გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2020
საქმის ნომერი
190310020003466441
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14.02.2020 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ-----------–---–-

სხდომის მდივანი ნ-----------------

მოსარჩელე - ნ-------------–---–-,მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო,წარმომადგენელი - ფ-----------–--–---–-,დაინტერესებული პირი - გ--------------–---–-,დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო ფ-----------–--–---–-ს მიერ 2----–-–----------------–- გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

 

მოსარჩელის მითითებით, 2----–-–----------------–- მასსა და მის მეუღლე გ--------------–---–- შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი სოციალურ ქსელში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია მისი მეუღლის გაღიზიანება, რაც გამოიხატა მისი მხრიდან ხმამაღალ საუბარში. ემოციურ ფონზე მოსარჩელის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება და შემაკავებელი ორდერის გამოცემა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქორწინებაში იმყოფებიან 7 წლის განმავლობაში, ამ ხნის პერიოდში ოჯახში რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. იგი არის მეოჯახე, მშრომელი მშვიდი და პატიოსანი ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მზრუნველობითა და სიყვარულით ოჯახის - მეუღლისა და შვილების მიმართ. კონფლიქტის პროვოცირება და მეუღლის გაღიზიანება გამოიწვია მოსარჩელის მხრიდან ხმამაღალმა, ემოციურმა და ხისტმა დამოკიდებულებამ და საუბარმა. გაუგებრობა, რომელიც პირველად წარმოიშვა მხარეთა ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, ამოწურულია და ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით ერთად, ამდენად შემაკავებელი ორდერის არსებობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ფ-----------–--–---–-- სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, მხარეთა გამოკითხვისას შემაკავებელი ორდერის ოქმის ქულათა შეჯამებისას მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე, თუმცა მხარეებმა მაშინვე უარი განაცხადეს ორდერის გამოცმაზე.

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია

დაინტერესებული პირმა გ--------------–---–--, განმარტა, რომ ეთანხმება შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პასტრულ-ინსპექტორ ფ-----------–--–---–-ს მიერ 2----–-–----------------–- გამოცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი გ--------------–---–-- მიმართ, მსხვერპლი-ნ-------------–---–-, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პასტრულ-ინსპექტორ ფ-----------–--–---–-ს 2----–-–---------------–-- №------ შემაკავებელი ორდერი. (ს. ფ. 16)

3.1.2. ნ-------------–---–- და გ--------------–---–- 2----–-–------------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი 2----–-–---------------- დაბადებული გ-------–---------------------–---–---.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 40);

-დაბადების მოწმობის ასლები (ს. ფ. 41-42)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------------–---–-ს მიერ აღძრული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ,განსახილველ შემთხვევაში სარჩელი წარმოდგენილია მითითებულ ნორმათა საფუძველზე, კერძოდ, მსხვერპლად დასახელებული პირის ნ-------------–---–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა დაიწყო კანონით გათვალისწინებულ 3 დღიან ვადაში.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

განსახილველ შემთხვევაში ნ-------------–---–-- ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით მიემართა სახელმწიფო ორგანოსათვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

დასახელებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით განმარტებულია ოჯახის წევრის არსი, რომლის თანახმადაც – ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრია- დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; ამავე ნორმის ,,თ" ქვეპუნქტით მოძალადე განმარტებულია როგორც – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ფ-----------–--–---–-ს მიერ 2----–-–----------------–- გამოცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი გ--------------–---–-- მიმართ, მსხვერპლი -ნ-------------–---–-, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ და პირიქით, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

განსახილველ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მომართა მსხვერპლმა ნ-------------–---–--, ამასთან მიუთითა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას მან პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა არ მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ არსებობს გაუგებრობა, ცხოვრობენ ერთად და შესაბამისად არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გ--------------–---–-- მხრიდან ნ-------------–---–-ს მიმართ ძალადობის და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი აუცილებლობა, რაც საფუძველია შემაკავებელი ორდერის გაუქმებისა. გარდა ამისა, მოპასუხემ და დაინტერესებულმა პირმა სარჩელი ცნეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის მოთხვონის დაკმაყოფილებისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნ-------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის ფ-----------–--–---–-ს მიერ 2----–-–----------------–- გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი გაუქმდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე ნ-----------–---–-