განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
330100119003136204
ინსტანცია
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003136204

საქმე №1/ბ-96-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------–--–---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, მცხოვრების:--------–--–--------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 ივნისს, ზ--------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას - რ----------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც რ----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 19 ივნისს, ზ--------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - რ----------------–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით ზ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ზ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ზ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტმა მოითხოვა ზ--------------–---–ისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ზ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ--------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა რ----------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----–---------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 19 ივნისს, პატრულ - ინსპექტორ თ----------------–---–თან ერთად პატრულირების დროს, რადიოსადგურ ,,ცენტრიდან“ მიიღო შეტყობინება, რომ თბილისში, მუ-------------------------------------------ის მიმდებარედ, მოქალაქე გადასაყვანი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. გამოძახების ადგილზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი რ----------------–---–ი, იგი არ ითხოვდა პოლიციელების დახმარებას, მხოლოდ სურდა შვილის - ზ--------------–---–ის გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და იქცეოდა არაადეკვატურად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი გადაიყვანა ფსიქიატრიულში. ბრიგადას, პრევენციის მიზნით, გაჰყვა საპატრულო პოლიციაც ჯ----–---------ის და თ----------------–---–ის შემადგენლობით. კლინიკამ უარი განაცხადა ზ---------------–---–ის მიღებაზე ალკოჰოლური თრობის გამო, ამასთან, არ ვლინდებოდა დანაშაულის ნიშნები, პოლიციელებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ კლინიკის ტერიტორია. სწორედ ამ დროს, რ----------------–---–მა მათ განუცხადა, რომ ზ--------------–---–ის სახლში დაბრუნების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, რადგან პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე ზ--------------–---–მა იგი სცემა. ცემის შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს თავის და ორივე კიდურის არეში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ - ინსპექტორმა თ----------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 19 ივნისს რადიოსადგურ ,,ცენტრიდან“ მიიღო შეტყობინება, რომ თ---–--–------------------------------------ კორპუსის მიმდებარედ, მოქალაქე გადასაყვანი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შეტყობინების მისამართზე, სადაც დახვდათ ინიციატორი რ----------------–---–ი და ზ--------------–---–ი. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არაადეკვატურ მდგომარეობაში, წელს ზემოთ შიშველი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზ--------------–---–ი გადაიყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პრევენციის მიზნით პატრულ-ინსპექტორებიც გაჰყვნენ. კლინიკამ პაციენტის მიღებაზე ალკოჰოლური თრობის გამო, უარი განაცხადა. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები და არც ინიციატორი ითხოვდა პოლიციელების დახმარებას, მეწყვილესთან ერთად ტოვებდა ფსიქიატრიულ დაწესებულებას, სწორედ ამ დროს, მათთან მივიდა რ-----------------–---–ი და უთხრა, რომ გასულ კვირას შვილმა, ქონებრივი უთანხმოების გამო, რამდენჯერმე სცემა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმ დღესაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და მუქარას, იტკიებდა თავს, ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა არ მიუთითებია დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე. მოწმემ შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი და გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

 

2019 წლის 19 ივნისს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება. ინიციატორი რ-----------------–---–ი ითხოვდა შვილის - ზ---------------–---–ის გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #------------ დასკვნის თანახმად, მოქალაქე რ----------------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-2 ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ზ--------------–---–ს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, გართულებული ალკოჰოლიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო ორგანული პიროვნული აშლილობით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი ავითარებს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის განცხადება - ,,არ მსურს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა“ განხილული უნდა იქნას როგორც მსხვერპლისათვის მნიშვნელოვანი მიზეზობრივი ბარიერის არსებობა ჩვენების მიცემის საწინააღმდეგოდ, რაც საკონსტისტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ირიბი ჩვენების პირდაპირი ჩვენების თანაბარმნიშვნელოვნად მიჩნევის ფორმალურ საფუძველს ქმნის. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაზიარიებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა რ----------------–---–მა (ზ--------------–---–ის დედა), რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია დედა. რ----------------–---–ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ზ--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება მოწმე ჯ----–---------ის და თ----------------–---–ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის, - რ----------------–---–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეუარცხყოფაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), დაზარალებულის ტანჯვა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და ტანჯვა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია აღნიშნული გარემოებების შესახებ.

 

რაც შეეხება აპელირებას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირველწყაროს დაზარალებულის სასამართლოში გაკეთებული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ზ--------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, არ არსებობს დაზარალებულის გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ზ--------------–---–ი ნამდვილად დაემუქრა და მას მუქარის განოხრციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ზ--------------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ--------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ზ--------------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ზ--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით ზ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ზ--------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი