განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002971741
საქმე №1ბ/1736-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ-----–-------ს
ადვოკატ: გ--------------ის, ც----------------ის
გამართლებულ: მ--–-------–------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ მ--–---------------------–------–---–ის დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ------–--–---–----------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------–-------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–-------–------–---–მა ჩაიდინა
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 20 ოქტომბრის, 2019 წლის 3 იანვრის და 2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდები).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--–--------–------–---–მა შელაპარაკებისას მეუღლეს - ნ-----------------ს წიხლი ჩაარტყა მუცელში და წააქცია იატაკზე. წაქცეულ ნ----------------ს მ--–-------–------–---–მა სხეულზე მრავალჯერ დაარტყა წიხლები და მუშტები, რითაც ნ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2019 წლის 3 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ჭ-----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--–--------–------–---–მა შელაპარაკებისას მეუღლეს - ნ----------------ს წიხლი ჩაარტყა მუცელში, რითაც ნ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტისას მ--–-------–------–---–ი ნ---------------ს დაემუქრა მოკვლით, რაც ნ---------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 2019 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ჭ-----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--–--------–------–---–მა შელაპარაკებისას მეუღლეს - ნ-----------------ს მუცელში ჩაარტყა წიხლი და მიახეთქა კედელზე, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ზურგზე, რის შედეგადაც ნ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე
მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მ--–-------–-----–---–ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მ--–-------–------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასევე, მ--–-------–------–---–ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს, რომ ნ---------------ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმამ ცალსახად შექმნა ირიბი ჩვენებებისათვის პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველი. ასევე, დაზარალებულის შეტყობინება და ექსპერტთან გაცხადებული ინფორმაცია განხილული უნდა იქნას როგოროც დამოუკიდებელი მტკიცებულბები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი მ--–-------–------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ--–-------–------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ნ---------------მ გამართლებულ მ--–-------–------–---–ის მეუღლემ, ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული იქნა ნ---------------ს დედა - ჯ--–-------------, რომელმაც განმარტა, რომ იგი პირადად არ შესწრებია მისი შვილის - ნ----------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს. 2019 წლის 4 აპრილს, საღამოს, დაურეკა შვილს - ნ---------------ს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ - მ--–-------–------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თირკმელებში დაარტყა ფეხი. შემდეგ გაიგო, რომ ნ--------------- პოლიციაში იყო მისული, რის გამოც თავადაც წავიდა პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხვისას შეიტყო, რომ გარდა იმ დღით განხორციელებული ძალადობისა, მ--–-------–------–---–ის მხრიდან ძალადობის სხვა ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი.
მოწმე ლ--------–-–---–ის განმარტებით, ნ---------------სა და მ--–-------–------–---–ს შორის კონფლიქტს ან ძალადობას პირადად არ შესწრებია. 2019 წლის 4 იანვარს მისმა შვილმა - მ--------–-–---–მა უთხრა, რომ ნ---------------ს და მ--–-------–------–---–ს ბინის საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ კონფლიქტი. ასევე, 2019 წლის 4 აპრილს, მისი შვილისაგან - მ--------–-–---–ისაგან გახდა ცნობილი, რომ დაურეკა ნ---------------მ და უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები მიჩნეული იქნა უდავოდ და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ---------------მ (გამართლებულის მეუღლე), რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ნ--------------- არის ის პირი (გამართლებულის ოჯახის წევრი), რომელსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ--–-------–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება აპელირებას მოწმეების - ჯ--–-------------ს და ლ--------–-–---–ის ჩვენებებში გადმოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, - სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი ირიბი ხასიათისაა, რადგან ეყრდნობა ჯ--–-------------ს შემთხევაში დაზარალებულის, ხოლო ლ--------–-–---–ის შემთხვევაში შვილის, - მ--------–-–---–ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ვერ დაედება საფუძვლად მ--–-------–------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე
მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და როგორც უკვე აღინიშნა, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, აგრეთვე, აპელირებს საქმეში არსებულ შემდეგ წერილობით მტკიცებულებებზე - შეტყობინებაზე (განცხადება) ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით (შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნ---------------ს, მისივე გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა) და ექსპერტიზის დასკვნაზე (აღნიშნულია, რომ პაციენტის (ნ---------------ს) გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა). სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ შეტყობინებასა და ექსპერტიზის დასკვნას, როგორც მ-----–---–------–---–ის დამნაშავეობის დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებებს, რადგან მათში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების დასადასტურებლად არ არსებობს პირველწყაროს (დაზარალებულ ნ---------------ს) სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის - მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით - ოჯახში ძალადობა, გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეუარცხყოფაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), დაზარალებულის ტანჯვა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ--–-------–------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება და
განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, არ არსებობს დაზარალებულის გაცხადებული
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას მ--–-------–------–---–ი ნამდვილად დაემუქრა და მას მუქარის განოხრციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ--–-------–------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ--–-------–------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ
კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი მ--–-------–------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი მ--–-------–------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ--–-------–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გამართლებულ მ--–-------–------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი