განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002845499
საქმე #1ბ/882-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მ------ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–--ს
ადვოკატის: ი--------------ის
მსჯავრდებულის: ჯ--------------–---–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--სა და მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ჯ--------------–---–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------–---–-------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ--------------–---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ--------------–---–---–მა, 2019 წლის 8 იანვარს, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ლ--–--–-----–--ს მიმართ, კერძოდ, ქ-------–--–-----–--------------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ ძლიერად დაარტყა მუჭი მარცხენა ხელის კუნთში, რა დროსაც ლ--–--–-----–--მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ ლ--–--–-----–--სა და ჯ--------------–---–---–ის შვილები: 10 წლის მ------ი, 7 წლის ლ--- და 4 წლის ლ---- ტ----–---–---–--ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ჯ--------------–---–---–ი, 2019 წლის 8 იანვარს, ქ-------–--–-----–--------------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს, ლ--–--–-----–--ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ--------------–---–---–მა, 2019 წლის 8 იანვარს, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ლ--–--–-----–--ს მიმართ, კერძოდ, ქ-------–--–-----–--------------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ ძლიერად დაარტყა მუჭი მარცხენა ხელის კუნთში, რა დროსაც ლ--–--–-----–--მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ ლ--–--–-----–--სა და ჯ--------------–---–---–ის შვილები: 10 წლის მ------ი, 7 წლის ლ--- და 4 წლის ლ---- ტ----–---–---–--ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:
ჯ--------------–---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ჯ---------------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და ჯ--------------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ და მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა თ------------------–--მ მოითხოვა ჯ--------------–---–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ჯ--------------–---–---–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, აღნიშნული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის დანიშვნა.
მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ჯ--------------–---–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდების ყველა ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლ--- მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
დაზარალებულმა ლ--–--–-----–--მ და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა - მ------ და ლ--- ტ----–---–---–--მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ოჯახის წევრის - ჯ---------------–---–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ-----------------–მა განმარტა, რომ 2019 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 01:45 საათზე, მეწყვილესთან - გ---------------სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაურეკა ოპერატიულმა მორიგემ და გადასცა, რომ მ--------–---–-------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. გ---------------სთან ერთად გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე. სახლთან, ბავშვთან ერთად დახვდათ გამოძახების ინიციატორი, ქალბატონი ლ--–--–-----–--, რომელმაც უთხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მშობლებისა და დედმამიშვილების მოკვლით. ლ--–--–-----–-- იყო აღელვებული და ნამტირალევი. მან სამართალდამცავებს აჩვენა დანარტყამი ადგილი, რაზეც ჰქონდა დალურჯებები. სახლში იმყოფებოდნენ ჯ--------------–---–---–ი, რომელიც, როგორც ახსოვს (მოწმეს), სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა და არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იყვნენ აღელვებულები, რადგან ისინი უშუალოდ შეესწრნენ ძალადობის ფაქტს. ბავშვები იწვნენ კედელთან მდგარ საწოლზე, ერთი ბავშვი ტიროდა, მეორე კი, როგორც ახსოვს (მოწმეს), საბნის ქვეშ იმალებოდა. ბინა იყო ერთ ოთახიანი. მათ (სამართალდამცავებმა) ადგილზე დააკავეს ჯ--------------–---–---–ი, რომელსაც მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ეს უკანასკნელი გაეცნო დაკავების ოქმს. მათი (პოლიციელების) ბინაში ყოფნის დროს აქ მოვიდა ამ საქმის გამომძიებელი გ-------------–--ე. შემდეგ დაკავებული ჯ--------------–---–---–ი გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 9 იანვარს, თანამშრომელ ბ-----------------–თან ერთად იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში, რა დროსაც, სამოქმედო ტერიტორიაზე მოძრაობისას, ოპერატიული მორიგისგან მიიღეს შეტყობინება ს------–---–----ში, მ--------–---–--------ზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მითითებულ მისამართზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ. სახლთან დახვდათ აღელვებული ქალბატონი. მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ იყო 1977 წელს დაბადებული ლ--–--–-----–--, ასევე უთხრა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლე ჯ--------------–---–---–ი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. ისინი (ქაჯაია და ჭინჭარაული) შევიდნენ ბინაში, სადაც დახვდათ ჯ--------------–---–---–ი, რომელიც დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, გამომძიებელმა გ-------------–--ემ აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოა გამოძიება, რა დროსაც ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. 2019 წლის 9 იანვარს, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ს------–---–----ში, მ--------–---–-------------ში მომხდარ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მან (გ-------------–--ემ) დაარეგისტრირა განცხადება და გაემართა მითითებულ მისამართზე. ადგილზე პოლიციელებს დაკავებული ჰყავდათ ჯ--------------–---–---–ი, ხოლო ქალბატონი ლ--–--–-----–-- იყო აღელვებული და იძახდა, რომ ,,ამას არ აპატიებდა თავის ქმარს’“. სახლში ასევე იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იყვნენ აღელვებულები და ტიროდნენ. 112-ში ზარი განახორციელა დაზარალებულმა ქალბატონმა.
#4---- შეტყობინებით დასტურდება, რომ 2019 წლის 9 იანვარს, 01:42 საათზე, ლ--–---–-----–--მ, ინიციატორის ტელეფონის ნომერი 5--------, დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ქ-------–--–-----–-----------–-----ი, კ---------------–---–-------------ში, მასზე განახორციელა ძალადობა.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 9 იანვარს, 02:02 საათზე, ქ. თბილისი, გლდანი, მ--------–---–-------------ში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული იქნა ჯ--------------–---–---–ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით დასტურდება, რომ ჯ--------------–---–---–ს მეუღლის - ლ--–--–-----–--ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2019 წლის 24 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმებით 2019 წლის 9 იანვარს, მოქ. ლ--–--–-----–--ს მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ---------------–-----–---–მა დაადასტურა მის მიერ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ლ--- ტოკლიკიშვილის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--- ტოკლიკიშვილმა, ჯ--------------–---–---–ის ქმედებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მ------ ტოკლიკიშვილის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ------ ტოკლიკიშვილმა, ჯ--------------–---–---–ის ქმედებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ლ--–---–-----–--ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--–--–-----–--მ, ჯ--------------–---–---–ის ქმედებებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------ემ დაადასტურა მის მიერ ზემოხსენებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნების სისწორე.
ჯ---------------–---–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ, ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - ბ-----------------–ის, გ---------------ს, გ-------------–--ის ჩვენებებით, შეტყობინების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) ჯ--------------–---–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ მუქარის ეპიზოდთან მიმართებით არ არის წარმოდგენილი შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პროკურორის პოზიციით, რადგან დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ, პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად უნდა იქნას გაზიარებული მოწმეების - ბ-----------------–ისა და გ---------------ს ჩვენებები. დაზარალებულმა ხსნებულ პირებს დეტალურად უამბო, თუ როგორ დაემუქრა მეუღლე - ჯ--------------–---–---–ი სიცოცხლის მოსპობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა ლ--–--–-----–--მ (ჯ--------------–---–---–ის მეუღლე), ასევე მ------ და ლ--- ტ----–---–---–--მა (ჯ--------------–---–---–ის შვილები) გამოიყენეს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: იმ ვითარებაში, როდესაც წარდგენილი ბრალდების თანახმად, ჯ--------------–---–---–მა ლ--–--–-----–--ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა საცხოვრებელ სახლში განახორციელა, ჯ--------------–---–---–ის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის (მუქარის) ჩადენის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია არ მიაწოდეს მისმა ოჯახის წევრებმა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მუქარის ეპიზოდთან მიმართებით დარჩა მხოლოდ მოწმეების - ბ-----------------–ისა და გ---------------ს ჩვენებები, რომლებიც მუქარის განხორციელების შესახებ ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები ირიბი ხასიათისაა, რადგან ეყრდნობა დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები ბრალდების ამ ეპიზოდში (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ბრალდება) კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. კონკრეტულ შემთხვევაში კი მუქარის ეპიზოდთან მიმართებით არ არსებობს, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამდენად, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულ ლ--–--–-----–--ს შეფასება არ არსებობს. იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის არსებობას. აღნიშნულ კონტექსტში, როგორც აღინიშნა, მოწმეების - ბ-----------------–ისა და გ---------------ს ჩვენებებში გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მუქარის ეპიზოდში მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება ჯ--------------–---–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედება) მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის დროს ჯ--------------–---–---–ს მომარჯვებული ჰქონდა რაიმე იარაღი, საგანი, ანდა რა კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით ემუქრებოდა მეუღლეს, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, ობიექტური კრიტერიუმებით ემსჯელა და შეეფასებინა დაზარალებულში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ჯ--------------–---–---–მა 2019 წლის 8 იანვარს ლ--–--–-----–--ს მიმართ ჩაიდინა მუქარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ჯ--------------–---–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ჯ--------------–---–---–მა მეუღლის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - ჯ--------------–---–---–ის სრულად გამართლების შესახებ, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ქმედების ყველა თვითმხილველმა მოწმემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა თვითმხილველი მოწმე კი ამავე დადგენილების მიხედვით, არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯ--------------–---–---–ის მიერ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ქმედების ჩადენა ვერ დადასტურდა ვერც უტყუარი და ვერც სხვა საეჭვო ფაქტებით, მოსამართლემ ჯ--------------–---–---–ის ბრალეულობაზე მაინც იმსჯელა მიკერძოებულად. მოსამართლემ გაიზიარა რა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, უტყუარად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ ძალადობის ფაქტი მოხდა 2019 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე. თუმცა მოსამართლემ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა აღელვებული დაზარალებული ნახეს ინციდენტიდან მყისიერად მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელები, მათივე განცხადებითა და შეტყობინების რეგისტრაციის დროის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ ექვსსაათიანი შუალედის შემდეგ – 2019 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათისთვის, რაც მყისიერად ვერ მიიჩნევა. მოსამართლემ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ისე მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად, რომ არ გამორიცხა ეჭვი იმის თაობაზე, დაზარალებულს აღნიშნული დაზიანება სხვა ვითარებაში ხომ არ ჰქონდა მიღებული, რადგან დაზიანების ხანდაზმულობის ვადად ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა მიუთითა ერთი-ორი დღე. ადვოკატი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები ეყრდნობა დაზარალებულ ლ--–--–-----–--სა და მისი შვილების - ლ--- და მ------ ტ----–---–---–--ის გამოკითხვის ოქმებს, თუმცა მათი ჩვენებების მოსმენის შესაძლებლობა მხარეებს არ ჰქონიათ. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, მოსამართლემ მათი ჩვენებები მაინც მიიჩნია პირდაპირ მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.
სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ამასთანავე, დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხა ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება, შესაძლოა, გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ, შესაძლებელია, განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნებისა და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).
სააპელაციო პალატა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ლ--–--–-----–--მ და დაზარალებულის შვილებმა - მოწმეებმა მ------ და ლ--- ტ----–---–---–--მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს ჯ--------------–---–---–ის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. სწორედ აღნიშნულ გარემოება წარმოადგენს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ლაიტმოტივს, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო საჩივრის ყველა ძირითადი არგუმენტი. სააპელაციო პალატა ხაზგასმით, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო, მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მოწმის სახით დაკითხული ინსპექტორ-გამომძიებლები - ბ-----------------–ი და გ--------------- უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, მაგრამ ხსენებულმა პირებმა სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომხდარი ძალადობის დასრულების შემდგომ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა დროსაც დაზარალებულის მიმართ დროის მცირე მონაკვეთით ადრე განხორციელებული ძალადობის კვალი ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო. ხსენებულმა პირებმა ჩვენების მიცემის დროს დეტალურად ისაუბრეს არა მარტო დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ ბინაში მყოფი, ძალადობის შემსწრე მცირეწლოვანი ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეც და აღნიშნეს, რომ დაზარალებული იყო აღელვებული, ნამტირალევი, ასევე საწოლში მწოლიარე ერთი ბავშვი ტიროდა, ხოლო მეორე ბავშვი იმალებოდა საბანში. მოწმეთა ჩვენებების აღნიშნული ნაწილი მიჩნეულ უნდა იქნას პირდაპირ მტკიცებულებად. დაზარალებულმა მასთან დასახმარებლად მისულ პოლიციელებს აჩვენა ადგილი, სადაც დაარტყა მეუღლემ და ასევე, ზოგადად, უამბო მათ მომხდარი ძალადობის შესახებ. თავის მხრივ დაზარალებულისგან მიღებული ინფორმაცია სასამართლოს მოახსენეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა. სააპელაციო პალატა კატეგორიულად არ ეთანხმება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმეების - ბ-----------------–ისა და გ---------------ს ჩვენებები წინააღმდეგობრივია, პირიქით, ხსნებულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, როგორიცაა სატელეფონო შეტყობინება მომხდარი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები. მათი ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული მოწმეებისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირი - დაზარალებული ლ--–--–-----–-- დაინტერესებული იყო ცრუდ ემხილა მეუღლე ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ან/და თავად მითითებულ მოწმეებს გააჩნდათ რაიმე პირადი ინტერესი ჯ--------------–---–---–ის მიმართ. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებთან მიმართებით და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უარს განაცხადებს სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მნიშვნელოვანია სასამართლომ მხდეველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები, - თუ ვინ ახორციელებს შეტყობინებას მომხდართან დაკავშირებით და რა გარემოებების შესახებ უთითებს შეტყობინებაში, ასევე, რამდენად დროულად ხდება შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცავების პირველადი კონტაქტი შეტყობინების ინიციატორთან. კონკრეტულ შემთხვევაში გადაუდებელი დახმარებისათვის ელსმენით შეტყობინება ,,112-ში“ განახორციელა დაზარალებულმა ლ--–--–-----–--მ და ითხოვა დახმარება იმის გამო, რომ მის მიმართ მეუღლე ახორციელებდა ძალადობას, მასთან მისივე შეტყობინებიდან უმოკლეს დროში მისულ პოლიციელებს კი დეტალურად უამბო მომხდარის შესახებ. შემდგომში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობისას მან კიდევ ერთხელ ამხილა მეუღლე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და აღნიშნა, რომ დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნებოდა და მოგვიანებით ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა, მიაყენა მეუღლემ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჯ--------------–---–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენით დგინდება, რომ ჯ--------------–---–---–მა მეუღლის, - ლ--–--–-----–--ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მუქარა. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ჯ--------------–---–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ჯ--------------–---–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ჯ--------------–---–---–ის მიმართ, როგორც გამამართლებელ, ისე გამამტყუნებელ ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ--------------–---–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ჯ--------------–---–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ჯ--------------–---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ჯ--------------–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ჯ--------------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 იანვრიდან;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი, დატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც დაულუქავ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე