1. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე პირის ექსტრადიციის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობების გასაგზავნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობის მიღების შემთხვევაში ბიურო წერილისათვის მიცემული გრიფის შესაბამის ვადაში ახორციელებს აღნიშნული დოკუმენტაციის გადაგზავნას იმ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროსათვის, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობით სამართლებრივი დახმარების შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შუამდგომლობაზე უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს საქართველოს მთავარ პროკურატურა