განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2019
საქმის ნომერი
330100119002897415
ინსტანცია
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002897415

საქმე №1ბ/975-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------ის

ადვოკატის: ქ------–------–----ის

მონაწილეობით,გამართლებულის: თ----------–------–---–ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ თ----------–------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი გა--თლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–----------------------------------------------ში, მიმართ, და--შაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----------–------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2000 წლიდან თ----------–------–---–ი და ა----------ე იმყოფებიან ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰყავთ ორი საერთო შვილი. დაახლოებით ოთხი წლის წინ თ----------–------–---–ი გაემგზავრა კა--დაში სამუშაოდ. წასვლამდე განქორწინდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იმყოფებოდნენ თა--ცხოვრებაში. 2019 წლის 4 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ-------–---------------–-------------------------------------------ში, თ----------–------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე ა----------ეს თავის არეში ჩაარტყა მობილური ტელეფონი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 5 თებერვალს, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ----------–------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა----------ეს. კერძოდ, უწმაწური სიტყვებით მიმართა და ორჯერ ჩაარტყა მუჭი თავის მარცხენა არეში, აღნიშნული დარტყმების შემდეგ დაზარალებული გავიდა სააბაზანოში, საიდა--ც მალევე მობრუნდა საძინებელ ოთახში, სადაც ფეხზე დამდგარი დახვდა თ----------–------–---–ი, რა დროსაც მან გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაზე, აღნიშნული ქმედების შედეგად ა----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----------–------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ-------–--–-------------–-------------------------------------- სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თ----------–------–---–სა და მის სიმამრს - დ-------------ეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც თ----------–------–---–მა დ-------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახეში გაარტყა გასაღებების აცმა, რის გამოც დ-------------ეს დაუზიანდა მარჯვენა ლოყისა და ცხვირის მიდამო. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გა--ჩენით:

 

თ----------–------–---–ი ცნობილ იქნა უდა--შაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

აღნიშნული გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს თ----------–------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გამამართლებელი გა--ჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი გა--ჩენის დადგენას, თ----------–------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული და--შაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გამამართლებელი გა--ჩენი თ----------–------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი გა--ჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თა--სწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, გა--მტკიცებენ უდა--შაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თა--ხმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, ყოველი ბრალდებული უდა--შაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდა--შაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თა--ხმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ----------–------–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელ გა--ჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი გა--ჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აა--ლიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - დ-------------ის, მ--–------–---------ის, დ---------------ის ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით თ----------–------–---–ის მიერ განსახილველი და--შაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება დაზარალებულს, ა----------ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც და--შაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თა--ხმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ა----------ემ (გამართლებულის მეუღლე) გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც და--შაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და--წესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ თ----------–------–---–ის მეუღლემ ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი თ----------–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით და--შაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდა--შაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური და--შაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და და--შაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ა--ლიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის და--შაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლია--დ დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოსატა--დ ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდა--ც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოსატა--დ დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი გა--ჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მიხედვით, 2019 წლის 4-5 თებერვალს თ----------–------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების დასადასტურებლად სასამართლოში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება. ბრალდების ამ ეპიზოდში თ----------–------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო პალატის სხდომაზე მიუთითა დ-------------ისა და მ--–------–---------ის ჩვენებებზე. აღნიშნული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდთან მიმართებით მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება თ----------–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით და--შაულების ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. ამასთან, აღნიშნული მოწმეები თავიანთ ჩვენებებში ზოგადად მიუთითებენ თ----------–------–---–სა და ა----------ეს შორის კონფლიქტზე, რაც დ-------------ისათვის ცნობილი გახდა ა----------ისაგან, ხოლო მ--–------–---------ისათვის - დ-------------ისაგან. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, დაზარალებულ ა----------ის ეპიზოდთან მიმართებით ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად ბრალდების ამ ეპიზოდში თ----------–------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტა--ს.

 

რაც შეეხება დაზარალებულ დ-------------ის ეპიზოდთან მიმართებით თ----------–------–---–ის ბრალეულობას, სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო პალატის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა დ-------------ის, მ--–------–---------ისა და დ---------------ის ჩვენებებზე და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა დაზარალებულმა დ-------------ემ გა--ცხადა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, მასთან სახლში მოსული თავისი შვილისგან - ა----------ისგან გაიგო, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და აპირებდა სახლიდან პირადი ნივთების წამოღებას. ა--ს მისვლის შემდგომ, მალევე მოვიდა თ----------–------–---–ი, რომელიც კითხულობდა მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზს. თ----------–------–---–ი მასთან საუბრის შემდგომ წავიდა სახლიდან, ხოლო ა----------ემ მას (დაზარალებულს) სთხოვა თ----ს სახლში გაყოლა პირადი ნივთების წამოსაღებად. იგი დაუკავშირდა ნათესავებს - მ--–------–---------ესა და დ---------------ეს და სთხოვა მათ დახმარება თ----------–------–---–ის სახლიდან ნივთების წამოღებაში. თ----ს საცხოვრებელ სახლთან მისვლისას, თ---- მის ნათესავებთან გ----------------ესა და ც-----------------ესთან ერთად შეხვდა საცხოვრებელ კორპუსთან. ა----------ემ მეუღლეს უთხრა, რომ მისული იყო საკუთარი ტანსაცმლის წასაღებად. თ----------–------–---–ი იყო აღელვებული და ა--ს გამოართვა საცხოვრებელი სახლის გასაღებების აცმა. მას (დ-------------ეს) და თ----------–------–---–ს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც თ----მ სახეში გაარტყა გასაღებების აცმა, რა დროსაც ტკივილი არ უგრძვნია, თუმცა, როგორც შემდგომ ნახა, დაზიანება მიყენებული ჰქონდა სახის არეში. თ----------–------–---–თან ჰქონდა ხუთ წუთიანი დაპირისპირება და ამ უკა--სკნელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა პირველად თავად არ დაურტყამს. თ----------–------–---–ის ხელში, გარდა გასაღების აცმისა, სხვა ნივთი არ შეუნიშნავს. შემოესმა მხოლოდ ა----------ის ნათქვამი, რომ ხელში და-- აქვსო. ამჟამად თ----------–------–---–თან კონფლიქტი ამოწურულია. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა მ--–------–---------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დილის საათებში, დაუკავშირდა ნათესავი დ-------------ე, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს ა----------ეს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან - თ----------–------–---–თან და სურდა სახლიდან პირადი ნივთების წამოღებაში დახმარება. თ----------–------–---–ის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა ა----------ესთან, დ-------------ესა და მათ საერთო ნათესავ დ---------------ესთან ერთად. სადარბაზოსთან შეხვდათ თ----------–------–---–ი ორ თანმხლებ მამაკაცთან ერთად. დ-----მა თ----ს უთხრა, რომ მისულები იყვნენ სახლიდან ა----------ის პირადი ნივთების წამოსაღებად, რაზეც თ----მ გა--ცხადა უარი, სა--მ არ მოაგვარებდნენ ლომბარდის საკითხს. მის ნათქვამზე ყურადღება არ მიუქცევია და სთხოვა მას დასალაპარაკებლად ცალკე გასვლა. ამ დროს დ-------------ესა და თ----------–------–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება. გაიგო ა----------ის ყვირილი - „ვაიმე და--ო“ და დაინახა თ----------–------–---–ის ხელში ვერცხლისფერი დასაკეცი და--, რომელიც გააგდებინა ხელიდან. კონფლიქტის შედეგად, დაზიანებები აღენიშნებოდა თ----------–------–---–საც და დ-------------ესაც, რომელსაც ნაკაწრი ჰქონდა სახეზე, ხოლო თ----------–------–---–ს მთლია--დ დაწითლებული ჰქონდა სახე. წაქცეული თ----------–------–---–ი მას (მოწმეს) არ დაუნახავს. კონფლიქტის დროს ვერ ხედავდა, რას აკეთებდნენ თ----------–------–---–ის თანმხლები მამაკაცები, ვინაიდან ძირითადად ორიენტირებული იყო, რომ და-- მოეშორებინა ადგილიდან. სასამართლოში დაკითხულმა მოწმე დ---------------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, თავის ნათესავებთან - დ-------------ესთან, მ--–------–---------ესა და ა----------ესთან ერთად მივიდა თ----------–------–---–ის საცხოვრებელ კორპუსთან, ვინაიდან ა----------ეს სურდა სახლიდან საკუთარი პირადი ნივთების წამოღება. კორპუსის ეზოსთან დახვდათ თ----------–------–---–ი, რომელმაც ა----------ეს უთხრა, რომ პირად ნივთებს გაატანდა გარკვეული საკითხების დაზუსტების შემდგომ. ამ დროს კონფლიქტი მოხდა თ----------–------–---–სა და დ-------------ეს შორის. პირველად თ----------–------–---–მა, სავარაუდოდ, მუშტი დაარტყა დ-------------ეს თავის არეში, რის შემდეგაც დ-------------ემაც დაარტყა თ----------–------–---–ს. დ-------------ეს სისხლი სდიოდა ლოყიდან. თ----------–------–---–მა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი ვერცხლისფერი და--, თუმცა მან (მოწმემ) და მ--–------–---------ემ შეძლეს დანის ხელიდან გაგდება. მოწმის განმარტებით, დაზიანება ცხვირში ასევე აღენიშნებოდა თ----------–------–---–საც.

 

სააპელაციო პალატა მოწმეების - დ-------------ის, მ--–------–---------ისა და დ---------------ის ჩვენებებს განიხილავს და შეაფასებს არა განყენებულად, არამედ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მოწმეების - ც-----------------ის, გ----------------ის, ო---------------ისა და ნ------–-----ის ჩვენებებთან მიმართებაში. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ც-----------------ემ გა--ცხადა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, სიმამრთან - გ----------------ესთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც შეხვდა თ----------–------–---–ი. ეზოში მოვიდნენ ა----------ე, ა--ს მამა დ-------------ე და ორი უცნობი პიროვნება. ა----------ემ მეუღლეს უთხრა, რომ მისული იყო პირადი ნივთების წასაღებად, რაზეც თ----------–------–---–მა მოსთხოვა სახლის გასაღების დაბრუნება. მათ საუბარში ჩაერთო დ-------------ე და მოხდა შელაპარაკება. დ-------------ემ ხელი წაავლო თ----------–------–---–ს, მაისურით მოქაჩა მისკენ და სა--მ გასაშველებლად მივიდოდნენ, დააგდო ძირს, რის შემდეგაც ფეხი ამოარტყა სახეში. იქ მყოფები ცდილობდნენ მათ გაშველებას, რა დროსაც დ-------------ე კიდევ იწევდა თ----სკენ, რომელიც ეკითხებოდა მას, რატომ დაარტყა ხელი. იმ დროს, როდესაც დ-------------ე იწევდა დასარტყმელად, თ----------–------–---–მა მოუქნია და სახეში გაარტყა გასაღებიანი ხელი. პირველად დ-------------ემ მოკიდა ხელი თ----------–------–---–ს, მოქაჩა, დააგდო ძირს და ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც უკვე ხელი მოუქნია თ----------–------–---–მა. მას (მოწმეს) ჩხუბის დროს არავის ხელში და-- არ დაუნახავს. თ----------–------–---–ს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი და მთლიანი სახე ჰქონდა წითელი. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ----------------ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს დ-------------ემ დაიჭირა თ----------–------–---–ი და წააქცია, რის შემდეგაც თ----------–------–---–მა გასაღებიანი ხელი დაარტყა დ-------------ეს. ეს უკა--სკნელი განწყობილი იყო აგრესიულად, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, მისთვის (გ----------------ისთვის) უცნობია. დ-------------ემ ასევე ფეხი ამოარტყა თ----------–------–---–ს სახის არეში, რის გამოც თ----ს მთელი სახე დასისხლიანებული ჰქონდა. თ----------–------–---–ს გასაღებების ასხმა ეჭირა მარჯვენა ხელით და თ----ს ხელში და-- არ დაუნახავს. მოწმე ნ------–-----ის ჩვენებით, 2019 წლის 5 თებერვალს, დილის საათებში, სახლის ფანჯრიდან დაინახა ძირს დაგდებული მამაკაცი, რომელსაც სცემდა მეორე მამაკაცი. მამაკაცი იყო სისხლიანი და თავდაპირველად გაუჭირდა მისი ცნობა, თუმცა, როდესაც იგი წამოაყენეს, ნახა, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო თ----------–------–---–ი. შემდეგ გაიგო, რომ მამაკაცი, რომელიც ძირს დაგდებულ თ----------–------–---–ს ურტყამდა, იყო ამ უკა--სკნელის სიმამრი დ-------------ე. თ----------–------–---–ს გახეთქილი შუბლიდან მოსდიოდა სისხლი. თ----ს ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს. დ-------------ის შვილი ა----------ე იქ მყოფ ორ პირს სთხოვდა დახმარებას. მოწმე ო---------------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დილის საათებში, ეზოდან გაიგო ჩოჩქოლის ხმა და აივანზე გასულმა დაინახა, როგორ წვდა მხრებში დ-------------ე თ----------–------–---–ს და როგორ დააგდო ძირს. ადგილზე მყოფი სხვა მამაკაცები ცდილობდნენ მათ გაშველებას. ამის შემდგომ, თ----------–------–---–ი და დ-------------ე მოეფარნენ აივანს და ვერ ხედავდა, რა ხდებოდა. შემდეგ დაინახა ქალბატონი, რომელიც ეძებდა გასაღებს. როდესაც ეზოში ჩავიდა, კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო. თავდაპირველად დ-------------ემ დააგდო ძირს თ----------–------–---–ი, რომელიც ფეხის მოქნევით ცდილობდა მის მოგერიებას, თუმცა დ-------------ემ ზემოდან ჩაარტყა ფეხი. საბოლოოდ, თ----------–------–---–ი ჩაჯდა მანქა--ში და წავიდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული და--შაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული და--შაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულმა დ-------------ემ სასამართლოში გა--ცხადა, მას თ----------–------–---–თან ფიზიკური დაპირისპირების დროს, რა დროსაც თ----მ სახეში გაარტყა გასაღებების აცმა, ტკივილი არ უგრძვნია. იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას. მოწმე მ--–------–---------ემ მიუთითა, რომ დ-------------ეს ნაკაწრი ჰქონდა სახეზე, ამასთან, თითქმის ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ კონფლიქტის შედეგად გაცილებით მძიმე დაზიანებები ჰქონდა თ----------–------–---–ს, რაც ასევე დასტურდება მის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით. რაც შეეხება დ-------------ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, აღნიშნული ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ობიექტურად ასევე არ დასტურდება დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობა (მითითებულია, რომ 05.02.2019წ. მოქ. დ-------------ის პირადი შემოწმებისას შემოწმების მომენტში ჩივილებს არ წარმოადგენს).

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული გა--ჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ა--ლიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გა--ჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი გა--ჩენის გამოსატა--დ. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ თ----------–------–---–მა ჩაიდინა მეუღლისა და სიმამრის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულებში ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მეტიც, არაერთი, მათ შორის ბრალდების მოწმეების, აგრეთვე, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დადგენილია, რომ თ----------–------–---–ს პირველად მისმა სიმამრმა დ-------------ემ მოქაჩა, დააგდო ძირს და წაქცეულს ურტყამდა ფეხს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათა--დოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლია--დ გადაწყვიტა თ----------–------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ თ----------–------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული და--შაულები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გა--ჩენი გამართლებულ თ----------–------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გა--ჩენი თ----------–------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

თ----------–------–---–ი ცნობილ იქნას უდა--შაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

გამართლებულ თ----------–------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ა--ზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ თ----------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

გა--ჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთა--ვე;

 

გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე