1. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნის შესახებ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად აწვდის მითითებულ ინფორმაციას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის უწყებებს.
2. 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 3 დღეში შესაბამისი ორგანო ბიუროს აცნობებს მის მიერ განხორციელებული მოქმედების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში მიეწოდება ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიურო