გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
330210019003041072
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/13708-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - ს----------–-----------------------------------------------------------ო

წარმომადგენელი - მ--- კ-----–---ი

 

მოპასუხე - სს „ლ-------------ი“

 

წარმომადგენელი - ლ--–- ხ------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე სს „ლ-------------ს“ მოსარჩელის საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანება 948,30 ლარის ოდენობით გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2010 წლის 11 მარტს ს----------–------------------------------–--------–---------------ს, ს----------–-----------------------------------------------------------ოსა და სს „ე-----------”ის გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სა---------–------------------------------------------------------------ს „გადაუხდისუუნარობის საქმის წაროების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის სს“ს----–--------ის“ (ვ---------–---–ი ს/კ N2--------) დავალიანების 948,30 ლარის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული დავალიანება სს „ს----–--------ის“ ვ---------–---–ს წარმოეშვა სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათითა და ქვითრით.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2005 წლის 01 იანვარს განხორცილდა ძველი სუბიექტის რეორგანიზაცია, მათ შორის, სს „ს----–--------ის“ ვ---------–---–ი და შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი სუბიექტი სს „ლ-------------ი“. იმის გათავალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შესაბამისად, მოპასუხეს, როგორც სს „ს----–--------ის“ უფლებამონაცვლეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 948,30 ლარის გადახდა (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული პროზიციის მიხედვით, მოპასუხემ არ სცნო წარმოდგენილი სარჩელი და მიუთითა, რომ მას არ გააჩნია ელექტროენერგიის დავალიანება, რაც დასტურდება იმით, რომ ბანკი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და მას რაიმე სახის შეზღუდვა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არ აქვს და არც ჰქონია, ასევე დადგენილი წესით იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ კონკრეტულ დავალიანებას, მათთვის უცნობია თუ როგორ მოხდა აღნიშნულის დაანგარიშება. ამასთან დავალიანების წარმოშობის თარიღად მითითებულია 2007-2016 წლები, რის გამოც გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადაც და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ 2010 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გახდა სს „ე-----------”-ის უფლებამონაცვლე, ამ თარიღიდანაც კი გასულია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სს „ლ-------------ი“ არის სს „ს----–--------ის უფლებამოცვლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2007 წლის 10 ოქტომბრის სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს N1------ ბრძანების მიხედვით, სს „რ-------ის“, სს „გ---------------------ის“, სს „ლ------------ის“, სს „ძ-------–---ის“, სს „შ--------ის“, შპს „ა–---ის“, სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ისა“ და შპს „ა-----------------------ის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა სს „ე-----------”, რომელიც წარმოადგენდა ზემოაღნიშული კომპანიების სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 10 ოქტომბრის სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს N1------ ბრძანება (ს.ფ. 26-27)

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 28-33)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.3. 2010 წლის 11 მარტს ს----------–------------------------------–--------–---------------ის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (ს---------------------–--) – „კრედიტორი“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს - „ქონების მიმღები“, ასევე სს „ე-----------” შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების გადაცემა მოხდა კრედიტორზე ნატურის ფორმით.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე სს „ე-----------“-მ გადასცა, ხოლო კრედიტორმა და ქონების მიმღებმა ნატურით მიიღეს სამეურვეო ქონება თანდართული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 11 მარტის ხელშკრულება (ს.ფ. 34-36)

- 2010 წლის 11 მარტის მირება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 37-38)

- 2009 წლის 14 დეკემბრის აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 39-42)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ს----------–-----------------------------------------------------------ოს სარჩელი, მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა, ამასთან, მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო 316-ე, 317-ე, 477-ე, 129-ე, 130-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხარეთა წარმომადგენლობა და უფლებამონაცვლეობის სათანადობაა, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ჯერ კიდევ სადავო პერიოდზე 2007 წლამდე პერიოდზე სს „ს----–--------ის“ დავალიანება ელექტროენერგისს მიმწოდებელ სუბიექტის მიმართ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ელექტროენერგიის არათუ მიღების, არამედ ის ფაქტიც, თუ ვისთვის უნდა გადაეხადა სს „ს----–--------ს“ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, ასევე არ დასტურდება დავალიანების არსებობა-არ არსებობა.

 

საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის ბარათი (ს.ფ. 19) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა იმ სახის მტკიცებულებად, რაც დაადასტურებდა ზემოაღიშნული სამივე სადავო გარემოებიდან ერთ გარემოებას მაინც. ამასთან, სასამართლოსთვის უცნობია თუ როდის და ვის მიერ შეიქმნა აღნიშნული დოკუმენტი, რამდენაც არის სარწმუნო მასში მითითებული ინფორმაცია მოპასუხის დავალიანების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მაიჩნია, რომ „აბონენტის ბარათით“ ვერ დგინდება საქმეზე არსებული ვერცერთი სადავო გარემოება და იგი ვერ იქნება მიჩნეული იმ სახის მტკიცებულებად, რომელსაც შეუძლია გადალახოს მტკიცებულების სტანდარტი და ასევე დაადასტუროს ან უარყოს რომელიმე სადავო გარემოება. აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებას სასამართლო გაუთანაბრებს მხარის წერილობით ახსნა-განმარტებას, რომელიც საქმეში არსებულ რომელიმე სადავო გარემოების დამადასტურებლად ვერ იქნება მიჩნეული, თუკი სხვა მტკიცებულებებით ასეთი სადავო გარემოება არ იქნა დადასტურებული.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით,1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული და ცალკე აღებული ამ საფუძვლითაც კი შესაძლებელია სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მომენტის დაწყება კრედიტორის შეტყობინებაზე არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, ის უკიდურესი მომენტებიც რომ ავიღოთ ათვლის წერტილად, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რა მომენტისთვისაც კრედიტორს უნდა სცოდნობა, რომ მოვალე მის მიმართ არ ახორციელებდა გადახდეს არის 2007 წლის 25 მაისიდან მომდევნო თვის ანუ 2007 წლის ივნისის თვე, რადგან ელექტროენერგიის დავალიანება მხარემ მომდევნო ერთი თვისვ ადაში უნდა გადაიხადოს. შესაბამისად, კრედიტორისთვის 2007 წლის 01 ივლისიდან უკვე ცნობილია ან უნდა იყოს ცნობილი მისი დარღვეული უფლების შესახებ, თუმცა მან აღნიშნულთან დაკავშირებით არ განახორციელა რაიმე მოქმედება. შესაბამისად, 2010 წლის 11 მარტისთვის ანუ იმ დროისთვის, როცა მოსარჩელეს გადაეცა მოტხოვნის უფლება, არც ამ უკანასკნელმა განახორციელა თავისი უფლებების დაცვა და მოვალის მიმარტ პრეტენზიების წარდგენა დავალიანებასთან მიმართებაში. შესაბამისად, 3 წლის შემდეგ ანუ 2010 წლის 02 ივლისისთვის მხოლოდ 2007 წლის მარტი, აპრილი და მაისის თვის მდგომარეობით არსებულ დავალიანება გახდა ხანდაზმული, რადგან მანამდე არსებული დავალიანება უკვე იყო ხანდაზმული 2010 წლის 11 მარტისთვის ანუ მიღება-ჩაბარების აქტისა და ხელშეკრულების შედგენის დროისთვის.

 

ასეც რომ არ იყოს და სასამართლომ სრულად გაიზიაროს, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მხოლოდ 2010 წლის 11 მარტიდან, ამ დროიდანაც კი გასულია კანონით განსაზღვრული 3 წლიანი ვადა, რომელიც ამოიწურა 2013 წლის 12 მარტს. მითითებულ პერიოდში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის შედავება მოპასუხის მიმართ არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელის ამჟამინდელ მოთხოვნას ხანდაზმულად ხდის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ამასთან ხანდაზმულიც და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით გათვისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, ვინაიდან სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ს----------–-----------------------------------------------------------ოს (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხე სს „ლ-------------ის“ (ს/კ 2--------) მიმართ დავალიანების სახით 948.30 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ორივე მხარე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე