გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.02.2020
საქმის ნომერი
190370519003329116
კატეგორია
დავის ტიპი
შემაკავებელი ორდერის გამოცემა
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-3---19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

0--0--2--- წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე

მოსარჩელე - თ----- ტ------–---–ი, წარმომადგენელი - კ------------ე გ--–-–---–ი,მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი - ვ-–- ჯ------ე,დაინტერესებული პირი - თ-------- ო-----–---–ი,წარმომადგენელი - რ------ მ--------ე,დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2--- წლის 0------------ს №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

 

მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არის უსაფუძვლო. 2--- წლის 0------------ს №0----- შემაკავებელი ორდერი გამოიცა მოსარჩელის მიმართ, ხოლო №0----- შემაკავებელი ორდერით თ-------- ო-----–---–ს აეკრძალა მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ამ ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა თ-------- ო-----–---–ის მიერ მოსარჩელის მიმართ მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა, დამცირება და შეურაცხყოფილს მიყენება. რის გამოც თ----- ტ------–---–მა მიმართა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობს ცენტრს, რომლის 2--- წლის 1------------ს გაცემული ცნობითაც დასტურდება ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა მხარეთა შორის კონფლიქტი და ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, თ-------- ო-----–---–მა პოლიციის თანამშრომელს აჩვენა ტექსტური შეტყობინება, რაც მოიცავდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს და შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი.

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია

დაინტერესებული პირი და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ვ-–- ჯ------ის მიერ 2--- წლის 0------------ს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი თ----- ტ------–---–ის მიმართ, მსხვერპლი - თ-------- ო-----–---–ი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ვ-–- ჯ------ეს მიერ 2--- წლის 0------------ს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი (ს. ფ. 13)

 

3.1.2. თ----- ტ------–---–ი და თ-------- ო-----–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი -2--- წლის 0------ს დაბადებული თ--- ო-----–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (2--- წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი)

-ქორწინების მოწმობის ასლი (ს. ფ. 21)

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ----- ტ------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ,განსახილველ შემთხვევაში სარჩელი წარმოდგენილია მითითებულ ნორმათა დაცვით, კერძოდ, მსხვერპლად დასახელებული პირის თ-------- ო-----–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა დაიწყო კანონით გათვალისწინებულ 3 დღიან ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

დასახელებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ამავე ნორმის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

 

განსახილველ შემთხვევაში თ-------- ო-----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით მიემართა სახელმწიფო ორგანოსათვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ვ-–- ჯ------ის მიერ 2--- წლის 0------------ს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი თ----- ტ------–---–ის მიმართ, მსხვერპლი - თ-------- ო-----–---–ი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

სასამართლო მიუთითებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანზე, კერძოდ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე კი, სახეზე იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობა. სასამართლოს, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეების განმარტებების მოსმენის შედეგად მიაჩნია, რომ კანონის მიზნებისათვის, ოჯახის წევრთა შორის ორმხრივი კონფლიქტის არსებობის გამო მიზანშეწონილია არსებობდეს დაცვის ეს საშუალება შემდგომი ძალადობის თავიდან არიდების მიზნით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებით დამტკიცდა განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასების სისტემა, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება, რისკების სწორი განსაზღვრა, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილება და მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასება ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ჩამოთვლილი სპეციალური კითხვების საფუძველზე. შემაკავებელი ორდერის ოქმი ივსება შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე, რადგან ოქმის საფუძველზე განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, შემაკავებელი ორდერი უნდა გამოიცეს თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა მინიმუმ 3 ქულა. მოცემულ შემთხვევაში ქულათა საერთო რაოდენობა შეადგენს 15 ქულას. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერის ოქმის შინაარსით დგინდება, რომ თ----- ტ------–---–ის აგრესიიდან გამომდინარე და მის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საფუძველზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლი ასევე მიუთითებდა მოძალადის მიერ თვალთვალისა და მუქარის შემცველი შეტყობინების შესახებ.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა შემაკავებელი ორდერი გამოსცა მას შემდეგ რაც მსხვერპლად დასახელებულმა პირმა აჩვენა სმს შეტყობინებები, რომლებითაც ფსიქოლოგიური ძალადობა დგინდებოდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი (2--- წლის 20 დეკემბრის სხდომაზე 13:38:36) დაეთანხმა მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინების წარდგენას, ხოლო 2--- წლის 0-----------–ის სხდომაზე უარი განაცხადა სმს და ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ვ-–- ჯ------ის მიერ 2--- წლის 0------------ს №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი მოთხოვნების ისეთ დარღვევას, რომელიც გახდებოდა გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- ტ------–---–ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს პატრულ ინსპექტორ ვ-–- ჯ------ის მიერ 2--- წლის 0------------ს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი