1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულოს იურიდიული მისამართი – ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დროშები.
3. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 26 წევრისაგან, რომელთაგან 15 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 11 წევრი – მაჟორიტარული წესით.
4. საკრებულოს დაფინანსების წყაროა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. საკრებულოს აქვს ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ტიტულიანი ბლანკი (ბლანკები) მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. საკრებულოს სისტემაში შედის საკრებულოს აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო, საქმისაწარმოების, ორგანიზაციულ და სხვა სამუშაოთა შესრულებას. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.
6. საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომლის მისამართია – http://khelvachauri.ge/. აღნიშნული ვებგვერდი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს და საკარებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.
7. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
ვ) მოსახლეობის აზრის გათვალისწინება;
ზ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
8. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენ