განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
330310918002347802
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1327-18, 330310918002347802

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

15 მაისი 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

საჩივრის ავტორები (განმცხადებლები) - არ----------------–უ, ოზ--------–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოძალადე) - ვო-–---------–ი

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება სრულად

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ----------------–უს და ოზ--------–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე; მოძალადეს - ვო-–---------–ს (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პ/ნ 2----------) აეკრძალა მსხვერპლთან - ოზ--------–თან (დაბად. 2007 წლის 1-------ს) მიახლოვება საცხოვრებელ ადგილზე,სკოლასთან ან სხვა ადგილებზე, სადაც იგი იმყოფება, იმ გამონაკლისით, რომელიც დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის #2/6130-17 განჩინებით, კერძოდ: ვო-–---------–ს ნება დაერთო, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან ოზ--------–თან აღნიშნული განკარგულებით 2018 წლის თებერვლის თვემდე დადგენილ დღეებში - ყოველი თვის პირველი და მესამე

კვირის შაბათს და კვირას: შაბათს დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 17.00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 14.00 საათამდე, შემდეგი შეზღუდვით: ბავშვთან ურთიერთობის ნება დაერთო მხოლოდ არ----------------–უს ან მისი უფლებამოსილი პირის თანდასწრებით (გარდა მისი მეუღლისა), ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრებით. დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 (ერთი) თვე. სხვა ნაწილში ოზ--------–ის მიმართ დამცავი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა; არ----------------–უს ნაწილში დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე-სის 2112, 2113, 2115 მუხლები, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-10, მე-12 მუხლები. აგრეთვე „ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის“ მე-2, მე-8, მე-9 და „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენციის მე-5, მე-7, მე-15 მუხლები.

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ არ----------------–უ და ვო-–---------–ი განქორწინდნენ თურქეთის მე-2 სამოქალაქო სასამართლოს სასამართლო დოკუმენტით, მორიგების გზით, 2007 წელს დაბადებულ საერთო შვილზე მეურვეობა გადაეცა დედას. გაფორმდა ასევე ბავშვთან პიროვნული ურთიერთობის შეთანხმების ოქმი. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა პიროვნული ურთიერთობის დადგენილი წესი და განისაზღვრა ახალი წესი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქართველოს ტერიტორიაზე ცნო და აღსასრულებლად მიაქცია იმ ნაწილში, რომლითაც მამას უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი

და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა: სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00

საათამდე; ყოველწლიურად, პირველ ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს

17:00 საათამდე; მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მარეს წერილობით

მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე, სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით (სწავლის მდგომარეობის შესახებ) ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად; ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვთან საუბარი.

1.4.პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის დროებითი განკარგულებით განისაზღვრა მოსარჩელე ვო-–---------–ის საქართველოში ყოფნისას მისი ურთიერთობის წესი არასრულწლოვან შვილთან. ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შეიცვალა დროებითი განკარგულებით დადგენილი ურთიერთობის წესი, 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დროებითი განკარგულების შეცვლის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვო-–---------–ის წარმომადგენლის და არ----------------–უს წარმომადგენლის შუამდგომლობა დროებითი განკარგულებით შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დადგენილი წესის შეცვლის შესახებ და კვლავ შეიცვალა ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 16-17 დეკემბერი. ვო-–---------–ის და ოზ--------–ის ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით: მამას, ვო-–---------–ს არასრულწლოვან შვილთან, 2007 წლის 1-------ს დაბადებულ ოზ--------–თან ურთიერთობა საქართველოში ყოფნისას განესაზღვრა ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათი-კვირა დღეს. ამ განჩინებით ასახული შაბათი-კვირა დღეს მამა შვილის ურთიერთობა განისაზღვრა შაბათს დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 17.00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 14.00 საათამდე. მამა- შვილის ურთიერთობის შეხვედრაზე ბავშვის (ოზ--------–ის) მიყვანა მოხდეს არ-----------–-------------–უს ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის (უფლებამოსილ პირად არ მოიაზრება მოპასუხის ამჟამინდელი მეუღლე) მიერ; 2018 წლის

თებერვლის თვიდან მამა-შვილის (ვო-–---------–ის და ოზ--------–ის) ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან ამავე კვირის კვირა დღის 14:00 საათამდე; არასრულწლოვანი ოზ--------–ის წაყვანა და დაბრუნება განჩინებაში მითითებულ დროს უნდა მომხდარიყო თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს პირველი განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე (მდებარე, თბილისი, ნინო რამიშვილის 31).

1.5. განჩინების მიხედვით სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს: „2017 წლის 12 დეკემბერს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი) მიერ წარმოდგენილი იქნა დასკვნა, სადაც ასახულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 01 დეკემბრის დროებითი განკარგულების მიხედვით განისაზღვრა ურთიერთობის წესი და მოხდა მამა-შვილის შეხვედრა, სადაც დაესწრო სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად მამა-შვილის შეხვედრამ ჩაიარა თბილად და რაიმე სახის დაძაბულობას, ნერვიულობას და გაღიზიანებას არასრულწლოვანი ბავშვის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“. ...„01.12.2017 წ. დროებითი განკარგულების თანახმად შეხვედრები შედგა მამა-შვილს შორის გასართობ ცენტრში ,,ისთ ფოინთის" შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ ვაკე- საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელთა მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, შეხვედრა მამა-შვილს შორის იყო საკმაოდ თბილი და დადებით კონტე-სტში ასახული. ბავშვის მხრიდან რაიმე ნერვიულობას და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. მამა-შვილის დამშვიდობებისას იგივე გარემოებამ ჰპოვა ასახვა მათ ურთიერთობაში“.

1.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“ ფსიქოლოგ-კონსულტანტის არ------------------ის წერილზე, რომელიც ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობას ეხებოდა. აღნიშნული წერილი წარმოდგენილი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერში, სადაც ასახულია არ------------------ის ზეპირი განმარტებები ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ, ასევე 2017 წლის თებერვალში შედგენილი გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის შეფასების ანგარიში, მე-9 საოჯახო სასამართლოსთვის წარსადგენად შედგენილი შეფასების ანგარიში, ხელმოწერილი პედაგოგის და ფსიქოლოგის მიერ, ასევე ოზ--------–ის დედის მიმართვის საფუძველზე ბავშვის ფსიქოლოგიური ფუნქციონირების არსებული დონის განსაზღვრისა და თავის მამინაცვალთან ზე-ი ქო--------–უსთან ურთიერთობის თაობაზე, თბილისის სოციალური

მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2017 წლის 11 მაისის, 8 ნოემბრის და 7 დეკემბრის დასკვნები, ეჯეთეფის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბავშვთა ფსიქიატრიულ სნეულებათა მეცნიერების განყოფილების მიერ 2017 წლის 25 ივლისს შედგენილი ე-სპერტიზის ანგარიში.

1.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სე-ტემბრის შუალედურ გადაწყვეტილებაზე (საქართველოს ტერიტორიაზე არ განხორციელებულა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება), რომლის მიხედვითაც ჰაჯათთეფეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბავშვთა ფსიქიატრიულ სნეულებათა მეცნიერების განყოფილების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მხარეთა საერთო შვილის ოზ--------–ის მეურვეობა გადაეცა მამას ვო-–---------–ს. ბავშვთან პიროვნული ურთიერთობის დამყარების უფლება მიეცა ბავშვის დედას _ არ----------------–უს. აიკრძალა ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრება.

1.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 18 თებერვალს, როდესაც ბავშვთან ურთიერთობის დადგენილი წესის თანახმად, ბავშვი იმყოფებოდა მამასთან ვო-–---------–თან, ბავშვის დედას ღამის საათებში დაუკავშირდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ ვო-–---------–ი ცდილობდა ახალი პასპორტით ბავშვი გადაეყვანა ოზ--------–ი თურქეთის საზღვარზე, რისი ნებართვაც არ----------------–უმ არ მისცა.

1.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს არ----------------–უს განცხადების საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერები არ----------------–უს და ოზ--------–ის ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვის მიზნით მოძალადე - ვო-–---------–ის მიმართ 1 თვის ვადით. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან

 

და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ოზ--------–თან აეკრძალა ასევე საკომუნიკაციო საშუალებებით ურთიერთობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის“ მე-12 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებით და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არ ჩათვალა მიზ--შეწონილად არასრულწლოვანი ოზ--------–ის მოწვევა და მისი გამოკითხვა სასამართლო სხდომაზე, რადგან როგორც საქმის მასალებიდან და ფსიქოლოგის განმარტებებიდან ირკვევა, მშობლებს შორის დავასთან დაკავშირებით საუბარი, განსაკუთრებით კი _ სასამართლოში განმარტების მიცემა იწვევს მასში ძლიერ ემოციურ სტრესს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი _ ლე-–------–-----–---–ი, რომელმაც განახორციელა ორი ვიზიტი ოზ--------–თან, ინტერვიუირების მეთოდით, ხოლო ქცევაზე დაკვირვების მიზნით მისი შესწავლა ეყრდნობა სოციალური მუშაკის და სოციალური მომსახურების ცენტრის იურისტის დაკვირვებებს მამა-შვილს შორის შეხვედრებზე, რომლის განმარტებით ინტერვიუირების და ქცევაზე დაკვირვების შედეგები განსხვავდება ერთმანეთისგან. ინტერვიუირებისას ბავშვი ამბობს, რომ დროებით არ სურს მამასთან შეხვედრა, თუმცა არ გამოხატავს კატეგორიულ წინააღმდეგობას. ქცევაზე დაკვირვება კი აჩვენებს, რომ ბავშვი იყო კმაყოფილი და ბედნიერი მამასთან ურთიერთობით. ფსიქოლოგმა ასევე განმარტა, რომ ინტერვიუირებისას ბავშვი თავს არიდებს საუბარს და ცდილობს, ყველა შეკითხვას არ გასცეს პასუხი. მას მამასთან ურთიერთობაში არ მოსწონს ის, რომ მამა ხშირად ესაუბრება დავაზე მშობლებს შორის, ეს არის ის, რაც მას აწუხებს. სხვა ვერაფერს ასახელებს, რაც მამისგან არ მოსწონს. მამის მხრიდან თურქეთში წაყვანის მცდელობაზე როდესაც ეკითხებიან, ესეც დაკავშირებულია დავასთან და ეს დავა მთლიანად არის მისთვის მატრავმირებელი. ამბობს, რომ უნდა დედასთან ყოფნა. მამის, როგორც პიროვნების მიმართ მას უარყოფითი აღქმა არ აქვს.

2.2. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის განმარტებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში იურისტის და სოციალური მუშაკის დასწრებით შემდგარ მამა-შვილის შეხვედრისას ბავშვის ქცევაზე დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ბავშვს ახარებს მამასთან ურთიერთობა. ოზ--ი ამბობს, რომ ერთ თვეზე მეტია, არ უნახავს მამა და ჯერჯერობით არ უნდა მისი ნახვა. ბავშვის მღელვარება, შფოთვა მკვეთრად იზრდება მშობლებს შორის დავაზე საუბრისას. ბავშვს მიჯაჭვულობა აქვს მამის მიმართ და 2017 წლის დეკემბრის შემდგომ ეს მიჯაჭვულობა არ იქნება შემცირებული. მაშინაც შეხვედრების დაწყებამდე სოციალურ მუშაკთან და იურისტთან მამაზე საუბრისას ბავშვი შფოთავდა, იძაბებოდა, თუმცა, შეხვედრამ მოულოდნელად სულ სხვა რეჟიმში ჩაიარა, ბავშვის დაძაბულობა სრულად გაქარწყლდა მამასთან შეხვედრისას. თუ მამის მხრიდან გათვალისწინებული იქნება ის, რაც ბავშვს არ მოსწონს, შეხვედრა მამასთან ბავშვისთვის აუცილებელიც არის. ის დადებითი ემოცია, რასაც მამისგან იღებს ბავშვი, ეს მისთვის არის საჭირო. ურთიერთობის წყვეტა მშობელთან არ არის აუცილებელი, თუკი ამისი აუცილებლობა არ დგას.

3. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა ვო-–---------–ის მხრიდან არასრულწლოვანი ოზ--------–ის მიმართ მასში იწვევს შფოთვას და დაძაბულობას, რაც წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას.

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ დამცავი ორდერის გამოცემამ არ უნდა ხელჰყოს ბავშვის უფლება ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, ასევე - მშობლის უფლებები. ამასთან, სასამართლო გაითვალისწინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დროებითი განკარგულებით უკვე განსაზღვრულია ბავშვთან მამის ურთიერთობის წესი. აღნიშნული განჩინების გამოტანისას სასამართლოს წარდგენილი ჰქონდა ყველა თითქმის ის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რაც განსახილველ საქმეშია წარმოდგენილი, შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადების განმხილველი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განსხვავებულად შეაფასოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უკვე მოწესრიგებული საკითხი. ამდენად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინების გამოტანის დროისათვის ბავშვთან ურთიერთობის დადგენილი წესი სრულად შეესაბამებოდა ბავშვის ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდე-სით დადგენილ ნორმებსა და პრინციპებს. შესაბამისად, ურთიერთობის წესის დადგენამდე არსებულ ვითარებას სასამართლო დამცავი ორდერის გამოცემის მიზნებისთვის განსხვავებულად ვერ შეაფასებს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მშობლებსა და შვილს შორის ურთიერთობის საკითხი სამოქალაქო დავის ფარგლებში კვლავ განიხილება და ურთიერთობის საბოლოოდ მოწესრიგება სამოქალაქო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

3.2. რაც შეეხება დამცავ ორდერს, პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტა, რომ აღნიშნული ღონისძიება გამოიყენება, როგორც სასწრაფო და გადაუდებელი ხასიათის დაცვითი მე-ანიზმი უფლებათა შესაძლო დარღვევის თავიდან აცილების მიზნით. ამ მიზნებისთვის სასამართლომ შეაფასა მდგომარეობას დროებითი განკარგულების გამოცემის შემდგომ და საქმის განხილვის დროისათვის არსებული შესაძლო საფრთხეები; ამ მიმართულებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2018 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე, როდესაც მამა ცდილობდა ბავშვის თურქეთის რესპუბლიკაში გაყვანას დედის თანხმობის გარეშე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ერთ-ერთი მშობლის ნების საწინააღმდეგოდ ბავშვის მხრიდან საზღვრის კვეთა ვერ განხორციელდება და ამ მიმართულებით არ არის

აუცილებელი დამცავი ორდერის გამოცემა, თუმცა, როგორც ფსიქოლოგის ჩვენებიდან ირკვევა ბავშვი თავად ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს. მშობლებს შორის დავის გამწვავება მისთვის არის მატრავმირებელი და იმისათვის, რომ დაცული იყოს ბავშვის ემოციური უსაფრთხოება, სასამართლომ მიზ--შეწონილად ჩათვალა, ბავშვსა და მამას შორის შეხვედრები, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულებით, შედგეს სოციალური მუშაკის თანდასწრებით. თუმცა, ვინაიდან 2017 წლის 15 დეკემბრის_ განკარგულებით თებერვლის თვიდან განსაზღვრული ურთიერთობის წესი მოიცავს ბავშვის წაყვანას ღამით დარჩენის ჩათვლით (შაბათს დღის 11:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (იხ. განჩინების „1.2.“ პუნქტი), ამიტომ, სასამართლომ მიზ--შეწონილად მიიჩნია, რომ არსებული საფრთხის აღკვეთის მიზნით მიზ--შეწონილია, სოციალური მუშაკის გარეშე ბავშვის წაყვანა მამის მხრიდან, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობა უნდა განხორციელდეს იმავე განჩინებით 2018 წლის თებერვლამდე (განჩინების „1.1“ პუნქტი) დადგენილი გრაფიკის მიხედვით: ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათი-კვირა დღეს. შაბათს დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 17.00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 14.00 საათამდე.

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობის გარკვეული პერიოდით სრული აკრძალვა არ არის მიზ--შეწონილი, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს ჯანსაღ ურთიერთობებზე, ბავშვს მოაკლდება ის დადებითი ემოცია, რაც თან ახლავს მამასთან შეხვედრას, ამასთან, ამგვარი აკრძალვა არ არის აუცილებელი დამცავი ორდერის გამოცემის მიზნებისთვის. გარდა ამისა, ვინაიდან პარალელურად მიმდინარეობს სამოქალაქო დავის განხილვა, სადაც მხარეებს აქვთ პროცესუალური შესაძლებლობა მოითხოვონ ურთიერთობის დადგენილი წესის შეცვლა, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1 თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემა ზემოთ მითითებული პირობებით სრულიად საკმარისი იქნება განცხადებაში ასახული მიზნების მისაღწევად.

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ----------------–უს ფსიქიკური ძალადობისგან დაცვის მიზნით დამცავი ორდენის გამოცემის თაობაზე მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლები, რადგან საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის ვო-–---

სუბაშის მხრიდან არ----------------–უს მიმართ ფსიქიკური ძალადობის საფრთხეზე მიუთითებდა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა არ----------------–უს და ოზ--------–ის წარმომადგენელმა თი-------–--------მა და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების სრულად დაკმაყოფილება: წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

4.1. საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე-სის 2113-ე მუხლის მე-6 ნაწილის, აგრეთე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების (საქმეზე N3/1565-18) გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ----------------–უსა და ოზ--------–ის მიმართ დამცავი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა; აგრეთვე ახალი გადაწყვეტილებით არ----------------–უსა და ოზ--------–ის დამცავი ორდერის გამოცემა ვო-–---------–ის მიმართ 6 (ე-ვსი) თვის ვადით, ვო-–---------–ისთვის ოზ--------–თან და არ----------------–უსთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციისა და ურთიერთობის აკრძლვა, მათ შორის არ----------------–უსა და ოზ--------–თან, მათ საცხოვრებელ ადგილზე, სკოლასთან და ყველა სხვა ადგილთან სადაც ისინი იმყოფებიან, მიახლოება.

 

4.2. საჩივრის ავტორის განმარტებით თურქეთის სასამართლოს მიერ 2012 წელს 2012/867-1090 E.K. გაცემული დოკუმენტით ვო-–---------–ი და არ-----------–ი (ამჟამად - ქო--------–უ) განქორწინდნენ. 2007 წელს დაბადებულ საერთო შვილზე - ოზ--------–ზე - მეურვეობა გადაეცა დედას. ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებისა იყო ის, რომ ვო-–---------–ი ოზ--ზე ახდენდა ნეგატიურ გავლენას და განაწყობდა მას დედის მიმართ აგრესიულად. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მამას უფლება მიეცა წაეყვანა ბავშვი თავისთან და დაემყარებინა პიროვნული ურთიერთობა:ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ-კვირას; რელიგიური დღესასწაულების მეორე-მესამე დღეებში; სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათიდან მომდევნო კვირის პარასკევის ჩათვლით; ყოველწლიურად, 1 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით; წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეზე; წყვილ წლებში 31 დეკემბერს და 1 იანვარს; ყოველწლიურად მამის დღეს. ამასთან მოპასუხეს დაეკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის წერილობით მიეწოდებინა ინფორმაცია: ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე; სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით; ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც ბავშვს დამოუკიდებლად შეეძლებოდა საუბარი.

4.3. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნო მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მამას უფლება მიეცა წაეყვანა ბავშვი თავისთან და დაემყარებინა პიროვნული ურთიერთობა: სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათიდან მომდევნო კვირის პარასკევის ჩათვლით; ყოველწლიურად, 1 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით; მოპასუხეს დაეკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის წერილობით მიეწოდებინა ინფორმაცია: ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე; სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას, ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით; ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც ბავშვს დამოუკიდებლად შეეძლებოდა საუბარი.

 

4.4. საჩივრის ავტორის თქმით 2016 წლის 4 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ანკარის N9 საოჯახო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ვო-–---------–ის სარჩელი არ----------------–უს მიმართ მეურვეობის წესის შეცვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული სარჩელით, ვო-–---------–მა მოითხოვა, სრულად შეცვლილიყო თურქეთის რესპუბლიკის ანკარის N10 საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მეურვეობის წესი და მეურვეობის უფლება გადასცემოდა მას. აღნიშნულ საკითხზე თურქეთის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

4.5. საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ თურქეთში წარმოების დაწყების პარალელურად, ვო-–---------–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, მისცემოდა უფლება წაეყვანა ბავშვი ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს დილის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, ასევე პირველი იანვრის 12:00 საათიდან ორი იანვრის 17:00 საათამდე, სააღდგომო დღესასწაულებზე (აღდგომის წინა დღეს შაბათს 10:00 საათიდან მეორე დღის 17:00 საათამდე) და ბავშვის დაბადების დღეს.

აღნიშნული საქმე დღეისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მაისურაძის წარმოებაშია (საქმე #2/6130-17). ამ საქმის ფარგლებში, 2017 წლის 15 დეკემბრის დროებითი განკარგულებით, განისაზღვრა ვო-–---------–ის საქართველოში ყოფნისას მის არასრულწლოვან შვილთან - 2007 წლის 1-------ს დაბადებულ ოზ--------–თან - ურთიერთობის კონკრეტული წესი, რომლითაც მას უფლება მიეცა ბავშვი ენახა თვის პირველ და მესამე შაბათ-კვირას, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

4.6. საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თურქეთში სასამართლო წარმოების განახლების შემდეგ ვო-–---------–ის გავლენა ოზ--------–ის მიმართ განსაკუთრებით ნეგატიური გახდა. ყოველი შეხვედრის შემდეგ, ოზ--ი იმყოფება სტრესის ქვეშ, ვინაიდან ვო-–---------–ი მისგან ითხოვდა თურქეთის სასამართლოს წინაშე იმის დაფიქსირება, რომ მას სწორედ მამასთან სურს ცხოვრება. ამ მიზნით, მოსარჩელე ცდილობს ოზ--ს გაუღვივოს უცხოობისა და წინააღმდეგობის შეგრძნება დედისა და მისი ქმრის - ზე-ი ქო--------–უს - მიმართ, ასევე გაუჩინოს უარყოფითი განწყობა ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკასა და აფერხებს მის პიროვნულ განვითარებას.

4.7. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2017 წლის განმავლობაში, სასამართლო წარმოებათა გადამწყვეტ ფაზაში შესვლის პერიოდში, ვო-–---------–ის ძალადობრივმა ქმედებებმა ოზ--------–ის მიმართ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. ბავშვისა და მამის თითქმის ყოველი შეხვედრის შემდეგ, ოზ--ი ყვებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, რამდენჯერმე კი - ფიზიკური ძალადობის შესახებაც კი. 2017 წლის ივლისში, როდესაც ოზ--ი მამასთან იმყოფებოდა თურქეთში, ვო-–---------–მა იძულებით დააწერინა მას მიმართვა სასამართლოსადმი, სადაც ბავშვი ითხოვდა თურქეთში მასთან ერთად ცხოვრებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე, მოძალადემ ანკარის სასამართლოში დროებითი მეურვეობის უფლება მოიპოვა. შემდგომ ოზ--მა თავისი ნებით მიწერა წერილი სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ ეშინოდა მამის და სურდა დედასთან ცხოვრება.

4.8. საჩივრის ავტორის მითითებით,2017 წლის ოქტომბერში, ოზ--თან შეხვედრისას, ვო-–---------–მა ბავშვი ჩაკეტა ოთახში, დააშინა და აიძულა ვიდეოჩანაწერების გაკეთება, სადაც ოზ--ი განაცხადებდა, რომ მას სურდა მამასთან ერთად თურქეთში ცხოვრება. ამ ვიდეოთა საფუძველზე, ვო-–---------–მა წამოიწყო მორიგი წარმოება თურქეთში არ----------------–უს წინააღმდეგ. როგორც ოზ--მა დედას განუმარტა, მამა მას უყვიროდა, ხელს კრავდა, ავიწროებდა და აიძულებდა ამ ვიდეოჩანაწერების გაკეთებას.

4.9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის ნოემბერში, ა.ქო--------–უ იძულებული გახდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, რის საფუძველზეც სააგენტოს წარმომადგენელი გაესაუბრა ოზ--ს და თავისი მოსაზრებები ასახა შესაბამის დასკვნაში.

4.10. საჩივრის ავტორის მითითებით ამ მოვლენების შემდეგ არ----------------–უს წარმომადგენელმა, ადვოკატმა ებრუ ვარნალ ონურმა, განცხადებით მიმართა თურქეთის შესაბამის ორგანოებს და აცნობა ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ. შედეგად, 2017 წლის 23 ნოემბერს თურქეთის სასამართლომ გასცა შემაკავებელი ორდერი ვო-–---------–ის მიმართ. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის ანკარგის N6 საოჯახო

 

საქმეთა სასამართლოს N6284 გადაწყვეტილებით, დადგინდა ვო-–---------–ის მიერ არ----------------–უს მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.ვო-–---------–ს აეკრძალა არ----------------–უს მიმართ ძალადობის, მუქარის, შეურაცხყოფის ან სხვა მსგავსი ქმედების განხორციელება, მასთან კომუნიკაცია და, ასევე, სამსახურებრივი იარაღის ტარება. ეს ყოველივე კი ნათლად წარმოაჩენს ვო-–---------–ის ძალადობრივ ხასიათს, რაც, თავისთავად, საკმარისი საფუძველია მასსა და არ----------------–უს, აგრეთვე, ბავშვს შორის ყველანაირი კომუნიკაციის შეზღუდვისათვის.

4.11. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მამის მხრიდან პერმანენტული ზეწოლის შედეგად, ოზ--ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. თავისი სტრესული მდგომარეობის შესახებ, ბავშვმა რამდენიმე თვის წინ მიმართა სკოლის ფსიქოლოგს - ქალბატონ არ------------------ის - და მასთან გამოთქვა შიში სიტუაციის შესახებ. როგორც არ------------------ი თავის წერილობით დასკვნასა და შემდგომ უკვე სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, ოზ--მა მასთან განაცხადა, რომ მისთვის „ძალიან სტრესული” იყო, როდესაც მამამ მოსთხოვა, გაეკეთებინა არჩევანი, თუ რომელ მშობელთან დარჩებოდა. აქვე, ბავშვმა კითხა მას, ხომ არ ეტყოდა ამას მამას და რომ ის ძალიან ნერვიულობდა.

4.12. ო.სუბაშის სკოლის ფსიქოლოგის არ------------------ის დასკვნის მიხედვით: „ოზ--მა გამოთქვა შიში მთლიანი სიტუაციის შესახებ. მან აღწერა ის სიტუაცია, რომელიც ძალიან სტრესული იყო მისთვის, კერძოდ, როცა მამამ სთხოვა გაეკეთებინა არჩევანი, თუ რომელ მშობელთან დარჩებოდა…[ოზ--ი] არა მარტო შეშინებული და შეწუხებულია, არამედ მთელი ამ სიტუაციის გამო შეცბუნებული და აღელვებულია. ერთერთი ჩვენი სესიის დროს ოზ--მა მომიყვა, თუ როგორ აიძულა მამამ დაშინების გზით ეღიარებინა, რომ მას ურჩევნია მამასთან დარჩენა”. როგორც თავის წერილში, ისე სასამართლო სხდომაზე, არ------------------იმ სასამართლოს სთხოვა, გაეთვალისწინებინა ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რომ მისთვის არ იქნებოდა სასარგებლო მსგავსი ზეწოლის განცდა.

4.13. საჩივრის ავტორის განმარტებით,2018 წლის 17 თებერვალს, დროებითი განკარგულების მიხედვით, ვო-–---------–მა წაიყვანა ოზ--------–ი თავისთან. დროებითი განკარგულების მიხედვით, მას ბავშვი უნდა დაებრუნებინა მეორე დღის 14:00 საათზე. 2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, არ----------------–უს დაუკავშირდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ ვო-–---------–ს ახალი პასპორტით გადაჰყავდა ოზ--------–ი თურქეთის საზღვარზე. სასაზღვრო პოლიცია დაინტერესებული იყო ეთანხმებოდა თუ არა არ----------------–უ ვო-–---------–ის მიერ ბავშვის საქართველოდან გაყვანას. ვინაიდან არ----------------–უ წინააღმდეგი იყო აღნიშნულის ვო-–---------–მა ვერ მოახერხა ოზ--------–ის თურქეთში გადაყვანა, რის გამოც იგი დააბრუნა დედასთან 2018 წლის 18 თებერვლის 14:00 საათისათვის.

4.14. ამ ფაქტის შემდგომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს ტერიტორიაზე გაიცა შემაკავებელი ორდერები, რომლითაც ვო-–---------–ს აეკრძალა არ----------------–უსთან და ოზ--------–თან რაიმე ფორმით კომუნიკაცია. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის უფროსმა ინსპე-ტორმა გამოიკვლია გარემოებები, მოისმინა უშუალოდ ოზ--------–ის პოზიცია და დაადგინა ვო-–---------–ის მიერ არ----------------–უსა და ოზ--------–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. შედეგად, ვო-–---------–ს აეკრძალა არ----------------–უსა და ოზ--------–თან, აგრეთვე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელნი იმყოფებიან.

4.15. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე წარმოების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის 26, 28 და 30 მარტს, შედგა ოზ--------–ისა და არ----------------–უს შეხვედრები თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგ ლე-–------–-----–---–თან. შედეგად, სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 04 აპრილის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (#04-00-7359), რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგმა შეაფასა ოზ--------–ის ფსიქოემოციური მდგომარეობა და მისი მიჯაჭვულობა, როგორც არ----------------–უსთან, ისე ვო-–---------–თან. აღნიშნული დასკვნის მიხედვით: „მამის შესახებ საუბრისას ოზ--ი შფოთვამ მოიცვა, მით უმეტეს პირველ ვიზიტზე. იგი განსაკუთრებით ღელავდა, როცა ქვეყნიდან გასვლის მცდელობის და ვიდეოჩანაწერის გაკეთების ფაქტს იხსენებდა. ოზ--ი ამბობს, რომ მართალია მამას უთხრა, რომ არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ის მაინც ცდილობდა წაეყვანა და თან აძალებდა დედაზე ცუდი ეთქვა. ოზ--ი მთელი ვიზიტების მანძილზე გამოხატავდა დედასთან ერთად ცხოვრების სურვილს. გარდა აღნიშნული ფაქტისა, ოზ--ისათვის უარყოფით გამოცდილებას წარმოადგენს მამის მიერ მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ საუბარი. ოზ--ი განმარტავს, რომ მამა ძალიან ხშირად ელაპარაკებოდა ამის შესახებ, მას კი ეს არ სურს, ეს უსიამოვნოა მისთვის. ბოლო ვიზიტზე მოსულმა ოზ--მა იცოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად (რომელიც დამცავ ორდერს ეხებოდა) მომდევნო კვირაში მამა უნდა ჩამოსულიყო მის სანახავად. ოზ--ი ვარაუდობდა და შიშსაც გამოხატავდა, რომ მამამ არ უსაყვედუროს იმის გამო, რაც ფსიქოლოგთან ისაუბრა. ამ მიზეზით იგი ამბობდა, რომ მამის ნახვა არ უნდოდა...არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც უარყოფითად აისახება [ოზ--ის] ემოციურ მდგომარეობაზე. ბავშვის კეთილდღეობისათვის კი აუცილებელია მამის მიერ გათვალისწინებულ იქნას ეს. დაუშვებელია რომელიმე მშობელი ან ბავშის უახლოესი გარემოცვა განაწყობდეს მათ უარყოფითად მეორე მშობლის მიმართ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ დედის მხრიდან ბავშვზე გამიზნული ზეწოლა არ ვლინდება.“

4.16. საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ლე-–------–-----–---–მა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, ისე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წინაშე დაადასტურა დასკვნაში ასახული შეფასებები, რომ ბავშვის მამასთან კომუნიკაცია დაუშვებელი იქნება, თუ მამა არ გაითვალისწინებს იმ გარემოებებს, რაც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და არ შეცვლის დამოკიდებულებებს. იქვე აღინიშნა, რომ ოზ--------–ის ასაკში (10 წელი), მშობელთან კომუნიკაციის შეზღუდვა ან თუნდაც გარკვეული პერიოდით სრულიად აკრძალვა არ გამოიწვევს მშობელთან გაუცხოებას.

4.17. საჩივრის ავტორი მიუთითებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფსიქოლოგის ოზ--------–სა და ვო-–---------–ს შორის 2017 წლის დეკემბერში შემდგარ შეხვედრებზე. დასკვნისა და სხდომაზე დაფიქსირებული მოსაზრებების მიხედვით, სწორედ ეს შეხვედრები დაედო საფუძვლად მოსაზრებას, რომ ბავშვი „იყო კმაყოფილი და ბედნიერი მამასთან ურთიერთობით.“ აპელანტის მითითებით, სასამართლოს მხედველობაში გამორჩა ის ფაქტი, რომ მოცემულ შეხვედრებს არ ესწრებოდა თარჯიმანი და, შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლისათვის გაუგებარი დარჩა კომუნიკაციის ვერბალური ნაწილი. მიუხედავად ვიზუალური ინტერაქციის მნიშვნელობისა, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ძალადობის მსხვერპლის ასაკი და შესაბამისად შეეფასებინა მისი ქმედებები მამასთან მიმართებით. აგრეთვე გაცილებით მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2017 წლის დეკემბრის შემდგომ, რადგან სწორედ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ზეწოლის ფაქტებმა განაპირობა არ----------------–უსა და ოზ--------–ისათვის დამცავი ორდერის გაცემის აუცილებლობა.

4.18. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ დღეისთვის ვო-–---------–ი უფლებამოსილია, დაამყაროს ურთიერთობა ბავშვთან ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ-კვირას, აგრეთვე, სემესტრული არდადეგების ერთი კვირის განმავლობაში და 01 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში და თვლის, რომ აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ბავშვზე ზეწოლის განხორციელების მაღალი რისკია. ასევე არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ვო-–---------–ი გადაიყვანს ამ პერიოდში ოზ--------–ს თურქეთის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც დედას მოესპობა ბავშვის საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა, მით უმეტეს, საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მცდელობას უკვე ჰქონდა ადგილი 2018 წლის 18 თებერვალს; ამიტომ მოითხოვა სასამართლო წესით ბავშვისა და დედის დაცვა.

4.19. საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა, რომ სასამართლომ განმარტა „საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ერთ-ერთი მშობლის ნების საწინააღმდეგოდ ბავშვის მხრიდან საზღვრის კვეთა ვერ განხორციელდება და ამ მიმართულებით არ არის აუცილებელი დამცავი ორდერის გამოცემა.“ არ გაიზიარა მოცემული პოზიცია და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დღეისათვის ძალაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც ვო-–---------–ს უფლება აქვს ივლისის პერიოდში ბავშვი წაიყვანოს თავისთან (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გარეთ). აქედან გამომდინარე, ერთადერთი მე-ანიზმი იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბავშვის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, რის შემდეგაც პრაქტიკულად გამოირიცხება მისი საქართველოში დაბრუნება, არის დამცავი ორდერის გამოცემა.

4.20. მოცემული გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამა პერმანენტულად ახორციელებს ოზ--------–ზე უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს და მათი შეხვედრები ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. განვითარებულმა მოვლენებმა, ბავშვის უკანონოდ საზღვარზე გადაყვანის მცდელობამ, დღეისათვის ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობამ, კიდევ ერთხელ ცხადყო ვო-–---------–ის ჭეშმარიტი მოტივაცია - არ----------------–უს მიმართ შურისძიების მიზნით, მოაშოროს დედას ბავშვი და წაართვას ოზ--------–ს ის ცხოვრება, რომელიც მას უკვე რამდენიმე წელია საქართველოში აქვს.

4.21. საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ოზ--ი უკვე მესამე წელია საქართველოში ცხოვრობს და სწავლობს. მისი ყოველდღიურობა დატვირთულია რიგი სასწავლო და სოციალური აქტივობებით. როგორც გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრის დასკვნა ცხადყოფს, ოზ--ს კარგი აკადემიური მოსწრება აქვს, სიამოვნებას იღებს თანატოლებთან კომუნიკაციით, სრულად ინტეგრირებულია მის გარშემო არსებულ სოციუმში და აქვს კარგი დამოკიდებულება დედის მიმართ. დასკვნის მიხედვით, ბავშვი პოზიტიურადაა განწყობილი მამინაცვლის მიმართაც, რომელთანაც მშვიდი და მეგობრული ურთიერთობა აქვს. ოზ--ის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების სტილის სტაბილურობის შენარჩუნება და უარყოფითი ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება.

4.22. საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველ, მე-9 მუხლის მესამე და მე-19 მუხლის პირველ პუნქტებზე, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდე-სის 1199-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გამოხატვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესშიც.

4.23. საჩივრის ავტორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მშობლების ბავშვთან ურთიერთობის შესახებ დავებზე, სადაც აღნიშნავს, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII; P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

4.24. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია „საქართველოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-4, მე-10 და მე-11 მუხლებით.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ არ----------------–უსა და ოზ--------–ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე-სის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდე-სით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის დებულებანი.

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდე-სის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

6.1. არ----------------–უ და ვო-–---------–ი განქორწინდნენ თურქეთის მე-2 სამოქალაქო სასამართლოს სასამართლო დოკუმენტით, მორიგების გზით; 2007 წელს დაბადებულ საერთო შვილზე - ოზ--------–ზე მეურვეობა გადაეცა დედას. გაფორმდა ასევე ბავშვთან პიროვნული ურთიერთობის შეთანხმების ოქმი. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა პიროვნული ურთიერთობის დადგენილი წესი და განისაზღვრა ახალი წესი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქართველოს ტერიტორიაზე ცნო და აღსასრულებლად მიაქცია იმ ნაწილში, რომლითაც მამას უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა: სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათამდე; ყოველწლიურად, პირველ ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე; მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მხარეს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე, სემეტრული და სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით (სწავლის მდგომარეობის შესახებ) ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად; ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვთან საუბარი.

6.2. თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის დროებითი განკარგულებით განისაზღვრა მოსარჩელე ვო-–---------–ის საქართველოში ყოფნისას მისი ურთიერთობის წესი არასრულწლოვან შვილთან. იმავე სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შეიცვალა დროებითი განკარგულებით დადგენილი ურთიერთობის წესი, 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დროებითი განკარგულების შეცვლის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვო-–---------–ის წარმომადგენლის და არ----------------–უს წარმომადგენლის შუამდგომლობა დროებითი განკარგულებით შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დადგენილი წესის შეცვლის შესახებ და კვლავ შეიცვალა ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 16-17 დეკემბერი. ვო-–---------–ის და ოზ--------–ის ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით: მამას, ვო-–---------–ს არასრულწლოვან შვილთან, 2007 წლის 1-------ს დაბადებულ ოზ--------–თან ურთიერთობა საქართველოში ყოფნისას განესაზღვრა ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათი-კვირა დღეს. ამ განჩინებით ასახული შაბათი-კვირა დღეს მამა შვილის ურთიერთობა განისაზღვრა შაბათს დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 17.00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 14.00 საათამდე. მამა- შვილის ურთიერთობის შეხვედრაზე ბავშვის (ოზ--------–ის) მიყვანა უნდა მოხდეს არ-----------–-------------–უს ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის (უფლებამოსილ პირად არ მოიაზრება მოპასუხის ამჟამინდელი მეუღლე) მიერ; 2018 წლის თებერვლიდან მამა-შვილის (ვო-–---------–ის და ოზ--------–ის) ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან ამავე კვირის კვირა დღის 14:00 საათამდე; არასრულწლოვანი ოზ--------–ის წაყვანა და დაბრუნება განჩინებაში მითითებულ დროს უნდა მომხდარიყო თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს პირველი განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე (მდებარე, თბილისი, ნინო რამიშვილის 31).

6.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი) მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა დასკვნა, სადაც ასახულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 01 დეკემბრის დროებითი განკარგულების მიხედვით განისაზღვრა ურთიერთობის წესი და მოხდა მამა-შვილის შეხვედრა, სადაც დაესწრო სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად მამა-შვილის შეხვედრამ ჩაიარა თბილად და რაიმე სახის დაძაბულობას, ნერვიულობას და გაღიზიანებას არასრულწლოვანი ბავშვის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“. ...„01.12.2017 წ. დროებითი განკარგულების თანახმად შეხვედრები შედგა მამა-შვილს შორის გასართობ ცენტრში ,,ისთ ფოინთის" შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ ვაკე - საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელთა მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, შეხვედრა მამა-შვილს შორის იყო საკმაოდ თბილი და დადებით კონტე-სტში ასახული. ბავშვის მხრიდან რაიმე ნერვიულობას და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. მამა-შვილის დამშვიდობებისას იგივე გარემოებამ ჰპოვა ასახვა მათ ურთიერთობაში“.

6.4. როდესაც ბავშვთან ურთიერთობის დადგენილი წესის თანახმად 2018 წლის 18 თებერვალს ბავშვი იმყოფებოდა მამასთან ვო-–---------–თან, ბავშვის დედას ღამის საათებში დაუკავშირდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ ვო-–---------–ი ცდილობდა ახალი პასპორტით ბავშვი - ოზ--------–ი გადაეყვანა თურქეთის საზღვარზე, რისი ნებართვაც არ----------------–უმ არ მისცა.

6.5. არ----------------–უს განცხადების საფუძველზე 2018 წლის 22 თებერვალს გამოიცა შემაკავებელი ორდერები არ----------------–უს და ოზ--------–ის ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვის მიზნით მოძალადე - ვო-–---------–ის მიმართ 1 თვის ვადით; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ოზ--------–თან აეკრძალა ასევე საკომუნიკაციო საშუალებებით ურთიერთობა.

6.6. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გაითვალისწინა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი _ ლე-–------–-----–---–ის განმარტება იმის შესახებ, რომ მან განახორციელა ორი ვიზიტი ოზ--------–თან ინტერვიუირების მეთოდით, ხოლო ქცევაზე დაკვირვების მიზნით მისი შესწავლა ეყრდნობა სოციალური მუშაკის და სოციალური მომსახურების ცენტრის იურისტის დაკვირვებებს მამა-შვილს შორის შეხვედრებზე, მისი განმარტებით ინტერვიუირების და ქცევაზე დაკვირვების შედეგები განსხვავდება ერთმანეთისგან. ინტერვიუირებისას ბავშვი ამბობს, რომ დროებით არ სურს მამასთან შეხვედრა, თუმცა არ გამოხატავს კატეგორიულ წინააღმდეგობას. ქცევაზე დაკვირვება კი აჩვენებს, რომ ბავშვი იყო კმაყოფილი და ბედნიერი მამასთან ურთიერთობით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე აღნიშნული ფსიქოლოგის იმ მითითების თაობაზე: ინტერვიუირებისას ბავშვი თავს არიდებს საუბარს და ცდილობს ყველა შეკითხვას არ გასცეს პასუხი. მას მამასთან ურთიერთობაში არ მოსწონს ის, რომ მამა ხშირად ესაუბრება დავაზე მშობლებს შორის, ეს არის ის, რაც მას აწუხებს. სხვა ვერაფერს ასახელებს, რაც მამისგან არ მოსწონს. მამის მხრიდან თურქეთში წაყვანის მცდელობაზე როდესაც ეკითხებიან, ესეც დაკავშირებულია დავასთან და ეს დავა მთლიანად არის მისთვის მატრავმირებელი. ამბობს, რომ უნდა დედასთან ყოფნა. მამის, როგორც პიროვნების მიმართ მას უარყოფითი აღქმა არ აქვს.

6.7. სააპელაციო პალატას წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიაჩნია თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის განმარტება იმის შესახებ, რომ 2017 წლის დეკემბერში იურისტის და სოციალური მუშაკის დასწრებით შემდგარ მამა-შვილის შეხვედრისას ბავშვის ქცევაზე დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ბავშვს ახარებს მამასთან ურთიერთობა; ბავშვს მიჯაჭვულობა აქვს მამის მიმართ და 2017 წლის დეკემბრის შემდგომ ეს მიჯაჭვულობა არ იქნება შემცირებული; მართალია მამასთან შეხვედრამდე სოციალურ მუშაკთან და იურისტთან მამაზე საუბრისას ბავშვი შფოთავდა, იძაბებოდა; თუმცა, შეხვედრამ მოულოდნელად სულ სხვა რეჟიმში ჩაიარა, ბავშვის დაძაბულობა სრულად გაქარწყლდა მამასთან შეხვედრისას. ფსიქოლოგის მოსაზრების თანახმად, თუ მამის მხრიდან გათვალისწინებული იქნება ის, რაც ბავშვს არ მოსწონს, შეხვედრა მამასთან ბავშვისთვის აუცილებელიც არის; ის დადებითი ემოცია, რასაც მამისგან იღებს ბავშვი, ეს მისთვის არის საჭირო. ურთიერთობის წყვეტა მშობელთან არ არის აუცილებელი, თუკი ამისი აუცილებლობა არ დგას.

 

6.8. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, დამცავი ორდერი გამოიყენება როგორც სასწრაფო და გადაუდებელი ხასიათის დაცვითი მე-ანიზმი უფლებათა შესაძლო დარღვევის თავიდან აცილების მიზნით. ამ მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება 2018 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე, როდესაც მამა ცდილობდა ბავშვის თურქეთის რესპუბლიკაში გაყვანას დედის თანხმობის გარეშე; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ერთ-ერთი მშობლის ნების საწინააღმდეგოდ ბავშვის მხრიდან საზღვრის კვეთა ვერ განხორციელდება და ამ მიმართულებით არ არის აუცილებელი დამცავი ორდერის გამოცემა; თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგის ჩვენების თანახმად, ბავშვი თავად ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს; მშობლებს შორის დავის გამწვავება მისთვის არის მატრავმირებელი და იმისათვის, რომ დაცული იყოს ბავშვის ემოციური უსაფრთხოება, სასამართლომ მიიჩნია ბავშვსა და მამას შორის შეხვედრები შედგეს სოციალური მუშაკის თანდასწრებით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით 2018 წლის თებერვლიდან მამა-შვილის ურთიერთობის განსაზღვრული წესი მოიცავს ბავშვის წაყვანას ღამით დარჩენის ჩათვლით, კერძოდ ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათი დღის 11.00 საათიდან კვირა დღის 14.00 საათამდე; ამიტომ რათა გამოირიცხოს სოციალური მუშაკის გარეშე ბავშვის წაყვანა მამის მხრიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობა უნდა განხორციელდეს იმავე 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული 2018 წლის თებერვლამდე დადგენილი გრაფიკის მიხედვით: ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათი-კვირა დღეს. შაბათს დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 17.00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 11.00 საათიდან იმავე დღის 14.00 საათამდე.

6.9. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ დამცავი ორდერის გამოცემამ არ უნდა ხელყოს ბავშვის უფლება ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, ასევე - მშობლის უფლებები. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობის გარკვეული პერიოდით სრული აკრძალვა არ არის მიზ--შეწონილი, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს ჯანსაღ ურთიერთობებზე, ბავშვს მოაკლდება ის დადებითი ემოცია, რაც თან ახლავს მამასთან შეხვედრას, ამასთან, ამგვარი აკრძალვა არ არის აუცილებელი დამცავი ორდერის გამოცემის მიზნებისთვის. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ბავშვის უფლებების შესახებ კონვეციის მესამე მუხლის პირველი პუნქტით; ამ ნორმის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას; იმავე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნაა, რომ მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. იმავე კონვეციის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში კი აღნიშნულია, რომ მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა; იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ერთი თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემა ზემოთ მითითებული პირობებით სრულიად საკმარისი იქნება განცხადებაში ასახული მიზნების მისაღწევად.

6.10. სააპელაციო პალატა არ----------------–უს საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას ხელმძღვანელობს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონის მე-3 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის ცნებას; აღნიშნული ნორმის თანახმად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სე-სუალური ძალადობით ან იძულებით.

6.11. სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმავე მე-4 მუხლის „ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იმავე მუხლის „ვ” ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სე-სუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი); საყურადღებოა ასევე იმავე მუხლის „ვ1” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს. იმავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; იმავე კანონის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

6.12. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება ვო-–---------–ის მხრიდან არ----------------–უს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც სწორად არ დაკმაყოფლდა არ----------------–უს მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ვო-–---------–ის მიმართ.

 

6.13. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს არ----------------–უს და ოზ--------–ის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე-სის 2113-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს არ----------------–უს და ოზ--------–ის საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე