გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019003006623
2-388-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 იანვარი, 2020 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ე------------------------------------------------------------------------------–--“
წარმომადგენელი ვახტანგ კვანტალიანი
მოპასუხე თ-------------–ვილი
წარმომადგენელი სპარტაკ ვარძელაშვილი
დავის საგანი თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
თ-------------–ვილს დაეკისროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ე-----------------------------–--ს“ სასარგებლოდ 48 052 ლარი და 27 თეთრის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს ,,ე-----------------------------–--ს“ კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ჩართვა შეუძლია ,,ე--------------------ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს. რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად, მას დაქირავებული ყავს კოორდინატორები, რომელთა მოვალეობაა მოქალაქეთა მიზიდვა სქემაში, მათი ინსტრუქტაჟი, კოორდინაცია. ქსელში ჩართულ მოქალაქეებს, ბაზაში, აქვთ ინდივიდუალური გვერდი, რომელშიც სპეციალური კოდით შედიან. გვერდის მეშვეობით, იწერენ საქონელს ,,ეივონიდან“ და რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილს ,,ე------- უბრუნებენ.
ასეთ კოორდინატორად იყო დარეგისტრირებული ხ---------------–--ლიც, თუმცა, მისი სახელით საქმიანობდა და - მოპასუხე თ-------------–ვილი. მან ,,--------“ ბაზაში დაარეგისტრირა არარსებული პირები, შექმნა მათი ელექტრონული გვერდები და მათი მეშვეობით გამოწერა და მიიღო კოსმეტიკური საშუალებები, გაყიდა და თანხა მიითვისა. ასეთივე ოპერაციები განახორციელა რეალურად დარეგისტრირებული 5 პირის სპეციალური კოდების გამოყენებით, (იხ.სარჩელი. გვ.5-6);
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ ხ---------------–--ლის სახელით, ფაქტობრივად, მართლაც საქმიანობდა მოსარჩელის კოორდინატორად, გაწევრებული და დარეგისტრირებული ჰყავდა მხოლოდ 5 პირი, მათ ეხმარებოდა ,,ე-----–-“ თანხის გადარიცხვაში, ელექტრონულ ბაზაში შესასვლელად საჭირო ვისიმე სპეციალური კოდი მას არ ჰქონია. ისინი თვითონ იწერდნენ საქონელს და ფოსტით იღებდნენ. მათი საქმიანობის კონტროლი არ ევალებოდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები ახსნა-განმარტებებით ადასტურებენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პირი, ხ---------------–--ლი იყო შპს ,,ე-----------------------------–--ს“ კოორდინატორად რეგისტრირებული, მისი სახელით, ფაქტობრივად, თ-------------–ვილი საქმიანობდა დაახლოებით რვა წლის განმავლობაში;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თ-------------–ვილმა ,,ე-----------------------------–--ს“ ბაზაში დაარეგისტრირა არარსებული პირები, შექმნა მათი ელექტრონული გვერდები, მათი მეშვეობით გამოწერა და მიიღო კოსმეტიკური საშუალებები, გაყიდა და თანხა მიითვისა. ასეთივე ოპერაციები განახორციელა რეალურად დარეგისტრირებული 5 პირის სპეციალური კოდების გამოყენებით;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა თ-------------–ვილის მართლსაწინააღმდეგო, ზიანის გამომწვევი მოქმედება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
მოპასუხისათვის ზიანის დაკისრებისათვის, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ზიანი, პასუხისმგებლობის ამ ორ ელემენტს შორის მიზეზობრივი კავშირი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოსარჩელე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს და წარმოდგენილი აქვს: 1. 2018 წელს შედგენილი, 5 პირის განცხადება შპს ,,ე------------------------------–---“ ნაციონალური გაყიდვების დირექტორისადმი (ს.ფ.28, 29, 30, 31, 37-38), რომელთა შორის ორი მათგანი (ს.ფ.28,29) აღნიშნავს, რომ ხ---------------–--ლმა აღიარა მათ მაგივრად საქონლის გატანა და შეპირდა თანხის დაფარვას, ორი (ს.ფ.31, 37-38) კი აღნიშნავს, რომ მათი სახელით, საქონელი გამოიწერა და ფოსტიდან გამოიტანა თ-------------–ვილმა;
2. ასევე 2018 წელს შედგენილი 4 პირთან მოსარჩელის სასამართლოში ახლანდელი წარმომადგენლის სატელეფონო გასაუბრების ოქმები (ს.ფ.32,33,34, 35-36) და მის მიერ თ-------------–ვილის გამოკითხვის ოქმი (ს.ფ.40-42).
ერთ ოქმში აღნიშნულია, რომ ადრესატის ნაცვლად სხვამ უპასუხა, რომელიც არც იცნობს თ-------------–ვილს, ორმა პირმა აღნიშნა, რომ საქონლის ღირებულება მისცეს სხვა კოორდინატორს - ნ------------–--ლს და - არა მოპასუხეს. ერთი მათგანი მიუთითებს, რომ მის ნაცვლად, საქონელი ფოსტიდან თ-------------–ვილმა გამოიტანა;
თ-------------–ვილი, გამოკითხვის ოქმში არ აღიარებს, რომ დამკვეთების ნაცვლად, მათი ნებართვის გარეშე, იწერდა და ფოსტიდან გამოჰქონდა საქონელი;
3. მოსარჩელის 2019 წლის 19 მარტის განცხადება (ს.ფ.44-47) იურიდიული მომსახურების განმახორციელებელი საზოგადოებისადმი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოახდინოს ,,ხ---------------–--ლის ,,სტრუქტურის ქვეშ არსებული დავალიანებების გადაცემა სამოქალაქო სასამრთლოში“ და რომელშიც დავალიანების თანხად აღნიშნულია 48 052 27 ლარი;
4. მოწმე მ----–--–-–--ლის ჩვენება;
განცხადებებთან გამოკითხვის და სატელეფონო გასაუბრების ოქმებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ოქმების შინაარსი არ არის მოწმის ჩვენება. სასამართლო, მათ, არ მიიჩნევს მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად, მით უმეტეს, არ არის წარმოდგენილი სარჩელში აღნიშნული ღირებულების და საერთოდ, საქონლის მოპასუხის მიერ მიღების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება. მხოლოდ ზეპირი განცხადება, რაც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის და შედავებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულად არ მიიჩნევა;
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სხვის სახელზე გამოწერილი საქონელი, ფოსტიდან, თ-------------–ვილმა გამოიტანა, რისი დამტკიცებაც მისი ვალდებულებაა, თუმცა, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა აღნიშნული გასაუბრების, გამოკითხვის ოქმებისა, არ წარმოუდგენია;
ასეთი გარემოებების არსებობისას, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემობა - რადგან დამკვეთთა სიაში მითითებული პირების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ დაუკავშირდნენ, დგინდება, რომ სია ფიქტიური იყო (იხ.2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი: 16:01:32-16:02:10);
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის არც მოსარჩელის 2019 წლის 19 მარტის განცხადება (ს.ფ.44-47) იურიდიული მომსახურების განმახორციელებელი საზოგადოებისადმი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოახდინოს ,,ხ---------------–--ლის ,,სტრუქტურის ქვეშ არსებული დავალიანებების გადაცემა სამოქალაქო სასამართლოში“ და რომელშიც დავალიანების თანხად აღნიშნულია 48 052 27 ლარი, - რადგან არაფრით დგინდება მასში აღნიშნული პირების ნაცვლად მოპასუხის მიერ საქონლის მიღება და საერთოდ, მოსარჩელე მიუთითებს ვარაუდზე - რადგან თ-------------–ვილის მიერ მათთვის წარდგენილ სიაში არსებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა არ არსებობს, - ვერ დაუკავშირდნენ მათ, დგინდება, რომ სია ფიქტიურია, თუმცა არც სიაა სასამართლოში წარმოდგენილი და - არც მასში აღნიშნული პირების არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რაც არაფრით დასტურდება და რასაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის;
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის მ----–--–-–--ლის ჩვენებით, არ დგინდება, რომ მის მაგივრად თ-------------–ვილმა მიიღო საქონელი. ის ვარაუდობს, რადგან მოპასუხეს ჰქონდა მისი პირადი მონაცემები, იცოდა მისი პაროლი, ალბათ, საქონელიც მან გამოწერა და მიიღო მისი სახელით.
მოწმემ უჩვენა, რომ მოპასუხე ორჯერ მიეხმარა თანხის გადარიცხვაში - ჩარიცხვის ადგილი ასწავლა. მოსარჩელეს მისთვის დოკუმენტი არ უჩვენებია, რომ მისი სახელით იყო საქონელი გამოწერილი, ზუსტად არ იცის ვინ გამოწერა (,,ვერავის დაადანაშაულებს, რომ მისი სახელით საქონელი გამოწერა“. 2019 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი: 14:52:43-15:53:05, 14:56:05-14:56:21).
თუნდაც მოწმე ადასტურებდეს, რომ მისი სახელით საქონელი გამოიწერა და მიიღო თ-------------–ვილმა, ეს გარემოება მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ არის, რადგან ამ გარემოებას უარყოფს მოპასუხე და საქონლის თ-------------–ვილის მიერ მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
მოწმის მიერ უარყოფა არ გამორიცხავს რომ საქონელი არ გამოიწერა და არ მიიღო თვითონ მ----–--–-–--ლმა და ეს მოქმედება მოპასუხემ შეასრულა მისი სახელით;
ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ თ-------------–ვილმა სხვების სახელით გამოიწერა და მიიღო საქონელი, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991 , 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა რამიშვილი