განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003296509
საქმე №1ბ/390-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ს--------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 06 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ნ--------–---–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით:
ს--------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან, ამოირიცხა 111 მუხლზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი და ს--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
ს--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
ს--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს--------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ს--------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში გ-----------------–---–-------------ში, ს--------------------ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების და მორჩილების მიზნით, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ე----------------------ეს, რა დროსაც ე----------------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
30 წელია ს--------------------ე და ე----------------------ე ცხოვრობენ ერთად და ჰყავთ 7 საერთო შვილი. თანაცხოვრების პერიოდში, ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ს--------------------ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში, მისი, როგორც კაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ამასთანავე იმის ხაზგასმით, რომ იყო კაცი და მეუღლეს როგორც მის საკუთრებას, ნივთს ისე მოექცეოდა, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ე----------------------ეს, ამცირებდა მას, ლანძღავდა, აგინებდა, აღნიშნულს კი ახორციელებდა მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათისთვის, თბილისში, გ-----------------–---–-------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ს--------------------ემ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მისი როგორც მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების და მეუღლის მორჩილების მიზნით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის ე----------------------ის მიმართ, კერძოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ს--------------------ე ჯერ გაშლილ ხელს, შემდეგ კი მუშტებს ურტყამდა ე----------------------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის მხრების და მკერდის არეში. ფიზიკური ძალადობის დროს ე----------------------ემ გადაწყვიტა გასცლოდა ს--------------------ეს, თუმცა ს--------------------ემ დაიჭირა ორივე ხელით, შემდეგ კი ხელი გაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედება ს--------------------ემ განახორციელა მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ს--------------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებს, თუმცა გამოყენებული სასჯელის ზომა არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო. ს--------------------ეს ბრალი წარედგინა დანაშაულის სამი ეპიზოდის განხორციელების გამო, რომლებიც ჩადენილია ოჯახის წევრის, მეუღლის მიმართ და უფრო მეტიც, ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით განახორციელა ბრალდებულმა. აპელანტის აზრით, გასათვალისწინებელია თავად ბრალდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი. მან გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირებით და თავისი ავტორიტარული დამოკიდებულებით, ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა მეუღლეს, ამას ახორციელებდა თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
აპელანტის მითითებით, ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და უარყოფითად აისახება მსხვერპლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში მსგავსი დანაშაულის შემსწრე არასრულწლოვანიც მსხვერპლად აღიქმება, ვინაიდან განსაკუთრებით სენსიტიურია არასრულწლოვნისთვის აღნიშნული ფაქტი და დიდ ზეგავლენას ახდენს მის ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ის, რომ დაზარალებულს არ სურს ბრალდებულის ციხეში ყოფნა და მისთვის მთავარია მასთან აღარ ჰქონდეს კონტაქტი, მეტყველებს დაზარალებულის მიერ განცდილ შიშზე და ოჯახური დანაშაულების ხასიათზე. დაზარალებული ამ დროს განიცდის შიშს, რომ არ გახდეს შურისძიების მსხვერპლი და მოძალადის მიერ კვლავ არ განმეორდეს მის მიმართ იგივე. ბრალდებულის ქცევები მიუთითებს მის ზოგად დამოკიდებულებაზე სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართ, ახასიათებს ავტორიტარიზმი და ძალადობრივი ქცევისაკენ მიდრეკილება, აქედან გამომდინარე, მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან კვლავ აღარ განახორციელოს ზემოაღნიშნული ქმედებები. აპელანტის აზრით, სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს--------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამავე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა ს--------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების ნაწილში და ამ მიმართებით დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული განაჩენი. სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო.
უპირველეს ყოვლისა, პალატა მიიჩნევს, რომ ს--------------------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები, გარდა მისივე აღიარებისა, დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ე----------------------ის ჩვენებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს--------------------ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ცხოვრების პირობები, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ოთხი ქრონიკული დაავადება, ფაქტობრივად ვეღარ ხედავს, არის ომის ვეტერანი, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია მკაცრი პოზიცია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ს--------------------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას სასჯელის მიზნებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება ს--------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათსა და ინტენსივობაზე, ასევე მისი მხრიდან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ს--------------------ის ქმედებების ხასიათთან. ამასთან, დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე, თუმცა თითოეული მუხლის სანქცია ითვალისწინებს უფრო მსუბუქ ალტერნატივებს. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
აპელანტს სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მიაჩნია ს--------------------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რასაც პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება სასამართლოს მიერ გათვალისწინებულია დანაშაულებრივი ქმედების თითოეულ ეპიზოდში სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის სრული დაცვით.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ს--------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ამდენად, ს--------------------ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი ს--------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ს--------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან, ამოირიცხოს 111 მუხლზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი და ს--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ს--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ს--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს--------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებულ ს--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია. ს--------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ს--------------------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, ე----------------------ის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე