გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2019
საქმის ნომერი
130310919003188329
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-91-2019

(130310919003188329)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერი

26 სექტემბერი 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე

განმცხადებელი - მ------ ჯ---–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ--- ჯ---–---–ი

დავის საგანი – დამცავი ორდერის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 16 სექტემბერს მ------ ჯ---–---–მა განცხადებით მომართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს ნ--- ჯ---–---–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და მიუთითა, რომ მასთან არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ შვილი - პ----- ჯ---–---–ი დაბ. 2017 წლის 26 სექტემბერს. თავიდან ერთად ცხოვრობდნენ, ამჟამად, ცხოვრობს თავშესაფარში, რისი მიზეზიც მეუღლის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა.

 

ს-------ის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 5 მარტს ნ--- ჯ---–---–ს სსკ-ის 111-126 მუხლის 12 ნაწილით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, საიდანაც 6 თვე უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად ამისა, ნ--- ჯ---–---–ის მხრიდან მის მიმართ კვლავ განხორციელდა არაერთი ძალადობა, რის გამოც 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, ხოლო გ-----ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით - დამცავი ორდერი 6 თვით.

 

განმცხადებელი უთითებს, რომ იგი ამჟამად იმყოფება დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ნ--- ჯ---–---–მა კვლავ დაიწყო მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, კერძოდ, ცდილობს მისი ადგილსამყოფლის დადგენას, მასთან მიახლოებას, ახორციელებს ინტენსიურ კომუნიკაციას, რა დროსაც ითხოვს შეხვედრას, მასთან შერიგებას და აიძულებს ერთად ცხოვრებას, მიმართავს აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით. გამცხადებლის განმარტებით, მას სურს განქორწინება და არ აპირებს ნ--- ჯ---–---–თან ერთად ცხოვრებას.

 

მ------ ჯ---–---–ი ითხოვს გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი 6 თვის ვადით, რომლითაც ნ--- ჯ---–---–ს აეკრძალება მასთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამუშაო და ყველა იმ ადგილთან მიახლოება სადაც იგი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახით კომუნიკაცია.

 

სასამართლოს სხდომაზე მ------ ჯ---–---–მა მხარი დაუჭირა თავის განცხადებას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სასამართლოს სხდომაზე ნ--- ჯ---–---–ი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სხდომის დრო და ადგილი, არ გამოცხადდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის წერილობითი მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დადასტურებულ გარემოებად მიაჩნია, რომ მ------ ჯ---–---–ს და ნ--- ჯ---–---–ს შორის არის რთული და დაძაბული ურთიერთობა (ადგილი აქვს შეურაცხყოფის მიყენების და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს), რაც შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარეშე. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ--- ჯ---–---–ის მიმართ რამდენჯერმე გამოიცა შემაკავებელი და დამცავი ორდერები, ასევე, მიცემული იყო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3-31 მუხლების თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედებები, რომლებსაც ახორციელებს ნ--- ჯ---–---–ი მ------ ჯ---–---–ის მიმართ, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს დამცავი ორდერი ნ--- ჯ---–---–ის მიმართ ამ ქმედებების აღსაკვეთად, რომლის პირობები იქნება ნ--- ჯ---–---–ისათვის მ------ ჯ---–---–თან, მის სახლთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, მ------ ჯ---–---–თან ნებისმიერი სახით კომუნიკაციის აკრძალვა. რაც შეეხება ვადას, ვინაიდან, ნ--- ჯ---–---–ის მიმართ უკვე იყო გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერები, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს 6 თვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-12 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ჯ---–---–ის (პირადი N-----------; დაბ. 1991 წლის 28 აპრილს) განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოიცეს დამცავი ორდერი ნ--- ჯ---–---–ის (პ/ნ 4----------; დაბ. 1991 წლის 28 მაისს; მცხოვრები ს-------ის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯ------ში) მიმართ შემდეგი პირობებით:

 

- ნ--- ჯ---–---–ს აეკრძალოს მ------ ჯ---–---–თან, მის სახლთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ------ ჯ---–---–ის იმყოფება; ნ--- ჯ---–---–ს აეკრძალოს მ------ ჯ---–---–თან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია;

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით;

 

4. განემარტოს ნ--- ჯ---–---–ს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

5. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს, ასევე, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე. დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი