განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010214319002836278
საქმე 2/ბ-234-19წ.
ganCineba
საქართველოს სახელით
03 აპრილი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
სიმონ ჩხაიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ნ----- დ-------ე
წარმომადგენელი: ტ----- ჭ--–--ე
მოწინააღმდეგე მხარე:შპს ,,მ------ თ-------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 06 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ----- დ-------ის წარმომადგენელმა ტ----- ჭ--–--ემ და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, შპს "მ------ თ-------" დაევალოს, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასაგზავნად წარმოადგინოს მის მიერ, ქ. ბ------–----------------------------------- - ში მიმდ-ნარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მშენებარე კორპუსის პროექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი;
2. სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა;
3. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი;
4. სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროექტი;
5. მზიდ- კონსტრუქციების გაანგარიშების ოფიციალური ალბომი (სივრცული მოდელი, ქვაბულის გამაგრება) და საანგარიშო სქემის ელექტრონული ვერსია;
6. მშენებარე კორპუსის გავლენის შეფასება მომიჯნავედ მდებარე (ფ---------------------) შენობა- ნაგებობის მიმართებაში;
7. საანგარიშო სქემის ელექტრონული ვერსია.
განმცხადებლის განმარტებით, ნ----- დ-------ეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, ქალაქ ბ------–------------------------- ნომერში, საკადასტრო კოდ-თ: #0------------------ და #0------------------.
აღნიშნული უძრავი ქონება, პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მ------ ჰო-–-----ში შემავალ შპს „მ------ ს----“-ზე (ს/ნ 4--------), რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ნ----- დ-------ისთვის უნდა გადაეცა საცხოვრებელი ბინები, რომლის მახასიათებლები (ფართი, სართული, რემონტი და ა.შ.) განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით.
პს „მ------ ს----“-ს მხრიდან არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დღეის მდგომარეობით, ნ----- დ-------ე უმძიმეს პირობებში აგრძელებს იქ ცხოვრებას, ვინაიდან მისი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, ფ---------------------------- ნომერში, შპს „მ------ თ-------ს“ (ს.ნ. 4--------) მიერ წარმოებული, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის საამშენებლო სამუშაოების შედეგად, მთლიანად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, კედლებს გაუჩნდა ბზარები, სახურავი დაზიანებულია, მასში ჩაედ-ნება წვიმის წყალი, რომელმაც საერთოდ გაუსაძლისი გახადა იქ ცხოვრება.
განმცხადებელი აღნიშნული უზრუნველყოფის გამოყენებას ითხოვს იმ მიზეზით, რომ განზრახული აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად ესაჭიროება ექსპერტიზის ჩატარება.
მათი მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნული იქნა ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, ნ----- დ-------ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანების კვალი რა მიზეზების შედეგად იქნა გამოწვეული, ექვემდებარება თუ არა ისინი აღდგენა-რეკონსტრუქციას, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა მოცულობის სამუშაოებია ამისათვის შესასრულებელი.
ექსპერტიზისთვის დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია წარდგენილ იქნეს შენობის მომიჯნავედ, ფ-------------------------ში მდებარე მრავალსართულიან შენობაზე, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია, რომელიც გამოითხოვა მოპასუხისაგან, თუმცა არ მიუღია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით, ნ----- დ--------ის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 109-ე,112-ე, მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი შუამდგომლობს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით, სამომავლო მოპასუხის ან მესამე პირისაგან მტკიცებულებების გამოთხოვაზე.
განმცხადებელი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის აუცილებელი მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, მაშინ, როცა ეს მტკიცებულებები არსებობს ქ. ბათუმის მერიაში, ვინაიდან, მის გარეშე მშენებლობის ნებართვა ვერ გაიცემოდა და მისი მოპოვება განმცხადებელს შეუძლია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით ქ. ბათუმის მერიისაგან.
მართალია, მხარეს, თუ საპატიო მიზეზით არ შეუძლია ამა თუ იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარესთან ან მესამე პირთან მოიპოვება, მას შეუძლია მათი სასამართლო წესით გამოთხოვაზე იშუამდგომლოს, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელს მტკიცებულებები ესაჭიროება ექსპერტიზის დასანიშნად და სარჩელის ჩამოსაყალიბებლად, რაც მტკიცებულების უზრუნველყოფის აუცილებლობას არ ადასტურებს. შესაბამისად, შუადგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ----- დ-------ის წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მცდარია სასამართლოს ვარაუდ- იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მხარეს თავად შეუძლია მოიპოვოს, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ არის ბათუმის მერიაში, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ დოკუმენტაციას, რაც აუცილებელია მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
მათი მიზანია საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს ნ----- დ-------ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზები.
მას შემდეგ, რაც მომზადდება ექსპერტიზის დასკვნა, ნათელი გახდება დაზიანების გამომწვევი მიზეზები, რომლის გათვალისწინებითაც შეიტანენ სარჩელს სასამართლოში იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდ-ნარე, სათანადო მოპასუხე აღმოჩნდება.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდ-ნა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2019 წლის 06 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ----- დ-------ის წარმომადგენელმა ტ----- ჭ--–--ემ და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, შპს "მ------ თ-------" დაევალოს, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასაგზავნად წარმოადგინოს, მის მიერ, ქ. ბ------–------------------------------------ში მიმდ-ნარე, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით, ნ----- დ-------ის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ----- დ-------ის წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სსკ-ის 109-ე მუხლი ითვალისწინებს მტკიცებულებათა უზრუნველყოფას იმ შემთხვევისათვის, თუ მისი წარდგენა შემდგომში შეუძლებელი გახდება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ასეთს ჰქონდა ადგილი, ვინაიდან, ამ მტკიცებულებების მოპოვება მათი მხარისათვის შეუძლებელი გახდა, რადგანაც, თავად შპს "მ------ თა-----მა" უარი განუცხადა მათ გადაცემაზე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. როგორც განცხადების შინაარსით ირკვევა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა განპირობებულია, სამომავლოდ წარსადგენი სარჩელის დასაბუთებულობის მიზნით, მტკიცებულების-ექსპერტიზის დასკვნის მოპოვების აუცილებლობით და მოპასუხეთა წრის დადგენისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ამავე კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, განცხადების შინაარსი მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს: ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია; ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი; გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ; დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარე. მითითებული ნორმების ანალიზით ირკვევა, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა სასამართლომ შესაძლოა განახორციელოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, ასეთი სახის მტკიცებულების მოპოვება, ამასთან ასეთი მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს სავარაუდო მოპასუხე და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ვინაიდან, განმცხადებელს სსსკ-ის 109-ე მუხლში დაფიქსირებული საფრთხის თაობაზე არ მიუთითებია, კერძოდ, რომ სასამართლოში დავის წარმოებისას შეუძლებელი ან ძნელი გახდება ამ დოკუმენტების მოპოვება, ასევე არ დაუსახელებია სავარაუდო მოპასუხე მხარე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ----- დ-------ის განცხადება წარდგენილია საპროცესო მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, რაც მის დაკმაყოფილებააზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდ-ნარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----- დ-------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდ-ლია;
4. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე