 წლის 06 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, ს/კ N------------------------------------------------ უძრავი ქონება, აჩუქა უმცროს შვილს-ლ---- ნ------ს, ხოლო 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე ქ. ბ---------------------------------------- (ს/კ N0------------------ა) და ქ. ბ------–---–--–--------------------- (ს/კ N0------------------) აჩუქა მის უფროს შვილს, მოპასუხე გ------- ნ------ს. 2.3. ნ--–- ნ------, თავდაპირველად ცხოვრობდა ლ---- ნ-------თვის ნაჩუქარ ბინაში, ქ. ბ----------------------------------------ში, სადაც იყო რეგისტრირებული, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბა--------–--–-----------------------ში, რომელიც იმ დროისათვის, ასევე მის საკუთრებაში ირიცხებოდა. გ------- ნ------, როგორც ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ასევე მის შემდეგაც, ცხოვრობდა რუსეთის რესპუბლიკაში და იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. 2.4. სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე, ანუ 2014 წლის 13 იანვარს, გ------- ნ------მ დედის, ნ--–- ნ------- სახელზე სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობა, რომლითაც, როგორც „საკუთრების მიმნდობმა“, ნ--–- ნ------ს, როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“, უფლება მისცა ემართა, გაექირავებინა, იჯარით გაეცა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------–-----------------------------------–---------------------------–---–--–--------------------ში. აღნიშნული მინდობილობების საფუძველზე, ნ--–- ნ------ს სრული უფლებამოსილება გააჩნდა შეესრულებინა გ------- ნ------- საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მართვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მათ შორის იჯარით ქონების გადაცემა, ქირის ოდენობისა და ხელშეკრულების პირობების დამოუკიდებლად განსაზღვრა, ქირის ფასის მითითება, ქონების მოვლა-პატრონობა. 2.5. სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, ნ--–- ნ------ აგრძელებდა ცხოვრებას გ------- ნ-------თვის ნაჩუქარ ბინაში-ქ. ბ------–---–--–-----------------------–-------–-------------–----------------------------------- გაცემული ჰქონდა იჯარით და 2017 წლის მარტამდე იჯარის თანხას, ყოველთვიურად 400 აშშ დოლარს სრულად ღებულობდა ნ--–- ნ------. 2017 წლის მარტიდან, ზ/აღნიშნული ქონების იჯარის თანხიდან ნ--–- ნ------ ღებულობდა ყოველთვიურად 150 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. 2.6. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 26 სექტემბრის შპს „---------------“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ნ--–- ნ------, დაახლოებით 35 წელი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, დაავადების დაწყებისთანავე იგი მკურნალობდა ჰიპოგლიკემიური აბებით, ბოლო სამი წელია დიაბეტური გართულებების გამო, გადაყვანილი იქნა ინსულინოთერაპიაზე. 2017 წლის თებერვლიდან, მეხსიერების დაქვეითების და ქმედითუუნარობის გამო, ვინაიდან ხშირად არასწორად იკეთებდა ინსულინს, გადაყვანილი იქნა ჰიპოგლიკემიურ აბებზე. 2.7. 2017 წლის მარტამდე, ნ--–- ნ------ ცხოვრობდა მარტო, ქ. ბ------–----–--–---------------------------ში. 2017 წლის მარტის თვეში, ნ--–- ნ------ს ქუჩაში ყოფნის დროს დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი, რა დროსაც მიიღო სხივის და იდაყვის ქვედა ბოლოების ერთდროული მოტეხილობა, ასევე როგორც ჯანმრთელობის შესახებ ცნობით დგინდება ნ--–- ნ------ს დაკარგული ჰქონდა მხედველობაც და 2017 წლის თებერვლიდან აღენიშნებოდა მეხსიერების დაქვეითება. ავტოავარიის შემდეგ, ნ--–- ნ------, როგორც სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--- ნ------მ (რძალი) განმარტა, მძღოლის მიერ იქნა მიყვანილი უმცროსი შვილის, ლ---- ნ------- ოჯახში, სადაც დღემდე იმყოფება მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებს მოვლას. 2.8. მას შემდეგ, რაც ნ--–- ნ------ საცხოვრებლად გადავიდა მისი შვილის, ლ---- ნ------- ოჯახში, მოპასუხე გ------- ნ------მ, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება სათანადო წესით დამოწმებული 2017 წლის 10 აპრილის მინდობილობის საფუძველზე გადასცა მის ბიძას, მოსარჩელე ნ--–- ნ------- ძმას, ა------ გ----------–-. აღნიშნული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას, მას შემდეგ, რაც გაუარესდა ნ--–- ნ------- ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახორციელებდა ა------ გ----------–-. 2.9. 2017 წლის ზაფხულში მოპასუხემ-გ------- ნ------მ, მისი ახლობლების დახმარებით შეცვალა ქ. ბ------–---–--–--------------–--------------- ბინის საკეტი. 2.10. გ------- ნ------, დედის ავადმყოფობის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, რა დროსაც ნ--–- ნ------- წარმომადგენლებს უკვე დაწყებული ჰქონდათ სასამართლო დავა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მიმართული ჰქონდათ პოლიციის ორგანოებისათვის ფაქტის დაფიქსირების მიზნით. გ------- ნ------ შეეცადა ნ--–- ნ------- ნახვას მისი ძმის, ლ---- ნ------- საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა იგი არ შეუშვეს და განუმარტეს, რომ ნ--–- ნ------ს არ სურდა მასთან შეხვედრა. 2.11. გ------- ნ------მ საქართველოში ყოფნის პერიოდში თავადაც მიმართა ქ. ბათუმის N3 პოლიცის სამმართველოს, თუმცა ამ გზითაც ვერ შეძლო დედის მონახულება და დაბრუნდა რუსეთში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 311-ე, 312-ე, 524-ე, 529-ე, 530-ე, 170-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, უმადურობის მოტივით სადაოდ ხდიდა 2014 წლის 13 იანვარს გ------- ნ------სთან გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებებს, რომლითაც ქ. ბ------–---–--–-------------------------------------–------------------------------------ში მდებარე უძრავი ქონებები აჩუქა მის შვილს, მოპასუხე გ------- ნ------ს. 2.13. სასამართლომ განმარტა, რომ დასაჩუქრებულს და მჩუქებელს შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, ნათლად ასახავდა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, რაც მჩუქებლისაგან უსასყიდლოდ, ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ, დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი - მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება. ამდენად, ზ/აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. 2.14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებულ უმადურობად და მძიმე შეურაცხოფად მიიჩნევდა იმ გარემოებებს, რომ მოპასუხემ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ნ--–- ნ------- ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი საცხოვრებლად გადავიდა მეორე შვილთან, შეცვალა ბინის გასაღები, რის გამოც, ნ--–- ნ------ ვეღარ სარგებლობდა იქ არსებული საოჯახო ნივთებით და ტანსაცმლით, ასევე, გ------- ნ------მ არ შეასრულა დანაპირები საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლასთან დაკავშირებით და დედა დატოვა მოვლა-პატრონობის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ უმადურობა არ არის იურიდიული ტერმინი. იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ის ფაქტი, რომ გ------- ნ------, როგორც 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ასევე მას შემდეგაც, წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის რესპუბლიკაში და იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, თავიდანვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. გარდა ამისა, სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე, 2014 წლის 13 იანვარს, სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობებით ნ--–- ნ------ს სრული უფლებამოსილება მიანიჭა შეესრულებინა გ------- ნ------- საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მართვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება. სადაო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, ნ--–- ნ------მ ცხოვრება გააგრძელა ქ. ბ------–---–--–------------------------ში, ხოლო მეორე უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------–------------------------------------ში, გაცემული ჰქონდა იჯარით და იღებდა შემოსავალს. მართალია, მას შემდეგ რაც ნ--–- ნ------ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საცხოვრებლად გადავიდა მეორე შვილთან, მოპასუხემ, გამოცვალა საცხოვრებელი სახლის გასაღები და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის უფლებამოსილება მიანიჭა სხვა პირს, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ, ნ--–- ნ------- მიმართ უმადურობის გამოჩენად, ვინაიდან ნ--–- ნ------ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებდა, ხოლო თავად მოპასუხე არ ცხოვრობდა საქართველოში. 2.15. ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება, არ ადასტურებდა მოპასუხის მიერ გამოჩენილ ისეთ უმადურობას, რომელიც შესაძლებელია გამხდარიყო სადაო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. ვინაიდან, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ, მოსარჩელეზე მძიმე შეურაცხოფის მიყენების ფაქტი და ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, მოსარჩელის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--–- ნ------- სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ნ--–- ნ------ არის 80 წლის, მძიმე ავადმყოფი, აქვს შაქრიანი დიაბეტი მძიმე ფორმებში და დაკარგული აქვს მხედველობა, რის გამოც ესაჭიროება მოვლა-პატრონობა. გარდა ამისა, 2017 წლის მარტის თვეში, მას დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა და მიიღო ხელის მოტეხილობა. მძღოლმა იგი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა ლ---- ნ------- ოჯახში, სადაც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამ შემთხვევის შემდეგ, იგი არაერთხელ ცდილობდა მობილური ტელეფონით დაკავშირებოდა გ------- ნ------ს, მაგრამ უმრავლეს ზარებზე მოპასუხე არ პასუხობდა. 2-3-ჯერ უპასუხა, ისიც უხეშად: ,,ნუ მირეკავ, ნუ მაწუხებ, შენთვის არ მცალია, წნევები მაწუხებს და თუ გინდა რომ ჩამოვიდე, გამომიგზავნე გზის ფული“. ეს გარემოებები დასტურდება მოწმე ი--- ნ------- და ლ---- ნ------- ჩვენებებით. 3.2. სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხის დავალებით შეიცვალა გაჩუქებული ბინის საკეტი, სადაც ნ--–- ნ------ ცხოვრობდა, მისი ტანსაცმელი და სხვა საოჯახო ნივთები ამავე ბინაში დარჩა, ხოლო მეზობლების ინფორმაციით, მოპასუხის დავალებით და ლ---- გ----------–-ს მეშვეობით, ნივთები და ტანსაცმელი სანაგვე ყუთებში გადაყარეს.

 

3.3. ნ--–- ნ------ს, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდა ორი უძრავი ქონება, ერთში ცხოვრობდა, მეორე გაქირავებული ჰქონდა და იღებდა შემოსავალს, შესაბამისად არ იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, თუმცა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, აღმოჩნდა უსახლკაროდ და შემოსავლის გარეშე.

მოპასუხე გ------- ნ------მ, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თავდაპირველად შეუმცირა უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და ნაცვლად 400 აშშ დოლარისა, 150 აშშ დოლარის ექვიველენტი ლარი გადასცა, ხოლო შემდეგ, საერთოდაც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვა, ასევე, დედის ქუჩაში გაგდების მიზეზით, შეცვალა სადავო ბინის გასაღებები, რითაც ფაქტობრივად დედა ჩააგდო მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, იმ დროს, როცა მის მიმართ ზრუნვა გ------- ნ------- კანონისმიერ ვალდებულებასაც წარმოადგენდა.

აღნიშნული ფაქტები უნდა ჩაითვალოს დედის მიმართ დიდი უმადურობის გამოხატვად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.10 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: მოსარჩელე ნ--–- ნ------ გარდაიცვალა 2018 წლის 26 სექტემბერს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის განჩინებით, აპელანტის, ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი შვილი - ლ---- ნ------ (იხ. განჩინება, ს/ფ 271-277). 4.4. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობებით დადგენილია, რომ ნ--–- ნ------- მთელი დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე, სამკვიდრო მოწმობა მიიღო მისმა შვილმა-ლ---- ნ------მ, ხოლო დარჩენილ 1/2 ნაწილზე, მისმა მეორე შვილმა, მოოპასუხე გ------- ნ------მ. (იხ. სამკვიდრო მოწმობები, ს/ფ 247-249, 254-256). 4.5. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ, ლ---- ნ------სთან ჩატარებული 25.09.2017წ. გასაუბრების შესახებ ოქმში დაფიქსირებულია, რომ ნ--–- ნ------ს საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ქ.ბ------–---–--–--------------------, რომელიც აჩუქა მის შვილს გ------- ნ------ს. ბინის ჩუქების შემდეგ, ნ--–- ნ------ ცხოვრობდა ხსენებულ ბინაში. დაახლოებით 4 თვეა, საცხოვრებლად გადავიდა მასთან. გ------- ნ------ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, იგი ბათუმში ჩამოვიდა ერთი წლის წინ. ბოლო რამდენიმე წლის წინ, საქართველოში იმყოფებოდნენ მისი შვილები, რომლებმაც სადავო ბინას შეუცვალეს საკეტი, რის შემდეგაც ნ--–- ნ------ ვეღარ შევიდა ხსენებულ ბინაში. სწორედ ამის გამო დაუკავშირდნენ 112-ის ოპერატორს და მოითხოვეს ფაქტის დაფიქსირება. გ------- ნ------მ ვერ დაიმსახურა, სათანადოდ ვერ შეაფასა დედის პატივისცემა, რის გამოც დედამისმა გადაწყვიტა სასამართლოში სარჩელის შეტანა და ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება. (იხ. გამოკითხვის ოქმი, ს/ფ 33-34). 4.6. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--- ნ------მ (ლ---- ნ------- მეუღლე) აჩვენა, რომ ნ--–- ნ------ ცხოვრობდა ქ.ბ---------–--–----------------------ში მდებარე ბინაში. გ------- ნ------ 2014 წელს, 30 წლის შემდეგ ჩამოვიდა ქ.ბათუმში და თქვა, რომ სამუდამოდ ჩამოვიდა და დედას, ნ--–- ნ------ს მოუვლიდა. ამის შემდეგ, იგი დედასთან ერთად სამი თვე ცხოვრობდა, მაგრამ ისინი სულ ჩხუბობდნენ. ნ--–- ნ------მ ჩუქების გაფორმებისას თავი დაიზღვია და გ------- ნ------ს გააკეთებინა გენერალური მინდობილობა, თუმცა, გ-------მ მას გაუკეთა 2 წლიანი მინდობილობა, შემდეგ ისევ რუსეთში წავიდა, ორი წელი არ დაურეკავს და დედა არ მოუკითხავს. 2017 წელს, ნ--–- ნ------ს დაეჯახა მანქანა. მან დაურეკა გ-------ს დასახმარებლად, რომელმაც უთხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. მას შემდეგ, ნ--–- მათთან ერთად ცხოვრობს, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და საჭიროებს მოვლას. ამის შემდეგ, ზაფხულში ჩამოვიდნენ გ-------ს შვილები, რომლებმაც ბინა ჩაკეტეს. როდესაც მხარეთა შორის დავა წარმოიშვა, გ------- ჩამოვიდა და სურდა ნ--–-ს ნახვა, მაგრამ ნ--–-მ არ ისურვა მისი ნახვა. შემდეგ, ქ.ბ------–---–--–----- ქუჩაზე მცხოვრებმა მეზობლებმა დაურეკეს მას და უთხრეს, რომ მოპასუხემ გადაყარა ბინაში არსებული ნ--–-ს ნივთები, რადგან ბინას ამზადებდნენ გასაქირავებლად. (იხ. მოწმის ჩვენება, 03.07.2018წ. სასამართლო სხდომი ოქმი 12:45-13:06 სთ, ს/ფ 158). 4.7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-------- ბ--------- (ნ--–- ნ------- ახლობელი და თანამშრომელი) აჩვენა, რომ ნ--–-ს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვლა სჭირდებოდა. გ------- ნ------ ნ--–- ნ------სთან არ ჩამოდიოდა, ტელეფონზეც კი არ პასუხობდა. (იხ. მოწმის ჩვენება, 03.07.2018წ. სასამართლო სხდომი ოქმი 13:07-13:16 სთ, ს/ფ 158). სამართლებრივი დასაბუთება 4.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ჩუქების ხელშეკრულებიდან, ამასთან, მოსარჩელე, ჩუქების გაუქმების საფუძვლად უთითებს ორ გარემოებას: 1) ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში (სკ-ის 530-ე მუხლი); 2) დასაჩუქრებულმა გამოავლინა მჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა სკ-ის 529-ე მუხლი). ამდენად, მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს ორივე საფუძველი. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“, ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული ან კანონიდან გამომდინარეობს ასეთი სარგებლობა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია, დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით. კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს და არა თავად მოსარჩელის. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.11. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. 4.12. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. პალატა განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული დიდ უმადურობად, რომლის გამოც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დაიშვება, თუმცა სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით შეაფასოს, იჩენდა თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება შეფასდეს უმადურობის გამოვლინებად და ჩუქების გაუქმების საფუძვლად. ასევე, თავად გამჩუქებელმა განახორციელა თუ არა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით. 4.13. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. 4.14. მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ--–- ნ------ და გ------- ნ------ არიან დედა-შვილი; ნ--–- ნ------მ, გ------- ნ------ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები: ქ. ბ----------------------------------------, სადაც ცხოვრობდა და ქ. ბა--------–--–----------------------, რაც იჯარით ჰქონდა გაცემული და ღებულობდა ყოვეთვიურ შემოსავალს-400 აშშ დოლარს; ჩუქების ხელშეკრულებების დადების მომენტისათვის, მათ შორის ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილა; ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, გ------- ნ------ წავიდა რუსეთის ფედერაციაში და იჯარის თანხით სრულად სარგებლობის უფლება 2 წლით გაცემული მინდობილობით დედას მიანიჭა, ხოლო 2016 წლიდან მინდობილობა აღარ გაუფორმა და 2017 წლის ნოემბრამდე, ყოველთვიურად მხოლოდ 150 აშშ დოლარი მისცა; 2017 წელს, ნ--–- ნ------ს დაეჯახა ავტომანქანა, რა დროსაც მიიღო სხივის და იდაყვის ქვედა ბოლოების ერთდროული მოტეხილობა. გარდა ამისა, დაავადებული იყო შაქრიანი დიაბეტით, დაკარგული ჰქონდა მხედველობაც და 2017 წლის თებერვლიდან, მეხსიერების დაქვეითების და ქმედითუუნარობის გამო, გადაყვანილი იქნა ჰიპოგლიკემიურ აბებზე. ვინაიდან, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა და საჭიროებდა მოვლას, ნ--–- ნ------ საცხოვრებლად გადავიდა მის მეორე შვილთან, ლ---- ნ------სთან, რომელიც მეუღლესთან ერთად უვლიდა დედას. მიუხედავად დედის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, გ------- ნ------ ყურადღებას არ აქცევდა, ტელეფონზეც არ პასუხობდა, არათუ უარი განაცხადა მის მოვლაზე, არამედ, ნაჩუქარ საცხოვრებელ ბინას, სადაც ჩუქების შემდეგ კვლავ აგრძლებდა ცხოვრებას ნ--–- ნ------, საკეტი გამოუცვალა, რითაც გამჩუქებელს შეუზღუდა ამ ქონებით სარგებლობა, კუთვნილი ნივთების გამოტანა, მოგვიანებით კი, ბინის გაქირავების მიზნით, საერთოდაც გადაყარა ნ--–- ნ------- კუთვნილი ნივთები. პალატა მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, გ------- ნ------- ზემოაღნიშნული მოქმედებები დედის მიმართ, რომელმაც, მთელი თავისი ქონება, როგორც საცხოვრებელი სახლი, ისე კომერციული დანიშნულების მიზნით გამოყენებული ფართი აჩუქა შვილს, უნდა ჩაითვალოს ნ--–- ნ------- (დედის) მიმართ დიდი უმადურობის გამოხატვად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე ფაქტობრივ- სამართლებრივი წანამძღვრები სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვისათვის. 4.15. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ მეორე საფუძველს-მატერიალური მდგომარეობის გაუარესების მოტივით ჩუქების გაუქმებას, პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნ--–- რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში. ამდენად, მითითებული ნორმა დასაშვებად თვლის ჩუქების გაუქმებას, შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას: ა) თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე; ბ) თუ რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი; გ) თუ გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--–- ნ------ს ჰქონდა ორი უძრავი ქონება, რომელთაგან ერთს იყენებდა საცხოვრებლად, ხოლო მეორე გაქირავებული ჰქონდა თვეში 400 აშშ დოლარად და იღებდა შემოსავალს. შესაბამისად არ იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, თუმცა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, აღმოჩნდა, როგორც უსახლკარო, ისე შემოსავლის გარეშე, ვინაიდან, როდესაც ქონების მართვაზე სანოტარო მინდობილობას ვადა გაუვიდა, გ------- ნ------- მითითებით, ქირის თანხიდან მხოლოდ 150 დოლარს აძლევდა ნ--–- ნ------ს, 2017 წლის ნოემბრიდან კი, საერთოდაც შეუწყვიტა თანხის მიცემა. პალატა მიიჩნევს, რომ ნ--–- ნ------- მძიმე მატერიალური მდგომარეობა გამოწვეული არ ყოფილა ხელოვნურად, თვითონ მჩუქებლის ბრალით და არც უხეში გაუფრთხილებლობით, რადგანაც დედა-შვილს შორის ჩუქებამდე არსებული ურთიერთდამოკიდებულებისა და შვილის კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე-იზრუნოს მშობელზე, ნ--–- ნ------ ვერ გაითვალისწინებდა, რომ საცხოვრებელი სახლისა და შემოსავლის გარეშე დარჩებოდა. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში არსებობს გაჩუქებული ნივთი და არც დასაჩუქრებული არ აღმოჩნდება, მძიმე მდგომარეობაში ვინაიდან იგი ამ დრომდე ცხოვრობს რუსეთში. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობდა ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვისათვის. 4.16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ ჩუქების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, ასევე დასაჩუქრებულმა გამოიჩინა მის მიმართ დიდი უმადურობა. თავის მხრივ, მოპასუხემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მჩუქებლის მიმართ უმადურობა არ გამოუვლენია და იმ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად, რომ ჩუქების შემდეგ ნ--–- ნ------ აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთი წარმატებულად, ვერ გააქარწყლა მოსარჩელეს მიერ მითითებული და დამტკიცებული ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე და რომ დასაჩუქრებულმა გამოიჩინა მის მიმართ დიდი უმადურობა. ამდენად, სახეზე გვაქვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-530–ე მუხლების შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლები. 4.17. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ანდერძის საფუძველზე, ნ--–- ნ------- მთელ დანაშთ ქონებაზე, თანაბარი წილით სამკვიდრო მოწმობები მიიღეს მისმა შვილებმა - გ------- და ლ---- ნ------ებმა. ამასთან, ნ--–- ნ------- გარდაცვალების გამო, სააპელაციო წარმოების ეტაპზე, მატერიალური მოთხოვნიდან გამომდინარე, დასაშვებად იქნა ცნობილი უფლებამონაცვლეობა და მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი შვილი - ლ---- ნ------. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რა, სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების საფუძვლები, ამასთან, ნ--–- ნ------- დანაშთი ქონების მხოლოდ ½ ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით ლ---- ნ------მ, ხოლო დარჩენილი ½ ნაწილი გ------- ნ------მ, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილებისა და ჩუქების ხელშეკრულებების სრულად გაუქმების შესაძლებლობა არ არსებობს, ვინაიდან, სადავო ქონებათა ½ ნაწილის გარდა, არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს, მხოლოდ ½ ნაწილში და ეს ნაწილი დაუბრუნდეს ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლეს -ლ---- ნ------ს. 4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც ნ--–- ნ------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლის, ლ---- ნ------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლე, ლ---- ნ------- სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უნდა გაუქმდეს, ქ. ბ------–---–--–----------------------ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------) და ქ. ბ---------------------------------------------ის (მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი №0------------------ა) ½ ნაწილზე, ნ--–- ნ------სა და გ------- ნ------ს შორის, 2014 წლის 13 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები და უძრავი ქონების ეს ნაწილი უნდა დაუბრუნდეს ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლეს - ლ---- ნ------ს.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, გ------- ნ------ს, ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლე-ლ---- ნ------- სასარგებლოდ უნდა გადახდეს პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 2387 (2432+3242=5674/2=2837) ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლე, ლ---- ნ------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლე, ლ---- ნ------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს, ქ. ბ------–---–--–----------------------ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------) და ქ. ბ---------------------------------------------ის (მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი №0------------------ა) ½ ნაწილზე, ნ--–- ნ------სა და გ------- ნ------ს შორის, 2014 წლის 13 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები და უძრავი ქონების ეს ნაწილი დაუბრუნდეს ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლე-ლ---- ნ------ს;

5. გ------- ნ------ს, ნ--–- ნ------- უფლებამონაცვლე-ლ---- ნ------- სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-2837 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა