გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
02.08.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
განმცხადებელი - ნ---–-----------
მოწინააღმდეგე მხარე - ს--------------–--------ი
განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა
სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 01 აგვისტოს ნ---–-----------მ განცხადებით მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ს--------------–--------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ განმცხადებელი2007 წლიდან თანაცხოვრებაშია ს--------------–--------თან. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი ს----------–--------ი, (დაბ. 2012 წლის 13 აგვისტო). წლების განმავლობაში ცხორობდნენ მშვიდად, ბოლო თვეების განმავლობაში კი მათ შორის დაიწყო კონფლიქტური სიტუაცია. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი მისი შვილის (პირველი ქორწინებიდან) მხრიდან განმცხადებლის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და განცხადებები.
განმცხადებლის განმარტებით, სისტემატური კონფლიქტის, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის გამო 2019 წლის 03 ივლისს ს--------------–--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი (017802). შემაკავებელი ორდერით ს--------------–--------ს აეკრძალა ყველა იმ ადგილთან მიახლოვება სადაც იმყოფება ნ---–-----------, ასევე აეკრძალა კომუნიკაცია ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალებით.
შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ 03 ივლისიდან უშუალოდ ს--------------–-----ი განმცხადებელთან არ მოსულა თუმცა შუამავლების მეშვეობით ცდილობდა კვლავ გაეგრძელებინა კომუნიკაცია. თავდაპირველად შუამავლების მეშვეობით სთხოვა შერიგება, მას შემდეგ რაც მან შერიგებაზე უარი განაცხადა ს--------------–--------ი იმუქრებოდა მისი და მისის ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.
2019 წლის 31 ივლისს ს--------------–--------ის დაჟინებული თხოვნით შეხვდა მას მის მეგობართან ერთად. შეხვედრა კვლავ კონფლიქტით დასრულდა და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას. სამანდარი უყვიროდა რომ ეს ამბავი ცუდად დასრულდებოდა და დაშორებას არ აპატიებდა.
განმცხადებლის განმარტებით, 2019 წლის 03 აგვისტოს ს--------------–--------ის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს გასდის ვადა. ვინაიდან იგი კვლავ აგრესიულადაა განწყობილი მის მიმართ და ახორციელებს მუქარას აქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მისი მხრიდან ძალადობა მომავალში კვლავ გაგრძელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი განმარტავს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი და ითხოვს დამცავი ორდერის გამოცემას 06 თვის ვადით, შემდეგი პირობებით:
1. ს--------------–--------ი ცნოთ მოძალადეთ, ხოლო - ნ---–----------- ძალადობის მსხვერპლად.
2. ს--------------–--------ს აეკრძალოს - ნ---–-----------ს მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის განხორციელება.
3. ს--------------–--------ს აეკრძალოს - ნ---–-----------ს საცხოვრებელ სახლთან (მდებარე: რ---------------------------------------) და ყველა იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
ს ა მ ო ტ ივ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა”, “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას”, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით”.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ამოქმედდება გამოცემისთანავე. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედება, რომელიც ხორციელდება ს--------------–--------ის მხრიდან ნ---–-----------ს მიმართ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლების განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება.
სასამარტლო ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 02 აგვისტოს ნ---–-----------ს მიერ განცხადებით წარმოდგენილ 2019 წლის 03 ივლისის N017802 შემაკავებელ ორდერზე, რომლის თანახმადაც ს--------------–--------ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი, ხოლო ნ---–-----------ს მსხვერპლის. შემაკავებელი ორდერით დგინდება რომ მოძალადე ანხორციელებს ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას ნ---–-----------ს მიმართ.
წარმოდგენილი მასალების ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე ს--------------–--------ის მხრიდან მსხვერპლის - ნ---–-----------ს მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ---–-----------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. ს--------------–--------ი ცნობილ იქნეს მოძალადედ, ხოლო - ნ---–----------- ძალადობის მსხვერპლად.
1.2. ს--------------–--------ს აეკრძალოს - ნ---–-----------ს მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის განხორციელება.
1.3. ს--------------–--------ს აეკრძალოს - ნ---–-----------ს საცხოვრებელ სახლთან (მდებარე: რ---------------------------------------) და ყველა იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
3. დამცავი ორდერი გამოიცეს 2 (ორი) თვის ვადით.
4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.
6. გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.
მოსამართლე ნინო ონიანი