გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/3-----
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - სალომე ბოლქვაძე
მოსარჩელე - ნ-----–-ა ქ---
წარმომადგენელი - ლ--–ი ბ----–--–---–ი
მოპასუხე - შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილება
წარმომადგენელი - დ----- ა--–-----ი
დაინტერესებული პირი - ვ-------- კ-------–---–ი
წარმომადგენელი - დ----- მ----–--ე
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების დეტექტივის დ----- ა--–-----ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის განმარტებით, ვ-------- კ-------–---–მა იგი 2016 წელს გაიცნო, მანქანის ნომრის საშუალებით მოიძია საკონტაქტო ნომერი, დაურეკა და უთხრა რომ ძალიან კარგად იცნობდა, ჰყავდათ საერთო მეგობრები და მათი სახელებიც ჩამოუთვალა. იცოდა, რომ შეძლებული ქალბატონი იყო, ქველმოქმედი. ცხოვრობდა საზღვარგარეთ სადაც ჰქონდა თავისი რესტორანი. ამ პერიოდში საქართველოში ახალი ჩამოსული იყო. ორი წელი იყვნენ თანაცხოვრებაში. კონფლიქტები მას შედეგ დაიწყო, რაც მისი რეალური ვინაობა გაიგო. თავდაპირველად იცოდა, რომ ჰყავდა ერთი ქალიშვილი, მეუღლემ კი მიატოვა, თემქის სახლში მისი ინფორმაციით კ-------–---–ის არა დედა, არამედ დედინაცვალი ცხოვრობდა, რომელიც ძალიან ცუდად ექცეოდა მას და მის შვილსაც. ქალიშვილთან ერთად ვ--------ი ხშირად მიდიოდა მოსარჩელესთან სახლში, თუმცა გოგონას არასდროს არ წამოსცდენია, რომ დედა ჰყავდა. არ იცოდა, რომ პოლიციელი იყო. ამის შესახებ პირველად მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე მყოფი ნათესავებისგან შეიტყო, რომლებმაც ვ-------- კ-------–---–ი იცნეს. ასევე სულ უცხო ხალხისგან შეიტყო, რომ მას რამდენიმე შვილი ჰყავდა. აღნიშნული დეტალები მუდმივად კონფლიქტის საფუძველი ხდებოდა. მოსარჩელე იხსენებს, რომ მისი სახლიდან თავდაპირველად თავისი გარდაცვლილი მეუღლის ბეჭედი დაიკარგა, რაც შემდეგ გაარკვია რომ ვ--------ის ერთ-ერთი შვილის დედამ რუსუდან გელაშვილმა მოიპარა. ასევე ემუქრებოდა გარდაცვლილი მეუღლის მანქანის დაწვით, სიცოცხლის მოსპობით, ამბობდა რომ თუ დაშორდებოდნენ თავს მოიკლავდა. ტყუილების შემდეგ მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი და ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. თანაცხოვრების პერიოდში ატყუებდა, რომ ცოლთან დაშორებული იყო, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვ-------- კ-------–---–ის მეუღლე მოსარჩელეს გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას. განმარტავს, რომ თანაცხოვრების პერიოდში ორი სახლი გაყიდეს, დაალომბარდებინა მისი ყველა ძვირფასეულობა. ბოლო შერიგების დროს, შეთანხმდნენ რომ არასდროს გაქურდავდა და არ მოატყუებდა. ასევე შეთანხმდნენ, რომ ვ--------ი დედამისთან უნდა წასულიყო და მის მიერ შეძენილი ნივთები წამოეღო, რაც არ განახორციელა. რამდენიმე თვის წინ კი თავად იყო მისული თემქის სახლში ვ--------ის ოჯახში თავისი ნივთების წამოსაღებად.
მოსარჩელის განმარტებით, თუ ვ-------- კ-------–---–ი ფიქრობდა რომ ქალბატონი მოძალადე იყო, მას შეეძლო სახლიდან წასულიყო. დამატებით მიუთითებს, რომ ბოლო ტყუილის დროს, როდესაც არ უთხრა სიმართლე იმის შესახებ, რომ ტელეფონზე თავის შვილს ესაუბრებოდა, ნამდვილად მიაყენა შეურაცხყოფა და დაწყევლა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოძალადე არ არის და ეს სტატუსი არ უნდა ჰქონდეს. მრავალი ზიანი აქვს მიღებული, მრავალგზის მოტყუებულია. ჰყავს 17 წლის ქალიშვილი და არ სურს, რომ მომავალში ეს სტატუსი სადმე ფიქსირდებოდეს.
ნ-----–- ქ---ის წარმომადგენელმა - ლ--–ი ბ----–--–---–მა განმარტა, რომ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და უნდა გაუქმდეს შემაკავებელი ორდერი.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების დეტექტივმა პოლიციის მაიორმა დ----- ა--–-----მა წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და განმარტა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ვ-------- კ-------–---–მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილებას, რის საფუძველზეც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და ოქმი. განაცხადისას აღნიშნა, რომ 2016 წელს გაიცნო ნ-----–- ქ---ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა კარგი ურთიერთობა და 2017 წლიდან დაიწყეს თანაცხოვრება. 2019 წლის 15 დეკემბერს ნ-----–- ქ---მა ვ-------- კ-------–---–ს მოთხოვა ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ნ-----–- კვლავ დაუკავშირდა, შერიგდნენ და განაგრძეს თანაცხოვრება. 2020 წლის 13 იანვარს ვ-------- კ-------–---–ი ესაუბრებოდა დედას, საუბარში მისთვის ცნობილი გახდა, რომ შვილები იყვნენ მასთან სტუმრად. ამ საუბარს ესწრებოდა ნ-----–- ქ---ი, რომელმაც პრეტენზია გამოხატა, ეჭვიანობის ნიადაგზე შექმნა კონფლიქტური სიტუაცია, ვ-------- კ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დაწყევლა ვ--------ი და მისი ოჯახი. დამატებით აღინიშნა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე, შედგა შემაკავებელი ორდერის ოქმი. აღნიშნული შემაკავებელი ორდერის ოქმის ბოლოს დატანილია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა გამოიცეს შემაკავებელი ორდერი, თუკი ქულათა რაოდენობამ შეადგინა 3 (სამი) ქულა. მოცემულ შემთხვევაში ქულათა რაოდენობა პირდაპირ ქმნიდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს. მოპასუხის განმარტებით, შემაკავებელი ორდერის მიზანი, ოპერატიულ რეაგირებასთან ერთად, არის სამომავლო ძალადობის პრევენციაც და ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების უფლებისათვის ხელშეწყობა. ამიტომ, მომავალში აღნიშნული ძალადობის სისტემატიური და სერიოზულ ძალადობად გარდაქმნის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია შემაკავებელი ორდერის გამოცემა. დ----- ა--–-----ის განმარტებით, 2020 წლის 20 იანვარს, ვ-------- კ-------–---–მა განცხადებით მიმართა განყოფილებას, სადაც აღნიშნა, რომ 2020 წლის 13 იანვრის განცხადებაზე დასართავად წარადგინა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მასსა და ნ-----–- ქ---ს შორის. ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი პრევენციული ღონისძიება იყო იმისა, რომ ცივილური გზით მოხდეს მათ შორის არსებული ურთიერთობის დარეგულირება.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია:
დაინტერესებული პირის, ვ-------- კ-------–---–ის განმარტებით, ის რაც ნ-----–- ქ---მა განმარტა რეალობას არ შეესაბამება. 2020 წლის 12 იანვარს, 11:00 საათზე უნდა წასულიყო დედასთან, სადაც ჰქონდა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი და უნდა წამოეღო. ამ დროს იყო ნ-----–- ქ---ის ბინაში, ვინაიდან აღნიშნული ბინა უნდა გაექირავებინა, კლიენტები უნდა მისულიყვნენ და დალაგებაში ეხმარებოდა. ამ პერიოდში დაურეკა შვილმა, რამაც ნ-----–- გააღიზიანა. განმარტავს, რომ მოსარჩელე წერდა მის 15 წლის ქალიშვილს, რომ არის ბინძური, მეძავი და მთელ საქართველოს ანახებს თუ ვინ არის იგი. 7 წლის შვილზე ამბობდა, რომ მამასთან არ უნდა დაერეკა. უკრძალავდა მშობლებთან, შვილებთან, ძმისშვილებთან ურთიერთობას. ასევე აქვს ჩანაწერი, სადაც თავის 16 წლის შვილს, მოსარჩელე შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებს. უნდა რომ წყობილებიდან გამოიყვანოს. ურეკავს მის მეგობრებს და ლანძღავს მათთან. ნ-----–-ს მიერ ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიხატება იმაში, რომ უწყევლის მოხუც მშობლებს, აგინებს და განმარტავს, რომ შეუძლებელია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. 13 იანვარს დატოვა მისი საცხოვრებელი სახლი და ტელეფონზე ნ-----–-მ გაუგზავნა შეურაცხმყოფებელი მესიჯები. გააფრთხილა, რომ დაბლოკავდა. არ უნდოდა მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, თუმცა მაინც წერდა მესიჯებს ,,ვაიბერში’’ და ,,ვოთსაფშიც’’. აღნიშნულის შემდეგ, განუმარტა რომ მივიდოდა პოლიციაში და შემაკავებელ ორდერს გამოაცემინებდა. შესაბამისად, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მიმართა ყველაზე ახლოს მდებარე პოლიციას, რომელიც იყო თემქაზე და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. დილის საათებში კი გაიგო, რომ მის მიმართაც არის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2020 წლის 13 იანვარს, ვ-------- კ-------–---–მა განცხადებით მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილეს და განმარტა, რომ 2016 წელს გაიცნო მოქალაქე ნ-----–- ქ---ი, დაბადებული 1982 წელს, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, რაც ცოტახანში გადაიზარდა თანაცხოვრებაში. დაახლოებით ერთ წელიწადში მათ შორის გაფუჭდა ურთიერთობა, რა დროსაც მან ცივილური გზით გადაწყვიტა ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა ნ-----–- ქ---მა მის მიმართ არაერთხელ გამოხატა აგრესია. სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას. ამასთან მის არასრულწლოვან შვილებს ტელეფონზე უგზავნიდა შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. ასევე მის მობილურზე აგზავნიდა მისი შვილების წყევლის შემცველ შეტყობინებებს და ულანძღავდა ოჯახის წევრებს. ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, რაზედაც რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა მასთან შეხვედრა და გარკვევა თუ რა მიზეზის გამო იქცეოდა ასე. მასთან შეხვედრის შემდეგ, მიხვდა რომ ნ-----–- ქ---ს არ სურდა დაშორება, თუმცა უნდოდა, რომ ვ--------ი შვილებს და მშობლებს დაშორებოდა რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულზე დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს განყოფილების დახმარებას და შემაკავებელი ორდერის გამოცემას, რათა ცივილური გზით მოგვარდეს ზემოთაღნიშნული ურთიერთობა და არ გაგრძელდეს ნ-----–- ქ---ის მხრიდან შეურაცხყოფა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ-------- კ-------–---–ის 2020 წლის 13 იანვრის განცხადება (ს.ფ. 68)
3.1.2. 2020 წლის 13 იანვრის რეაგირების ოქმის თანახმად მიმდინარე წლის 13 იანვარს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში შესული N78295 განცხადების საფუძველზე გაესაუბრა დეტექტივი პოლიციის მაიორი დ----- ა--–-----ი ვ-------- კ-------–---–ს, რომელმაც გასაუბრებისას განმარტა, რომ 2016 წელს გაიცნო მოქ. ნ-----–- ქ---ი ტელეფონის საშუალებით, შემდგომ სოციალური ქსელის საშუალებით განაგრძო ურთიერთობა, რომელიც გადაიზარდა მათ შორის თანაცხოვრებაში და მოქ. ვ. კ-------–---–ის გადმოცემით მათ შორის იყო არარეგისტრირებული ქორწინება და მათ შორის იყო ჩვეულებრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ნ-----–- ქ---ი მიდიოდა ვ-------- კ-------–---–ის ოჯახში. ჰქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა და კარგი დამოკიდებულება კ-------–---–ის არასრულწლოვან შვილებთან მოქ. ლ---- კ-------–---–თან, ბ-------- კ-------–---–თან, ლ---- კ-------–---–თან და ე-----–- კ-------–---–თან, რომლებიც ვ-------- კ-------–---–ს ჰყავდა პირველი ცოლისგან. ვ. კ-------–---–ის განმარტებით 2017 წელს მათ შორის მოხდა კონფლიქტი და დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდათ, რომელიც შემდგომ დალაგდა. დაახლეობით 2019 წლის აგვისტოში მათ შორის მოხდა კონფლიქტი რადგან ნ. ქ---ს არ სურდა ვ--------ს ჰქონოდა ურთიერთობა მის უფროსს ქალიშვილთან ლ---- კ-------–---–თან, დაბ. 24.11.2004 წელს, რაზეც ვ. კ-------–---–მა განუცხადა, რომ ნ. ქ---ს, რომ ვერავის დადგებოდა მის შვილზე წინ და ვერანაირად ვერ შეწყვეტდა მის შვილთან ურთიერთობას, იმის გამო რომ ასე სურდა ნ-----–- ქ---ს. ვ-------- კ-------–---–ის გადმოცემით მისი მეგობარი ქალბატონი 2019 წლის 15 დეკემბერს შეხვდა მას და განუცხადა იმის შესახებ, რომ მათ შორის ურთიერთობა არის ძალიან გაფუჭებული და არ უნდა, რომ ერთად იყვნენ, ვინაიდან ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს და ჯობია დაშორდნენ, რის შემდეგაც ვ. კ-------–---–ი წამოვიდა სახლიდან. დაახლოებით ერთ კვირაში ვ. კ-------–---–ს დაუკავშირდა ნ. ქ---ი და უთხრა, რომ იგი იყო აღელვებული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მას და მის შვილებს, რაზედაც იხდის ბოდიშს და თხოვა, რომ ეპატიებინა ყოველივე აღნიშნული, რის შემდეგაც ვ. კ-------–---–მა და ნ-----–- ქ---მა განაგრძეს თანაცხოვრება. მიმდინარე წლის 13 იანვარს ნ. ქ---მა დაურეკა ვ. კ-------–---–ს, შემდგომ ვ. კ-------–---–მა დაურეკა ტელეფონზე მშობელს და გაიგო იმის შესახებ, რომ მისი შვილები იმყოფებოდნენ ბებიასთან ქ-------–--–--------------------------------------------------, რაზედაც ნ-----–- ქ---მა გამოხატა პრეტენზია და ეჭვიანობის ნიადაგზე შექმნა კონფლიქტური სიტუაცია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე ნ. ქ---მა სმს-ების საშუალებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ვ. კ-------–---–ის ოჯახის წევრებს, რაც გამოიხატა ლანძღვასა და წყევლაში. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მოქ. ვ. კ-------–---–მა მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა, რომ ყველაფერი მათ შორის დამთავრებულიყო ცივილური გზით და არ მოყოლოდა რაიმე სახის კონფლიქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2020 წლის 13 იანვრის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 69-70)
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების დეტექტივის - დ----- ა--–-----ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადეს - ნ-----–- ქ---ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ვ-------- კ-------–---–ი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 7).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’“ -საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის„ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
მოცემულ შემთხვევაში მართალია, ნ-----–-ა ქ---ი და ვ-------- კ-------–---–ი არ იმყოფებიან ქორწინებაში, მაგრამ მათ შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, მათზე უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის მოქმედება.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, ,,ფარული“ ფორმა,, რომელიც შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული) რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. ,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია მხარეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო და მისი გამოცემის დროს გამომცემი ორგანოს მიერ არ მომხდარა კანონის დარღვევა, რადგან სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–- ქ---ის მხრიდან ვ-------- კ-------–---–ს მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებას. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების დეტექტივის დ----- ა--–-----ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–-ა ქ---ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების დეტექტივის დ----- ა--–-----ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი