გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310018002632110
საქმე №3/86-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი 2018 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელეები - მა----ა კუ--------–-–---–ი, ფრ------ი ბა------ე;
წარმომადგენლები: შა-–-ა ხვ---------–---–ი, კა----რ ხვ---------–---–ი;
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი - ლ-- კა------–---–ი
მესამე პირი - ლუ-----–ა ფე----ე
წარმომადგენლები - მა----მ ქე---–---–ი და ა-- თა----–--ე;
დავის საგანი: 2018 წლის 13 სექტემბრის №002468 და 2018 წლის 13 სექტემბრის №002469 შემაკავებელი ორდერების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების გამომძიებელის ლ-- კა------–---–ის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს (მა----ა კუ--------–-–---–ის მიმართ) გამოცემული შემაკავებელი ორდერი N002468;
1.2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების გამომძიებელის ლ-- კა------–---–ის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს (ფრ------ი ბა------ის მიმართ) გამოცემული შემაკავებელი ორდერი N002469;
2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაერთიანდა ფრ------ ბა------ის ადმინისტრაციული სარჩელი საქმეზე N3/86-18 და მა----ა კუ--------–-–---–ის ადმინისტრაციული სარჩელი საქმეზე N3/87-18 და საქმეს საბოლოოდ მიენიჭა N3/86-18.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელეების წარმომადგენელმა შა-–-ა ხვ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მა----ა კუ--------–-–---–ი მუშაობს საგარეჯოს სპორტულ გაერთიანებაში დირექტორის თანამდებობაზე და სამსახურებრივად დაკავშირებულია ლუ-----–ა ფე----ესთან. ლუ-----–ა ფე----ე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს საგარეჯოს სპორტულ გაერთიანებაში გოგონათა ძიუდოს მწვრთნელის პოზიციაზე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მა----ა კუ--------–-–---–ი სხვა სახის ურთიერთობა მსხვერპლთან მოსარჩელეს არ გააჩნია. 2018 წლის 13 სექტემბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ მა----ა კუ--------–-–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი N002468. ამ ორდერით სპორტულ გაერთიანების დირექტორის მა----ა კუ--------–-–---–ს ფაქტიურად 30 დრის ვადით ეკრძალება სამსახურებრივი თვალსაზრისით განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, მას ეკრძალება სამსახურში მისვლა, ასევე შა-–-ა გ------–---–-- სპორტულ დარბაზში გამოცხადება, სადაც ვარჯიშებს სხვა მწვრთნელებთან ერთად ატარებს ლუ-----–ა ფე----ე, ასევე აღნიშნულ დარბაზში მომუშავე სხვა მწვრთნელების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება. პრაქტიკულად ლუ-----–ა ფე----ეს ენიჭება სრული თვითნებობის შესაძლებლობა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემაკავებელი ორდერი მსგავსი აკრძალვებით გამოცემულია საგარეჯოს სპორტულ გაერთიანების დირექტორის მოადგილის ფრ------ ბა------ის მიმართაც. მა----ა კუ--------–-–---–ის და ფრ------ი ბა------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ლუ-----–ა ფე----ის მიმართ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ ძალადობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად გამოცხადებული ლუ-----–ა ფე----ე მა----ა კუ--------–-–---–ს თვენახევრის განმავლობაში ნანახი ჰყავს მხოლოდ ერთხელ და ისიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან გამართულ შეხვედრაზე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მოსარჩელეები ლუ-----–ა ფე----ესთან არ ახორციელებენ რაიმე სახის კომუნიკაციას სატელეფონო ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რადგან ლუ-----–ა ფე----ე აშკარად უპირისპირდება საგარეჯოს სპორტულ გაერთიანების ხელმძღვანელებს და მუდმივად ცდილობს მათ დადანაშაულებას რაიმე სახის ზეწოლაში.
მოსარჩელეების და მათი ადვოკატების განმარტებით, ლუ-----–ა ფე----ის მიმართ არანაირი ძალადობა არ ხორციელდება. სრულიად გაუგებარია და არც არის შემაკავებელ ორდერში მითითებული, თუ როდის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსარჩელემ და რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულის დასადასტურებლად. სადაო შემაკავებელ ორდერში არ არის მითითებული, თუ სად და როდის განხორციელდა ძალადობა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ შემაკავებელი ორდერები არის უკანონო, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სადაო შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები. შემაკავებლ ორდერში არ არის მითითებული მისი გამოცემის თარიღი, საათი და ოქმის შედგენის ადგილი.
ამასთან მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ლუ-----–ა ფე----ემ სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სამსახურის ადგილზე შევიწროვების, როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შევიწროვების საფუძველზე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ა--ზღაურების მოთხოვნით. ლუ-----–ა ფე----ე შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დირექტორის და მისი მოადგილის კანონიერ ქმედებებს აფასებს როგორც ზეწოლას, შევიწროვებას, მუქარას და დისკრიმინაციულ მოპყრობას. მას მიაჩნია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელებული კონტროლი სამსახურის ადგილზე შევიწროვებად უნდა შეფასდეს და შემაკავებელი ორდერების გამოცემა ესაჭიროება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე აღძრულის სარჩელზე მტკიცებულებების სახით წარსადგენად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს მის გამოკითხული იქნა ლუ-----–ა ფე----ე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს საგარეჯოს სპორტული გაერთიანების ძიუდოს მწვრთნელ-მასწავლებლის თანამდებობაზე, მისი დირექტორია მა----ა კუ--------–-–---–ი, ხოლო პირველი მოადგილე ფრ------ი ბა------ე, რომლებთანაც აქვს დაძაბული ურთიერთობა. მას შემდეგ რაც მან 2018 წლის აგვისტოს თვეში სასამართლოში შეიტანა სარჩელი ზემოაღნიშნული პიროვნებების მიმართ უფრო დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა და მისგან ითხოვენ გამოიტანოს სარჩელი და ამ მიზნით ახორციელებენ ზეწოლას და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამასთან გამოკითხვაში აღნიშნავდა, რომ ერთი კვირის წინ მისი ერთ-ერთი მოსწავლე მა----მ კოხტაშვილი გააჩერა ქუჩაში ფრ------ ბა------ემ და უთხრა, რომ ,,შენს მწვრთნელს ლუ-----–ას კისერი აქვს მოსამტვრევიო “, რაც მა----მმა უთხრა ლუ-----–ას. ამის გამო ლუ-----–ა ფე----ეს რეალური შიში გაუჩნდა.
2018 წლის 08 სექტემბერს ქ. თბილისში დაწყებული არის გამოძიება ქალბატონი ლუ-----–ა ფე----ის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე. ლუ-----–ა ფე----ის გამოკითხვის თანახმად, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის მინა იყო ჩამსხვრეული. გამოკითხვისას მან აღნიშნა რომ სკოლის დირექტორთან მა----ა კუ--------–-–---–თან და დირექტორის მოადგილე ფრ------ ბა------ესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა და შესაძლოა ავტომანქანის დაზიანება მათ უკავშირდებოდეს. ასევე ლუ-----–ა ფე----ის ერთ-ერთმა მოსწავლემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სტატუსი სკოლაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერების გაუქმების საფუძველი და ძალაში უნდა დარჩეს 2018 წლის 13 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N002468 და შემაკავებელი ორდერი N002469.
3. დაინტერესებული პირის პოზიცია;
სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირის ლუ-----–ა ფე----ის წარმომადგენენლებმა განმარტეს, რომ მას შემდეგ რაც ლუ-----–ა ფერძემ სასამართლოში წარადგინა სარჩელი 2018 წლის 31 აგვისტოს სარჩელში მოწმედ დასაკითხ პირთა სიაში მითითებულ გია მაისურაძეზე, მოხდა თავდასხმა და იგი სასტიკად იქნა ნაცემი. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამავე დღეს 2018 წლის 31 აგვისტოს, ქუჩაში მიმავალ ლუ-----–ა ფე----ის მოსწავლეს მა----მ კოხტაშვილს შეხვდა დირექტორის მოადგილე ფრ------ი ბა------ე და უთხრა მას, რომ „ შენ მასწავლებელ ლუ-----–ას კისერი აქვს მომტვრეულიო “. იმავე დღეს საგარეჯოს მუციპალიტეტის მერიაში მერის კაბინეტში მოხდა შეხვედრა მა----ა კუ--------–-–---–ს და ლუ-----–ა ფე----ეს შორის, სადაც მიუთითეს, რომ თუ არ გამოიტანდა სარჩელს სასამართლოდან, იგი დატოვებდა სამსახურს. ყოველივე ამის შემდეგ ლუ-----–ა ფე----ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, მითუმეტეს, რომ ბავშვის პირით შეუთვალეს, რომ კისერი გაქვს მომტვრეულიო. 2018 წლის 08 სექტემბერს მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, ლუ-----–ა ფე----ის ავტომანქანას უკანა მინა იყო ჩამტვრეული. ერთ-ერთ შეხვედრაზე დირექტორმა მა----ა კუ--------–-–---–მა უთხრა ლუ-----–ას, რომ არ უნდა ევარჯიშებინა გოგონები და ბიჭები ერთად და იქვე უთხრა, რომ იმიტომ მოვედი რომ უნდა გაგანადგურო. ბოლოს ფრ------ი ბა------ე მან დაინახა 2018 წლის 31 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქალაქის ცენტრში, პირველი საჯარო სკოლის პირდაპირ, თუმცა საუბარი არ ქონია.
მოწმეთა ჩვენებები:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა (სპორტული სკოლის თანამშლომლები) განმარტეს, რომ საგარეჯოს სპორტულ გაერთიანების დირექტორს მა----ა კუ--------–-–---–ს და მის პირველ მოადგილეს ფრ------ ბა------ეს კარგი ურთიერთობა აქვთ სპორტული გაერთიანების თანამშლომლებთან, მათ შორის ლუ-----–ა ფე----ესთან და მათი მხრიდან ლუ-----–ა ფე----ის მიმართ შეურაწყოფის ან შევიწროების რაიმე ფაქტი არ გაუგიათ.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე მა----ა კუ--------–-–---–ი მუშაობს საგარეჯოს სპორტულ გაერთიანებაში დირექტორის თა--მდებობაზე. მის პირველ მოადგილედ მუშაობს მოსარჩელე ფრ------ი ბა------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები, საქმის მასალები;
4.1.2. ლუ-----–ა ფე----ე (ორდერის მიხედვით მსხვერპლი) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს საგარეჯოს სპორტულ გაერთიანებაში ძიუდოს (გოგონათა ჯგუფის) მწვრთნელის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები, საქმის მასალები.
4.1.3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-- კა------–---–ის მიერ ლუ-----–ა ფე----ის განცხადების საფუძველზე 2018 წლის 13 სექტემბერს მა----ა კუ--------–-–---–ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N002468. ამავე დღეს ფრ------ი ბა------ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N002469.
N002468 შემაკავებელ ორდერში მიეთითა: მსხვერპლი: ლუ-----–ა ფე----ე; მოძალადე: მა----ა კუ--------–-–---–ი; ორდერის შედგენის საფუძველი: მა----ა კუ--------–-–---–ი სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებს და ფსიქოლოგიურად ძალადობს ლუ-----–ა ფე----ეზე. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური. ორდერის მოქმედების ვადა 30 დღე; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: აეკრძალოს მოძალადეს იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს და მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.09.2018 წლის შემაკავებელი ორდერი №002468.
N002469 შემაკავებელ ორდერში მიეთითა: მსხვერპლი: ლუ-----–ა ფე----ე; მოძალადე: ფრ------ ბა------ე; ორდერის შედგენის საფუძველი: ფრ------ ბა------ე სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებს და ფსიქოლოგიურად ძალადობს ლუ-----–ა ფე----ეზე. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური. ორდერის მოქმედების ვადა 30 დღე; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: აეკრძალოს მოძალადეს იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს და მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.09.2018 წლის შემაკავებელი ორდერი №002469.
4.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი “.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
სასამართლოს მიერ მოპასუხის განმარტებიდან დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერები გამოცემული იქნა მხოლოდ ლუ-----–ა ფე----ის განცხადების და სკოლის არასრულწლოვანი მოწაფის მა----მ კოხტაშვილის გომოკითხვის საფუძველზე. გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მან გამოიყენა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელ-- სკოლის მოსწავლემ მა----მ კოხტაშვილმა ქსელში ატვირთა. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ გამოყენებული იქნა ლუ-----–ა ფე----ის გამოკითხვის ოქმი მისი ავტომანქანის მინის გატეხვის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან, საიდანაც არანაირად არ ირკვევა, რომ ამ ფაქტთან რაიმე კავშირი ქონდათ მოსარჩელეებს. შემაკავებელი ორდერები ისე გამოიწერა, რომ არ ყოფილან გამოკითხულები მოსარჩელეები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მათი არგუმენტაციის მოსმენა და ისე შეეზღუდათ უფლებები. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა კატეგორიულად უარყეს ლუ-----–ა ფე----ის მიმართ რაიმე ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა მათი მხრიდან, ხოლო თავად ლუ-----–ა ფე----ე ზუსტად ვერ იხსენებდა ფსიქოლოგიური ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ მა----ა კუ--------–-–---–ს და მის პირველ მოადგილეს ფრ------ ბა------ეს მხრიდან ლუ-----–ა ფე----ის შეურაწყოფის ან შევიწროების რაიმე ფაქტის თაობაზე არაფერი იციან. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე ლუ-----–ა ფე----ემ დაადასტურა, რომ უშუალო ან სატელეფონო საუბარი ფრ------ ბა------ესთან მას არ ქონია ბოლო ორი თვის მანძილზე, ხოლო დირექტორს ბოლოს შეხვდა მხოლოდ საგარეჯოს მერის სამუშაო ოთახში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ამრიგად, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტების, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთ შეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მოსარჩელეების მხრიდან ლუ-----–ა ფე----ის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ფაქტის განხორციელება ან ისეთი ისეთი სახის ქმედების ჩადენა, რაც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სამოტივაციო ნაწილი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ,, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია".
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ ა “ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.A
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე (საქმის გარემოებათა გამოკვლება) მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები “.
7.2.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ “ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
” ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
” ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ ა “ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერების გამოცემის დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნენ გამოკითხული სავარაუდო მოძალადეები, მოწმეები, არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა არსებითი გარემოებები და შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულად დაადგინა ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ, ურთიერთობა დაძაბულია და უთანხმოება ძირითადად უკავშირდება შრომით დავას, რომელიც სასამართლოში განხილვის პროცესშია. სასამართლო ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ შემაკავებელი ორდერების მიღებით მოსარჩელეებს ფაქტიურად შეეზღუდათ სამსახურში მისვლის უფლება და შრომითი მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დაუშვებელია. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის მიმდინარე შრომითი დავა ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, აღნიშნული ურთიერთობა არ შეიძლება შეფასდეს „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობად, რაც წარმოდგენილი სარჩელების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.11. მუხლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე (ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით).
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლით, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამრიგად, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ი,მე-2, მე-12-ე, მე-13-ე, 17-ე, 2112-ე, 2114-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე,105-ე, 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----ა კუ--------–-–---–ის და ფრ------ ბა------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1.გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-- კა------–---–ის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს (მა----ა კუ--------–-–---–ის მიმართ) გამოცემული შემაკავებელი ორდერი N002468;
1.2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-- კა------–---–ის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს (ფრ------ ბა------ის მიმართ) გამოცემული შემაკავებელი ორდერი N002469;
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე მისამართზე: ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 03 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე პაატა ნოზაძე