გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #3-3---19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
1-.--.2019 წელი ქ. Qრუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე
განმცხადებელი: ნ---- დ-------–--ლი,მოწინააღმდეგე მხარე: ა---------– ც--–---–------ე,მოთხოვნის არსი: დამცავი ორდერის გამოცემა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 0-----------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ---- დ-------–--ლმა ა---------– ც--–---–------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2010 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2011 წლის 13 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა---------– ც--–---–------ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი მ------ ც--–---–------ე დაბადებული 2011 წლის 2-------------ს. მისი მითითებით, წლების განმავლობაში არის ძალადობის მსხვერპლი, განიცდის ფსიქოლოგიურ ძლადობას, იძულებას, ეკონომიკურ ძალადობას. ა---------– ც--–---–------ე არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. ამიტომ იყო სულ გაღიზიანებული და მისი გაღიზიანების მსხვერპლი იყო ნ---- დ---------–---–-. ძალადობა ხორციელდებოდა ბავშვის თანდასწრებით. ამა წლის 29 აგვისტოს განმცხადებელი წამოვიდა მეუღლის სახლიდან. 02 სექტემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი ა---------– ც--–---–------ის მიმართ 30 დღის ვადით. 11 ოქტომბერს კვლავ გამოცემული იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.
განმცხადებელი მოითხოვს დამცავი ორდერის გამოცემას 6 თვის ვადით, ა---------– ც--–---–------ისთვის განმცხადებელთან, მის საცხოვრებელ სახლთან და ყველა იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვას, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს განმცხადებელი. ნებისნიერი კომუნიკაციის აკრძალვას ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2019 წლის 1-----------ს სასამართლოს წერილობით მომართა ა---------– ც--–---–------ემ და მიუთითა, რომ მართალია მის მიმართ გამოცემულია ორი შემაკავებელი ორდერი, რომელსაც არ ეთანხმება, თუმცა აღნიშნული არ გაასაჩივრა იმ გარემოებების გამო, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ არ გართულებულიყო. ამასთან მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2019 წლის 1- ნ--------ს გამართულ სასამართლო სხდომაზე განცხადებელმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას არ დაეთანხმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---- დ-------–--ლის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ა---------– ც--–---–------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემულ უნდა იქნეს დამცავი ორდერი შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა ა---------– ც--–---–------ის მეუღლემ - ნ---- დ-------–--ლმა (რომელიც ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს ოჯახის წევრს).
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის განმარტების, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება, რომელიც ხორციელდება ა---------– ც--–---–------ის მხრიდან ნ---- დ-------–--ლის მიმართ, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნევს, რომ კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე ა---------– ც--–---–------ის მხრიდან, მსხვერპლის ნ---- დ-------–--ლის მიმართ, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს. ამასთან, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს 3 (სამი) თვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113-ე, 2115-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს კანონი ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- დ-------–--ლის განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გამოცემული იქნას დამცავი ორდერი მოძალადე ა---------– ც--–---–------ის მიმართ, მსხვერპლი _ ნ---- დ-------–--ლი; დამცავი ორდერი გამოიცეს შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ---- დ-------–--ლი იმყოფება; მასვე აეკრძალოს სატელეფონო კონტაქტი და რაიმე სახის მიმოწერა;
3. დამცავი ორდერი გამოიცეს 03 (სამი) თვის ვადით;
4. განემარტოთ პროცესის მონაწილეებს, რომ მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი ორდერის მოქმედებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა ინტერესებს; დამცავი ორდერის მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით სასამართლოსთვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქუჩა №6) გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას.
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი