1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალკ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მერის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, სხდომაზე მოწვეული პირების, სხდომაზე დასწრების მსურველ პირთა და სხდომის ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისათვის.

3. საკრებულოს სხომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა.

4. საკრებულოს სხდომაზე დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას.

5. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია:

ა) ბატონო თავმჯდომარევ;

ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ;

გ) პატივცემულო კოლეგავ.
თავი II

საკრებულოს

წევრის

სტატუ