განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
010210016001518406
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001518406

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

სა---------–--- სახელით

 

საქმე №2/ბ-360-18 28 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - მოსამართლეები - ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენლები - შა----- თუ-------- - თი--------ე - სრ---–---- სა---------–--- სა---–-----–-- ავ----------–----- მა-----–-----------–- ეკ-–---- - ვა------ ლ------, ქ------- გ--------ე

დავის საგანი - აუცილებელი გზის გამოყოფა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება; 2017 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა მოწმეთა დაკითხვაზე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- შა----- თ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 20-0 წლის 17 მარტის მდგომარეობით ხ--–---------- მ----–----–-------- სოფ. უ----ში მდებარე 3927 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2-.2-.0-.1--, წარმოადგენდა შა----- თ---------ისა და კიდევ 9 პირის თანასაკუთრებას;

 

2.2. საკადასტრო კოდით 2-.2-.0-.1-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გაიყო თანამესაკუთრეებს შორის. მიწის ნაკვეთების გაყოფის შემდეგ შა----- თუ--------, მ----- თუ--------, ე---- თუ-------- და ლ-- თუ-------- დარეგისტრირდენ 70- კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შემდეგ დასახელებული ნაკვეთი მოექცა ქ. ბ-------- ტერიტორიის ფარგლებში და მისი მისამართია ქ. ბ------–- უ----ის დასახლებაში. მისი საკადასტრო კოდია №--.3-.0-.0--. მოსარჩელეები მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულნი არიან 2--- წლის 2- სექტემბრის მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფის ხელშეკრულების საფუძველზე;

 

2.3. დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ ქ. ბ------–- უ----ისა და ფ------ დასახლებაში საკადასტრო კოდით №--.3-.0-.4-- და №--.3-.0-.0-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სრ---–---- სა---------–--- სა---–-----–-- ავ----------–----- მა-----–-----------–- ეკ-–----. ის მიწის ნაკვეთების მესაკუთრე გახდა ა------ არ ფ-------- და ე----------- სამინისტროსთან 2014 წლის 05 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მიწის ნაკვეთები ეკ-–----ს გადაეცა სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად;

 

2.4. სასამართლომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილად მიიჩნია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ შა----- თ---------ისა და სრ---–---- სა---------–--- სა---–-----–-- ავ----------–----- მა-----–-----------–- ე--–--იის მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრებიან. მხარეთა მიწის ნაკვეთები მდებარეობს მთის ფერდობზე. მთის ზემო ნაწილში არის ე--–--იის საკუთრება. ფერდობზე, ე--–--იის მიწის ნაკვეთის ქვემოთ მოსარჩელის კუთვნილი 701 კვ.მ. მიწის ნაკვეთია, რომელშიც რაიმე ტიპის შენობა არ დგას. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ქვემოთ ის მიწის ნაკვეთია, რომლიდანაც 2011 წელს გამოიყო მოსარჩელის ნაკვეთი. ამ ნაკვეთში, საჯარო გზის პირას დგას საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ადრე ერთად ცხოვრობდნენ მოსარჩელე, მისი ოჯახის წევრები და დედ-მამიშვილები. დასახელებული სახლი ხელს უშლის მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის მოწყობას. ე--–--იის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა შა----- თ---------ის ძმის კუთვნილ მიწის ნაკვეთს. 2014 წელს მისგან ნაკვეთი შეიძინა ა------ ა--------------- და ე----------- სამინისტრომ და გადასცა ეკ-–----ს. სწორედ ამ ნაკვეთამდე მოდის საჯარო გზა და სრულდება სახლთან, რომელიც ადრე შა----- თ---------ის ძმის კუთვნილებას წარმოადგენდა. დასახელებული მონაკვეთიდან შა----- თ---------ის მიწის ნაკვეთამდე საავტომობილო გზა მოწყობილი არ არის. იქ გარკვეული ციცაბო ფერდობია და გზის მოწყობისათვის შესაბამისი სამუშაოებია ჩასატარებელი;

 

2.5. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებია:

ა) ალტერნატული გზის არსებობა, ანუ სადავოა არსებობს თუ არა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარდა სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის საშუალება;

ბ) სადავოა მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა თუ არა თავისი ბრალეული ქმედებით;

გ) სადავოა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სასარგებლოდ საავტომობილო გზის მოწყობის აუცილებლობა;

დ) გზის მოწყობის პროექტის არსებობა.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე შემთხვევაში ის ფაქტი, რომ არსებობს ალტერნატული გზა, საიდანაც შესაძლებელია მოსარჩელის ნაკვეთი დაკავშირებული იქნას საჯარო გზასთან, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. მასვე ეკისრება მტკიცების ტვირთი მასზედ, რომ მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა თავისი ბრალეული ქმედებით, გზის საჭიროების გაუთვალისწინებლობით. თავის მხრივ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აუცილებლად სჭირდება საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და რომ ამ გზის გარეშე შეუძლებელია საკუთრების საგნის ფლობა და სარგებლობა. მანვე უნდა დაამტკიცოს გზის მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობის საკითხებიც;

 

2.7. ადგილზე დათვალიერებით სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო გზიდან მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა არაა მოწყობილი. ნაკვეთთან მისვლა შესაძლებელია ქვეითად მოსიარულეთა საცალფეხო ბილიკით. ასეთი ორი ბილიკია. ერთი ბილიკი გადის მოპასუხის მიწის ნაკვეთზე და უერთდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე ბილიკი გაკეთებულია მოსარჩელის მამისეული სახლიდან. თავდაპირველად მოსარჩელეც ამ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ შემდგომში გამოეყო და ცალკე ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ქ. ბათუმი ჯ-----–---–--------- ბ. 3-. მამისეული ოჯახის კომლიდან მან მიიღო 701 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მის ნაკვეთამდე გზის მოწყობისათვის პირველ რიგში ხელშემშლელია ციცაბო რელიეფი. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს გზა მოაწყოს იმ ნაკვეთის მხრიდან, რომელსაც გამოეყო (ანუ მამისეული სახლიდან), მაშინ გზის მოსაწყობად მას ექნება ორი ალტერნატივა. მან გზა უნდა მოაწყოს მისი ძირი ოჯახის სახლის ქვედა ნაწილიდან ან ზედა ნაწილიდან. სახლის ქვედა ნაწილი ციცაბო დამრეცია და მასზე გზის მოწყობა შეიძლება მხოლოდ საჰაერო გზის მეშვეობით. გარკვეული მანძილი გზის გასაყვანად აუცილებელი იქნება ჰაერში ბოძების განლაგება და ხიდის აშენება, რომელზეც გაივლის ავტომანქანა. სხვაგვარად სახლის ქვედა ნაწილზე ავტომანქანა ვერ გატარდება. სახლის ზედა ნაწილის გავლით გზის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის აუცილებელია ფერდობის გამოღება და გზის მოწყობა. ბუნებრივია ფერდობის გამოღება გამოიწვევს რამდენიმე მეტრიანი ჯებირის გაკეთების აუცილებლობას. აღნიშნული გარემოებები სასამართლომ დაადგინა ადგილზე დათვალიერებით ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენით და ექსპერტის განმარტებებით;

 

2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ გზის მოწყობა ასევე შესაძლებელია მოპასუხის მიწის ნაკვეთის მხრიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ვარიანტის გარდა სხვა გზითაც. მოპასუხის მიწის ნაკვეთის მარცხენა მხრიდან შესაძლებელია გზა გაიჭრას მოპასუხის მიწის ნაკვეთის უკიდურეს ქვედა ნაწილამდე და საზღვარზე გატარდეს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე, მაგრამ აქაც გზის მოწყობის სირთულე იქნება იმის გამო, რომ გზა ნაწილობრივ მოპასუხის გარდა სხვა მესაკუთრესაც შეეხება და ამასთან გზად გამოყენებული იქნება მოპასუხის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სახლი დგას ციცაბო ფერდობზე და გზის მოწყობის შემთხვევაში გაჩნდება მისი დაცოცების რისკი. ეს გარემოებაც დადგენილია ადგილზე დათვალიერებითა და ექსპერტის განმარტებებით. ამდენად ალტერნატული გზა არსებობს, მაგრამ მისი მოწყობა იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ საშუალო ეკონომიური მდგომარეობის ფიზიკური პირისათვის სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება. შედარებით ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს გზის მოწყობა ისე, როგორც ეს ექსპერტს აქვს განსაზღვრული და როგორც ამას მოითხოვს ექსპერტი;

 

2.9. დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2011 წლამდე მოსარჩელე სხვა მესაკუთრეებთან ერთად უძრავი ქონების მესაკუთრე იყო იმავე მისამართზე, მაგრამ მაშინ მისი და სხვა თანამესაკუთრეების უფლება ვრცელდებოდა მისი მშობლების, და-ძმებისა და ოჯახის წევრების ერთად. ისინი ერთად ფლობდნენ მიწის ნაკვეთს, რომლისგანაც 2011 წელს გამოეყო მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი. ნაკვეთების გაყოფის დროს მესაკუთრეებს არ უმსჯელიათ თუ როგორ შეიძლებოდა გზა ისე გაყოფილიყო, რომ თითოეულ ნაწილს ჰქონოდა მისასვლელი გზა, თუმცა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციიდან გამომდინარე ასეთი გაყოფა მაშინაც შეუძლებელი იქნებოდა. ამ მეთოდით მიწის ნაკვეთის გაყოფა არ ნიშნავს მას, რომ მესაკუთრემ თავისი ქმედებით მოსპო საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა. გზის მოსპობას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ მოსარჩელე ააშენებდა კედელს, გზის მხრიდან გაყიდა მიწის ნაკვეთს, ან სხვა მსგავსი ქმედებით შექმნიდა გზის პრობლემას. ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელემ თვითონ მოსპო მისასვლელი გზა;

 

2.10. უდავოა, რომ მოსარჩელეს არ აქვს საავტომობილო გზა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლია საცალფეხო გზით, ბილიკით. მას ბილიკით მისასვლელი აქვს ორი მხრიდან. ერთი ბილიკი გადის მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, ხოლო მეორე ბილიკი მოსარჩელის ისტორიული სახლიდან უკავშირდება მოსარჩელისავე მიწის ნაკვეთს;

 

2.11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს კუთვნილ მიწის ნაკვეთში არ აქვს საცხოვრებელი სახლი. ასევე არ აქვს სხვა ტიპის ან დანიშნულების შენობა-ნაგებობა. მას მიწის ნაკვეთში გაშენებული აქვს მანდარინისა და სხვა ხეხილის ნარგავები. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას გზა სჭირდება მშენებლობისათვის, მაგრამ მას არ აქვს პროექტი, არ აქვს მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად ამ ეტაპზე სახლის მშენებლობის ორგანიზაციული ღონისძიებებიც არაა დაწყებული. სხვა მხრივ მას საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა აქვს ბილიკის მეშვეობით და ის არაა შეზღუდული საჯარო გზაზე მისასვლელით;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სსკ-ის 180-ე მუხლით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს;

 

2.13. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დაწესებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაც გამოწვეულია სამეზობლო სამართლით აღიარებული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო თმენის ვალდებულებით. აუცილებელი გზის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება დამოკიდებულია არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზე, არამედ კანონის ნორმატიულ ნებაზე. კანონი ადგენს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულებას და ზღუდავს მესაკუთრის უფლებას მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დასახელებული ნორმა ზემოქმედების თმენის ვალდებულებას ადგენს მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ამდენად, მეზობელი მიწის ნაკვეთის, აუცილებელი გზით დატვირთვა ობიექტური გარემოებით უნდა იყოს გამოწვეული. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ შა----- თ---------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა მოწყობილი არაა. იგი არც ადრე არ იყო მოწყობილი და მითუმეტეს არ იყო მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით. დასახელებული მიწის ნაკვეთი ისტორიულად შედიოდა იმ 3927 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომლის საკადასტრო კოდია 2-.2-.0-.1--. 2--- წლამდე ამ ნაკვეთში დარგული იყო მანდარინის და სხვა ხეხილის ნარგავები და მაშინაც ამ ნაკვეთამდე მისვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ საცალფეხო გზით, ანუ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა მოწყობილია 0-.3-.0-.0-- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან. ბილიკი ასე იყო მოწყობილი 2011 წლამდე და ასეა მოწყობილი დღესაც. შესაბამისად ამ ნაკვეთს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა აქვს და იგი არაა მოწყვეტილი საჯარო სივრცეს. მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია ამ ბილიკის გამოყენებით მივიდეს მიწის ნაკვეთში, დაამუშაოს ნაკვეთი, მიიღოს მოსავალი და გამოზიდოს საავტომობილო გზამდე. მას ამ მოქმედებებში ხელი არ ეშლება;

 

2.14. დადგენილია, რომ მოპასუხე იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, რომელზეც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელ სამანქანე გზას. სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება მესამე პირები არ დაუშვას თავის საკუთრებაში, არ მისცეს უფლება გამოიყენონ მისი ქონება და ქონების გამოყენებით მიიღონ გარკვეული სარგებელი. ასეთ პირობას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, მაგრამ დასახელებული ნორმა მესაკუთრეს გარკვეულ შეზღუდვასაც უწესებს. კანონმა მესაკუთრეს მიანიჭა უფლება შეუზღუდავად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, მაგრამ საკუთრების ფლობისა და სარგებლობის შეუზღუდავმა თავისუფლებამ არ უნდა შელახოს მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ასევე ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს კანონმა მიანიჭა სრული ბატონობის უფლება, ამასთან ერთად ამ ბატონობის გამოყენება დააკავშირა უფლების გამოყენების კეთილსინდისიერებასთან;

 

2.15. საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია განიმარტოს აუცილებელი გზის მნიშვნელობა. პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ აუცილებელი გზა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ საავტომობილო გზას. შესაძლებელია მოსარჩელე ფიქრობს, რომ აუცილებელ გზაში მხოლოდ საავტომობილო გზა მოიაზრება. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მცდარია. შეუძლებელია აუცილებელი საავტომობილო გზის ქონა მრავალსართულიან კორპუსში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით სახლებია განთავსებული და ერთმანეთთან ბილიკითაა დაკავშირებული. ასევე არსებობს საავტომობილო გზის მოწყობის შემაფერხებელი სხვა მაგალითებიც. აუცილებელ გზაში მოიაზრება ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს მეზობლის ნივთის აუცილებელი გზით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ასეთი ობიექტური გარემოება შეიძლება იყოს სხვა გზის არ არსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამ ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება მცირდება ან საერთოდ იკარგება.

 

2.16. სა---------–--- სკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევაში დადგენა განპირობებულია სა---------–--- კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით. ამასთან შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. კანონი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნული წინაპირობათა უტყუარად არსებობისას. ასეთი წინაპირობების არ არსებობისას, მეზობელი ნაკვეთის გზად გამოყენების დადგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. ანუ თუ მიწის ნაკვეთს აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და ასეთ შემთხვევაში მაინც დადგინდება მეზობელი ნაკვეთის გამოყენებით აუცილებელი გზა, ეს იქნება საკუთრების უფლების ისეთი შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ დაარღვევს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას;

 

2.17. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო გზასთან დასაკავშირებლად მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ორი გზა აქვს. ორივე მათგანი წარმოადგენს საცალფეხო ბილიკს. ერთი გზა მოწყობილია მოსარჩელის ნათესავების მიწის ნაკვეთიდან (ძირი ოჯახიდან), მეორე გზა მოწყობილია მოპასუხის მიწის ნაკვეთიდან. ისტორიულად მოსარჩელის მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად გამოიყენებოდა ის ბილიკი, რომელიც მოწყობილია ფუძე სახლიდან მოსარჩელის ნაკვეთამდე. დათვალიერებისას სასამართლომ ნახა, რომ დასახელებული ბილიკი მოწყობილია საფეხურებით და გამაგრებულია სათანადოდ. შესაბამისად მოსარჩელეს აქვს აუცილებელი გზა და ის ამ გზით უკავშირდება საჯარო გზას. აღნიშნულის გამო აღარაა იმის აუცილებლობა, რომ მას კიდევ ერთი გზა ჰქონდეს და ისიც მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენებით. ბუნებრივია სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებასაც, რომ თუ მოსარჩელე ავტომანქანით მივა მიწის ნაკვეთამდე, ეს მისთვის უფრო კომფორტული და ეფექტური იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველგან ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ, მესაკუთრემ კუთვნილი ქონებით ისე უნდა ისარგებლოს, როგორც ეს დღევანდელ მოცემულობაშია შესაძლებელი. დაუშვებელია მას კომფორტი შეექმნას სხვა მესაკუთრის ხარჯზე. მოსარჩელისათვის სასურველი კომფორტი იქნება ის, რომ მოპასუხე შეიზღუდოს და მის ნაკვეთზე მოსარჩელეს დაუდგინდეს აუცილებელი საავტომობილო გზა. ასეთი გვექნება შემდეგი მოცემულობა: მოსარჩელე დღეში რამდენიმეჯერ თავისი მანქანით იმოგზაურებს საკუთარ ნაკვეთამდე, მანქანით გადაიტანს მოსავალს და სხვა ტვირთს და ამ დროს მოპასუხეს აღარ ექნება ამ მიწის ს------------- კომპლექსის დანიშნულებით გამოყენების საშუალება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამავდროულად მოსარჩელეს აქვს ბილიკი, რომლითაც შეძლებს მესაკუთრის შეხედულებით კუთვნილი ნაკვეთის გამოყენებას. აღიშნული ტოლფასია იმისა, რომ მოსარჩელის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შედარებით მიენიჭოს უპირატესობა. ასეთ უპირატესობას კანონი კრძალავს. მოსარჩელეს აქვს აუცილებელი გზა და მას შეუძლია ბილიკით ისარგებლოს ისე, როგორც მას სარგებლობდა აქამდე. საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის არსებობა გამორიცხავს დამატებით საავტომობილო გზის მოწყობისათვის მოპასუხის შეზღუდვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ მისი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

2.18. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ თეორიულად შესაძლებელია ამ მოცემულობაშიც კი, მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენებით დადგინდეს საავტომობილო გზა (საგამონაკლისო შემთხვევა). მართალია, მოსარჩელეს აქვს ბილიკით საჯარო გზასთან დაკავშირების შესაძლებლობა, მაგრამ თუ მას ასაშენებელი აქვს საცხოვრებელი სახლი, სამშენებლო მასალის გადაზიდვის მიზნით შესაძლებელია მოეწყოს საავტომობილო გზა და მოპასუხე დავალდებულდეს ხელი არ შეუშალოს სამშენებლო მასალებისათვის ტრანსპორტის გადაადგილებას. ასევე შემდგომში ამ გზის გამოყენებით მოსარჩელესთან ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება (მაგალითად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო). წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი არ აქვს და ამიტომ ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარების გამოძახების მოლოდინი არ არსებობს. მას ასევე არ აქვს მშენებლობის პროექტი და მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად მოპასუხის შეზღუდვის საფუძვლებიც არ არსებობს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2 პუნქტში სასამართლო სადავო ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს გზის მოწყობის პროექტის არ არსებობას, თუმცა არ მიუთითებს რომელი ნორმის მოთხოვნაა და შესაბამისად, მხარის ვალდებულებაა გზის მოწყობის პროექტის წარმოდგენა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამანქანე გზა მართალია არა ბოლომდე, მაგრამ უმეტეს ნაწილზე არსებობდა და არსებობს დღესაც, რომელიც თავად შა----- თ---------ის მიერ არის მოწყობილი და სარგებლობადა ამ გზით ვიდრე მოპასუხე არ შეიძენდა მიწის ნაკვეთს. სწორედ ამ გზით აწარმოებდა შა----- თუ-------- ციტრუსის მოსავლის გამოტანას და სარეალიზაციოდ წაღებას. მოსარჩელეს მიწის ნაკვეთზე გაშენებული აქვს 50-60 წლიანი ციტრუსის ბაღი. ეს ყველაფერი სასამართლომ თავად ნახა ადგილის დათვალიერების დროს.

 

3.2. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს რომ მას აუცილებლად სჭირდება საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და ამ გზის გარეშე შეუძლებელია საკუთრების საგნის ფლობა, არსებობა და მანვე უნდა დაამტკიცოს გზის ტექნიკური მოწყობის საკითხები. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მის მიერ სარჩელში მითითებული იყვნენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს. რაც შეეხება გზის მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობის საკითხს იგი დადგენილია სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, რაც ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ, ასევე არ გაითვალისწინა სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექპერტის განმარტება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მოსარჩელის საკუთრებასთან დამაკავშირებელი სხვა ალტერნატიული გზა ფაქტობრივად არ არსებობს. ყველაზე დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლომ ადგილზე დაათვალიერა აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობა და იქვე ნათლად დაინახა ძველი გზა, რომლითაც დაახლოებით 40 წელი სარგებლობდა მოსარჩელე და დღეს იგი მოპასუხის საკუთრებაშია მოქცეული. მაშინ, როდესაც სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს მხარეს მტკიცებულებების შეგროვებაში, პირიქით აშკარად ხელი შეუშალა მოსარჩელეს მტკიცებულებათა წარმოდგენაში, რაც გამოიხატა სხდომაზე 2017 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმაში;

 

3.3. გადაწყვეტილების 3.2.7. პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა არ არის მოწყობილი, რაც არასწორია, რადგან ადგილზე დათვალიერებით აშკარად ჩანდა, რომ საავტომობილო გზა არსებობდა და არსებობს დღესაც. სასამართლომ თავად ნახა და გადაწყვეტილებაშიც არის მითითებული, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს მეორე მხრიდან ციცაბო ფერდობი აქვს. სასამართლო ციცაბო ფერდობის მხრიდან ალტერნატიული გზის არსებობას მიუთითებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ მისი მოწყობა იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ საშუალო ეკონომიური მდგომარეობის ფიზიკური პირისთვის სავარაუდოდ შეუძლებელია იქნება. სავარაუდოდ ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს გზის მოწყობა ისე, როგორც ექსპერტს აქვს განსაზღვრული და როგორც ამას მოითხოვს ექსპერტი. თუმცა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, იგი თავისი გადაწყვეტილებით საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის გარეშე ტოვებს მოსარჩელეს, რაც მოქმედ კანონმდებლობას აშკარად ეწინააღმდეგება;

 

3.4. გადაწყვეტილების 3.2.9 პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ აქვს კუთვნილ მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლი ან სხვა შენობა-ნაგებობა. არ აქვს მშენებლობის ნებართვა და არ არის დაწყებული სახლის მშენებლობის ორგანიზაციული ღონისძიებები, მას აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა ბილიკის მეშვეობით და არაა შეზღუდული საჯარო გზაზე მისასვლელით. გზა, რომელიც მოსარჩელის მიერ ათეული წლის წინ არის მოწყობილი დღეისათვის მოქცეულია მოპასუხის საკუთრებაში, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაუკეტოს მოსარჩელეს მის ნაკვეთთან მისასვლელი და არ მისცეს ამ გზით სარგებლობის უფლება;

 

3.5. აპელანტის განმარტებით, ქ. ბ-------- მ----–----–-------- მერის 2018 წლის 03 აპრილის №1--- ბრძანების თანახმად დამტკიცებული იქნა შა----- თ---------ის მოთხოვნა სამშენებლო სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთზე ს/კ 0-.3-.0-.0-- საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტი, რომელიც მოპოვებული იქნა სასამრთლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

3.6. ნებისმიერი პირის თავისუფალი ნებაა მისი შეხედულებით და მატერიალური საშუალების მიხედვით განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მესაკუთრე როცა ჩათვლის საჭიროდ მაშინ დაიწყებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, ან საერთოდ არ ააშენებს სახლს და მხოლოდ ციტრუსის ბაღით ისარგებლებს, რომელსაც სჭირდება ტრანსპორტით სასუქის შეტანა და მიღებული მოსავლის სარეალიზაციოდ გატანა. თუ სურს სათიბს მოაწყობს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია საკუთრება თავისი შეხედულებით მოაქციოს სამოქალაქო ბრუნვაში, რასაც ახორციელებდა მანამ ვიდრე მოპასუხე შეიძენდა მიწის ნაკვეთს. აუცილებელი მისასვლელი გზა სჭირდება ნებისმიერ მესაკუთრეს ნებისმიერი ქმედებისთვის და გზის არ მიცემა არის მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისკრიმინაცია გავლენიანი მესაკუთრის მიმართებაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში მითითებულ 2.1.-2.8, 1.10.-2.11. ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.2. დადგენილია, რომ 2010 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის საარქივო ცნობა №1---- (დამოწმებული 11.03.2010წ.) საფუძველზე ხ--–---------- რაიონის სოფელ უ----ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ.: 2-.2-.0-.1--, დაზუსტებული ფართობი 3927.00 კვ.მ. აღირიცხა ე----- ფ-----ას, ე---- თ---------ის, თ----- თ---------ის, თ------- თ---------ის, ლ-- თ---------ის, მ----- თ---------ის, ს---–---- თ---------ის, ქ------- თ---------ის, შა----- თ---------ის და ხ---- თ---------ის თანასაკუთრებაში (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/ფ 86-87);

 

4.3. დადგენილია, რომ 2010 წლის 17 მარტის რეალური გაყოფის ხელშეკრულების (დამოწმებულია 2-.09.2--- წელს სსიპ საჯარო რეესტრის ე---------–- სააგენტოს მიერ) და ხ--–---------- ადგილობრივი არქივის ცნობა №1---- (დამოწმებული 11.03.2010 წელს) საფუძველზე ხ--–---------- რაიონის სოფელ უ----ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ.: 0-.3-.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 701.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი 2-.2-.0-.1--, აღირიცხა ე---- თ---------ის, ლ-- თ---------ის, მ----- თ---------ის და შა----- თ---------ის თანასაკუთრებაში (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/ფ 13);

 

4.4. ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №--.3-.0-.0--, წარმოადგენს დაყოფის საფუძველზე შექმნილ მიწის ნაკვეთს, კერძოდ რეალური გაყოფის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში ამჟამად არსებული მიწის ნაკვეთი გამოეყო კომლის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ.: 2-.2-.0-.1--). დაყოფამდე არსებულ მიწის ნაკვეთს გააჩნდა ჯეროვანი მისასვლელი გზა საჯარო გზასთან;

 

4.5. დადგენილია, რომ შა----- თუ-------- ითხოვს მეზობელი (მოპასუხის) მიწის ნაკვეთის აუცილებელი სატრანსპორტო გზით დატვირთვას, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს სათანადოდ ისარგებლოს №--.3-.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით;

 

4.6. დადგენილია, რომ შა----- თუ--------ს №--.3-.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლია საცალფეხო გზით, ბილიკით; ბილიკით მისასვლელი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საჯარო გზიდან აქვს ორი მხრიდან. ერთი ბილიკი გადის მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, ხოლო მეორე ბილიკი მოსარჩელის ისტორიული სახლიდან (ანუ მამისეული სახლიდან) უკავშირდება მოსარჩელისავე მიწის ნაკვეთს, რომელიც ამჟამად შა----- თ---------ის ძმის საკუთრებაშია (იხ. ადგილზე დათვალიერების ოქმი ს/ფ 119-120);

 

4.7. დადგენილია, რომ მოპასუხეს - სრ---–---- სა---------–--- სა---–-----–-- ავ----------–----- მ------–----------–---- ეკ-–----ს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სჭირდება ს------------- კომპლექსის მშენებლობისათვის, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამანქანე გზის გაყვანის შემთხვევაში ასეთი კომპლექსის მშენებლობა შეუძლებელი გახდება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმები);

 

4.8. დაგდენილია, რომ მოსარჩელეს საკუთარი მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის ორი მხრიდან აქვს საცალფეხო ბილიკით მისასვლელი გზა, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი საავტომობილო გზის გაყვანა მოპასუხის მიწის ნაკვეთის ხარჯზე, მას სჭირდება, რათა მოსავალი (ციტრუსი თუ სხვა) აიღოს და დააბინავოს ნაკლები ძალისხმევის გამოყენებით;

 

4.9. განსახილველ დავაზე მოსარჩელის/აპელანტის - შა----- თ---------ის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტიზა ჩატარებულია ლ---- ს----------–-- სახელობის ს----------–----------------- ე---------–- ბიუროში 2016 წლის 24 მაისს. ექსპერტის წინაშე დასმულია შემდეგი შეკითხვა: ,,დადგინდეს შა----- თ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე ხ--–---------- რაიონ სოფელ უ----ში (ს/კ.: 0-.3-.0-.0--) გააჩნია თუ არა აუცილებელი მისასვლელი გზა და თუ არ გააჩნია, მიეთითოს ნაკლები დანახარჯებით საიდან იქნება შესაძლებელი შა----- თ---------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან მისვლა’’;

 

4.10. დადგენილია, რომ ექსპერტის წინაშე დასმული ზემოთ მითითებულ შეკითხვაში დაკონკრეტებული არ არის აუცილებელი მისასვლელი გზა გულისხმობს თუ არა სატრანსპორტო (სამანქანე) გზას;

 

4.11. საქმეში წარმოდგენილი ლ---- ს----------–-- ს----–----- ს----------–----------------- ე---------–- ბიუროს 2-.0-.20-6 წლის №0-------- დასკვნის მიხედვით ზემოთ მითითებულ შეკითხვაზე გაცემულია შემდეგი პასუხი: ,,შა----- თ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ.: 0-.3-.0-.0-- მდებარე ხ--–---------- მუნიციპალიტეტი, სოფელ უ----ში, არ გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა. ნაკლები დანახარჯებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოსაწყობად საჭიროა შესაბამისი პროექტისა და ხარჯთააღრიცხვის შედგენა’’. აღნიშნული ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტის მიერ ,,გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლა მოხდა 2016 წლის 20 მაისს დამკვეთის თანდასწრებით და მითითებით. ობიექტის დათვალიერებისას... მიწის ნაკვეთს ფაქტიურად არ გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა, რაც ნათლად ჩანს საჯარო რეესტრის დაცულ მონაცემებში, ხოლო რაც შეეხება თუ საიდან იქნება ნაკლები დანახარჯებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამგვარი ექსპერტიზისათვის შეუძლებელია, ვინაიდან ადგილზე დათვალიერებისას გამოირკვა, რომ ნებისმიერი მხრიდან გზის მოსაწყობად საჭირო გახდება შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა, თუ საიდანაა შესაძლებელი უფრო ნაკლები დანახარჯებით ზემოთხსენებულ მისამართზე აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობა’’. მითითებულ ექსპერტიზის დასკვნას ერთვის მიწის ნაკვეთის ფოტოილუსტრაცია (6 შავ-თეთრი ფოტო-ასლი), რომლებიც არ არის იდენტიფიცირებული და არ იძლევა აუცილებელ გზასთან დაკავშირებით სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას;

 

4.12. 2-.0-.20-6 წლის №0-------- დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა 2016 წლის 15 სექტემბერს (ანუ ძირითადი დასკვნის შედგენიდან დაახლოებით 4 თვის შემდგეგ) ექსპერტიზის დასკვნის დამკვეთს - შა----- თუ--------ს უპასუხა წერილზე, სადაც ის მოითხოვდა ექსპერტს მიეთითებინა თუ ,,საიდან იყო შესაძლებელი მოეწყო აუცილებელი მისასვლელი გზა’’. ექსპერტი ამ შეკითხვას ძირითადი დასკვნის შედგენიდან 4 თვის შემდეგ პასუხობს, რომ ,,შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენით შესაძლებელია მოეწყოს აუცილებელი მისასვლელი გზა, მიწის ნაკვეთების 0-.3-.0-.4-- და 0-.3-.0-.0---ის გავლით, როგორც მითითებულია წერილზე თანდართულ დანართ №1-ში. სხვა მხრიდან შეუძლებელია მოეწყოს მისასვლელი გზა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა (რელიეფი) არ იძლევა ამის საშუალებას’’. პალატა აქვე მიუთითებს, რომ ექსპერტის აღნიშნულ პასუხზე დართული №1 დანათი არ არის უშუალოდ ექსპერტის მიერ ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მომზადებული (შედგენილი), არამედ ექსპერტმა ასეთი დანართისათვის გამოიყენა საჯარო რეესტრში დაცული მონაცემი მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით (საკადასტრო აზომვითი ნახაზი). ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ექსპერტი არ აღწერს იმ ,,რელიეფს’’ და არ იძლევა ნათელ სურათს მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, განლაგებისა თუ სხვა არსებითი გარემოებების შესახებ, რათა სარწმუნოდ და სწორად იქნეს მიჩნეული მის მიერ წარმოდგენილი და განსაზღვრული აუცილებელი გზის ,,მარშუტი’’, ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპერტმა შა----- თ---------ის შეკითხვაზე პასუხის გაცემა 2016 წლის 20 მაისისათვის - მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების დროისათვის, შეუძლებლად მიიჩნია და მხოლოდ ასეთი დათვალიერებიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ ექსპერტმა ზუსტად განსაზღვრა ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გავლით შესაძლებელი იქნებოდა აუცილებელი გზის მოწყობა, ხოლო პირვანდელ დასკვნაში მითითებული აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობაზე პასუხის გაცემის ,,შეუძლებლობა’’ იმავე მიწის ნაკვეთზე დასკვნის შედგენიდან რამოდენიმე თვის შემდეგ თუ როგორ და რა მეთოდებით იქნა ,,დაძლეული’’ და ,,შესაძლებელი’’, დასკვნიდან (შ. თ---------ის წერილზე პასუხი-15.09.2016 წ.) არ ჩანს;

 

4.13. პალატა, ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ №0-------- ექსპერტიზის წარმოებისას ექსპერტისთვის მაორიენტირებელი იყო სწორედ დამკვეთის (შა----- თ---------ის) ინტერესი (განცხადებაში დასმული კითხვის გათვალისწინებით) ნაკლები დანახარჯებით შემკვეთისათვის შესაძლებელი ყოფილიყო მის მიწის ნაკვეთთან აუცილებელი გზის გაყვანა, რაც იმთავითვე უშვებს შესაძლებლობას, რომ შ. თ---------ის მიწის ნაკვეთთან აუცილებელი მისასვლელი გზის გაყვანა შესაძლებელია ასევე სხვა მხრიდან, თუმცა მეტი დანახარჯებით და სწორედ აღნიშნული გარემოება დაადგინა საქმის განმხილველმა სასამართლომ 1-ლ ინსტანციაში ადგილზე დათვალიერებით და ექსპერტთა განმარტებების საფუძველზე, რომლის მიხედვით: ,,თუ მოსარჩელე გადაწყვეტს გზა მოაწყოს იმ ნაკვეთის მხრიდან, რომელსაც გამოეყო (ანუ მამისეული სახლიდან), მაშინ გზის მოსაწყობად მას ექნება ორი ალტერნატივა. მან გზა უნდა მოაწყოს მისი ძირი ოჯახის სახლის ქვედა ნაწილიდან ან ზედა ნაწილიდან...’’ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. პუნქტი). სასამართლომ ასევე ,,შესაძლებლად მიიჩნია გზის მოწყობა მოპასუხის მიწის ნაკვეთის მხრიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ვარიანტის გარდა სხვა გზითაც...’’ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.8. პუნქტი);

 

4.14. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მეზობელი მიწის ნაკვეთის აუცილებელი სატრანსპორტო გზით დატვირთვის წინაპირობების არსებობა, საქმეზე დადგენილი ფაქტები ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს მის მიწის ნაკვეთთან ტრანსპორტით მისასვლელი ალტერნატიული გზის გაყვანის შესაძლებლობა ასევე გააჩნია სხვა მხრიდან. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ,,შა----- თ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ.: 0-.3-.0-.0-- მდებარე ხ--–---------- მუნიციპალიტეტი, სოფელ უ----ში, არ გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა. ნაკლები დანახარჯებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოსაწყობად საჭიროა შესაბამისი პროექტისა და ხარჯთააღრიცხვის შედგენა’’. ექსპერტმა კვლევის შედეგად მიუთითა, ასევე, რომ ,,...თუ საიდან იქნება ნაკლები დანახარჯებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამგვარი ექსპერტიზისათვის შეუძლებელია’’, ხოლო პალატა აღნიშნავს, რომ ასეთი დასკვნის არსებობის პირობებში, შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის გარეშე, ამავე საქმეზე იგივე ექსპერტი რამოდენიმე თვის გასვლის შემდეგ უთითებს, რომ ,,შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენით შესაძლებელია მოეწყოს აუცილებელი მისასვლელი გზა, მიწის ნაკვეთების 0-.3-.0-.4-- და 0-.3-.0-.0---ის გავლით... სხვა მხრიდან შეუძლებელია მოეწყოს მისასვლელი გზა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა (რელიეფი) არ იძლევა ამის საშუალებას’’. ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვას წარმოადგენდა, შესაძლებელი იყო თუ არა ნაკლები დანახარჯებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოსაწყობა №--.3-.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია დამკვეთის მოთხოვნის გათვალისწინებით, კერძოდ კვლევა ჩატარდა მხოლოდ ერთი მიმართულებით (პირობით) - ექსპერტს აუცილებელი გზის განსაზღვრა მოეხდინა მხოლოდ შემკვეთის სასარგებლოდ, ნაკლები დანახარჯების გათვალისწინებით;

 

4.15. საქმეზე დადგენილი, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან ერთადერთი აუცილებელი დამაკავშირებელი გზა გაყვანილ უნდა იქნას მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე. გარდა ამისა, სადავო გარემოების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებას არც მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს, რადგანაც მოწმეთა განმარტებებით ირკვევა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი სატრანსპორტო გზა დღეისათვის არ არსებობს. ასევე არ დასტურდება ფაქტი, რომ სხვა გზით შეუძლებელია განხორციელდეს კავშირი საჯარო გზებთან;

 

4.16. წინამდებარე დავაზე სარჩელის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოსარჩელისათვის მინიჭება, რომლის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს;

 

4.17. დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია სა---------–--- კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები: №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი, №ას-871-838-2016, 28 აპრილი, 2017 წელი);

 

4.18. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მას არ გააჩნია ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან, ამ გარემოებას მოპასუხე უპირისპირებს თავად მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის თვითნებურ მოქმედებას და მიიჩნევს, რომ ეს გარემოება მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, აფერხებს სარჩელს (სკ-ის 180.2. მუხლის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით);

 

4.19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 17 მარტს ხ--–---------- საარქივო ცნობა №1---- (დამოწმებული 11.03.2010წ.) საფუძველზე ხ--–---------- რაიონის სოფელ უ----ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 2-.2-.0-.1--, დაზუსტებული ფართობი 3927.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხული იყო ე----- ფ-----ას, ე---- თ---------ის, თ----- თ---------ის, თ------- თ---------ის, ლ-- თ---------ის, მ----- თ---------ის, ს---–---- თ---------ის, ქ------- თ---------ის, შა----- თ---------ის და ხ---- თ---------ის თანასაკუთრებაში. მითითებულ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი გამოყენებისათვის ჰქონდა საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა. ასევე დადგენილია, რომ 2010 წლის 17 მარტიდან თანამესაკუთრეების მიერ მოხდა №2-.2-.0-.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გაყოფა და აღნიშნული გაყოფის შედეგად მოიშალა ის გზა, რომლითაც სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, ხოლო შემდგომ ამისა, აწ უკვე გამოყოფილ და ცალკე საკადასტრო კოდ მინიჭებულ, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ 701.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისათვის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე გზის გამოყოფა მოთხოვნილია მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით. მითითებული გარემოებები სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს ართმევს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოთხოვნას;

 

4.20. დადგენილია, რომ მოსარჩელე საჯარო გზას უკავშირდება ორი საცალფეხო ბილიკით, ამასთან, ერთ-ერთი ბილიკით საჯარო გზასთან დაკავშირება შესაძლებელია მისი ძმის მიწის ნაკვეთის გავლით. შესაბამისად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა აქვს და იგი არაა მოწყვეტილი საჯარო სივრცეს. მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია ამ ბილიკის გამოყენებით მივიდეს თავის მიწის ნაკვეთში, დაამუშაოს ნაკვეთი, აიღოს და დააბინავოს მოსავალი. მას ამ მოქმედებებში ხელი არ ეშლება. გარდა ამისა განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური შეფასების საფუძველზე, სახეზე არ არის სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობა. ამდენად, ამ შემთხვევაში არ არსებობს კანონით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც შა----- თ---------ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.21. სა---------–--- კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დადგენილია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს საკუთრებით მშვიდობიან სარგებლობას, თუმცა, როგორც კონვენციით, ისე - ეროვნული სამართლით (სკ-ის 170-ე მუხლი) საკუთრების უფლებაში ჩარევა დასაშვებია, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია პროპორციულობის ტესტი, რომლის თანახმადაც, ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური, ემსახურებოდეს ნათელი მიზნის მიღწევას და იყოს თანაზომიერი (უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება). საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და მტკიცების თვალსაზრისით, ეს ნორმა მოსარჩელეს ავალდებულებს იმის სარწმუნოდ დადასტურებას, რომ სახეზეა მისი პირველი ნაწილის ყველა ელემენტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ არის კატეგორიული ხასიათის, რომ სწორედ მოპასუხეთა ქონების გავლითაა შესაძლებელი მოსარჩელის ნაკვეთთან მისვლა მისი ჯეროვანი გამოყენებისათვის და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამ გარემოებათა მტკიცება, როგორც აღინიშნა, ეკისრებოდა მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა მტკიცების მოპასუხის მხარეზე გადატანა მიზანშეწონილი, რაც მოსარჩელე დაძლევდა საკუთარი მტკიცების ტვირთს. გარდა ამისა, სადავო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება ის, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობა სხვა მხრიდან შეუძლებელია, ხოლო ის გარემოება, რომ რელიეფი არის დახრილი და გზის მოწყობა რთულდება, არ შეიძლება მოპასუხის საკუთრების უფლების ბოჭვის წინაპირობად იქნას მიჩნეული;

 

4.22. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს მოწმეთა დაკითხვის თაობაზე და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს აუცილებელი საავტომობილო გზით სარგებლობა, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ადგილზე დათვალიერებით სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, მოწმეები სასამართლოს ვერ მიაწვდიან იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მან უშუალოდ ადგილზე დათვალიერების შედეგად ნახა და გამოიკვლია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ადგილზე დათვალიერების ოქმით (სსსკ-ის 120-ე და 122-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, დაადგინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა, რომელთა წარდგენაც სასამართლოში ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია. ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს. ფაქტების კონსტატაციის მიზნით ადგილზე დათვალიერების ჩატარება სასამართლომ შეიძლება, დაავალოს სა---------–--- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ა--------–---------------–----------) დგინდება სადავო გარემოებები;

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული სა---------–--- სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

 

ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი);

 

4.23. მოსარჩელის/აპელანტის მტკიცებით, მის მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად, მოპასუხე არ აძლევს ამ უკანასკნელის საკუთრებად რიცხული ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, რაც დაუშვებელია. კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის (ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობა მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად) დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა ფაქტებზე და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დამტკიცდებოდა, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა №--.3-.0-.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მოსახვედრად გარდაუვალი იყო (სსკ-ის 180-ე მუხლი);

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 103.1-ე მუხლით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, აპელანტი არ წარმოადგენს აუცილებელი გზის მოთხოვნის მფლობელს, რადგან მან ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის ფაქტი (ანალოგიურ საკითხე იხ. სუსგ №ას-815-763-2017; 2018 წლის 11 იანვარი);

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.24. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შა----- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით სა---------–--- უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

თ----- სვანიძე