განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002447943
საქმე №1/ბ-186-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--- თ----------ის ასულ მ----------ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 07 ა--------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ს---–----------- გამზირი N41, ბინა N10.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--- მ----------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1---ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 03 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში, ს---–----------- გამზირ N41-ის სადარბაზოში, მ--- მ----------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ--------- გ--–------–-ანს, კერძოდ, ჩოგანი ჩაარტყა მარჯვენა წარბისა და მარჯვენა ხელის არეში, ხოლო მარცხენა საფეთქელში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც გ--------- გ--–------–-ანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მ--- მ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
მ--- მ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
აპელანტი - მსჯავრდებული მ--- მ----------ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ----- წ---–--ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო გახილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მ--- მ----------ის მიერ შერაცხული ქმედების ჩადენა. საქმის არსებითი განხილვის პროცესში დაკითხულმა დაზარალებულმა და მოწმეებმა არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს სასამართლოს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და ფოტო მასალით დგინდება, რომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი შესავლელი კარი დაზიანებულია გარედან შიგნით მიმართული ძალისხმევით, რაც მეტყველებს მ--- მ----------ის სიმართლეზე და მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეზე, რომელიც ამბობს, რომ გ--------- გ--–------–-ანი მიუვარდა სახლში და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მ---ს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დაეცვა საკუთარი თავი სახლში შევარდნილი მოძალადისგან. შესასვლელი კარი რომ დაზიანებული იყო ეს დაადასტურა საქმის გამომძიებელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მ--- მ----------ს, რომ ნამდვილად ჰქონდა მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დადასტურებულია მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მომხდარ შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი მოწმე - ნ-----–ა მ----------ი, რომელიც ადასტურებს მათ სახლში გ--------- გ--–------–-ანის შეჭრას და მ---სათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, აგრეთვე ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც ადსასტურებენ, რომ მოქმედება სწორედ მე-4 სართულზე მ--- მ----------ის სადარბაზოში და კარებთან მიმდინარეობდა, და არა მე-2 სართულზე, როგორც ამას ბრალდების მხარე აღწერს. ამდენად, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებდა მ. მ----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--- მ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ გ--------- გ--–------–-ანის ჩვენების თანახმად, მ--- მ----------ი არის მისი მეზობელი და მასთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. შემთხვევის დღეს, 03 მარტს ის თავის შვილთან, დისშვილთან და მეგობარ დ--–- ს----ასთან ერთად მანქანით იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–- ს----ა შევიდამაღაზიაში, ხოლო მისი შვილი და დისშვილი წავიდნენ მეგობართან. თავად დარჩა ავტომანქანაში და ელოდებოდა დ--–- ს----ას, რა დროსაც გაიგონა თუ როგორ ილანძღებოდა მ--- მ----------ი მისი შვილის და დისშვილის მისამართით. დაზარალებულის განმარტებით მან იმ მომენტში თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან და არჩია თავის შვილთან გაერკვია ყველაფერი. სახლში მისვლის შემდეგ, სადარბაზოდან გაიგონა ხმამაღალი საუბარი, რის გამოც გავიდა სადარბაზოში და შეეცადა გაერკვია საქმის ვითარება. როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი, მისმა შვილმა მ--- მ----------ს უწოდა ,,დებილი“, რაზედაც ამ უკანასკნელმა უთხრა რომ „დებილები“, „ძროხები“ და „ბოზები“ იყვნენ მთელი მოდგმა, რის შემდეგაც მ--- მ----------მა აიღო ჩოგანი და დაარტყა მას სახეში, ასევე საფეთქელთან ჩაარტყა მუჭი, რა დროსაც მან განიცადა ძალიან ძლიერი ტკივილი. ხმაურზე გამოვიდნენ მის ზემოთ, მესამე სართულზე მცხოვრები მეზობლები. დაზარალებულის განმარტებით მას არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მ--- მ----------ისთვის არ მიუყენებია. ამის შემდეგ ბრალდებული და დაზარალებული გააშველეს მესამე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა, ა-–---------- გ-----------–---–მა და მესამე სადარბაზოში მცხოვრებმა გ--–- ზ--------ემ.
მოწმის სახით დაკითხულ დ--–- ს----ას ჩვენების თანახმად, ის და გ--------- გ--–------–-ანი არიან მეგობრები, შემთხვევის დღეს გ--------- გ--–------–-ანთან, გ---------ს შვილთან და დისშვილთან ერთად იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი შევიდა იქვე მაღაზიაში და უკან დაბრუნებულს გ--------- გ--–------–-ანმა უთხრა, რომ მ--- მ----------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს და დისშვილს, თუმცა იმ მომენტისათვის ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. ისინი წავიდნენ გ--------- გ--–------–-ანთან ყავის დასალევად. სახლში შესვლის შემდეგ გაიგონეს მ--- მ----------ის ლანძღვა გ--------- გ--–------–-ანის მისამართით. გ--------- გ--–------–-ანმა გააღო კარი და უთხრა, რომ თავი დაენებებინა მათთვის და არ უნდოდა მასთან არანაირი ურთიერთობა, რა დროსაც მ--- მ----------მა მოუქნია ბადმინტონის ჩოგანი და ჩაარტყა მარცხენა თვალში, ასევე ხელზე, რომელიც გაულურჯდა. მოწმის განმარტებით, ხმაურზე მესამე სართულიდან ჩამოვიდა მისი მეუღლე და ასევე მეზობელი ა-–--–აც, რომლებმაც მ--- მ----------ი აიყვანეს თავის საცხოვრებელ ბინაში, იმავე სადარბაზოს მეოთხე სართულზე, საიდანაც ეს უკანასკნელი ისევ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მან გ--------- გ--–------–-ანის დასახმარებლად გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით, ნ-----–ა მ----------ი არის მ--- მ----------ის დედა, რომელიც იმ დღეს ადგილზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან იგი ცალკე ცხოვრობს.
მოწმის სახით დაკითხულ ა-–--–ა გ--–-ნტიას ჩვენების თანახმად, 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა მისი მეზობლების გ--------- გ--–------–-ანის და მ--- მ----------ის ჩხუბი, გამოვიდა სადარბაზოში და დაინახა, რომ მ--- მ----------ი იდგა გ--------- გ--–------–-ანის საცხოვრებელი ბინის კართან, ხელში ეჭირა ჩოგანი, რომელიც მოუქნია გ--------- გ--–------–-ანს და ჩაარტყა წარბის არეში, რის გამოც, გ--------- გ--–------–-ანი წაყვანილი ჰყავდათ კლინიკურ საავადმყოფოში. მიუთითებს, რომ მ--- მ----------ს იმ დღეს არანაირი დაზიანება არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხული შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის გ------- გ--------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 03 მარტს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება გ--------- გ--–------–-ანის ცემის ფაქტზე. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოიკითხა მოწმეები, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზები. მოწმეთა გამოკითხვებით, დადგინდა რომ მ--- მ----------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ--------- გ--–------–-ანს. პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს მ--- მ----------ს წარდგენილი ჰქონდა ბადმინტონის ჯოხი, რომელიც იყო დაზიანებულ მდგომარეობაში და ასევე კაფელის ნატეხი, რომელზეც იგი მიუთითებდა, რომ აღნიშნული კაფელის ნატეხი გ--------- გ--–------–-ანმა ესროლა მისი საცხოვრებელი სახლის კარს და დააზიანა იგი. გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამოღებულ იქნა როგორც ბადმინტონის ჯოხი, ასევე კაფელის ნატეხი, რომელიც დაილუქა მ--- მ----------ის მონაწილეობით და შეს---მისად შედგა ამოღების ოქმი. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩხუბის ფაქტს შეესწრნენ ამავე სადარბაზოში მცხოვრები მ--- მ----------ის და გ--------- გ--–------–-ანის მეზობლები - დ--–- ს----ა და ა-–--–ა გ--–-ნტია, სხვა პირები აღნიშნული ფაქტის შემსწრეები არ ყოფილან. გამოძიების მიმდინარეობისას ასევე შემოწმდა მ--- მ----------ის ნასამართლეობა და მოპოვებული იქნა განრიდების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ანალოგიურ ფაქტთან დაკავშირებით ის ერთხელ უკვე იყო განრიდებული.
გამოძიების დაწყების ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 03 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით, ქ. ქუთაისში ს---–--------- გამზირ N41-ში, გ--------- გ--–------–-ანის მიმართ, მ--- მ----------ის მიერ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
03.03.2018 წლის ამოღების ოქმის თანახმად: ქ.ქუთაისში დ.ა----–-----–ის გამზირ N1---ში მ--- მ----------ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხის ბადმინტონის ჯოხი, რომელსაც ხელის მოსაკიდი აქვს მოტეხილი, მ--- მ----------ის თქმით აღნიშნული ბადმინტონის ჯოხი ტარში გადატყდა იმ დროს, როდესაც მან გ--------- გ--–------–-ანს ის დაარტყა. მ--- მ----------ისგან ასევე ამოღებულ იქნა ოთხკუთხედი ფორმის კაფელის ნატეხი, რომელიც მისი თქმით, მას ესროლა გ--------- გოშხხეთელიანმა და მოარტყა მარჯვენა თვალის წარბში.
30.07.2014 წლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N04---------- საქმეზე შეწყდა გამოძიება მ--- მ----------ის მიმართ.
03.03.2018 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში ს---–--- - ს---ს გამზირი N4-----ში მეოთხე სართულზე, მესაკუთრეა მ--- მ----------ი. სადარბაზოს კიბიდან ხელმარცხნივ და ლიფტიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს აღნიშნული ბინის ერთფრთიანი, ხის თეთრი კარი, რომელსაც გარედან აქვს საბოქლომე და სახელური გატეხილ მდგომარეობაში, რაზეც მ--- მ----------მა განმარტა, რომ აღნიშნული სახელური წლების წინ დაუზიანდა თვითონ. კარი იღება გარედან შიგნით, შიგნიდან კარს აქვს ანალოგიური ლითონის სახელური, რომელიც არის გატეხილი და ანალოგიურად აღნიშნულზე მ--- მ----------მა განმარტა, რომ იგი წლების წინ დაუზიანდა თვითონ. შიგნითა მხრიდან კარს აქვს რკინის ურდული, რომლის წინა ნაწილი არის დეფორმირებული და მ--- მ----------ის განმარტებით იგი კარებზე გარედან ფეხების დარტყმით მიმდინარე წლის 03 მარტს დაუზიანა გ--------- გ--–------–-ანმა, როდესაც იგი ცდილობდა კარის შემტვრევას. დეფორმირებულ ადგილას ურდულს ამოძრობილი აქვს საღებავი.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია: 03.03.18 წ 22:45 – 22:55 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ--- მ----------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 04.03.18 წ 00:07-00:19 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. გ--------- გ--–------–-ანს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტის განმარტებით დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა გ--------- გ--–------–-ანს შეეძლო მიეყენებინა მკვრივი და ბლაგვი ზედაპირის მქონე საგანს, და აქედან გამომდინარე ამბობს, რომ ბადმინტონის ჩოგანი არის მკვრივი და ბლაგვი, რომელსაც შეეძლო აღნიშნული დაზიანებების მიყენება.
მოწმის სახით დაკითხულ მ--- მ----------ის განმარტებით, გ--------- გ--–------–-ანი არის მისი მეზობელი და 12 წელია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. 2018 წლის 3 მარტს გაიგონა თუ როგორ ეძახდა გ--------- გ--–------–-ანი მას უცენზურო სიტყვებს, უყვიროდა და ლანძღავდა, ის ამ დროს იმყოფებოდა თავის სახლში. შემდეგ გ--------- გ--–------–-ანმა შეუმტვრია საცხოვრებელი სახლის ხის კარი, შეუვარდა სახლში და თმებში ჩაავლო ხელი. გ---------ს ხელში ეჭირა კაფელის ნატეხი, რომელიც მა მ----------ის განმარტებით დაარტყა მას მარცხენა თვალის არეში, რის შემდეგაც მანაც თვითონ აიღო იქვე არსებული ბადმინტონის ჯოხი და დაარტყა გ--------- გ--–------–-ანს, რათა მოეგერიებინა გ--------- გ--–------–-ანი. ხმაურზე გამოვიდა წინა მეზობელი შ------- ქ-------------ი, თუმცა მალევე შებრუნდა სახლში. სახლში იმ დროს იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი შვილი და დედამისი ნ-----–ა მ----------ი. აღნიშული კონფლიქტის მიზეზად ბრალდებული მიიჩნევს გ--------- გ--–------–-ანის შვილის მიერ დედისთვის მიტანილ ენას, თითქოსდა მასზე რაღაც შეუარცხმყოფელი თქვა ბრალდებულმა, რის საფუძველზეც გამოვიდა მწყობრიდან გ--------- გ--–------–-ანი და მას მიუვარდა სახლში. ბრალდებულმა განმარტა, რომ გ--------- გ--–------–-ანს აქვს მისი პირადი სიძულვილი, უნდა რომ გადავიდეს სხვაგან საცხოვრებლად და ყოველნაირ ღონეს ხმარობს მის შესავიწროვებლად. კარს დღემდე აღენიშნება დაზიანებები.
მოწმის სახით დაკითხულ ნ-----–ა მ----------ის ჩვენების თანახმად, ის არის მ--- მ----------ის დედა და ცხოვრობს მასთან ერთად, ხოლო გ--------- გ--–------–-ანი ცხოვრობს ამავე ბინის სადარბაზოს მეორე სართულზე. 2018 წლის 03 მარტს, საღამოს 8 საათზე შემოესმა უშვერი სიტყვებით ლანძღვა, გ--------- გ--–------–-ანი ლანაძღავდა მის შვილს, შეუნგრია მათ საცხოვრებელი ბინის კარი, მის შვილს მ--- მ----------ს წვდა თმებში და კაფელის ნატეხი ჩაარტყა თვალში. მისმა შვილმა აიღო ბადმინტონის ჯოხი და თავის დაცვის მიზნით დაარტყა გ--------- გ--–------–-ანს.
მოწმის სახით დაკითხულ შ------- ქ-------------ის ჩვენების თანახმად, მ--- მ----------ი და გ--------- გ--–------–-ანი არიან მისი მეზობლები, რომლებთანაც აქვს ჩვეულებრივი მეზობლური დამოკიდებულება და რომელიმეს მიმართ არ გააჩნია არანაირი კერძო ინტერესი, ის მათთან მიმართებაში შემოიფარგლება მხოლოდ გამარჯობით. 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაური და ჩაკეტა კარები, რადგან შეეშინდა, როდესაც გაიხედა ე.წ. ,,ჭუჭრუტანაში“ დაინახა, რომ მ--- მ----------ის კარებთან იყო ჩხუბი და გ--------- გ--–------–-ანი უყვიროდა მ--- მ----------ს, ეუბნებოდა, რომ გამოსულიყო გარეთ და უბრახუნებდა კარზე. რამდენიმე წუთში ხმაური შეწყდა. მოწმის განმარტებით, მან მ--- მ----------ი ნახა რამდენიმე დღის შემდეგ და მას თვალთან ეტყობოდა სილურჯე.
მოწმის სახით დაკითხულ ს--–---- გ-------ას ჩვენების თანახმად, მ--- მ----------ი და გ--------- გ--–------–-ანი არიან მისი მეზობლები, რომლებთანაც აქვს ჩვეულებრივი მეზობლური დამოკიდებულება და რომელიმეს მიმართ არ გააჩნია არანაირი კერძო ინტერესი. 2018 წლის 03 მარტის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მისი სართულის კიბეებზე, მან დაინახა თუ როგორ ადიოდა გ--------- გ--–------–-ანი მეოთხე სართულზე, ყვირილით და ჩხუბით, ხოლო ვის ეჩხუბებოდა აღარ უნახავს. რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნია, რომ მ--- მ----------ს თვალთან ჰქონდა ჩალურჯებული და სხვა დაზიანება ჰქონდა თუ არა არ შეუმჩნევია. როგორც მისთვის არის ცნობილი მ--- მ----------ს და გ--------- გ--–------–-ანს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშული არ ჩაუდენია და რომ ჯოხი გ--–------–-ანს მხოლოდ თავდაცვის მიზნით დაარტყა, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შეს---მისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი მ--- მ----------ის მიმართ დასაბუთებული კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ--- მ----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----- წ---–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ--- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
მ--- მ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მ--- მ----------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება: ამოღებული ხის ბადმენტონის ფარი მოტეხილ ტართან ერთად და კაფელის ნატეხი, რომლებიც ინახება შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე