განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
330100119003147920
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003147920

საქმე № 1ბ/420-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - გ------- ო----–--ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, რეგისტრაციის ადგილი: თბ--–----------------–---–-------------------------------–----------–--------–--------–-----------------------------------

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილი (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა მ------–--------მ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლის მიხედვით გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლომ სათანადოდ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები ფიზიკური ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში, თუმცა ფსიქლოგიური ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ნაწილში აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ გ------- ო----–--ე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა) გათვალისწინებულ დანაშაულებთა ჩადენაში დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის აღნიშნული კვალიფიკაციით განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ზ------- პ-------–---–მა განმარტა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტესბ ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი-ნ---- ო----–--ე. ის გარემოება, რომ თავად-ნ---- ო----–--ემ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება არ გამორიცხავს ფაქტს, არამედ არასრულწლოვანმა არ ისურვა მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მიეწოდებინა სასამართლოსთვის. რაც შეეხება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელის ჩვენებით ირკვევა, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არასრულელოვანმა მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ------- ო----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა) გათავლისწინებული დანაშაულთა ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს გ------- ო----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის ადვოკატმა გ----------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, ხოლო დანიშნული სასჯელი აშკარად მკაცრი, ვინაიდან სახეზე იყო შემამსუბუქებელი გარემოებები, რაზე დაყდნობითაც სასამართლოს უნდა ემსჯელა და გ------- ო----–--ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით უნდა გამოეყენებინა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან პირობითი მსჯავრი. მსჯავრდებულმა სასამართლო განხილვისას დააფიქსირა თავისი პოზიცია. მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ განაჩენის გამოტანისას, სასჯელის დანიშვნისას კი, არ გაიზიარა აღნიშნული გარემოება და განუსაზღვრა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დასაბუთებაში აღნიშნა, რომ გ------- ო----–--ის აღიარება არ იყო გულწრფელი და არ წარმოადგენდა ისეთ შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ მის მიმართ ემსჯელა პირობითი სასჯელის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნაზე. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ თითქოს დაზარალებულს ჰქონდა შიში გ------- ო----–--ის მიმართ, რასთან დაკავშირებითაც აპელანტი აღნიშნავს, რომ ზ------- პ-------–---–ს არასდროს ჰქონდა სურვილი, რომ მისი მეუღლე ყოფილიყო პატიმრობაში, მას მხოლოდ სურდა, რომ გ------- ო----–--ის მიმართ გამოწერილი ყოფილიყო შემაკავებელი ორდერი, რასაც ადეკვატურ და საკმარის ღონისძიებად თვლიდა. აღნიშნულს ადასტურებს დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, სადაც ის განმარტავს, რომ კონფლიქტი მასსა და მის მეუღლეს შორის ამოწურულია, მის მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია, მისგან არ ელოდება არანაირ საფრთხეს და მისი და მათი შვილების საერთო სურვილი და თხოვნაა გ------- ო----–--ეს განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი. გ------- ო----–--ემ საპატიმროში მიიღო გულის მწვავე ინფარქტი, ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია, სტენტირება. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ო----–--ეს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მასვე წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მასვე წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. მასვე წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ო----–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

1998 წლიდან ზ------- პ-------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ო----–--ესთან და ჰყავთ საერთო შვილები - 19 წლის ლ---- ო----–--ე და 13 წლის ნ---- ო----–--ე. ხშირი კონფლიქტების მიზეზით, 6 წლის წინ მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს, დაახლოებით ერთი წლის წინ კი შერიგდნენ და თავიანთ 13 წლის არასრულწლოვან შვილთან - ნ---- ო----–--ესთან ერთად ცხოვრობდნენ ქ-------–--–----–-------------------------ში მდებარე გ------- ო----–--ის დროებით საცხოვრებელ ბინაში.

2019 წლის მაისიდან - 2019 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, ქ-------–--–----–-------------------------ში მდებარე გ------- ო----–--ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, ფინანსურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ---- ო----–--ის თანდასწრებით, გ------- ო----–--ე ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - ზ------- პ-------–---–ზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

2019 წლის 29 ივნისს, ქ------–--–-----------------------ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გ------- ო----–--ეს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან - ზ------- პ-------–---–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელი მაჯაზე ძლიერად მოუჭირა და აჯანჯღარა. გ------- ო----–--ის ქმედებების შედეგად, ზ------- პ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელის არეში მიიღო დაზიანება.

2019 წლის მაისში, ქ-------–--–-----------------------ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, გ------- ო----–--ემ არასრულწლოვან შვილს - ნ---- ო----–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა. გ------- ო----–--ის ქმედების შედეგად, ნ---- ო----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 10 ივლისს, გ------- ო----–--ის მიმართ მეუღლეზე - ზ------- პ-------–---–ზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოცემულ იქნა #------ შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით გ------- ო----–--ეს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ზ------- პ-------–---–ი (მსხვერპლი) ცხოვრობდა, აგრეთვე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. აეკრძალა ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. გ------- ო----–--ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2019 წლის 22 ივლისს, #8-ე პენიტენციური დაწესებულებიდან მიწერა წერილი ზ------- პ-------–---–ს.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ო----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1998 წლიდან ზ------- პ-------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ო----–--ესთან და ჰყავთ საერთო შვილები - 19 წლის ლ---- ო----–--ე და 13 წლის ნ---- ო----–--ე. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, 6 წლის წინ მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს, დაახლოებით ერთი წლის წინ კი შერიგდნენ და 13 წლის არასრულწლოვან შვილთან - ნ---- ო----–--ესთან ერთად ცხოვრობდნენ ქ-------–--–----–-------------------------ში მდებარე გ------- ო----–--ის დროებით საცხოვრებელ ბინაში.

 

ბრალდებულის დაკავებამდე, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, ყოფით საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტისას, გ------- ო----–--ე ფსიქოლოგიურად, სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - ზ------- პ-------–---–ზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, უშვერი სიტყვებით მიმართვდა, ამცირებდა, ემუქრებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებით. გ------- ო----–--ის ქმედებით ზ------- პ-------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

2019 წლის 29 ივნისს, გ------- ო----–--ეს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან - ზ------- პ-------–---–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელი მაჯაზე ძლიერად მოუჭირა და აჯანჯღარა. გ------- ო----–--ის ქმედების შედეგად, ზ------- პ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელის არეში მიიღო დაზიანება.

2019 წლის 10 ივლისს, გ------- ო----–--ის მიმართ მეუღლეზე - ზ------- პ-------–---–ზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოცემულ იქნა #------ შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით გ------- ო----–--ეს (მოძალადეს) 30 დღის ვადით აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან. გ------- ო----–--ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2019 წლის 22 ივლისს, #8-ე პენიტენციური დაწესებულებიდან მიწერა წერილი ზ------- პ-------–---–ს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

2019 წლის 10 ივლისს, მოქალაქე ზ------- პ-------–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

დაზარალებულ ზ------- პ-------–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგენილია, რომ 1998 წელს დაქორწინდა გ------- ო----–--ეზე, ჰყავთ ორი შვილი. დაახლოებით ექვსი წლის წინ, მეუღლემ სასტიკად სცემა. ცემის კვალის გამო დაახლოებით 1 თვე ვერ გადიოდა ქუჩაში. ძალადობის და ხშირი კონფლიქტის გამო დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა 1 წლის წინ შერიგდნენ და განაგრძეს თანაცხოვრება არასრულწლოვან შვილთან ნ---- ო----–--ესთან ერთად. გ------- ო----–--ის დაკავებამდე, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ყოფით საკითხებზე დაწყებული კამათი სრულდებოდა გ------- ო----–--ის მხრიდან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფით და დამცირებით. იგი ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო ,,გიჟი“, ემუქრებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებით, აგინებდა. დაზარალებული მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მისთვის განსაკუთრებით დამამცირებელი იყო ის ფაქტი, რომ მეუღლე მიმართავდა სიტყვებით, რომ იყო ,,გიჟი“ და ემუქრებოდა ,,საგიჟეში“ გაშვებით. გ------- ო----–--ე მისი თანდასწრებითაც ურეკავდა ვიღაცას და ეუბნებოდა, რომ ზ------- პ-------–---–ი იყო არაადეკვატური და საჭირო იყო მისი ,,საგიჟეში“ მოთავსება. სიტყვიერ შეურაცხყოფას შესწრებია მათი არასრულწლოვანი შვილი. გ------- ო----–--ე თითქმის ყოველდღე და დღეში რამდენჯერმეც, უშუალოდ, ან ტელეფონით, ანდა მოკლეტექსტური შეტყობინებებით ზ------- პ-------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის და ოჯახის სხვა წევრის მისამართით. სისტემატური შეურაცხყოფა ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევდა, იმდენად ნერვიულობდა, რომ რამდენჯერმე გონებაც კი დაკარგა. სისტემატური დამცირების და შეურაცხყოფის ფონზე წონაში 10 კილოგრამზე მეტი დაიკლო დროის მცირე პერიოდში. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ მეუღლე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ასმევდა მედიკამენტს, რომლის სახელწოდებაც არ იცის, ეუბნებოდა, რომ იყო ნევროლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტი, თუმცა მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს მედიკამენტი იყო სავარაუდოდ ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერება, რადგან ხშირი მოხმარების გამო გაუჩნდა ის სიპტომები, რაც ზოგადად დამახასიათებელია ფსიქოტროპულ ან ნარკოტიკულ მედიკამენტებზე დამოკიდებული პირებისთვის. აღნიშნულ ვარაუდს უმყარებს ის ფაქტი, რომ გ------- ო----–--ე თავადაც იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, ასევე დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე. მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა ,,მეტადონის“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, პარალელურ რეჟიმში მაინც მოიხმარდა ალკოჰოლს. ზ. პ-------–---–ის ჩვენებით, თვითნებურად შეწყვიტა მედიკამენტის მიღება, რადგან ეს უკანასკნელი ვნებდა მის ჯანმრთელობას. გ------- ო----–--ის ქცევების და არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო ძალიან ეშინია, შესაძლოა ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ავნოს და დადგეს ფატალური შედეგი. 2019 წლის მაისსა და ივნისში გ.ო----–--ის მხრიდან დაიწყო აგრესიული ქმედებები და გახშირდა კონფლიქტები, რომელიც ხშირად გამოწვეული იყო ფინანსური პრობლემებით და უკავშირდებოდა გ------- ო----–--ის მხრიდან თანხების უმიზნოდ ხარჯვას. 2019 წლის 29 ივნისს, გ------- ო----–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეუბნებოდა, რომ იყო არაადეკვატური და ,,საგიჟეში“ დასაწვენი. კონფლიქტისას გ.ო----–--ემ ორივე მაჯაში ძლიერად მოუჭირა ხელი და შეაჯანჯღარა. ხელებზე ჰქონდა დალურჯებები და აღენიშნებოდა ნათითურები. ძალადობის შედეგად ზ------- პ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ------- ო----–--ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ასევე ავტომანქანის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. სამართალდამცავმა ორგანომ მისი მოთხოვნის საფუძველზე, 2019 წლის 10 ივლისს გამოსცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით გ------- ო----–--ეს 30 დღის ვადით აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, აღნიშნულის მიუხედავად, ივლისის თვეში გ------- ო----–--ემ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოუგზავნა წერილი. დაზარალებულის ჩვენებით ციხიდან გამოგზავნილი წერილი გადასცა მართლწესრიგის ოფიცერს.

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ---- ო----–--ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ნ---- ო----–--ემ პოზიციის დაფიქსირებამდე სასამართლოს განუცხადა, რომ მას არ სურს მამის დაბეზღება, ამიტომ თავს იკავებს ჩვენების მიცემაზე.

მართლწესრიგის ოფიცრის თ-----------ის ზეპირი ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის ივლისში, ზ------- პ-------–---–ის მოთხოვნით გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლი ითხოვდა მოძალადის მიმართ იმგვარი შემზღუდველი ღონისძიების გატარებას, რომელიც აუკრძალავდა მასთან ყველანაირ კონტაქტს, ასევე ითხოვდა კუთვნილი მანქანის დაბრუნებას, რომელიც მფლობელობაში ჰყავდა მოძალადეს. ზ------- პ-------–---–ს ხელები ჰქონდა დალურჯებული, რასაც უკავშირებდა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. დაზარალებული ასევე აცხადებდა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ყოფილი მეუღლე ასმევდა უცნობ მედიკამენტს, რომელიც ცუდად მოქმედებდა მის ჯანმრთელობაზე და იწვევდა გარკვეული სახის დამოკიდებულებას, აღნიშნულის გამო თვითნებურად შეწყვიტა წამლის მიღება. 2019 წლის 10 ივლისს, ზ------- პ-------–---–მა მოითხოვა მოძალადე გ------- ო----–--ის დავალდებულება, რომ გაეწყვიტა ყველანაირი სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან. აცხადებდა, რომ ყოფილი მეუღლე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ტელეფონით და ტექსტური შეტყობინებებით უგზავნიდა შეურაცხმყოფელ ტექსტებს, აკონტროლებდა მის გადაადგილებას, აიძულებდა გაეყიდა კუთვნილი მანქანა და ფული მისთვის გადაეცა. თ-----------ის ჩვენებით, შემაკავებელ ორდერს მიენიჭა ყველაზე მაღალი ქულა, რაც გახდა საფუძველი ორდერის გამოცემის. შემაკავებელი ორდერის მიხედვით გ------- ო----–--ეს 30 დღით აეკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია ზ------- პ-------–---–თან. შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის ფარგლებში მსხვერპლმა აცნობა, რომ გ------- ო----–--ემ ციხიდან გამოუგზავნა წერილი. დაზარალებულმა წერილი ნებაყოფლობით წარუდგინა მართლწესრიგის ოფიცერს.

გამომძიებელ თ-----------ს ზეპირი ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 ივლისს, ელექტრონულად დაეწერა მართლწესრიგის ოფიცრის თ-----------ის პატაკი. ოფიცერი პატაკში მიუთითებდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე. იკვეთებოდა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა დაზარალებული ზ------- პ-------–---–ი, რომელმაც დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ. დაზარალებულს ვიზუალურად ხელებზე აღენიშნებოდა დაზიანებები - სილურჯეების სახით. დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენის მიზნით დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. შემაკავებელი ორდერის გამოცემა 2019 წლის 10 ივლისს აცნობა გ------- ო----–--ეს. დეტალურად განუმარტა, რომ ეკრძალებოდა ყველა სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან. ორდერის ასლი, დამატებით, პირველი წარდგენის სასამართლოს სხდომამდე უშუალოდ გადასცა გ------- ო----–--ეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სხვა წერილობით დოკუმენტებთან ერთად. გ------- ო----–--ემ შემაკავებელი ორდერის ასლის გადაცემის ფაქტი დაადასტურა მტკიცებულებების გაცვლის ოქმში. ორდერის გამოცემიდან რამდენიმე დღეში გამოვლინდა, რომ გ------- ო----–--ემ ციხიდან გამოუგზავნა წერილი დაზარალებულს. მოწმემ დაათვალიერა კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო წერილი. ციხიდან გამოგზავნილი წერილის ადრესატი იყო დაზარალებული ზ------- პ-------–---–ი.

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

ა) მოქალაქე ზ------- პ-------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს 2019 წლის 29 ივნისს.

ბ) შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 29 ივნისს მეუღლესთან კონფლიქტის დროს მიიღო სხეულის დაზიანებები.

დ) პირადი შემოწმების მონაცემები: მარჯვენა წინამხრის არეში ზედა და შუა მესამედის საზღვარზე სისხლნაჟღენთი არის ზომით 3X1,5სმ. მარცხენა წინამხრის შუა მესამედში სისხლნაჟღენთი, ზომით 8X3სმ. სისხლნაჟღენთები მოყვითალო, მომწვანოა, კონტურებწაშლილი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/2).

ექსპერტმა თ----------------–---მ ჩვენებაში დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადად შეამოწმა ზ------- პ-------–---–ი. შესამოწმებელ პირს მარჯვენა და მარცხენა წინამხრის კიდურებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ 2019 წლის 29 ივნისის თარიღს. ექსპერტმა თვალსაჩინოებისათვის ვიზუალურად აღწერა დაზიანების ადგილები.

წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 ივლისს, გ------- ო----–--ის მიმართ, მეუღლეზე - ზ------- პ-------–---–ზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი. მოძალადე გ------- ო----–--ეს, 30 დღით აეკრძალა ზ------- პ-------–---–თან ყველანაირი სახის კომუნიკაცია.

შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მსხვერპლი, თავად აწვდის ინციდენტის ფაბულას ორდერის გამომცემ პირს, ოქმის მე-3 თავში აღნიშნულია, რომ ზ------- პ-------–---–ს მისი ყოფილი მეუღლე დაემუქრა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმით, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 12 ივლისით, გამომძიებელმა თ-----------მ ბრალდებულს სასამართლოში პირველ წარდგენამდე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად გადასცა შემაკავებელი ორდერის და ოქმის ასლი. აღნიშნული დოკუმენტები სახელდობრ მითითებულია ოქმის მე-5 პუნქტში. ოქმი ბოლოს დოკუმენტზე შესრულებულია შემდეგი სახის შენიშვნა. ,,გადმომცა ოქმი და მასში არსებული მტკიცებულებები სრულად. გ.ო----–--ე“.

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, ძალადობის მსხვერპლთან შედგა ვიზიტი. ვიზიტის ამსახველი დოკუმენტის მიხედვით, გეგმიური შემოწმებისას, მსხვერპლმა ზ------- პ-------–---–მა გასაუბრებისას განმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- ო----–--ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა და საპატიმრო დაწესებულებიდან გამოუგზავნა წერილი. ზეპირი გასაუბრების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ზ------- პ-------–---–ი მითითებულია, დაზარალებული ითხოვს, დაეკისროს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა გ------- ო----–--ეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო.

კონვერტის რეკვიზიტებით, რომელშიც მოთავსებული იყო ციხიდან გამოგზავნილი წერილი, მითითებულია, რომ გამომგზავნი არის #8 დაწესებულების პატიმარი გ------- ო----–--ე, წერილი გამოგზავნილია 22.07.2019 წ. ადრესატი არის ზ------- პ-------–---–ი, ფ------------–-–-–-–---–-----------------------------------------------–--

ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ შესავალ სიტყვაში თავი უდანაშაულოდ ცნო, გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს ჩვენება არ მისცა, თუმცა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა და ითხოვა მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, თუმცა თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში ჩაკითხვით, ბრალდებულისგან მიღებული იქნა ორაზროვანი და დანაშაულის აღიარების გამომრიცხველი განმარტებები. გ------- ო----–--ემ განაცხადა, რომ ყოფით პრობლემებზე ხშირად კამათობდა მეუღლესთან, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ არ იცოდა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დანაშაულს. 2019 წლის 29 ივნისს, მორიგი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, დაზარალებული იყო უკიდურესად აღგზნებული და აგრესიული, სცადა მისი შეკავება ფიზიკურად, ამ პროცესში ზ------- პ-------–---–მა ხელის კიდურებში მიიღო დაზიანება. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის დარღვევის ეპიზოდს, ბრალდებულმა დაადასტურა პენიტენციური დაწესებულებიდან ზ------- პ-------–---–ისთვის წერილის გამოგზავნის ფაქტი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მან არ იცოდა შემაკავებელი ორდერის არსებობის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილს არ გაუგზავნიდა. არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულმა რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია, საწყის ეტაპზე განაცხადა, რომ საჯდომზე წამოარტყა ხელი და არა სახის არეში, შემდეგ საერთოდ უარყო ფიზიკური ძალადობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.~

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა) გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, ხოლო დაცვის მხარის მიერ სასჯელთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ო----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 ივნისის ფიზიკური ძალადობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა) გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისა და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელის სამართლიანობის თაობაზე.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- ო----–--ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის ქმედებებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი. „სისტემატური შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატამ, გაანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ო----–--ე მეუღლის ზ------- პ-------–---–ის მიმართ, მის დაკავებამდე უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, ფსიქოლოგიურად, სისტემატურად ძალადობდა, რამაც დაზრალებულის ტანჯვა გამოიწვია. ასევე გ------- ო----–--ემ, 2019 წლის 29 ივნისს, განახორციელა მეუღლის ზ------- პ-------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. მანვე არ შეასრულა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ხოლო რაც შეეხება გ------- ო----–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას სისტემატური შეურაცხყოფის ნაწილში, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნი შვილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ნაწილში, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატის შეფასებით, მოცემულ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ო----–--ის წარდგენილ ბრალდებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც, გ------- ო----–--ის მხიდან არასრულწლოვან შვილის - ნ---- ო----–--ის მიმართ განხორციელებული სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - არასრულწლოვან დაზარალებულ ნ---- ო----–--ის და გ------- ო----–--ის გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და გ------- ო----–--ეს. არასრულწლოვანმა ნ---- ო----–--ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მამის წინააღმდეგ, ხოლო მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია, საწყის ეტაპზე განაცხადა, რომ საჯდომზე წამოარტყა ხელი და არა სახის არეში, შემდეგ საერთოდ უარყო შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა. ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გ------- ო----–--ის მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში გ------- ო----–--ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოიშველია გამომძიებლის ჩვენება, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინადან ის არ არის შემთხვევის თვითმხილველი და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება არასრულწოვან დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მისი ჩვენება, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საქართელოს უზენაესი სასამართლო 2020 წლის 21 თებერვლის №746აპ-19 განჩინებაში, სადაც მითითებულია, რომ: ,,საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „37. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“. ,,52. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია“.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გ------- ო----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ო----–--ე სისტემატურად, განსაკუთრებით დაკავებამდე უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აგინებდა, ეძახდა ,,გიჟს“, ემუქრებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებით და ამცირებდა. გ------- ო----–--ის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება მსხვერპლში, დაზარალებულ ზ------- პ-------–---–ში, იწვევდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი არ არის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით არ ადასტურებს, რომ გ------- ო----–--ემ მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა არასრულწოვანი შვილის თანდასწრებით. არასრულწლოვანმა ნ---- ო----–--ემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ხოლო თავად დაზარალებულს ზ------- პ-------–---–ს, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, დაზუსტებით არ უთქვამს, რომ არასრულწლოვანი შვილი მინიმუმ სამჯერ, როგორც ეს აუცილებელია მაკვალიფიცირებელი ნიშნის შემადგენლობისთვის, შეესწრო მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გ------- ო----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც მოიცავს სისტემატური შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულის მხრიდან გარემოებების დაუზუსტებლობის (არასრულწლოვნის თანდასწრებით რამდენჯერ განხორციელდა შეურაცხყოფა-დამცირება) და მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, ვერ იქნა სრულად დადასტურებული და გ------- ო----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (2019 წლის 29 ივნისის ფიზიკური ძალადობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით;

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ------- ო----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

გ------- ო----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, ინტენსივობა, ქმედებათა რაოდენობა, ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------ის, სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით, გ------- ო----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი. ჯარიმა გადახდილია 24.01.2020 წ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ჯარიმა გადახდილია 2020 წლის 24 იანვარს, ნასამართლობა გაქარწყლდება 2021 წლის 24 იანვარს, ამდენად, გ------- ო----–--ე დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლევი პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

 

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ გ------- ო----–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველები, ვინაიდან გ------- ო----–--ემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, შესავალ სიტყვაში თავი უდანაშაულოდ ცნო, გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს ჩვენება არ მისცა, თუმცა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა და ითხოვა მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა. თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში ჩაკითხვისას იგი არ დაეთანხმა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გ------- ო----–--ისგან მიღებული იქნა ორაზროვანი და დანაშაულის აღიარების გამომრიცხველი განმარტებები. შესაბამისად, მისი მხრიდან დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გაკეთებული განმარტება დანაშაულის აღიარებასთან მიმართებაში იყო ერთგვარი სტრატეგია არასაპატიმრო სასჯელის მიღების და მას რეალურად დანაშაული არ უღიარებია.

 

პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, გ------- ო----–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის სახის, ზომის და მოხდის წესის განსაზღვრისას, დანაშაულის რეციდივთან ერთად, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით, გ------- ო----–--ეს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რომლის აღსრულება არ მომხდარა თავად მსჯავრდებულის მიერ და ჯარიმის გადახდა მოხდა 24.01.2020წ., როდესაც იგი მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფებოდა პატიმრობაში. შესაბამისად, გ------- ო----–--ის მიმართ დანიშნულმა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელმა ვერ უზრუნველყო მის მიმართ სასჯელის მიზნის განხორციელება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადვოკატის მიერ გ------- ო----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის პიროვნული მახსიათებლების და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ------- ო----–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. ის, რომ გ------- ო----–--ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად დაცვის მხარე ადასტურებს სააპელაციო საჩივრის მიხედვით, რომ გ------- ო----–--ეს მიუხედავად იმისა რომ იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება), ვერ გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ გ------- ო----–--ის მიერ ჩადენილია სხვადასხვა ხასიათის და შინაარსის დანაშაულის 3 ეპიზოდი, იგი მეუღლის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, ასევე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სამივე ეპიზოდი ჩადენილია დროის მცირე პერიოდში, 2019 წლის მაისიდან - ივლისის ჩათვლით. სასჯელის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია ლატენტურობის რისკიც, როგორც ზ------- პ-------–---–მა ჩვენებაში განაცხადა, გ------- ო----–--ემ წლების წინ სასტიკად სცემა, თუმცა მომხდარი პოლიციისთვის არ უცნობებია, 2019 წლის 29 ივნისის ძალადობის ეპიზოდიც იქამდე არ აცნობა პოლიციას, სანამ ვითარება უკიდურესად არ დამძიმდა, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ გ------- ო----–--ის ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამ ფონზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, რომლის მიხედვით, ის თანახმაა გ------- ო----–--ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ,,OPUZ V. TURKEY „- ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, გ------- ო----–--ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაზარალებულთან შერიგებულია, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები და მის მიმართ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, კერძოდ, პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის სახით დაუნიშნა შესაბამისი მუხლის სანქციის გათვალისწინებული მინიმუმი, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრებისას გამოიყენა სასაჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ------- ო----–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ გ------- ო----–--ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი გ------- ო----–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------–--------ს და მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის ადვოკატის გ----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- ო----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------–--------ს და მსჯავრდებულ გ------- ო----–--ის ადვოკატის გ----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი გ------- ო----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ო----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ო----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა). გ------- ო----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ------- ო----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 ივნისის ფიზიკური ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 ექვსი) თვის ვადით.

 

გ------- ო----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ო----–--ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------- ო----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ გ------- ო----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- გ------- ო----–--ის მიერ #8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი ერთი ცალი კონვერტი, მასში მოთავსებული წერილით - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი