ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№10391-13 2 აპრილი, 2013 წელი
ხ-ი ა.- 1039-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ.ლ-ის
მსჯავრდებულ _ ა. ხ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენით ა. ხ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, სსკ–ის 212–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა – 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების ერთი დღე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 21 ივლისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 371–ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 4 თვე, 21 დღე და საბოლოოდ ა. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 4 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 29 მაისიდან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ხ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული საბოლოო სასჯელი – 8 წელი, 4 თვე, 24 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ხ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა ითხოვა განჩინების გაუქმება და მის მიმართ ამნისტიის აქტის სწორად გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შემცირების თაობაზე, რადგან მან არ გაითვალისწინა იმავე კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნა და ამ კანონის მოქმედება არ გაავრცელა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ–ცალკე, რის შედეგადაც არასწორად განსაზღვრა საბოლოო სასჯელი.აქალაქო სასაე კანონიე
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ხ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 371–ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 21 ივლისიდან.
ა. ხ-ი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ხ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 371–ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 5 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 21 ივლისიდან.
ა. ხ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი