განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100118002753675
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - გი--------------–---–ი,დაცვის მხარე

 

ადვოკატი - გი--------–---–---–ი

 

ბრალდებული ბე------------------------ე,დაბადების თარიღი: 2--------------–--–--

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,ნასამართლეობა: არ მქონე,განათლება: საშუალო,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის ადგილი: სოხუმი ს-----------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------ ბინა N57

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლი.

 

მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბე----------ე 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოძახებული იქნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------------------–---ში სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ირ---–---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. 2018 წლის 26 ოქტომბერს ბე----------ემ უარი განაცხადა გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე. მას განემარტა, რომ გამოკითხვის მიზნით ის შეიძლება დაბარებული ყოფილიყო მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, სადაც ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნულის საფუძველზე ვინაიდან ბე----------ე ფლობდა საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციას და გამოძიების წინაშე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, იგი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე წარდგენილი იქნა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით.

 

2018 წლის 3---------------, 14:45 საათიდან 15:58 საათამდე დროის პერიოდში ქ. თბილისში, ა----–-----–---------------- კილომეტრზე მდებარე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას მიუხედავად მოსამართლის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, რომ იგი ვალდებული იყო ჩვენება მიეცა სასამართლოს წინაშე და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ბე----------ემ ჯიუტად თავი აარიდა ჩვენებას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 19 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბე----------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2018 წლის 27 დეკემბერს საქმის არსებითი განხილვის დროს ბე----------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბე----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: რუ--------–-–--–---–ის, ხა--------------–---–ის, ვა-–----------–---–-ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, 2018 წლის 3--------------- განჩინება, 2018 წლის 3--------------- სასამართლო სხდომის ოქმი და აუდიო ვერსია, სისხლის სამართლის N0----------- საქმის მასალები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ბე----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ბე----------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბე----------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბე----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ბე----------ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ბე----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ბე----------ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

მსჯავრდებულ ბე----------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ერთი ცალი ელექტრონული დისკი - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე