განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/4553-18 4 ივნისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – ე-–--- გ-------–---ი;
წარმომადგენელი – თ---------------–---–-;
აპელანტი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) - რ----- გ-------–---ი;
წარმომადგენელი – თ---------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ------–- ბ-------–-–---–-;
წარმომადგენელი - რ------------–----;
დავის საგანი - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელების დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ე-–--- გ-------–---ის სარჩელი გ------–- ბ------–-–---–ის მიმართ, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რ----- გ-------–---ის სარჩელი გ------–- ბ------–-–---–ის მიმართ, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ------–- ბუღულაშვილს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე თბილისი, მ-------–-- ქ,#5, ს/კ 0---------------, 1/3 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 09 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ------–- ბუღულაშვილს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე თბილისი, მ-------–-- ქ,#5, ს/კ 0---------------, 1/3 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. გ-------– გ-------–---ი გარდაიცვალა 1970 წლის 19 ნოემბერს. მის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილი - გ-------- გ-------–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.29);
-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
2.2. გ-------– გ-------–---ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის ირიცხებოდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, მ-------–-- ქ.#5. იგი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა-დახასიათება (ს.ფ.17);
-საინფორმაციო ბარათი (ს.ფ.33).
2.3. გ-------- გ-------–---ი მამკვიდრებლის, გ-------– გ-------–---ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, მ-------–-- ქ.#5.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
2.4. ე-–--- გ-------–---სა და თ----- გ-------–---ს, მამის, გ-------- გ-------–---ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების განცხადებით არ მიუმართავთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
2.5. რ----- გ-------–---ს, მამის, თ----- გ-------–--ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადება სანოტარო ორგანოსათვის არ წარუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
2.6. ე-–--- გ-------–---ის მიერ 1986 წლის 06 თებერვალს საპასპორტო სამსახურის მიმართ წარდგენილ იქნა განცხადება პასპორტის გაცემის შესახებ ასაკის მიღწევის მიზეზით. განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, გ. მ-------–ის ქ.N5.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადება პასპორტის გაცემის შესახებ (ს.ფ.42-43).
2.7. თ----- გ-------–--- 1987 წლის 30 ივლისიდან 2007 წლის 15 მაისამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე - ქ. თბილისი, გ. მ-------–ის ქ. N5.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საინფორმაციო ბარათი (ს.ფ.133-134).
2.8. ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–--- დედასთან ერთად რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად გაემგზავრნენ 1980-იან წლებში. ისინი მამის, გ-------- გ-------–---ის დაკრძალვას არ დასწრებიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.9. გ-------- გ-------–---ი გარდაიცვალა 2000 წლის 07 თებერვალს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ: შვილები - ე-–--- გ-------–---ი (დაბადებული: 19.08.1969წ) და თ----- გ-------–--- (გვარის შეცვლამდე - გ-------–---ი, დაბადებული: 21.04.1971წ), მეუღლე - გ------–- ბ-------–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.28);
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 19);
- გადაწყვეტილება (ს.ფ.128-129).
2.10. გ-------- გ-------–---ის სამკვიდრო ქონებაზე, მეუღლის - გ------–- ბ-------–-–---–-ს სახელზე, ნოტარიუს ნ. შოშიაშვილის მიერ 2003 წლის 07 აპრილს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N2-15. სანოტარო აქტის საფუძველზე მოპასუხე აღირიცხა გ-------– გ-------–---ის დანაშთი უძრავი ქონების მესაკუთრედ. გ------–- ბ-------–-–---–- 2004 წლის 17 სექტემბრიდან რეგისტრირებულია და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას უძრავ ქონებაში მდებარე ქ. თბილისი, გ. მ-------–ის ქ. N5.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.23-24);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.16).
2.11. თ----- გ-------–--- გარდაიცვალა 2007 წლის 28 აპრილს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს შვილი - რ----- გ-------–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.130);
-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 135).
2.12. ე-–--- გ-------–---ს ნოტარიუს ნ. შოშიაშვილის 2016 წლის 18 ნოემბერს მიღებული დადგენილებით #161299058, უარი ეთქვა 2000 წლის 7 თებერვალს გარდაცვლილი გ-------- გ-------–---ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დადგენილება (ს.ფ.18).
2.13. რ----- გ-------–---ს ნოტარიუს ნ. შოშიავილის 2018 წლის 22 თებერვალს მიღებული დადგენილებით N180187982, უარი ეთქვა 2007 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი თ----- გ-------–--ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დადგენილება (ს.ფ.149).
2.14. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–--- მამის, გ-------- გ-------–---ის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში დაეუფლნენ დანაშთ სამკვიდროს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ცხოვრობდნენ და მათ მიიღეს მამის კუთვნილი ოქროს სამკაული-ბეჭედი, ხატები და ჭურჭელი, რომელთაგან ნაწილი გადასცა დას, ე-–--- გ-------–---ს.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის, სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო მისამართზე გ-------- გ-------–---ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მეუღლე - გ------–- ბ-------–-–---–-. უდავოა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებაც, რომ 1980- იანი წლებიდან, გ-------- გ-------–---ის პირველი მეუღლე, ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, შვილებთან, ე-–--- და თ----- გ-------–---ებთან ერთად გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში. მიუხედავად გარდაცვალების ფაქტის ცოდნისა, ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–--- არ დასწრებიან მამკვიდრებლის დაკრძალვას. მათი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში საქართველოში ჩამოსვლისა და გ-------- გ-------–---ის სამკვიდრო ქონებაში ცხოვრების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ.
საქმის მასალებით არ დგინდება გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთები, ხატები, სამკაული და ჭურჭელი, წარმოადგენდა მამკვიდრებელის - გ-------- გ-------–---ის საკუთრებას და აღნიშნული ნივთები, თ----- გ-------–---მ როგორც მემკვიდრემ, სამკვიდროს მიღების მიზნით მიიღო ორმოცზე ყოფნისას, ასევე, იგი რჩებოდა სადავო ბინაში და ნივთების ნაწილი გადასცა ე-–--- გ-------–---ს.
აღნიშნული ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც სარწმუნო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაადასტუროს იგი.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა მოწმე - ი----- გ-------–---.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-ე, 148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების ი-----დიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელის მოწმე ი----- გ-------–--- ვერ აკონკრეტებს ნივთების დასახელებას, იგი არ შესწრებია მემკვიდრის მიერ მის მიღებას, არ უნახავს ნივთები და ინფორმაციას ფლობს გადმოცემით. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმეები გივი დოდაშვილი, თინათინ ხალათოვი და ნუგზარ მკალავიშვილი აღნიშნავენ, რომ ბინაში ხშირად ყოფნის მიუხედავად, მათ ამგვარი ნივთები სახლში არ უნახავთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ხატები აკრძალული იყო, ხოლო შემდეგ მამკვიდრებელს ჰქონდა დაბალი შემოსავალი და ძვირფას ნივთებს ვერ შეიძენდა. მოწმე ი----- გ-------–--ის ჩვენებით, დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ქცეული გარემოება - ე-–--- გ-------–---ი მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში საქართველოში არ ჩამოსულა. რაც შეეხება, თ----- გ-------–---ს, მიუთითებს, რომ იგი ჩამოსულიყო იყო ორმოცისთვის, მიდიოდა ხოლმე სახლში, მაგრამ არ არის ფაქტების უშუალო შემსწრე და თვითმხილველი. ჩვენების საპირისპიროდ იძლევიან განმარტებას მოწინააღმდეგე მხარის მოწმეები, რომელთა მითითებით, თ----- გ-------–--- ორმოცისათვის მათ არ უნახავთ, იგი არ მოსულა და დარჩენილა სახლში. პირველ მეუღლესთან დაშორებისა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თ----- გ-------–--- ცხოვრობდა მეორე ცოლის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, 9----- ქუჩა, საიდანაც გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი გასვენებაც.
შესაბამისად, მოსარჩელის მოწმის ჩვენება სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგეს სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას.
ნივთების მამკვიდრებლის საკუთრებად მიჩნევისა და დადასტურების შემთხვევაშიც, ე-–--- გ-------–---ის საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს მათი კანონით დადგენილ ვადაში დაუფლების ფაქტს. მოწმის მიერ მითითებული გარემოება თ----- გ-------–--ის სამკვიდრო სახლში მისვლის, ასევე, 1980-იან წლებში პირთა რეგისტრაციის შესახებ საქმეში არსებული ინფორმაცია, სამკვიდროს მიღებად ვერ ჩაითვლება. უდავოდაა დადგენილი, რომ ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–--- მისამართზე რეგისტრაციის მიუხედავად 1980-იანი წლებიდან გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში, გახდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მამის გარდაცვალების მომენტისათვის, საქართველო არ წარმოადგენდა მათ ფაქტობრივ საცხოვრისს. თ----- გ-------–--ის მიერ თუნდაც გ-------- გ-------–---ის ორმოცისათვის საქართველოში ჩამოსვლა და სადავო ბინაში სტუმრობა, სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებების დადასტურების გარეშე, მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას არ ასაბუთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
-მოწმეთა ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.15. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ რ----- გ-------–---ი დაეუფლა მამის, 2007 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი თ----- გ-------–--ის სამკვიდროს 6 თვის ვადაში. მოსარჩელეს ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, უდავოა ფაქტობრივი გარემოება, რომ თ----- გ-------–--- პირველ მეუღლესთან, რ----- გ-------–---ის დედასთან დაშორების და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მეორედ დაქორწინდა, ცხოვრობდა მეორე მეუღლის კუთვნილ ბინაში, სადაც გარდაიცვალა. საქმეში წარმოდგენილი ნივთების ფოტოსურათები სადავო ფაქტებს ვერ ადასტურებს, იგი არც კონკრეტულ პერიოდს, არც ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილებას და არც მათი დაუფლების ფაქტს ასახავს. სხვა მტკიცებულება კი გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელიც სადავოობის შემთხვევაში ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რ----- გ-------–---ს არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ ხატებისა და ოქროს სამკაულის თ----- გ-------–--ისადმი კუთვნილების, ასევე, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის პერიოდში მათი მიღებისა და დაუფლების ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, შესაბამისად ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება (სსკ-ის 102-103-ე მუხლები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეებს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა შესაბამისად სადავო საკითხის მოწესრიგება არ უთხოვიათ, მაგრამ ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებასაც არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად, 1970 წლის 19 ნოემბერს გარდაცვლილი გ-------– გ-------–---ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია), ხოლო 2000 წლის 07 თებერვალს გარდაცვლილი გ-------- გ-------–---ის, ასევე, 2007 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი თ----- გ-------–--ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-------– გ-------–---ის გარდაცვალებით, 1970 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, გ. მ-------–ის ქ. N5. გ-------– გ-------–---ის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილი, გ-------- გ-------–---ი, რომელმაც მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო დანაშთი ქონება.
გ-------- გ-------–---ი გარდაიცვალა 2000 წლის 07 თებერვალს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
გ-------- გ-------–---ის გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ : მეუღლე - გ------–- ბ-------–-–---–-, შვილები - ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–---.
დადგენილია ასევე, რომ გ-------- გ-------–---ის სამკვიდრო ქონებაზე, მეუღლის - გ------–- ბ-------–-–---–-ს სახელზე, ნოტარიუს ნ. შოშიაშვილის მიერ 2003 წლის 07 აპრილს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2-15. სანოტარო აქტის საფუძველზე მოპასუხე აღირიცხა გ-------– გ-------–---ის დანაშთი უძრავი ქონების მესაკუთრედ. გ------–- ბ-------–-–---–- 2004 წლის 17 სექტემბრიდან რეგისტრირებულია და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, გ. მ-------–ის ქ. N5.
რაც შეეხება, ე-–--- გ-------–---ს და თ----- გ-------–---ს, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ კანონისმიერ მემკვიდრეებს, მათ მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ან მართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი, ასევე მის, როგორც მემკვიდრის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელების ფაქტი, რაც მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებად იქნება მიჩნეული.
დადგენილია, რომ სადავო მისამართზე ცხოვრობდა მამკვიდრებლის კანონით პირველი რიგის მემკვიდრე მეუღლე - გ------–- ბ-------–-–---–-, რომელმაც გ-------- გ-------–---ის გარდაცვალების შემდეგაც, გააგრძელა სამკვიდრო ქონების ფლობა და სარგებლობა. ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–---ი 1980-იან წლებში გაემგზავრნენ საქართველოდან, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაცია, ისინი არ ჩამოსულან მამის დაკრძალვაზე, 6 თვის ვადაში მათი მხრიდან სამკვიდროს მიღების ფაქტი წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადასტურებული ვერ იქნა.
ე-–--- გ-------–---ამ ვერ დაასაბუთა სარჩელში მითითებული ნივთების მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებობისა და მათი, 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების მიზნით მემკვიდრეთა მხრიდან დაუფლება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმე გარემოებას ვერ ადასტურებს, შემოიფარგლება ზოგადი განმარტებით. საპირისპირო გარემოებებზე მიუთითებენ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეები. მარტოოდენ ე-–--- გ-------–---ისა და თ----- გ-------–--ის სადავო მისამართზე 1980-იან წლებში რეგისტრაციის ფაქტი, ვერ ადასტურებს მათ მიერ სამკვიდროს მიღებას, ბინის კვლავ მათ საცხოვრებელ ადგილად მიჩნევას, რეგისტრირებული მისამართის მიხედვით. ამ თვალსაზრისით სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები, როგორიცაა სამკვიდროს მიღება – დაუფლებისაკენ მიმართული ნებელობითი მოქმედება და ამგვარი მოქმედების განხორციელება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა.
თ----- გ-------–--- გარდაიცვალა 2007 წლის 28 აპრილს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს რ----- გ-------–---ი, რომელსაც 6 თვის ვადაში მამის სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს. საქმის მასალებით არც მისი მხრიდან ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი დასტურდება. მოწმეთა ჩვენებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ თ----- გ-------–--- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა მეორე მეუღლესთან ერთად, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ სახლში. გარდაცვალებისას იგი გაასვენეს ამავე მისამართიდან. მოწმეები, როგორც მეზობლები, ასევე, ნათესავები არ ფლობენ ინფორმაციას რ----- გ-------–---ის შესახებ, არ იცნობენ მას, არ უნახავთ იგი. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამკვიდრო ნივთების თ----- გ-------–--ისადმი კუთვნილებისა და შემდგომ, 6 თვის ვადაში მათი სამკვიდროს სახით მიღების ფაქტი.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მათ მიერ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების, მართვის ფაქტი და ამ მიზნით განხორციელებული მოქმედებანი, ე-–--- გ-------–---სა და თ----- გ-------–---ს მამის, ხოლო რ----- გ-------–---ს მშობლის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღიათ, არ არსებობს მათი მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარების, მათი კანონისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხეთა მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).
2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერი დროს. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, 1433-ე ნორმების თანახმად, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ მემკვიდრეზე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს სამკვიდრო.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, ე-–--- გ-------–---ს გ-------- გ-------–---ის, ასევე, რ----- გ-------–---ს მამის, თ----- გ-------–--ის სამკვიდრო არ მიუღია კანონით დადგენილი წესით, არ არსებობს სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა - 1970 წლის 19 ნოემბერს გარდაცვლილი გ-------– გ-------–---ის (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N455) სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუს ნ.შოშიავილის მიერ 2003 წლის 07 აპრილს, შვილის, 2000 წლის 07 თებერვალს გარდაცვლილი გ-------- გ-------–---ის მეუღლის, გ------–- ბ-------–-–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის N2-15) ნაწილობრივ, 1/3- 1/3 წილში ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს ი-----დიული ინტერესის არ არსებობის გამო (სსსკ-ის 180-ე მუხლი).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ე-–--- გ-------–---ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ე-–--- გ-------–---ის როგორც გ--------ი გ-------–---ის შვილის მიერ - მისი მამის მიუღებელი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, - სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2003 წლის 7 აპრილს - რა უფლებით გაიცა ეს სამკვიდრო როდესაც ე-–--- გ-------–---ი ფაქტობრივად იყო დაუფლებული სამკვიდრო ქონებას - მისი ძმაც თ----- გ-------–---იც კი, რომელიც იყო მამკვიდრებლის შვილი, გარდაცვალებამდე 2007 წლის 15 მაისამდე რეგისტრირებული იყო სადაოდ გამხდარ ქონებაში - რაა უფლებით მიიღო გ------–- ბუღულაშვილმა გ-------–---ების დანაშთი ქონება სრულად როდესაც მას მის მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში არ ქონდა შეძენილი. აპელანტს არ განუცხადებია უარი სამკვიდროს მიღებაზე.
ცნობა დახასიათების თანახმად, თბილისში, მ-------–-- ქ. N5-ში მდებარე, 76.00 კვ.მ.მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული საცხოვრებელი ბინა აღრიცხული იყო გ-------- ოგანეზის ძე გ-------–---ის სახელზე (იხ. ძირითადი საქმე) რომელიც გარდაიცვალა 1970წ. ზ/ხსენებულ მისამართზე ((იხ.ძირითადი საქმე) გ.გ-------–---ს ყავდა ერთად ერთი შვილი 1937წ. დაბ. და 07.02.2000 წელს გარდაცვლილი გ--------ი გ-------–---ი-რომელიც თანახმად 2003 წლის 7 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობისა ფაქტობრივი ფლობით იყო დაუფლებული მამის სამკვიდრო ქონებაზე (იხ.დან.სამკვიდრო მოწმობა ძირითადი საქმე) თავის მხრივ 2007 წ. წგარდაცვლილ გ. გ-------–---ს ყავდა ორი შვილი თ-----ი გ-------–--- (გ-------–---ი) რომელიც სამოქ. რეესტრით აღრიცხული იყო სადაოდ გამხდარ მისამართზე 1987 წლიდან გარდაცვალებამდე და წარმოადგენდა მის ფაქტობრივ მფლობელს, ცხოვრობდა ამ ბინაში და განკარგავდა მას, გარდაიცვალა 2007 წ. 28 აპრილს, რომელსაც რადჩა ერთად ერთი შვილი და ეხლანდელი მოსარჩელე რ----- გ-------–---ი, ასევე 2000 წ. 7 თებერვალს გარდაცვლილ გ-------- გ-------–---ს ყავდა მეორე შვილი ე-–--- გ-------–---ი რომელიც დაბადებიდან ცხოვრობდა სადაოდ გამხდარ მისამართზე (იხ-ს.ს.რ.კ.ფორმაN1) აპელანტის მამას გ-------- გ-------–---ს ყავდა ორი მეუღლე: პირველი ნათელა გ-------–---ი (განქორწინებულია 1989 წელს-იხ.დან სამოქალაქო რეესტრის N001116142130 გადაწყვეტილება) და მეორე მოპასუხე გ. ბ-------–-–---–-, რომელმაც დაუმალა ნოტარიუსს პირველი რიგის მემკვიდრეები და თვითონ ერთპიროვნულად მიიღო და გადაიფორმა ზ/ხსენებული სამკვიდრო ქონება.
აპელანტი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და უპრობლემოდ რჩებოდა მამისეულ და პაპისეულ სახლში, ამას არც გ. ბ-------–-–---–- არ უშლიდა ხელს, მაგრამ როდესაც ე-–--- გ-------–---ი 2016 წლის გაზაფხულს ჩვეულებრივ ჩამოვიდა თბილისში (იგი თითქმის ყოველ ზაფხულს ისვენებს ქობულეთში) გ. ბუღულაშვილმა განუცხადა რომ სახლში მას აღარ "მიიღებდა" ეს სახლი მისი აღარ იყო და სამკვიდროც დიდი ხანია მასზეა გაცემული, ამის შემდეგ აპელანტი დაინტერესდა თუ ნამდვილად რა და როგორი პრობლემები იყო "შექმნილი" მის მამა/პაპისეულ სახლზე და მას მერე რაც საჯარო რეესტრში მოიძია დოკუმენტები გაიგო რომ ნამდვილად არსებობდა სამკვიდრო მოწმობა. სასამართლოზე დამტკიცდა რომ აპელანტი იყო მამა/პაპისეული როგორც უძრავი ისე მოძრავი ქონების მფლობელი. თვითონ პირადათ იყო რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრით სადაოდ გამხდარ ქონებაში და ფლობდა მას, ასევე მას დარჩა თავის წინაპრებისაგან ოქროს სამკაულები და ძველი ხატები-რომლებსაც დღეს დღეობითაც ფლობს რომელი ნივთების ნაწილიც გადასცა თავის ძმამ თ----- გ-------–---მ, კერძოდ ხატები და ჭურჭეულის ნაწილი.
3.2. რ----- გ-------–---ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია რ----- გ-------–---ის როგორც თ----- გ-------–---ის შვილის მიერ - მისი მამის მიუღებელი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, - სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2003 წლის 7 აპრილს - რა უფლებით გაიცა ეს სამკვიდრო როდესაც თ----- გ-------–---ი, რომელიც იყო მამკვიდრებლის შვილი, გარდაცვალებამდე ანუ 2007 წლის 15 მაისამდე რეგისტრირებული იყო სადაოდ გამხდარ ქონებაში - რაა უფლებით მიიღო გ------–- ბუღულაშვილმა გ-------–---ების დანაშთი ქონება სრულად როდესაც მას მის მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში არ ქონდა შეძენილი სადაოდ გამხდარი ქონება და ის ყოველთვის გ-------–---ების შთამომავლების იყო. აპელანტს არ განუცხადებია უარი სამკვიდროს მიღებაზე.
ცნობა-დახასიათების თანახმად, თბილისში,მ ერჩულეს ქ. N5-ში მდებარე, 76.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული საცხოვრებელი ბინა აღრიცხული იყო გ-------- ოგანეზის ძე გ-------–---ის სახელზე (იხ.ძირითადი საქმე) რომელიც გარდაიცვალა 1970წ. ზ/ხსენებულ მისამართზე ((იხ.ძირითადი საქმე) გ. გ-------–---ს ყავდა ერთად ერთი შვილი 1937წ. დაბ. და 07.02.2000 წელს გარდაცვლილი გ--------ი გ-------–---ი-რომელიც თანახმად 2003 წლის 7 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობისა ფაქტობრივი ფლობით იყო დაუფლებული მამის სამკვიდრო ქონებაზე (იხ.დან.სამკვიდრო მოწმობა ძირითადი საქმე) თავის მხრივ 2007წ. გარდაცვლილ გ. გ-------–---ს ყავდა ორი შვილი თ-----ი გ-------–--- (გ-------–---ი) რომელიც სამოქ.რეესტრით აღრიცხული იყო სადაოდ გამხდარ მისამართზე 1987 წლიდან გარდაცვალებამდე და წარმოადგენდა მის ფაქტობრივ მფლობელს,ცხოვრობდა ამ ბინაში და განკარგავდა მას, გარდაიცვალა 2007 წლ. 28 აპრილს,რომელსაც რადჩა ერთად ერთი შვილი და ეხლანდელი მოსარჩელე რ----- გ-------–---ი, ასევე 2000 წლ. 7 თებერვალს გარდაცვლილ გ-------- გ-------–---ს ყავდა მეორე შვილი ე-–--- გ-------–---ი რომელიც დაბადებიდან ცხოვრობდა სადაოდ გამხდარ მისამართზე (იხ-ს.ს.რ.კ.ფორმაN1 ) არც თ----- გ-------–---ს და არც არცერთ ოჯახის წევრს არასდროს ეჭვი არ შეპარვია, რომ მისი რძალი და ეხლანდელი მოპასუხე გ. ბ-------–-–---–- ყველასგან უჩუმრად დაიკანონებდა სამკვიდრო ქონებას ერთპიროვნულად როცა პირველი რიგის მემკვიდრეები ცოცხლები იყვნენ და ფაქტიურად ფლობდნენ მამა/პაპისეულ ქონებას. რომელნიც დაბადებიდან იქ ცხოვრობდნენ, აქვე განვმარტავთ რომ აპელანტის მამას გ. გ-------–---ს ყავდა ორი მეუღლე: პირველი ნ. გ-------–---ი (განქორწინებულია 1989წელს-იხ.ძირითად საქმეში) და მეორე კი ეხლანდელი მოპასუხე გ. ბ-------–-–---–-, რომელმაც დაუმალა ნოტარიუსს პირველი რიგის მემკვიდრეები და თვითონ ერთპიროვნულად მიიღო და გადაიფორმა ქონება. აპელანტის მამა თ----- გ-------–--- (გ-------–---ი) იყო მამა/პაპისეული როგორც უძრავი ისე მოძრავი ქონების მფლობელი თვითონ მას პირადათ დარჩა თავის წინაპრებისაგან ოქროს სამკაულები და ძველი ხატები-რომლებსაც დღეს დღეობითაც ფლობს და გადასცა თავის მამამ თ----- გ-------–---მ (იხ.დან.სურათები ძირითად საქმეში) ხსენებული დადასტურდა მოწმის მეშვეობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ გ-------– გ-------–---ი გარდაიცვალა 1970 წლის 19 ნოემბერს. მამკვიდრებლის ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა პირველი რიგის მემკვიდრე შვილი - გ-------- გ-------–---ი, რომელიც გარდაიცვალა 2000 წლის 7 თებერვალს.
გ-------- გ-------–---ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - გ------–- ბ-------–-–---–-, შვილები - ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–--- (გვარის შეცვლამდე - გ-------–---ი) (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-20; 28-29; 128-129)
4.2. სამკვიდრო ქინებას, რომელზედაც მოსარჩელეები მოითხოვენ მესაკუთრედ ცნობას - წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ-------–-- ქ. N5.(იხ. ტ.1, ს.ფ. 17; 33);
4.3. სადავოდ არ ხდება, რომ ე-–--- გ-------–---სა და თ----- გ-------–---ს, მამის, გ-------- გ-------–---ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ. ასევე, სადავოდ არ ხდება, რომ რ----- გ-------–---ს, მამის, (გარდაცვალების თარიღი - 2007 წლის 28 აპრილი) თ----- გ-------–--ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადებით არ მიუმართას(იხ. ტ.1, ს.ფ.130; 135);
მოსარჩელე ე-–--- გ-------–---ს ნოტარიუსის 2016 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით, უარი ეთქვა გ-------- გ-------–---ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (იხ. დადგენილება ტ.1, ს.ფ. 18).
მოსარჩელე რ----- გ-------–---ს ნოტარიუსის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, უარი ეთქვა 2007 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი თ----- გ-------–--ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (იხ. დადგენილება ტ.1, ს.ფ.149).
4.4. დადგენილია, რომ გ-------- გ-------–---ის სამკვიდრო ქონებაზე, 2003 წლის 07 აპრილს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, მეუღლის - გ------–- ბ-------–-–---–-ს სახელზე, მითითებული სანოტარო აქტის საფუძველზე, გ------–- ბ-------–-–---–- აღირიცხა გ-------– გ-------–---ის დანაშთი უძრავი ქონების მესაკუთრედ.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე 2004 წლის 17 სექტემბრიდან რეგისტრირებულია და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას უძრავ ქონებაში - მდებარე ქ. თბილისი, გ. მ-------–ის ქ. №5 (იხ. ტ.1, ს.ფ. 16; 23-24);
4.5. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–--- მამის - გ-------- გ-------–---ის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში არ დაეუფლნენ დანაშთ სამკვიდროს.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, მითითება იმის შესახებ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ სადავო უძრავ ქონებაში, მიიღეს მამის კუთვნილი ოქროს სამკაული, ხატები და ჭურჭელი, რომელთაგან ნაწილი გადაეცა ე-–--- გ-------–---ს, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა. რაც შეეხება, მოწმის ჩვენებას, პალატის შეფასებით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ, ვინაიდან მოწმე უშუალოდ არ ყოფილა შემსწრე ნივთების გადაცემის და ასევე მისთვის უცნობია კონკრეტული ნივთების დასახელება, ამასთან, მოპასუხის წარმოდგენილი მოწმეები მამკვიდრებლის სახლში ასეთი ნივთების არსებობის ფაქტს უარყოფენ. თ----- გ-------–---სთან დაკავშირებით საპირისპირო ფაქტებზე მიუთითეს მხარეთა მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა. კერძოდ, მოწმე ი----- გ-------–--ის ჩვენებით, თ----- გ-------–--- ჩამოსულიყო იყო ორმოცისთვის, მიდიოდა სახლში, თუმცა თავად არ არის ფაქტების უშუალო შემსწრე და თვითმხილველი, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა მითითებით, თ----- გ-------–--- ორმოცისათვის მათ არ უნახავთ, იგი არ მოსულა და დარჩენილა სახლში. პირველ მეუღლესთან დაშორებისა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თ----- გ-------–--- ცხოვრობდა მეორე მეუღლის საკუთრებაში არსებულ ბინაში. ამასთან, პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნივთების მამკვიდრებლის საკუთრებად მიჩნევისა შემთხვევაშიც კი, ე-–--- გ-------–---ი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ვერ ადასტურებს მათი კანონით დადგენილ ვადაში დაუფლების ფაქტს. თ----- გ-------–--ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტს ვერ ადასტურებს ასევე რ----- გ-------–---ი. მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად რ----- გ-------–---ს, რაიმე სათანადო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება კი, ცხადია რელევანტურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. მოსარჩელეები ასევე ყურადღებას ამახვილებენ სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტზე, თუმცა უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ ე-–--- გ-------–---ი და თ----- გ-------–--- 1980-იანი წლებიდან გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად და მამის გარდაცვალების დროისათვის საქართველო არ წარმოადგენდა მათ ფაქტობრივ საცხოვრებელს.
პალატა მიუთითებს, რომ როდესაც სარჩელის საგანს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება წარმოადგენს და ამას არ ეთანხმება მოპასუხე, მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი ფაქტის - ქონების ფაქტობრივად დაუფლების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მხარეზეა. არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმები არ გვთავაზობს მტკიცებულებათა იმგვარ ნუსხას, რომლებითაც შეიძლებოდა, დადასტურებულიყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს/მისი ნაწილის დადგენილ ვადაში მესაკუთრის მსგავსად დაუფლება, შესაბამისად, ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულება და სხვა). ამავე კოდექსის მე-4 და 103-ე (1) მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მოსარჩელემ, რაც შეეხება მტკიცებულებათა შეფასებას, შეჯიბრებითობის ფარგლებში საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევას სასამართლო ახდენს თავისუფალი შეფასების ფარგლებში (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით), რომელიც მოიცავს მათ, როგორც ინდივიდუალურ, ისე - ერთობლივად გამოკვლევას, მტკიცებულების ი-----დიული სანდოობის შესწავლას, მათ შეპირისპირებას, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დადასტურების საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ფაქტობრივი გარემოება- სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების შესახებ, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) შესაბამისი ნორმები იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელი გ-------– გ-------–---ი გარდაიცვალა 1970 წლის 19 ნოემბერს ე.ი. ვიდრე ძალაში შევიდოდა ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. ამასთან, ურთიერთობის მონაწილეები არ შეთანხმებულან ერთმანეთს შორის ურთიერთობის ამჟამად მოქმედი კოდექსით მოწესრიგებაზე;
სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით და ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იმავე კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 542-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ: კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს – მოქალაქენი, რომლებიც რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ გ-------– გ-------–---ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ გ-------- გ-------–---მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
4.7. რაც შეეხება, გ-------- გ-------–---ის და თ----- გ-------–--ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, მათი გარდაცვალების თარიღის გათვალისწინებით (2000 წლის 07 თებერვალი და 2007 წლის 28 აპრილი), პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა მოქმედი სამოქალაქო კოდექსით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო ამ კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მეორე ნაწილით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მესამე ნაწილით, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს მამკვიდრებლების გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში, ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე არ მიუმართავთ. მოსარჩელეებმა ასევე, ვერ დაადასტურეს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების შესახებ გარემოება.
4.8. პალატა მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ი-----დიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი ი-----დიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. ი-----დიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურ სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.
ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელეების ი-----დიული ინტერესი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან, არ დადასტურდა სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება,4.9. საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტებმა შეთავაზეს სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე-–--- გ-------–---ის და რ----- გ-------–---ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია