განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
200100119003102448
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003102448

საქმე № 1ბ/392-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - გ------ ო----–---–-, დაბადებული 1----–-–---------------------------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: თ--–----------------------–-----–----.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილი (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი -2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები)და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ----------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა გ------ ო----–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილისა (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი -2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის აღნიშნული კვალიფიკაციით განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------ ო----–---–-ს მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს თავისი მეუღლის, მ------ კ-----–-–---–ის, მიმართ. კერძოდ, დაზარალებულ მ------ კ-----–-–---–ის ჩვენება, ასევე მასთან, მისივე თანხმობით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე მ------ კ-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღების-დანის, ტყავის ქამარის და დიდი ჩაქუჩის, ე.წ. ,,უროს" ამოცნობა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ბრალდების მხარის მოსაზრებით, თითოეული ეპიზოდი და დეტალი იმ მრავალწლიანი ძალადობის და ფსიქლოგიური ზეწოლის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მ------ კ-----–-–---–ის მიმართ მისი მეუღლის მხრიდან, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ჩატარებული ექსპერტიზებით, ნივთმტკიცებებით და საგამოძიებო მოქმედებებით. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი, ეჭვი შეეტანა და არასანდოდ მიეჩნია დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილში, სადაც იგი ყვება 2019 წლის მაისის თვეში, 2019 წლის 7 ივნისისა და 9 ივნისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა მაისის თვის ეპიზოდთან, მ------ კ-----–-–---–ის ჩვენების გარდა, საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება - დიდი ჩაქუჩი, ე.წ. ,,ურო“ და მისი ამოცნობის ოქმი. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ------ ო----–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულთა ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს გ------ ო----–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრდებულის მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რაც იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ--------------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ ო----–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. მასვე, ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ ო----–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

გ------ ო----–---–-, 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 09 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თ--–----------------------–----–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად თავის მეუღლის, მ------ კ-----–-–---–ის, მიმართ, რის შედეგადაც მ------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. კერძოდ, 2019 წლის იანვრის თვეში, საღამოს საათებში, თ--–----------------------–----–---ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში გ------მა მეუღლეს, მ------ კ-----–-–---–ს, ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყის არეში, ასევე, 2019 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ე.წ. ,,სათონესთან" გ------ ო----–---–მა მ------ კ-----–-–---–ს შავი ფერის დანა ერთხელ დაარტყა ზურგში, წელის მიდამოში, მარჯვენა მხარეს და მიაყენა დაზიანება. 2019 წლის მაისის თვის ბოლოს, დღის საათებში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მ------ კ-----–-–---–ს, მეუღლე გ------ ო----–---–მა ერთხელ დაარტყა დიდი ჩაქუჩი, ე.წ. ,,ურო" წელის მიდამოში. ასევე, 2019 წლის 05 ივნისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, მ------ კ-----–-–---–ს მეუღლემ გ------ ო----–---–მა სამჯერ დაარტყა ქამარი ზურგზე, წელის მიდამოში. 2019 წლის 07 ივნისს, 04:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------ ო----–---–მა ხელი ჰკრა მ------ს, რომელიც იწვა და გადმოაგდო საწოლიდან, შემდეგ შარვლიდან მოიხსნა ყავისფერი ტყავის ქამარი და სამჯერ დაარტყა ზურგზე. იმავე დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახში, მ------ კ-----–-–---–ს მეუღლემ გ------ ო----–---–მა ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, 2019 წლის 09 ივნისს, დაახლოებით დილის 09:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, გ------მა ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი სახის მიდამოში, კერძოდ, მარცხენა ლოყაში მ------ს. აღნიშნული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ------ კ-----–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

გ------ ო----–---–-, 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 09 ივნისის ჩათვლით, თ--–----------------------–----–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის მეუღლეს, მ------ კ-----–-–---–ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ------ კ-----–-–---–ი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ ო----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გ------ ო---–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და გ------ ო----–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გაადაკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამ დამოუკიდებელ ეპიზოდად - 2019 წლის იანვრის თვის, 2019 წლის თებერვლის თვის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები) და გ------ ო----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის (2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის, 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები და სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის. სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ მ------ კ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014-2019 წლებში ის და მისი მეუღლე – გ------ ო----–---–- ცხოვრობდნენ ერთად, თ--–----------------------–----–---ში, მისი მეუღლის მშობლებთან. თანაცხოვრების პერიოდში, გ------ ო----–---–- სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულმა დაადასტურა გ------ ო----–---–-ს მიერ მისთვის მიყენებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, კერძოდ: 2019 წლის იანვრის თვეში, გ------ ო----–---–მა მას ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყის არეში, ასევე, 2019 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ე.წ. ,,სათონესთან" გ------ ო----–---–მა მას შავი ფერის დანა ერთხელ დაარტყა ზურგში, წელის მიდამოში, თეძოსთან მარჯვენა მხარეს და მიაყენა დაზიანება. ასევე, 2019 წლის მაისის თვის ბოლოს, დღის საათებში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გ------ ო----–---–მა მას ერთხელ დაარტყა დიდი ჩაქუჩი, ე.წ. ,,ურო" წელის მიდამოში. ასევე, 2019 წლის 05 ივნისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, მას გ------ ო----–---–მა სამჯერ დაარტყა ქამარი ზურგზე, წელის მიდამოში. ასევე, 2019 წლის 07 ივნისს, 04:00 საათზე, ყავისფერი ტყავის ქამარი სამჯერ დაარტყა ზურგზე. იმავე დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, მეუღლემ გ------ ო----–---–მა ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, 2019 წლის 09 ივნისს, დაახლოებით დილის 09:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, გ------მა ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი სახის მიდამოში, კერძოდ, მარცხენა ლოყაში მ------ს. ასევე, დაადასტურა გ------ ო----–---–-ს მიერ მის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ მუდმივად შიშის ქვეშ იყო, რომ მეუღლე ან ეჩხუბებოდა, ან სცემდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ გ------ ო----–---–ს სხვა პირების თანდასწრებით მის მიმართ არ უძალადია, გარდა 2019 წლის იანვრის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა, რასაც შეესწრო მისი დედამთილი ლ-------------–---–-. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ------ კ-----–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 09 ივნისს, როდესაც, გ------ ო----–---–მა ხელი დაარტყა სახის არეში და დაემუქრა, რომ კიდევ სცემდა, რის გამოც იგი წავიდა სახლიდან და მიმართა პოლიციას. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ გამომძიებელთან და ექსპერტებთან ერთად გ------ ო----–---–-ს საცხოვრებელ სახლში მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში და გამომძიებელს მიუთითა ყველა ის ადგილი, სადაც გ------ ო----–---–მა მასზე მოახდინა ფიზიკური ძალადობა. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა ამოცნობის ოქმების სისწორე და განმარტა, რომ ამოიცნო ის საგნები, რითაც გ------ ო----–---–- ფიზიკურად ძალადობდა მასზე. დაზარალებულმა ასევე, განაცხადა, რომ არ სურს, გ------ ო----–---–- მკაცრად დაისაჯოს.

მოწმე თ---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულ მ------ კ-----–-–---–ის დედა. მ------ კ-----–-–---–ი და გ------ ო----–---–- თანაცხოვრობენ ხუთი წელია და ჰყავთ სამი შვილი. მოწმის განმარტებით, მან მ------ კ-----–-–---–ის მიმართ გ------ ო----–---–-ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ შეიტყო 2019 წლის 09 ივნისს, ქ. თბილისში, პოლიციის განყოფილებაში. მანამდე, კი მ------ კ-----–-–---–ს მისთვის არასდროს უთქვამს მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ. მოწმის განმარტებით, მ------ კ-----–-–---–მა მხოლოდ 2019 წლის 09 ივნისს მოუყვა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ და აჩვენა კიდეც სხეულზე დაზიანებები - მ------ს ჰქონდა მენჯზე და ბეჭის არეში დაზიანებები, რაზეც მ------მა უთხრა, გ------ ო----–---–მა მენჯის არეში დაზიანება მიაყენა დანით, ხოლო ბეჭებზე ქამრის გამოყენებით.მოწმემ განმარტა, რომ მისი თანდასწრებით გ------ ო----–---–ს მ------ისთვის არასოდეს არც უცემია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია.

მოწმე ლ-------------–---–მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ 1. მ------ კ-----–-–---–ს 13.06.2019 წ. პირადი შემოწმების დროს ბეჭის არეში მარცხნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმეში მითითებულ თარიღს - 05 ივნისს.

2. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ხერხემლის გვერდით ხაზზე, მეექვსე ნეკნის დონეზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 05 ივნისს.

3. მარჯვენა თეძოს არეში აღენიშნებოდა ნაწიბური, რაც განვითარებულია ნაკვეთი ჭრილობის შემდგომ და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაახლოებით 3-4-თვისაა და არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ აღნიშნულ თებერვლის თვეს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ------ კ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ექსპერტმა ასევე, განმარტა, რომ ბეჭის არეში არსებული სისხლნაჟღენთი და ზურგზე (გულმკერდის უკანა ზედაპირზე) არსებული ნაჭდევი მიყენებულია მკვრივი ბლაგვის საგნით და ეს დაზიანებების შესაძლებელია იყოს მიყენებული ყოფილიყო ქამრით. ექსპერტმა ასევე, განმარტა, რომ მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედება სხეულზე იწვევს სხვადასხვა დაზიანებებს - ეს შეიძლება იყოს ნაჭდევი, დაჟეჟილობა და ასევე შეიძლება იყოს დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობა. როდესაც სხეულზე პერპენდიკულად მოქმედებს ბლაგვი საგანი, მაშინ ვითარდება სისხლნაჟღენთი, როდესაც უკვე კუთხეა ანუ კანის აქერცვლა ხდება საგნის მოქმედებით, ასეთ ვითარებაში ვითარდება ნაჭდევი. მისივე განმარტებით, მარჯვენა თეძოს არეში დაზარალებულს ასევე აღენიშნებოდა ნაწიბური, რაც განვითარდა ნაკვეთი ჭრილობის შემდგომ და ეს ჭრილობა შესაძლებელია დანით ყოფილიყო მიყენებული.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და მ------ კ-----–-–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ------ კ-----–-–---–მა გ------ ო----–---–-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიურიექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

2019 წლის 13 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის დ------------–---–ის მიერ, მ------ კ-----–-–---–ის, საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის - ლ-------------–---–-ს, ექსპერტების - ზ---------–--------–---–ის და ნ-----–------------–---–ის მონაწილეობით, თ--–----------------------–----–---ში მდებარე გ------ ო----–---–-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩვენების შემოწმების მიზნით, რა დროსაც, მ------ კ-----–-–---–მა მიუთითა ის ადგილები, სადაც გ------ ო----–---–- მის მიმართ ახორციელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა - ზ---------–--------–---–მა და ნ-----–------------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე და განმარტეს, რომ მ------ კ-----–-–---–მა მიუთითა ის ადგილები, სადაც მისი მეუღლე მასზე ახორციელებდა ძალადობას. ასევე, განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებისას მოხდა ფოტოგადაღება.

შსს თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შემოწმებული იქნა მ------ კ-----–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 13 ივნისს ლ-------------–---–-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის სისწორე. ასევე, დაადასტურა მის მიერ, 2019 წლის 25 ივნისს, გ------ ო----–---–-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის სისწორე და განმარტა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი გახდა მ------ კ-----–-–---–ის მიერ დამატებით მიწოდებული ინფორმაცია იმ დანის ადგილსამყოფელის შესახებ, რითაც გ------ ო----–---–მა მას თებერვლის თვეში მიაყენა დაზიანება.

2019 წლის 26 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ------ კ-----–-–---–მა ამოიცნო დანა, რომლითაც 2019 წლის თებერვლის თვეში გ------ ო----–---–მა წელის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

2019 წლის 24 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ------ კ-----–-–---–მა ამოიცნო ურო, რომლითაც, გ------ ო----–---–მა მას 2019 წლის მაისის თვეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

2019 წლის 13 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, გ------ ო----–---–-საგან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ტყავის ქამარი ოთხკუთხა ფორმის მოვერცხლისფრო ფერის მეტალის ბალთით.

2019 წლის 24 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ------ კ-----–-–---–მა ამოიცნო ქამარი, რომლითაც გ------ ო----–---–მა 2019 წლის 05 და 07 ივნისს მას წელის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ იმ-----------–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოცნობის ოქმების, ბრალდებულის დაკავების და სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - კ----------------------–---–----–--–--------–-----–---–------------------–-–---–---------------–-–---–----------------–-–---–-- დაადასტურეს მათი მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები - გ------ ო----–---–-საგან ამოღებული ტყავის ქამარი, 2019 წლის 25 ივნისს გ------ ო----–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და 2019 წლის 13 ივნისს ლ-------------–---–-ს საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხის ტარიანი ურო.

საქმის განხილვის არსებით სხდომაზე ბრალდებულმა გ------ ო----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან მხოლოდ ერთხელ - 2019 წლის იანვრის თვეში დაარტყა ხელი სახის არეში მის მეუღლეს მ------ კ-----–-–---–ს და ამ დროსვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულის განმარტებით, სხვა დროს მ------ კ-----–-–---–ის მიმართ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ გ------ ო----–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------ ო----–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------ ო----–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილისა (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი -2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები), შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თელავის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეულ და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-ს ქმედებებს.

 

,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-111 მუხლი (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა). კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებითი ბარათის მიხედვით კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს - დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის ცალკე ნორმებად არსებობის მიზანიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადეკვატური სანქციის დანიშვნაა.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლში, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განხორციელდა ცვლილება და ამ მუხლს 2016 წლის 13 დეკემბრიდან დაემატა 12 ნაწილი, რომლის თანახმად, დასჯადია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობის პირველი ნიშანია ძალადობის სიმრავლე. რაოდენობის თვალსაზრისით, ძალადობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, რადგან ერთხელ ან ორჯერ განხორციელებული ძალადობა შეუძლებელია მიჩნეულ იქნას სისტემატურად, მაგრამ თუ სამჯერ ან მეტჯერ ექნება მას ადგილი, ეს იქნება სისტემატურობის პირველი ნიშანი; მეორე ნიშანია დროის ინტერვალი. ყოველ მომდევნო ძალადობას შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, რადგან თუ იგი თვიდან თვემდე უფრო დიდ ინტერვალში ხორციელდება, შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე ჯერ კიდევ, არ იყო განელებული ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი. ,,გაუნელებლობა“ მნიშვნელოვანია იმით, რომ რამდენჯერმე განცდილმა ,,ტკივილმა“ უნდა მიაღწიოს ,,ტანჯვის“ ხარისხს, რაც სწორედ სისტემატურ ძალადობას უნდა მოჰყვეს. ტანჯვა შეიძლება ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობასაც მოჰყვეს (მაგალითად, წამების დროს), მაგრამ სისტემატური ძალადობისათვის ტანჯვის გამოწვევა აუცილებელია, როგორც ზედიზედ რამდენჯერმე მიყენებული ტკივილის ჯამური შედეგი. სწორედ ამის გამო არის გამოწვეული სსკ 126-ე მუხლის I2 ნაწილში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) შედეგის სახით ტანჯვის გამოწვევაზე მითითებული, ხოლო არასისტემატურობის დროს (სსკ 126 მუხლის I ნაწილში) - ტანჯვის გარდა ტკივილზე მითითებული. ამდენად, ყოველ ჯერზე განხორციელებული ძალადობა თუ მხოლოდ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტკივილს იწვევს და მორიგ ძალადობამდე ისეთი დროა გასული, რაც მის განელებას იწვევს, ვერ მიაღწევს იგი იმ ხარისხის ტკივილს, რომელიც ტანჯვად აქცევს მას. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი, სისტემატური ძალადობა არ იქნება სახეზე და ყოველი მორიგი ძალადობა დამოუკიდებელ ეპიზოდად უნდა შეფასდეს. სისტემატური ძალადობის მესამე ნიშანია ძალადობის ინტენსივობა, როცა მას აქვს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი ხასიათი. ძალადობა უნდა ხასიათდებოდეს ხშირად განმეორებით, რომელიც თავისი ინტენსიურობით უნდა ქმნიდეს ერთგვარ სისტემურ ჯაჭვს, რადგან მხოლოდ დროის მოკლე ინტერვალში ჩადენილი რამდენიმე ძალადობა ვერ მიაღწევს სისტემატური ძალადობის ხარისხს, თუ მას არ ახასიათებს ერთგვარი უწყვეტობა, განმეორებითობა და სიხშირე.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატამ, გაანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ ო----–---–მა მ------ კ-----–-–---–ის მიმართ 2019 წლის იანვრის თვეში, 2019 წლის თებერვლის თვეში და 2019 წლის 05 ივნისს განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ასევე, გ------ ო----–---–მა მ------ კ-----–-–---–ის მიმართ განხორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, ხოლო რაც შეეხება გ------ ო----–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ნაწილში, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატის შეფასებით, მოცემულ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------ ო----–---–-ს მხრიდან მ------ კ-----–-–---–ის მიმართ 2019 წლის მაისის თვეში, 2019 წლის 07 ივნისს და 2019 წლის 09 ივნისს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გ------ ო----–---–მა ჩაიდინა მეუღლის - მ------ კ-----–-–---–ის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------ ო----–---–-ს მიერ მ------ კ-----–-–---–ის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს საკმარისად დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმეა ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ------ ო----–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

აღნიშნულს იზარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელმაც 2018 წლის 31 ოქტომბრის N308 აპ განაჩენში განმარტა, რომ: ,,მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ მ. კ. კ-ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა ჯ.კ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მართალია, საკასაციო პალატას დაზრალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. კ-ს მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

რაც შეეხება მოწმეების - ი. ც-ს და თ. გ-ს ჩვენებებს (ასევე, დანარჩენი მოწმეების ჩვენებები) ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.“

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში გ------ ო----–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის და ნივთების ამოცნობის ოქმები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებების წყაროს წარმოადგენს თავად დაზარალებული. დაზარალებულ მ------ კ-----–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის მაისის თვის ბოლოს, დღის საათებში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გ------ ო----–---–მა მას ერთხელ დაარტყა დიდი ჩაქუჩი, ე.წ. ,,ურო" წელის მიდამოში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, არ შეიცავს ინფორმაციას დაზარალებულის მიმართ წელის არეში არსებულ სავარაუდო დაზიანებებთან დაკავშირებით. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას და დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ დიდი ჩაქუჩს, ე.წ. ,,უროსა“ და მისი ამოცნობის ოქმს, ვინაიდან აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში. აღნიშნული დიდი ჩაქუჩით, ე.წ. ,,უროთი“, მისი ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარდ დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ-------------–---–- საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ--–----------------------–----–---–ი ნამდვილად ინახავდა აღნიშნულ ნივთს, თუმცა აღნიშნულით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (გ------ ო----–---–მა თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში მიიღო მ------ კ-----–-–---–მა დაზიანება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე N647აპ-17) მიუთითა, რომ დაზარალებულების ჩვენება, ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან სამივე მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N263აპ-17) განმარტებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არის დაზარალებულის ჩვენების გაგრძელება და მისი ცალკე მტკიცებულებად მიჩნევა ბრალდებული პირის ბრალეულობის დასადასტურებლად დაუშვებელია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - მ------ კ-----–-–---–ის და გ------ ო----–---–-ს გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია (გარდა 2019 წლის იანვრის თვეში განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობისა, რასაც დაზარალებულის განმარტებით შეესწრო მისი დედამთილი ლ-------------–---–-, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და გ------ ო----–---–ს, ხოლო 2019 წლის იანვრის ეპიზოდში-ლ-------------–---–ს. მოწმე ლ-------------–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, შვილის, გ------------–---–--, წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გ------ ო----–---–-ს მიერ. მაშასადამე, დაზარალებულის ჩვენების გარდა, უნდა არსებობდეს დამატებით, მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი სხვა წყაროდან მიღებული პირდაპირი მტკიცებულება.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული იქნა გ------ ო----–---–-ს მხრიდან მ------ კ-----–-–---–ის მიმართ 2019 წლის იანვარში, 2019 წლის თებერვალში და 2019 წლის 05 ივნისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, კერძოდ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, 2019 წლის იანვარში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის ჩვენება და გ------ ო----–---–-ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე, დაზარალებულის ჩვენებას 2019 წლის თებერვალში და 2019 წლის 05 ივნისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე ადასტურებს დამოუკიდებელი წყაროდან მიღებული მტკიცებულება - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ირიბი ხასიათის მტკიცებულებები (მათ შორის, ნივთიერი მტკიცებულებები).

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------ ო----–---–მა მეუღლის - მ------ კ-----–-–---–ის მიმართ 2019 წლის იანვარში, 2019 წლის თებერვალში და 2019 წლის 05 ივნისს განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტკივილი.

საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულის ჩვენების, საგამოძიბო ექსპერიმენტის ოქმის, ნივთის ამოცნობის ოქმების და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა გ------ ო----–---–-ს ბრალეულობას მეუღლის მიმართ 2019 წლის მაისის თვეში, 2019 წლის 07 ივნისს და 2019 წლის 09 ივნისს განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება კი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის. საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გ------ ო----–---–მა ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ 2019 წლის მაისის თვეში, 2019 წლის 07 ივნისს და 2019 წლის 09 ივნისს. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ გ------ ო----–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მეუღლის - მ------ კ-----–-–---–ის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში 2019 წლის მაისის თვეში, 2019 წლის 07 ივნისს და 2019 წლის 09 ივნისს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-ს ქმედებებს, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ძალადობებს შორის დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ იგი არ ქმნის სისტემატური ძალადობისათვის დამახასიათებელ სურათს. გ------ ო----–---–-ს მიერ მართალია ჩადენილია ძალადობის სამი ფაქტი, თუმცა მათ შორის დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ 2019 წლის იანვარში განხორციელებული ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი, მორიგ - 2019 თებერვალში განხორციელებული ძალადობის დროისათვის უკვე განელებული და გამქრალი იქნებოდა, ასევე, ამ უკანასკნელი ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი, თავის მხრივ, განელებული და გამქრალი იქნებოდა 2019 წლის 05 ივნისს განხორციელებული ძალადობის დროს. შესაბამისად, აღნიშნული ძალადობების შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი ობიექტურად ვერ მიაღწევდა ტანჯვის ხარისხს, რამდენადაც ძალადობიდან ძალადობამდე (იანვარი, თებერვალი - ივნისი) იმდენად დიდი დროა გასული, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე გამქრალი იქნებოდა ძალადობით გამოწვეული ტკივილი. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი სისტემატური ძალადობის შემადგენლობა სახეზე არ იქნება, შესაბამისად, ყოველი მორიგი ძალადობა უნდა შეფასდეს ძალადობის დამოუკიდებელ ეპიზოდად და მოძალადემ თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე უნდა აგოს პასუხი.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეულ და არასადაო მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გ------ ო----–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება რაც მოიცავს სისტემატიურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, ვერ იქნა დადასტურებული და გ------ ო----–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ, გ------ ო----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი -2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები). მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ------ ო----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ შერიგებულია დაზარალებულთან.

გ------ ო----–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის მასშტაბი: ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი, ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილზე.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

 

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, გ------ ო----–---–-ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაზარალებულთან შერიგებულია, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, გ------ ო----–---–-ს ოჯახური მდგომარეობა, დაზარალებულის პოზიცია. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის მოტივსა ფიზიკური ძალადობის სიმძაფრეზე, კერძოდ, მის მიერ მსხვერპლისთვის სხეულზე მრავალჯერადი დარტყმების მიყენების ფაქტზე, დანაშაულის სიმრავლეზე და ინტენსივობაზე, ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ გ------ ო----–---–-ს ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-სთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილების საფუძველს. გ------ ო----–---–-სთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს. პალატას მიაჩნია, რომ გ------ ო----–---–-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------ ო----–---–-ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------ ო----–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები).

გ------ ო----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 09(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ------ ო----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ------ ო----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10(ათი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ------ ო----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------ ო----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ------ ო----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ გ------ ო----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2019 წლის 25 ივნისიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

გ------ ო----–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ტარისა და შავი პირის მქონე დანა, გ------ ო----–---–-სგან ამოღებული მოყავისფრო ფერის ტყავის ქამარი დალუქული ერთ ფუთად (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში)-განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ლ-------------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის პლასტმასის ტარის მქონე დანა და ხის ტარიანი ურო (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) -დაუბრუნდეს მის მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი