გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2019
საქმის ნომერი
080310919003224366
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/598-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.10.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მ--–---- ჩ-----იძე

სხდომის მდივანი - ნ---- გ--------ე

განმცხადებელი - სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრი

წარმომადგენლები - ნ---ია ბ----------, ნ---ია წი-–----ე

მოძალადე - თ----ა დ---–-------ე

წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე

არასრულწლოვანი მსხვერპლები: ე---ი დ---–-------ე, ე-- დ---–-------ე

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრის უფროსმა ნ---- ჭიღლაძემ თ----ა დ---–-------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

განცხადების თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო ზედამხედვეობას უწევს ე---ი (დაბ: 05/08/2006 პ/ნ 6---------- და ე-- (დაბ: 27/12/2016 პ/ნ6----------) დ---–-------ეების მიმართ მათი ბიოლოგიური დედის თ----ა დ---–-------ის (დაბ: 26/04/1984 პ/ნ6----------) მიერ მშობლის მოვალეობის ჯეროვან შესრულების საკითხს, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 12 სექტემბრის მთავრობის №437 დადგე--ლებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში.

არასრულწლოვანების მიმართ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ გატარდა აქტივობები, რომელიც ემსახურებოდა ოჯახის გაძლიერებას. ე---ი და ე-- დ---–-------ეების ბიოლოგიურ გარემოში შენარჩუნების მიზნით, ინტენსიური მონიტორინგის განხორციელების პირობებში.

კერძოდ:

. ბავშვისა და ბიოლოგიური ოჯახის შეფასება, საჭიროებების გამოკვეთისა და სათანადო აქტივობების დაგეგმის მიზნით.

. იურიდიული კონსულტაციის გაწევა, ე-- დ---–-------ის დაბადების მოწმობაში მამის სამართლებრივი ვინაობის განსაზღვრის მიმართულებით

. არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი: ,,I----------”, მიმართვის განხორციელება, საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საფენებით ოჯახის უზრუნველყოფის მიზნით.

. ოჯახი დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში:

. არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision“–ის მიერ მოხდა ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება (საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა).

. განხორციელდა მიმართვა ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურთან და თ----ა დ---–-------ის ოჯახი ჩაერთო ააიპ ,,მადლიერების სახლი’’–ს (უფასო სასადილო) დახმარების პროგრამაში.

. ხელი შეეწყო საჯარო სკოლის ცვლილებისა და მოსწავლის სტატუსის აღდგე--სათვის აუცილებელპროცედურებს.

. მოხდა ბავშვის დღის ცენტრის მ------------აში ჩართვა.

. შედგე--ლი იქნა ე---ი დ---–-------ის მიმართ 2019 წლის 18 იანვარს N457 ინდივიდუალური განვითარების გეგმა, გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მიზნით.

მიუხედავად გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, ბავშების დედამ კატეგორიული უარი განაცხადა სოციალურ მუშაკებთან თანამშრომლობაზე და დაგეგმილი აქტივობების შესრულებაზე, მეტიც ბავშვმა დედის მხარდაჭერით კვლავ გააგრძელა საგაკვეთილო პროცესის გაცდენა, მოითხოვა დღის ცენტრის მ------------ის შეწყვეტა, ასევე ს--–---–----- მუშაკის ვიზიტების დასრულება. დედააგრძელებს კონფლიქტური გარემოს პროვოცირებას და აღნიშნულ პროცესში ჩართული ყავს არასრულწლოვანი ბავშვი, თ----ა დ---–-------ის მხრიდან წახალისებულია ე---ი ისეთი ქმედებების განხორციელებაში, როგორიცაა თანაკლასელებისა და უფროსი ადამიანების ასევე არასრულწლოვანი სხვა ბავშვების დამამცირებელი მოპყრობა, თ----ა დ---–-------ე შვილთან ე---ი დ---–-------ესთან ერთად გამოირჩევა აგრესიულობით, ბავშვების ჰიგიენური მდგომარეობა მძიმეა. თ----ა და ე---ი დ---–-------ეები საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აბინძურებენ ეზოს.

ბავშვებისა და დედის საცხოვრებელი ბინიდან ხშირად, განსაკუთრებით გვიან ღამის საათებში ისმის ხმაური, თ----ა დ---–-------ესთან კომუნიკაციას ერიდებიან ნაცნობები ვინაიდან ის გამოირჩევა კონფლიქტურობით. ე---ი დ---–-------ე თანატოლებთან დადებით კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ის ხშირად ეჩხუბება და მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აბუჩად იგდებს მათ მშობლებს, ბებიას, პაპას და სხვას. დამაკნინებელი სიტყვებით მოიხსე--ებს ყველას, ბილწსიტყვაობს და ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელ გარემოს ქმნის. ზემოაღნიშნული ქცევის გამო შე--შვნის ან მითითების მიღების შემთხვევაში თ----ა დ---–-------ე იძახებს საპატრულო პოლიციას და აფიქსირებს, რომ შვილთან ე---ი დ---–-------ესთან ერთად მეზობლები არ აძლევენ საკუთარი სურვილისამებრ ცხოვრების უფლებას. დედა ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის, აუცილებელი შესაბამისი რეჟიმის დაცვას, ღამის საათებში მათ მიერ გამოწვეული ხმაურით ზიანი ადგება, როგორც სახლში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვს ე-- დ---–-------ეს, რომელსაც არსებული ვითარების შეფასებით, ღამის საათებში დარღვეული აქვს ძილისა და დასვენების უფლება ასევე საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ხანდაზმულ პირებს, სხვა სრულწლოვან და არასრულწლოვან ადამიანებს. ძილის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს ასევე ე---ი დ---–-------ის მიერ დილის საათებში სკოლის გაცდე--ს მიზეზს. ბავშვი პედაგოგის ეკა ჯუღელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გამუდმებით აცდენს გაკვეთილებს, არ ცხადდება სკოლაში დადგე--ლ დროს, არის დღეები, როდესაც ის საერთოდ არ ესწრება გაკვეთილებს, პედაგოგები ვერ ახერხებენ ბავშვის შეფასებას, 2018 წელს ბავშვს არ უვლია საჯარო სკოლაში რის გამოც მას შეუწყდა მოსწავლის სტატუსი და მე-6 კლასი სრულად გაუცდა. აღნიშნული მიზეზის გამო დატოვა ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ს--–---–----- მუშაკის ჩართულობით მიეცა შესაძლებლობა სწავლა განეგრძო მე-2 საჯარო სკოლაში ის კვლავ ხშირად აცდენს საგაკვეთილო პროცესს და აღნიშნულის ინიციატორი, ბავშვის დედაა. ე---ი დედის მიერ წახალისებულია, ის არის მაპროვოცირებელი კონფლიქტური გარემოს შექმნის, ჩხუბობს, როგორც ოჯახში ასევე მეზობლებთან, აბინძურებს ფეკალური მასებით სადარბაზოს, აღნიშნავს, რომ ადამიანებმა პრეტენზია მის მიმართ მხოლოდ მას შემდეგ უნდა გამოხატონ, რაც ექსპერტიზით დაადგენენ, რომ მან ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.

თ----ა დ---–-------ეს აღე--შნება არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, ის ხშირად იძახებს საპატრულო პოლიციას ყოველგვარი საფუძველისა და მიზეზის გარეშე. თ----ა დ---–-------ის მხრიდან ს--–---–----- მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტების მიმართ გამოხატულია მკვეთრი პროტესტი, ის სამართალდამცველების მიმართ განხორციელებული შეტყობინებების საფუძველზე ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს აღნიშნულ უფლებამოსილ პირს ბრალს დებს საცხოვრებელი ბინის ჩამორთმევის მცდელობაში, აპროტესტებს ინტენსიურად განხორციელებულ ვიზიტებს, ბავშვების ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივებების შესრულების საჭიროებაზე განმარტებას მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ძალადობად და მის ცხოვრებაში ჩარევად, აცხადებს, რომ ს--–---–----- დახმარება ასევე ოჯახის გაზიფიცირება შეწყვეტილი იქნა ს--–---–----- მუშაკის მიერ, შეტყობინებით დააფიქსირა ასევე, რომ მოვალეობის განხორციელების პროცესში ს--–---–----- მუშაკი ვიზიტებს ახორციელებს ასევე მის მეზობლებთან, მათ შორის მარინე ჩარკვიანთან, რომელთანაც მეგობრობს და მის სახლში იღეს ალკოჰოლურ თუ სხვა სასმელებს, რის გამოც მას ემოციური სტაბილურობა ერღვევა, საჯარო სკოლასთან ს--–---–----- მუშაკის კავშირს აღიქვამს ბავშვზე ძალადობად, თ----ა დ---–-------ე წინააღმდეგია შეასრულოს ყველა რეკომე---აცია და რჩევა რაც აუცილებელია ბავშვების აღზრდა განვითარებისათვის და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისათვის.

თ----ა დ---–-------ეს ახასიათებს ნეგატიური ინფორმაციების მოგონებისა და მისი გავრცელების ჩვევა რის გამოც მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, ის არ ერიდება შვილებთან უხამსი სიტყვების გამოყენებას. ე---ი დ---–-------ე ფლობს ასაკის შეუსაბამო სექსუალური ხასიათის ინფორმაციას, თ----ა დ---–-------ე უარს აცხადებს ბავშვების ინტერესის შესაბამისი აქტივობების შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება გან---ლებას, ჰიგიენას, ბავშვების ასაკის შესაბამისი რეჟიმის (ძილი, განვითარება, გართობა) დაცვას. დედამ მოითხოვა დღის ცენტრის მ------------ის შეწყვეტა და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა მონიტორინგისა და შესაბამისად ბავშვთან ს--–---–----- რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შეწყვეტა.

ოჯახური დისფუნქცია გახდა მოზარდის აგრესიის თანდათანობით გაზრდის საფუძველი. თ----ა დ---–-------ესთან დარღვეულია ბავშვების განვითარებისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობები.

დამოუკიდებლად საკუთარი უნარ–ჩვევების, ჯანმრთელობისა და სოციალურ ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე თ----ა დ---–-------ე ვერ უზრუნველყოფს შვილებზე ადეკვატურ, უსაფრთხო ზრუნვას, აღნიშნული საჭიროება სრულად იქნებოდა დაკმაყოფილებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, მაგრამ პრევენციის აღნიშნულ ფორმაზე კვლავ უარი განაცხადა ქალბატონმა თ----ამ.

ბავშვების დედას მხოლოდ მატერიალური მოლოდინები და სარგებელის მიღების სურვილი აქვს სახელმწიფო სერვისებიდან, ის სხვა ტიპის ჩართულობასა და თვითგანვითარებაზე, ასევე საკუთარ ჯანმრთელობაზე (გამოკვეთილია ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები) ზრუნვაზე, ბავშვებთან ჯანსაღი მიჯაჭვულობის განვითარებაზე, დასაქმებაზე და თვითრეალიზებაზე ორიენტირებული არ არის. მხოლოდ აგრესიული მიდგომით ცდილობს დამკვიდრებას ოჯახსა და საზოგადოებაში.

ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრის მიერ ზემოაღნიშნული რეალობის გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საშუალებით მომხდარიყო დედის ქმედების მიმართ ადეკვატური რეაგირება, კერძოდ განხორციელდა მიმართვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსადმი ე---ი და ე-- დ---–-------ეების მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 25 თებერვლის N3/49-19 მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 14 მარტის N3ბ- 101- 2019 წლის გადაწყვეტილებით უცვლელი დატოვა.

ს--–---–----- მუშაკის მხრიდან გამოკვეთილია პედაგოგებთან, სკოლის ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან ჩართვის საჭიროება, რომელიც მიმართული იქნება მოზარდის თვითშეცნობაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, ცხოვრების მიზნების სტრუქტურირებაზე, ჯანსაღი მიზნებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაზე. ასევე უნდა მოხდეს ჩართვა პროფესიული სწავლების პროგრამებში, სხვადასხვა სპორტულ სექციებსა და წრეებში.

სამუშაო პროცესი სპეციალისტების ჩარევით აუცილებელია მოხდეს თვითონ მოზარდისაკენ, მისი შინაგანი დაძაბულობის მოხსნისაკენ. მოზარდმა უნდა ისწავლოს რელაქსაცია, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრა, საკუთარი აგრესიული იმპულსების მართვა, შიშის, შფოთვის მოხსნა, აითვისოს სხვადასხვა სიტუაციებში ადექვატური ქცევის უნარები. თუმცა მუშაობა საჭიროა და ხორციელდება არა მხოლოდ ე---ი დ---–-------ესთან ასევე დედასთან, რომელიც უნდა გაერკვეს შექმნილი პრობლემური სიტუაციის მიზეზებში. თუმცა აღნიშნული პირი აგრესიულია ყველა პირის მიმართ ვინც ჩართულია და ცდილობს დაეხმაროს მას საჭიროებების სწორად განაზღვრაში და ქმედებების ადეკვატურ განხორციელებაში.

თ----ა დ---–-------ე უგულებელყოფს გამოკვეთილ საჭიროებას, საკუთარი შვილების მიმართ დამოკიდებულების შეცვლისაკენ, მშობლის კომპეტენციის გაუმჯობესება მისთვის მიუღებელია ვინაიდან თვლის, რომ ბავშვის აღზრდის სფეროში მასზე უკეთ არავინ ერკვევა ვინაიდან ის „დედაა“ და უკეთ იცის რა სურს შვილებს. მისი ღზრდის მეთოდები აუცილებლად შესაცვლელია, როგორც ე---ი, ასევე მცირეწლოვან ე-- დ---–-------ესთან, ვიანიდან ის ყოველდღიურად ადევნებს თვალს ოჯახის წევრების ქცევას. აღსანიშნავია, რომ არსებული სპეციალისტების დახმარების გარეშე ბავშვების ინეტესების დაცვა სრულად უგულებელყოფილია მშობლის მიერ, რაც ძალადობის ფორმაა და საჭიროებდა კომპეტენციის ფარგლებში ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაერთი მიმართვა განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არასრულწლოვანების დაცვის მიზნით, მეურვეობის ორგანოს გადაწყვეტილებით თ----ა დ---–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით (გამოკვეთილია ემოციური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები) განხორციელდა მიმართვა შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მიმართ, კვლევის სახლის პირობებში განხორციელების მიზნით.

თ----ა დ---–-------ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით - 0-----------. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორის 19.02.2019 წლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, განმეორებითი გადამოწმების მიზეზით - „ოჯახის დეკლარაციაში“ არ ფიქსირდება თ----ა დ---–-------ის კუთვნილებაში არსებული ავტოფარეხი. 23.03.2019 წელს შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“, სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა - 22.04.2019 წელს, რამაც შეადგინა - 42 930 და 02.05.2019 წელს დაე--შნა ფულადი ს--–---–----- დახმარება - „საარსებო შემწეობა“.

მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო ახორციელებს სისტემატიურ ზედამხეველობას ბავშვების მიმართ მშობლის მიერ მოვალეობის შესრულების საკითხთან მიმართებაში.

დ---–-------ეების საქმეზე განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგე--სა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად 2019 წლის 31 მაისს განხორციელდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის სამინისტროში მივლინება ფსიქოლოგთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე. უფლებამოსილ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული აქტივობების, სხვადასხვა უწყებებთან რეფერირების ფარგლებში სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა გატარებასთან დაკავშირებით, გამოკვეთილი სირთულეების გადალახვის გზების მოძიებისა და პროცესში მონაწილე ყველა რეფერირების სუბიექტის ჩართულობისშესახებ.

განხილული იქნა ოჯახთან მუშაობისას გამოკვეთილი წინააღმდეგობები:

1. თ----ა დ---–-------ის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც საჭიროებს სპეციალისტების ჩართულობით შეფასებას დიაგნოსტირებას და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას.

 

შპს ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისაგან არერთხელ წერილობით უარი ეთქვა მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს დედისა და შვილების საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტისა და შესაბამისი ფსიქიკური კვლევის განხორციელებაზე, აღნიშნული განმარტებული იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვებით. _ 2019 წლის 12 ივნისს თ----ა დ---–-------ის საცხოვრებელ მისამათზე გამოცხადდა შპს ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტები (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, იურისტი), რომელიც მისამართზე თ----ა დ---–-------ემ არ მიიღო და მათი მისამართით ასევე ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს მიმართ პრეტენზია დააფიქსირა სამართალდამცავ ორგანოებში, ის აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მეშვეობით ეცდება რომ „დაიცვას“ საკუთარი შვილები, ზედამხედველობის განხორციელებისაგან.

 

2. მანდატურთა სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის გაწევის შესახებ არ ხდება ინფორმაციის გაცვლა. სკოლის მანდატურთან კომუნიკაციაში იკვეთება სირთულეები, კერძოდ პირადი შეხვედრის, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე არ ხდება ინფორმაციის მოწოდება დეტალურად, რაც ართულებს რეფერირების ფარგლებში ჩართული სუბიექტების კოორდინირებულ მუშაობას.

 

3. თ----ა დ---–-------ეს მეზობლების ინიციატივით ჩაეხსნა წყალმომარაგება, ვინაიდან მისი რეზერვუარიდან ხორციელდებოდა ელექტროსადენებზე წყლის დინება, რაც მაცხოვრებელთა მიერ იქნა მაღალ რისკად შეფასებული. აღნიშნული მკვეთრად აზიანებს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, განსაკუთრებით მძიმე პიროებები დგას ოჯახში ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

 

პრობლემის შესახებ ეცნობა წყალმომარაგების სამსახურს, ასევე ქ. ქუთაისის თვითმმართველ მერიას რათა განხორციელდეს მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფა დ---–-------ის წყალისა და გაზის მომარაგების აღდგენა, შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული უსაფრთხო პირობების დაცვით.

 

ვინაიდან ოჯახს აღნიშნული დროისათვის შეწყვეტილი აქვს წყლის მიწოდება არაერთხელ მოხდა მიმართვა შესაბამისი სამსახურებისადმი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, თ----ა დ---–-------ემ განაცხადა, რომ უარი ეთქვა დახმარების აღმოჩენაზე. ბავშვების დედას არაერთგზის შეეთავაზა, წყლის მიწოდების ასევე გაზიფიცირების აღდგე--ს უზრუნველსაყოფად შესაბამისი განაცხადის შევსების მიზნით ერთობლივ ვიზიტი ადგილობრივ თვითმმართველობაში, რის თაობაზეც კვლავ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ჟურნალისტების დახმარებით იმოქმედებს _“აიძულებს ყველას გაუწიონ დახმარება“.

 

4. ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრისა და დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიმართ სისტემატიური შეტყობინება ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ თ----ა დ---–-------ის მხრიდან, რაც იწვევს არა მარტო სოციალურ მუშაკის არამედ ფსიქოლოგისა და სხვა სპეციალისტების პოლიციაში გამოცხადებისა და მუდმივი დაკითხვის საჭიროებას. თავის მხრივ თ----ა დ---–-------ის მიერ თითოეული ვიზიტის შემდეგ პოლიციის ჩართულობა, განმარტებულია ერთგვარი შემუშავებული მეთოდით, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებს მესამე პირებთან კომუნიკაციისას, აღნიშნული ქმედება ქალბატონი თ----ას ბრაზის გამოხატვის ფორმაა. თ----ა დ---–-------ეს თუნდაც უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო პირობებში წამოჭრილი პრობლემის გადალახვა, რაც უკავშირდება მეზობლებთან ან/და სხვა პირებთან კომუნიკაციას სრულდება პოლიციის გამოძახებით, მას ასევე ახასიათებს სამართალდამცავი ორგანოს, საპატრულო პოლიციის მიერ მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემდეგ მათზე კვლავ შეტყობინების განხორციელება გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე. ზემოაღნიშნული ქმედება სისტემატიურად ხორციელდება. აუცილებელია ცრუ/არასაჭიროების-ამებრ გამოძახების გამო მის მიმართ გატარდეს ადმინსიტრაციული ზომები ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულის შესახებ გააჩნია.

 

გასატარებელ სამოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრი მიიჩნევს, რომ ვინაიდან კვლავ უწყვეტად გრძელდება თ----ა დ---–-------ის შვილების მიმართ მოვალეობის შეუსრულებლობა, კერძოდ დედა არ ახორციელებს არასრულწლოვანების განვითარებისათვის აუცილებელ შესაბამისი აქტივობებს, ასევე არაა სრულად დაცული გან---ლების უფლება, განვითარება, ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება, ფსიქოლოგის მ------------ით სარგებლობა, ჰიგიენა, ასაკის შესაბამისი საკვებით უზრუნველყოფა და სხვა, გამოიკვეთა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსადმი განმეორებით მიმართვის აუცილებლობა. ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელების იურიდიული საფუძველი გახდა საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ე---ის მიერ სწავლების შემდეგ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ.

 

2019 წლის 7 აგვისტოს ქ. ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგე--ლი იქნა NMES31901017366 კორესპონდენცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ე---ი დ---–-------ის აკადემიური მოსწრების შესახებ. _ აღნიშნულის შესაბამისად ირკვევა, რომ ე---იმ ვერ შეძლო სწავლის შემდეგ საფეხურზე (მე-7 კლასში) გადასვლა. მას უფიქსირდება გაცდენები შემდეგი საათობრივი რაოდენობით 1. ქართული ენა - საშემოდგომო - გაცდენა 83 სთ, 2. მათემატიკა - 5 ქულა - გაცდენა 34 სთ,3. რუსული-საშემოდგომო-გაცდენა 16 სთ. 4. ინგლისური_საშემოდგომო_გაცდენა 32სთ, 5. ჩვე-- საქართველო- საშემოდგომო-გაცდენა 15 სთ, 6. ბუნებისმეტყველება _საშემოდგომო _გაცდენა 39 სთ, 7. ხელოვნება 7 ქულა გაცდენა _16 სთ, 8. მუსიკა 5 ქულა -გაცდენა 34 სთ, 9. ისტ 5 ქულა - გაცდენა 33, 10. სპორტი- ჩაეთვალა-გაცდენა 21 საათი.

 

საქართველოს გან---ლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შემოსულ კორესპონდენციის N MES 2 19 00993390 (29.07.2019), მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ს--–---–----- მ------------ის სააგენტომ, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოში კვლავ დაფიქსირდა ფაქტი მასზედ, რომ თ----ა დ---–-------ე არ თანამშრომლობს ბავშვის ინტერესის მიუხედავად არცერთ სახელმწიფო უწყებასთან, კერძოდ 2019 წლის 25 ივლისს მან არ მისცა შესაძლებლობა საქართველოს გან---ლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრს მოსწავლის სიღრმისეული შეფასების.

 

მულტიდისციპლინური გუნდის წევრის მიერ მშობელს განემარტა ოჯახში ვიზიტის მიზეზი და ეცნობა, რომ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან ე---ის დიდი ხანია არ უვლია სკოლაში და შესაბამისად, შესაძლოა ქონდეს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, მიზანშეწონილია მოხდეს მოსწავლის საგანმან---ლებლო საჭიროების დადგენა და სწავლების სტრატეგიების შემუშავება, თუმცა შეფასებაზე მშობელმა კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას არ გაუკეთებია მომართვა შეფასებაზე, რადგან მისი შვილი არ საჭიროებს აღნიშნულს.

 

თ----ა დ---–-------ე უარს აცხადებს ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან კომუნიკაციაზე, ფაქტი მასზედ, რომ ე---ი ვერ გადავიდა სწავლის შემდეგ საფეხურზე მიაჩნია სკოლის პრობლემად, ხოლო ე---ისთან მიმართებაში აღნიშნავს რომ ის ისწავლის სკოლაში და ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ჩააბარებს ყველა დავალებას და ამის შემდეგ შეიტყობს ყველა ბავშვის უნარების თაობაზე, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ ბავშვისათვის ორ საგანში საშემოდგომო გამოცდის ერთ დღეს ჩატარება არასამართლიანია, ვინაიდან ის მთელი წლის პროგრამას ვერ შეისწავლის. თ----ა დ---–-------ის მიერ მოწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია თ----ა დ---–-------ემ ე-- დ---–-------ის 2019 წლის 4 ივლისის № 5598 და ე---ი დ---–-------ის № 5599 ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების გაცნობასა და მის შესრულებაზე უარი განაცხადა, რაც ცალსახად იწვევს ბავშვების ინტერესების შელახვას. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართ კვლავ განცხადებით მიმართვა დამცავი ორდერით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას დამცავი ორდერით გათვალისწინებულ ფარგლებში ინდივიდუალური განვითარების გეგმებით გათვალისწინებული აქტივობის შესრულება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით გახდება შესაძლებელი ბავშვები ადეკვატური სამედიცინო მ------------ით, გან---ლებით იქნან უზრუნველყოფილი, განვითარებისათვის ხელშემწყობი აქტივობებით და მათ ინტერესზე მორგებული ზრუნვით იქნება შესაძლებელი ბავშვების ოჯახურ გარემოში შენარჩუნება.

 

სასამართლო სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა დააზუსტეს დამცავი ორდერის მოთხოვნა და მოითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა 6 თვის ვადით, შემდეგი პირობებით:

 

ე---ი დ---–-------ის მიმართ:

 

1. პროფილაქტიკური და გეგმიური სამედიცინო შემოწმების მიზნით ბავშვის მიერ სამედიცინო მ------------ის უზრუნველსაყოფად წარდგენა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის რეკომე---აციის ფარგლებში რეაგირება.

2. დაევალოს დედას თ----ა დ---–-------ეს ბავშვის პედიატრთან ვიზიტის განხორციელება 6 თვეში ერთხელ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგის მიზნით.

გან---ლების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

1. ბავშვის განთლების მიზნით დაევალოს სასწავლო კალე---რის შესაბამისად ე---ი დ---–-------ის საგაკვეთილო პროცესზე დასწრების მიზნით მისი საჯარო სკოლაში გამოცხადების უზრუნველყოფა, ბავშვის მიერ გან---ლების მიღების ყოველდღიური მონიტორინგი.

2. სასწავლო აქტივობაში, ღონისძიებებში ჩართვა.

3. შეავსოს განცხადება საჯარო სკოლაში, დადგე--ლი წესით ე---ი დ---–-------ის მულტიდისციპლინარული გუნდის შეაფასების მოთხოვნასთან დაკავშირებთ, რათა ბავშვს განესაზღვროს სსსმ (სპეციალური საგანმან---ლებლო) სტატუსი.

 

ბავშვის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

 

დაევალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ბავშვის წარმოდგენა ფსიქოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ფსიქოლოგის დასკვნა-რეკომე---აციის მიხედვით ინტერვიუირებისა და ტესტირების საფუძველზე) საჭირო ფსიქოლოგიური სერვის მიღება.

 

ბავშვის ოჯახურ გარემოში რეინტეგრაცია/ შენარჩუნების უზრუნველყოფა;

 

1. ს--–---–----- რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის პროგრამის ფარგლებში ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს სამხარეო ცენტრში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით განცხადებით მომართვა.

2. ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით არ დააბრკოლოს და ხელი არ შეუშალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს უფლებამოსილ პირების (ფსიქოლოგი ს--–---–----- მუშაკი) ე---ი დ---–-------ესთან კომუნიკაცია, ბავშვის ახალი საჭიროებების გამოკვეთის მიზნით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაბრკოლებად ჩაითვალოს ბავშვის თვეში არანაკლებ ორჯერ წარმოდგენა ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის გათვალისწინებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროების შესაბამისად.

ე-- დ---–-------ის მიმართ თ----ა დ---–-------ეს 6 თვის განმავლობაში დაევალოს;

 

1. პროფილაქტიკური და გეგმიური სამედიცინო შემოწმების მიზნით ბავშვის მიერ სამედიცინო მ------------ის უზრუნველსაყოფად წარდგენა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის რეკომე---აციის ფარგლებში რეაგირება.

2. დაევალოს დედა თ----ა დ---–-------ის ბავშვის პედიატრთან ვიზიტის განხორციელება, 6 თვეში ერთხელ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.

3. ბავშვის უფლების დაცვის მიზნით არ დააბრკოლოს და ხელი არ შეუშალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს უფლებამოსილი პირების (ფსიქოლოგი ს--–---–----- მუშაკი) ე-- დ---–-------ესთან კომუნიკაცია. ბავშვის ახალი საჭოროებების გამოკვეთის მიზნით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაბრკოლებად ჩაითვალოს ბაშვის თვეში არანაკლებ ორჯერ წარმოდგენა ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის გათვალისწინებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დ საჭიროები შესაბამისად.

ბავშვის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

 

ბაგა-ბაღის მ------------თ უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მომართვა ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის.

 

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა, ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა მურადი ჯიშკარიანმა ე---ი დ---–-------ის აკადემიური მოსწრების შესახებ განმარტა, რომ სკოლაში შექმნილია საგამოცდო კომისია, რომელიც ახორციელებს მეთვალყურეობას მოსწავლის შემდეგ კლასში გადასასვლელი გამოცდების ჩატარებაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ ე---ი დ---–-------ემ ვერ დაძლია სასწავლო პროგრამის მინიმუმი და დარჩა მე-6 კლასში.

 

ე---ი დ---–-------ის მიმართ სხვა სახის ზეწოლის შესახებ (ბულინგი) მისთვის უცნობია და მსგავსი შინაარსის წერილობითი განცხადება სკოლის კანცელარიაში არ დაფიქსირებულა.

მოწმემ გაიხსენა ფაქტი, რომ ე---ი დ---–-------ის მიერ, თანაკლასელის მუსიკალური ინსტრუმენტის დაზიანების თაობაზე.

 

მოწმედ დაკითხულმა მანანა მაჩიტიძემ განმარტა, რომ შვიდი წელია იცნობს თ----ა დ---–-------ის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზში. მოწმის განმარტებით, თ----ა დ---–-------ე ყველაფერს აკეთებს შვილების ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. ე---ი დაჰყავს სკოლაში პატარა ე--სთან ერთად. არის ყურადღებიანი დედა.

 

სასამართლო სხდომაზე თ----ა დ---–-------ე და მისი წარმომადგენელი ლ---- ჭ--–--ე არ დაეთანხმნენ დამცავი ორდერის გამოცემას და მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ დამცავი ორდერის პირობების შესრულებაზე კონტროლს სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ვერ შეძლებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 2113 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე, ხოლო ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძე--ს ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლე--სა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა ს--–---–----- და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგე--ლ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო გან---ლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მ------------ებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მ------------აზე;

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

დადგე--ლია, რომ სსიპ სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრმა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებით მოითხოვა დაევალოს თ----ა დ---–-------ეს არასრულწლოვანი ბავშვების სასწავლო პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ასევე მათი ფსიქოლოგიურ მ------------აში ჩართვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს გან---ლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. 2. სკოლამდელი აღზრდა და გან---ლება უზრუნველყოფილია კანონით დადგე--ლი წესით. დაწყებითი და საბაზო გან---ლება სავალდებულოა. ზოგად გან---ლებას კანონით დადგე--ლი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგე--ლი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი გან---ლება.

 

სასამართლო მიუთითებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ ს--–---–----- უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის არარსებობა არ გამორიცხავს ისეთი გარემოებების არსებობას, რაც შესაძლოა ლახავდეს არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, საფრთხეს უქმნიდეს მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ნორმალური განვითარების. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სახეზეა თ----ა დ---–-------ის მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ საბაზისო გან---ლების უფლების შეზღუდვა, ამასთან არასრულწლოვნები საჭიროებენ ფსიქოლოგიური სახის მხარდაჭერას, რათა შემდგომ მოხდეს მათი სოციალურ გარემოში ნორმალური ადაპტაცია და ინტეგრაცია. ზემოაღნიშნულიდან და ასევე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრის შუამდგომლობა საფუძვლიანია და შესაბამისად არსებობს თ----ა დ---–-------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველი.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადე--ლი არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2112, 2113, 2115 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

 

2. გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობით:

თ----ა დ---–-------ეს (პ/ნ 6----------) 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არასრულწლოვანი - ე---ი დ---–-------ის მიმართ დაევალოს:

 

ე---ი დ---–-------ის მიმართ:

ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა.

 

-პროფილაქტიკური და გეგმიური სამედიცინო შემოწმების მიზნით ბავშვის მიერ სამედიცინო მ------------ის უზრუნველსაყოფად წარდგენა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის რეკომე---აციის ფარგლებში რეაგირება.

-დაევალოს დედას თ----ა დ---–-------ეს ბავშვის პედიატრთან ვიზიტის განხორციელება 6 თვეში ერთხელ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგის მიზნით.

-გან---ლების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

-ბავშვის განთლების მიზნით დაევალოს სასწავლო კალე---რის შესაბამისად ე---ი დ---–-------ის საგაკვეთილო პროცესზე დასწრების მიზნით მისი საჯარო სკოლაში გამოცხადების უზრუნველყოფა, ბავშვის მიერ გან---ლების მიღების ყოველდღიური მონიტორინგი.

-სასწავლო აქტივობაში, ღონისძიებებში ჩართვა.

-შეავსოს განცხადება საჯარო სკოლაში, დადგე--ლი წესით ე---ი დ---–-------ის მულტიდისციპლინარული გუნდის შეაფასების მოთხოვნასთან დაკავშირებთ, რათა ბავშვს განესაზღვროს სსსმ (სპეციალური საგანმან---ლებლო) სტატუსი.

 

ბავშვის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

 

დაევალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ბავშვის წარმოდგენა ფსიქოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ფსიქოლოგის დასკვნა-რეკომე---აციის მიხედვით ინტერვიუირებისა და ტესტირების საფუძველზე) საჭირო ფსიქოლოგიური სერვის მიღება.

 

ბავშვის ოჯახურ გარემოში რეინტეგრაცია/ შენარჩუნების უზრუნველყოფა;

 

-ს--–---–----- რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის პროგრამის ფარგლებში ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სააგენტოს სამხარეო ცენტრში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით განცხადებით მომართვა.

-ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით არ დააბრკოლოს და ხელი არ შეუშალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს უფლებამოსილ პირების (ფსიქოლოგი ს--–---–----- მუშაკი) ე---ი დ---–-------ესთან კომუნიკაცია, ბავშვის ახალი საჭიროებების გამოკვეთის მიზნით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაბრკოლებად ჩაითვალოს ბავშვის თვეში არანაკლებ ორჯერ წარმოდგენა ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის გათვალისწინებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროების შესაბამისად.

ე-- დ---–-------ის მიმართ თ----ა დ---–-------ეს 6 თვის განმავლობაში დაევალოს;

 

-პროფილაქტიკური და გეგმიური სამედიცინო შემოწმების მიზნით ბავშვის მიერ სამედიცინო მ------------ის უზრუნველსაყოფად წარდგენა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის რეკომე---აციის ფარგლებში რეაგირება.

-დაევალოს დედა თ----ა დ---–-------ის ბავშვის პედიატრთან ვიზიტის განხორციელება, 6 თვეში ერთხელ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.

-ბავშვის უფლების დაცვის მიზნით არ დააბრკოლოს და ხელი არ შეუშალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს უფლებამოსილი პირების (ფსიქოლოგი ს--–---–----- მუშაკი) ე-- დ---–-------ესთან კომუნიკაცია. ბავშვის ახალი საჭოროებების გამოკვეთის მიზნით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაბრკოლებად ჩაითვალოს ბავშვის თვეში არანაკლებ ორჯერ წარმოდგენა ი-------ის ს--–---–----- მ------------ის სამხარეო ცენტრში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის გათვალისწინებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დ საჭიროები შესაბამისად.

ბავშვის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

ბაგა-ბაღის მ------------თ უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მომართვა ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის.

 

3. დამცავი ორდერი გამოიცეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

5. განემარტოს თ----ა დ---–-------ეს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

6. გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით.

 

7. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მ--–---- ჩ-----იძე