განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2020
საქმის ნომერი
080100119003108948
ინსტანცია
თარიღი
08.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003108948

საქმე №1/ბ-171-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 აპრილი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------ე მ-----ის ძე ც------–--ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 05 მ----, პირადი ნომ----: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ა------–-----–ის ქუჩა პირველი შესახვევი N6---.

 

ლ---- ა-–---------ეს ასული გ--–-–---–ის მიმართ დაბადებული: 196- წლის 27 ნოემბერს, პირადი ნომ----: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ა------–-----–ის ქუჩა პირველი შესახვევი N6---. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

თ-------ე ც------–--ეს და ლ---- გ--–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მათ ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში ა------–-----–ის ქ. პირველი შესახვევი N6----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში თ-------ე ც------–--ემ დედასთან - ლ---- გ--–-–---–თან ერთად არასრულწლოვანი შვილების - 8 წლის გ------- ც------–--ისა და 2 წლის გ--- ც------–--ის თანდასწრებით ჯგუფურად განახორციელა ძალადობა მათ დედაზე - ს--–---- ჭ----–-–---–ზე, რომელთანაც იგი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. კერძოდ, თ-------ე ც------–--ე ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ს--–---- ჭ----–-–---–ს თავის, სახის და ტანის არეში, ხოლო ლ---- გ--–-–---–მა ხელი დაარტყა მას სახის არეში. თ-------ე ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის ქმედებებით ს--–---- ჭ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის განაჩენით:

 

1. თ-------ე ც------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ლ---- გ--–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ-------ე ც------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

ლ---- გ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულებს თ-------ე ც------–--ეს და ლ---- გ--–-–---–ს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას. განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასაა ერთობლიობაში - საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ მოწმეების: ზ------ წ---–--ას, მ------ ბ------ის, გ---- ლ-----ას, ა-–---------ე ა--------ის, მ-----– კ-----ის, ი----- დ------–---–ის, ვ----– ნ-–--–-–---–ის, ექსპერ მ------ ნ-----–--ის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ექიმ ზ------ წ---–--ას ჩვენება გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის ბრალეულობას. გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებით და პირობებით, საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ ჩვენებებს/მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისათვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენებისას მოხდეს იმის უტყუარად დადგენა ირიბი მტკიცებულებების გამოყენება, აუცილებელია თუ არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით, კერძოდ, ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის ჩვენებებს, ხოლო აღნიშნული პირები ხშირად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ სასამართლოს ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. ამასთან, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული მიდგომები, რაც ძალადობის მიმართ შემწყნარებულ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯხში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორცილების პასუხისმგებლობა, გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივდივართ დასკვნამდე, რომ თ-------ე ც------–--ემ და ლ---- გ--–-–---–მა მართლაც ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად.

 

გამართლებულ თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ ჯ---–იას მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დასაკითხმა დაზარალებულმა ს--–---- ჭ----–-–---–მა და არასრულწლოვანმა გ------- ც------–--ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის გ---- ლ-----ას ჩვენების თანახმად, 2019 წლის 16 ივნისს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც კლინიკური საავადმყოფოდან შესული შეტყობინების თანახმად დაზარალებულს მეუღლემ და დედამთილმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ ბ------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დააკავეს დაზარალებულის მეუღლე თ-------ე ც------–--ე, რა დროსაც ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ, ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, დანაშაულის შესახებ დაზარალებულის გარდა ოპერატიული ჯგუფისთვის სხვას ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ვ----– ნ-–--–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 16 ივნისს მიღებულ იქნა ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება. ამასთან, მსხვერპლის მოთხოვნის საფუძველზე შედგენილ იქნა ორი შემაკავებელი ორდერი - თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერი უშუალოდ მომხდარის დღეს არ გაცემულა, ის გამოიცა 18 ივნისს, რაც განაპირობა დაზარალებულ ს--–---- ჭ----–-–---–ის საავადმყოფოში ყოფნამ, თუმცა ფაქტს, რის გამოც ცუდად იყო დაზარალებული მოწმე არ შესწრებია. მსხვერპლის განმარტებით, რომელიც შემდეგ ასახულ იქნა შემაკავებელ ორდერებში, მოძალადეებმა მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, მან ახსნა-განმარტება მიიღო მხოლოდ დაზარალებულისგან, რომლის თანახმადაც მან დაზიანება მიიღო კონფლიქტის დროს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამომძიებლის დადგენილების და თანდართული სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზა. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ ს--–---- ჭ----–-–---–მა სავადმყოფოს მიმართა 16.06.2019 წელს 15:40 საათზე, საიდანაც გაეწერა 18.06.2019 წელს 14:39 საათზე. დაზარალებულის გადმოცემით, ის სცემა მეუღლემ, კერძოდ, თავის არეში ესროლა უთო. დაზარალებული აღნიშნავდა ცნობიერების დაკარგვას, უჩიოდა თავის ტკივილს, გულის რევის შეგრძნებას, ტკივილს კისრის არეში, თუმცა ერკვეოდა დროში და გარემოში, მარცხნივ გახედვისას ჰორიზონტალური ნისტაგმი. მარჯვნივ შუბლის და წარბის არეში რბილი ქსოვილები შემსივნებული იყო, ასევე, შემსივნებული იყო მარცხნივ კეფის არეში რბილი ქსოვილები. აღენიშნებოდა ნიკაპის არეში მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები და კანის ზერელე ექსკორიაციები. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ს--–---- ჭ----–-–---–ის დიაგნოზი იყო თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა სისხლჩაქცევები მარჯვნივ შუბლის, ნიკაპის და მარცხნივ კეფის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიღებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმის თქმით, დაზიანებები რომლებიც აღენიშნებოდა დაზარალებულს ყოველთვის განვითარდება რაიმე მკვირვი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მაგრამ უშუალოდ, კონკრეტულად რა საგანზეა საუბარი ამის დადგენა ექსპერტიზას მოცემულ შემთხვევაში არ შეუძლია.

 

მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელის მ-----– კ-----ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 16 ივნისს შესული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე უბნის ინსპექტორ- გამომძებელ ი-----–- ხ----ასთან ერთად გავიდა, სადაც დახვდათ ბრალდებული თ-------ე ც------–--ე და სახლის მეპატრონე ბრალდებულის ბებია - მ---- ც------–--ე. ამის შემდეგ, განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ი-----–- ხ----ა და სახლის მეპატრონე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა მტკიცებულებები, მათ შორის უთო, სისხლის ლაქები, იატაკიდან და სამზარეულოდან დანა. დანას რაიმე ლაქები არ აღენიშნებოდა, მაგრამ ვინაიდან სისხლის კვალი აღენიშნებოდა შემთხვევის ადგილს, დანის საეჭვო მდებარეობიდან გამომდინარე იქნა ამოღებული. ამოღებული ნივთები დაილუქა, ლუქს ხელი მოაწერა ი-----–- ხ----ამ, ოლეგი სვანიძემ და სახლის მეპატრონემ. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მოვიდა უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი მ------ ბ------ე, რომელმაც დააკავა თ-------ე ც------–--ე და გადაიყვანa პოლიციის მესამე განყოფილებაში. მ------ ბ------ე თავდაპირველად იმყოფებოდა დაზარალებულთან და სწორედ დაზარალებულის მიერ იქნა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული. გამოიკითხა ბრალდებული თ-------ე ც------–--ე, რომელმაც მიუთითა შემთხვევის ადგილზე თუ სად მოხდა კონფლიქტი. აღნიშნული დაფიქსირებულია გამოკითხვის ოქმშიც. ამის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ექსპერტი. მოწმის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი იყო ვითარების აღდგენა მიცემული ჩვენების საფუძველზე, ამ დროს არანაირი ნივთი არ ყოფილა ამოღებული. მოწმემ განმარტა, რომ მან გააცნო ბრალი ბრალდებულებს და გამოიტანა დადგენილება ს--–---- ჭ----–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ. თ-------ე ც------–--ე აღელვებულ მდგომარეობაში იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის მ------ ბ------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 16 ივნისს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუში, რა დროსაც კლინიკური საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადააც ს--–---- ჭ----–-–---–ს მისმა მეუღლემ და დედამთილმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ექიმის თანხმობით გამოკითხულ იქნა ს--–---- ჭ----–-–---–ი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ, კერძოდ, მისმა მეუღლემ თ-------ე ც------–--ემ და დედამთილმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ამასთან, ს--–---- ჭ----–-–---–მა მიუთითა იმ მისამართზე სადაც მოხდა აღნიშნული კონფლიქტი. დაზარალებულთან გამოკითხვის ოქმი არ შემდგარა, გასაუბრებას ზეპირი ხასიათი ჰქონდა. გასაუბრების შემდეგ გაემართნენ ქალაქ ქუთაისში, ა------–-----–ის პირველ შესახვევში ბინა N6-ში ბრალდებულის დაკავების მიზნით. აღნიშნულ მისამართზე დახვდა თ-------ე ც------–--ე, რომელსაც წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლები და განუმარტეს უფლებები, რომ ის დაკავებული იყო 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და გადაყვანილ იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში. დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მან შეადგინა დაკავების ოქმი და ბრალდებულის დაკავების თაობაზე შეატყობინა თ-------ე ც------–--ის ძმას და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა გამომძიებელი მ-----– კ-----ი, რომელმაც შეადგინა ოქმი, ასევე მონაწილეობდა ბრალდებული თ-------ე ც------–--ე, ა-–---------ე ა--------ე, ექსპერტები და ბინის მეპატრონე მ---- ც------–--ე. მოწმის განმარტებით, თ-------ე ც------–--ემ დაკავების დროს დანაშაული აღიარა, თუმცა ეს ფაქტი მოწმის მხრიდან დოკუმენტალურად დაფიქსირებული არ არის. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო უწესრიგობა, სისხლის კვალი მას არ შეუმჩნევია.

მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიცისს მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის ი----- დ------–---–ის ჩვენების თანახმად, მან გამოკითხა დაზარალებული ექიმის თანხმობით, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. ასევე გამოკითხულ იქნა დაზარალებულის მკურნალი ექიმი და არასრულწლოვანი მოწმე გ------- ც------–--ე საპროცესო წარმომადგენელთან ერთად. დაზარალებულის განმარტებით მეუღლემ და დედამთილმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით დაზარალებულს დაზიანების კვალი აღენიშნებოდა სახეზე. მან ასევე მონაწილობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევიას ადგილის დათვალიერების დროს ფოტომასალის გახსნა-დათვალიერებაში. მოწმემ მიუთითა, რომ დიდი ხანია იცნობს ბრალდებულებს და ისინი დაახასიათა დადებითად.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ წ---–--ას ჩვენების თანახმად, 2019 წლის 16 ივნისს მუშაობდა იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი მედიცინის მორიგე ექიმად. აღნიშნულ დღეს 15:40 საათზე, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ მიყვანილ იქნა მოქალაქე ს--–---- ჭ----–-–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და თავის არეში, ასევე, ექსკორაციები სახის არეში. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო კვლევები. მოწმის განმარტებით მას ს--–---- ჭ----–-–---–მა განუმარტა, რომ დაზიანებები მიაყენეს მისმა მეუღლემ და დედამთილმა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა-–---------ე ა--------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში 15 წელია. 2019 წლის 16 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ, იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც გამომძიებლის მ-----– კ-----ის მითითებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მის გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა დაკავებული თ-------ე ც------–--ე, უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი მ------ ბ------ე, გამომძიებელი მ-----– კ-----ი და ექსპერტ- კრიმინალისტი. ოქმი შედგენილ იქნა გამომძიებლის მიერ და მასში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი ოქმს. მოწმემ განმარტა, რომ თ-------ე ც------–--ის თახმობითა და მითითებით ღამის საათებში მივიდნენ ა------–-----–ის პირველ შესახვევში მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა თ-------ეს ბებია. დაკავებულმა მიუთითა საცხოვრებელ ბინაში იმ ადგილზე, სადაც მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად რაიმე სახის ნივთები ან საგნები ამოღებული არ ყოფილა.

 

ბრალდებულებმა თ-------ე ც------–--ემ და ლ---- გ--–-–---–მა ისარგებლეს დუმილის უფლებით და საბოლოო სიტყვაში ითხოვეს გამართლება.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ს--–---- ჭ----–-–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ს--–---- ჭ----–-–---–ს ჰქონდა თავის ტვინის შერყევა და სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ექსკორიაციები სახით, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანებები ს--–---- ჭ----–-–---–ს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით თ-------ე ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. თ-------ე ც------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ლ---- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ-------ე ც------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით ყადაღადადებულ მ-----ი ც------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საცხოვრებელ ბინას) - მდებარე ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის 1-ლი შეს. N6----ში (საკადასტრო კოდით 0------------------).

 

ლ---- გ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით ყადაღადადებულ მ-----ი ც------–--ის (პირადი №6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის ქ.პირველი შესახვევი N6----ში (საცხოვრებელი ბინა საკადასტრო კოდით 0------------------.

 

გამართლებულ თ-------ე ც------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

გამართლებულ ლ---- გ--–-–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქების, დანის, ბალიშისპირის, ზეწარის, ვეცხლისფერი ჯვარის ყელსაბამით და უთოს ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

- საქმეზე დართული 02 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე